ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – 19 (დიდი ადამიანების გამონათქვამები და ციტატები)


  1. Be original“სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ იტანს. მას საქციელები ესაჭიროება”. რემარკი, “ტრიუმფალური თაღი”
  1. “თუ გაბედავ წარმოთქვა “მშვიდობით”, სიცოცხლე ახალი “გამარჯობ”-ით დაგაჯილდოვებს”. პაოლო კოელიო
  1. “ყოველი ქალი არ იბადება ლამაზად, მაგრამ თუკი 30 წლისათვის ქალი ასეთად არ იქცა, იგი უბრალოდ სულელი ყოფილა.” კოკო შანელი
  1. “ქორწინებას სიყვარულის გარეშე სიყვარული ქორწინების გარეშე მოსდევს”. ბენჯამენ ფრაკლინი
  1. „ამქვეყნად ყველაზე უაზრო საქმეა შეეცადო ზუსტად გაარკვიო ადამიანის ხასიათი. თითოეული პიროვნება – წინააღმდეგობათა გორგალია, მით უმეტეს ნიჭიერი ადამიანი.“ თეოდორ დრაიზერი
  1. “თითოეული ჩვენგანი ისეთია, როგორადაც უფალმა ღმერთმა შექმნა, ხშირად კი – უფრო უარესი”. მიგელ დე სერვანტესი
  1. “ჩვენი ხვალინდელი მიღწევების ერთადერთი წინააღმდეგობა – ჩვენი დღევანდელი ეჭვებია”. ფრანკლინ რუზველტი, აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი
  1. “არ არსებობს ისტორია, არსებობს მხოლოდ მემუარები”. (გამონათქვამს ჩერჩილს მიაწერენ)
  1. “ერთი სარკე წინაპართა მთელ გალერეაზე მნიშვნელოვანია”. სენეკა
  1. “ვინც მორცხვად ითხოვს – უარს გამოითხოვს.” სენეკა
  1. “მამაკაცი უნდა დაეხმაროს ქალს იყოს სუსტი. ძლიერად ყოფნა ქალს მამაკაცის გარეშეც შეუძლია”. ვოლტერი
  1. “შენ ყოველთვის პასუხს აგებ იმაზე, რასაც არ სცადე და წინ არ აღუდექი”. ჟან პოლ სარტრი
  1. ცნობილ გამომგონებელს, ფიზიკოსსა და ინჟინერ ნიკოლას ტესლას ყოველთვის ბოლო მოდაზე ეცვა, თუმცა მეცნიერი მუდმივად ერთ ძველ შლიაპას ატარებდა ხოლმე. როდესაც ეკითხებოდნენ თუ რატომ იქცეოდა ასე – ტესლაც პასუხობდა: “ვინც მიცნობს, მას ჩემი შლიაპა არ ადარდებს, ხოლო ვინც არ მიცნობს – მე კიდევ ის არ მადარდებს”.
  1. “საყვარლისაგან ქმრის შექმნა ისეთივე ძნელია, როგორც ქმრისაგან – საყვარლის”. ონორე დე ბალზაკი
  1. “ადამიანები დასტირიან პოეტების თხზულებებს და ჭეშმარიტ ტანჯვა-წამებას მშვიდად და გულგრილად უცქერენ”. ისოკრატე
  1. “კაცობრიობის მთელი სიბრძნე ორ სიტყვაში მდგომარეობს: ელოდე და იმედოვნებდე!” ალექსანდრე დიუმა
  1. “მამაკაცმა ქალს შეიძლება ყველაფერი აპატიოს – ორპირობა, სისულელე, ღალატიც კი. ერთადერთი, რასაც მამაკაცი ქალს ვერასოდეს აპატიებს – ეს მასზე უპირატესობაა.” ალექსანდრე დიუმა
  1. “რა არის ყველაზე დიდი ცდუნება? თავი აღიარო წამებულად.” დიპაკ ჩოპრა
  1. “შეძლო კარგად ცხოვრება და კარგად სიკვდილი – ეს ერთი და იგივე ხელოვნებაა”. ეპიკურე
  1. “წინ უნდა იარო, სულ წინ, ცხოვრებასთან ერთად, რომელიც არასოდეს არ ჩერდება”. ემილ ზოლა
  1. “განა რა სხვაობაა იმას შორის თუ ვინ უფრო ძლიერია, გონიერი, ლამაზი თუ ვინ უფრო მდიდარი? ბოლო ჯამში ხომ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს – ბედნიერი ადამიანი ხარ თუ არა?” ოშო
  1. “მიზეზები ჩვენს შიგნითაა, გარეთ – მხოლოდ ახსნა და მართლებაა”. ოშო
  1. “ნუ ეძებთ საუკეთესოს, ეძებეთ – თქვენი, რადგან საუკეთესო ყოველთვის ვერ გახდება თქვენი, სამაგიეროდ საკუთარი – ყოველთვის უკეთესია”. ოშო
  1. “თუ თქვენ შეგიძლიათ ერთსა და იმავე დროს თავისუფლება და სიყვარული გაგაჩნდეთ, მეტი არაფერი გჭირდებათ. თქვენ ყველაფერი გაქვთ, რის გამოც სიცოცხლე გვეძლევა”. ოშო
  1. „არაფერი არ იძლევა იმდენ უპირატესობას სხვებზე, რამდენიც უნარი დარჩე მშვიდი და გულცივი ნებისმიერ ვითარებაში.“ თომას ჯეფერსონი
  1. “ცრემლები შეიძლება ღიმილზე მეტსაც ნიშნავდეს… რადგან ჩვენ ყველას ვუღიმით, და მხოლოდ მათ გამო ვტირით, ვინც გვიყვარს…” ოდრი ჰებერნი
  1. “ადამიანებმა ადამიანს შეიძლება გონიერება აპატიონ, ნიჭიც კი, მაგრამ სილამაზეს – არასოდეს აპატიებენ…!” მონიკა ბელუჩი
  1. “ყოველი ქალი ერთხელ მაინც თავის ცხოვრებაში ნატრობს მეძავის როლში აღმოჩნდეს.” მონიკა ბელუჩი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: