ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 20 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


  1. immanuel-kantროდესაც ავტომობილ “პაბედას” დიზაინს და წარმოების საკითხებს ამუშავებდნენ, დაგეგმილი ჰქონდათ მანქანისათვის “როდინა”, ანუ სამშობლო ეწოდებოდინათ. შეიტყო რა ამის შესახებ, სტალინმა ირონიულად იკითხა:”და რამდენში იქნება სამშობლო?”. ავტომობილს მომენტალურად შეუცვალეს სახელი.
  2. “თუ ადამიანის ამოცნობა გსურს, ნუ უსმენ, რას გეუბნებიან მასზე სხვები. მოუსმინე თუ რას ამბობს ეს კაცი სხვებზე”. ვუდი ალენი
  3. “სიკვდილის არ მეშინია. უბრალოდ მეშინია ამ ყველაფერს ვესწრებოდე”. ვუდი ალენი
  4. “როცა თქვენ საქმეები ცუდად მიდის… ნუ დადიხართ მათთან ერთად”. ელვის პრესლი
  5. “ჩემს თავს ყველაფრის უფლება შეიძლება მივცე, გარდა იმის, რაც სინამდვილეში მინდა”. ელვის პრესლი
  6. “ჩემი დევიზია – არ აღელდე, ააღელვე!” მერილინ მონრო
  7. “ახალგაზრდობის კუთხით – სიცოცხლე ერთი უსასრულო მომავალია, სიბერის კუთხით კი – ძალიან მოკლე წარსული”. არტურ შოპენჰაუერი
  8. “ნუ ეტყვი შენს მეგობარს იმას, რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს”. არტურ შოპენჰაუერი
  9. ‘ბედი კარტს აწყობს, ჩვენ კი ამ კარტით ვთამაშობთ”. არტურ შოპენჰაუერი
  10. “არ უყვარდე – უბრალოდ წარუმატებლობაა, არ გიყვარდეს – აი რა არის მართლა უბედურება”. ალბერ კამიუ
  11. “ადამიანს ადამიანად მეტწილად უფრო ის აქცევს, რაზეც დუმს, ვიდრე ის, რასაც ამბობს”. ალბერ კამიუ
  12. “არ ღირს ცხოვრებას აზრი მიანიჭო, რადგან ამით უსათუოდ მიდიხარ დასკვნამდე, რომ ცხოვრება არ ღირს”. ალბერ კამიუ
  13. “შეუძლებელია გულწრფელობა დასაცინი იყოს – იგი ყოველთვის პატივისცემას იმსახურებს “. შარლოტა ბრონტე
  14. ყველაზე დიდი სარგებელი, რაც ცხოვრებიდან შეიძლება მიიღოთ – სიცოცხლე იმ საქმეს დაახარჯოთ, რომელიც თქვენზე მეტ ხანს იცხოვრებს”. უილიამ ჯეიმსი
  15. “ჩემი თაობის ყველაზე დიდი აღმოჩენა ის არის, რომ ადამიანურ მოდგმას შეუძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა უბრალოდ საკუთარი შეხედულების ცვლილებით”. უილიამ ჯეიმსი
  16. “იქ, სადაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, სინამდვილეში ექვსნი ხვდებიან: ის, როგორადაც თითეულ ადამიანს საკუთარი თავი წარმოუდგენია, ის, როგორადაც მას მეორე ხედავს, და ის, როგორიც ადამიანი სინამდვილეშია”. უილიამ ჯეიმსი
  17. “თუ მოწყენილი ბრძანდებით, ერთბაშად გამხიარულება გაგიჭირდებათ. მაგრამ თუკი თქვენ იჯდებით, იმოძრავებთ და ისაუბრებთ მხიარული გამომეტყველებით, თქვენ უნებლიეთ კარგ განწყობილებაზე დადგებით”. უილიამ ჯეიმსი
  18. “ქალს მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდე ისეთივე უაზრობაა, როგორც ამტკიცო, რომ ყოველთვის ჯანმრთელი ან ყოველთვის ბედნიერი იქნები”. შარლ მონტესკიე
  19. “რაც უფრო ნაკლებს ფიქრობენ ადამიანები, მით უფრო მეტს ლაპარაკობენ”. შარლ მონტესკიე
  20. “ყოველთვის ვამჩნევდი, რომ საერო წარმატებისათვის ჩერჩეტის იერი უნდა გქონდეს და იყო გონიერი”. შარლ მონტესკიე
  21. “ადამიანი წინ ვერ მიდის, თუკი მის სულს მოგონებების ტკივილი ჭამს”. მარგარეტ მიტჩელი
  22. “ომი ყოველთვის წმინდაა მათთვის, ვინც ომს აწარმოებს. თუკი ომის გამჩაღებელი ომს წმინდად არ გამოაცხადებს, რომელი სულელი წავა საომრად? მაგრამ რა ლოზუნგებსაც არ უნდა გაჰყვიროდნენ ორატორები, რომლებიც რეგვნებს სასაკლაოზე ერეკებიან, რა კეთილშობილი მიზნებიც არ უნდა დაუსახონ, ომების მიზეზი მაინც ერთია. ფული. ყველა ომი, სინამდვილეში – ჩხუბია ფულისთვის. უბრალოდ ეს ცოტას ესმის. ყველა მეტისმეტად გაბრუებულია ფანფარებით, ბუკით და ნაღარით და ზურგში მოკალათებული რიტორების სიტყვებით”. მარგარეტ მიტჩელი (რომანიქარწაღებულნი“)
  23. “ჯობს შუბლში ტყვია მიიღო, ვიდრე ტუტუცი – ცოლად”. მარგარეტ მიტჩელი
  24. “ვერაფერი მთელს ქვეყანაზე ვერ მოგვცელავს. ჩვენ კი თვითონ ვანადგურებთ საკუთარ თავს – ვოხრავთ იმაზე, რაც აღარ გვაქვს და მეტისმეტად ხშირად ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე”. მარგარეტ მიტჩელი
  25. “მან იცოდა, რაც სურდა და მიზნისაკენ მამაკაცივით უმოკლესი გზით მიდიოდა და არა შემოვლითი და ფარული ბილიკებით, რაც ქალებს სჩვევიათ”. მარგარეთ მიტჩელი
  26. “ნუ დააგვიანებ ბრბოს წინააღმდეგ გაილაშქრო, რადგან სხვა შემთხვევაში იგი შენს წინააღმდეგ გაილაშქრებს”. მიამოტო მუსასი
  27. “როგორც კი ვინმეს მაღალ თანამდებობაზე დავნიშნავ, ესევე ჩნდება 99 უკმაყოფილო და 1 უმადური. ” ლუდოვიკო XIV
  28. “ცხოვრების მთელ წრებრუნვას სიყვარული და შიმშილი ქმნის”. ფრიდრიხ შილერი
  29. “შეაშრო ერთი ცრემლი მეტია გმირობა, ვიდრე დააყენო სისხლის ზღვა”. ჯორჯ ბაირონი
  30. “გულწრფელობა და სიცხადე – აი რა გჭირდებათ, რათა საკუთარი აზრები დაფაროთ და სხვებისა არიოთ”. ბენჯამენ დიზრაელი
  31. “ადამიანი ჭეშმარიტად დიდია მაშინ, როდესაც მას ვნებები მართავენ”. ბენჯამენ დიზრაელი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: