იუმორისტული სკეტჩები, სტატუსები

“სახალისო სტატუსებიდან – 3”


funny-Favim.com-1806285“ხომ სასაცილოა, როდესაც თეთრ სახლში შავი ბარაკი ზის”.

“სამოთხეში ასწორებს, სამაგიეროდ ჯოჯოხეთში მეტი ნაცნობია”.

“ქალად ყოფნა უფრო ადვილია: ცოტას იკაპასებ – და რაც გინდა, ყველაფერი გაქვს. მამაკაცად ყოფნა უფრო რთულია: ცოტას იკაპასებ – და აგერ არაფერი აღარ გაქვს. საჭმელიც კი!”

“თვითმფრინავი, რომელმაც ავარიული დაშვება გააკეთა – ორჯერ უფრო დიდი ხნის განმავლობაში ნიავდება”.

“ცოლს დაბადების დღეზე სასწორი ვაჩუქე… იმან კიდევ დაბადების დღეზე – სახაზავი…ვერაფერი გავიგე…

“ვისაც გიყვართ გამხდრები, იცოდეთ, გველები მსუქნები არ არსებობენ!”

” – ძვირფასო, გეყოფა ჩემი თანდასწრებით გაკუ…ბა!
– კი, მაგრამ, ეს ურთიერთობების ახალი სტადიაა. მე უფრო მეტად გენდობი.
– შენ გაცნობის პირველი დღეებიდანვე ამას აკეთებ.
– ისე საერთოდ მიმნდობი ვარ!”

“მედიკოსმა-სტუდენტებმა, რომლებიც ღამით ლათინურის გამოცდისათვის ემზადებოდნენ, შემთხვევით ეშმაკი გამოიძახეს”.

“ექიმო, ვგრძნობ, რომ ჩემს მოსაზრებას აზრი არ აქვს, თითქმის არ ვხვდები მეგობრებს და ფულს უაზრო რაღაცეებზე ვხარჯავ”.
– მგონი, ქალი გყავთ.”

“უბედური შემთხვევების 49 %-ს ადგილი აქვს შემდეგი სიტყვების შემდეგ: “ნახე, როგორ შემიძლია”. დანარჩენი 51 %-ს წინ უძღვის სიტყვები: “ატრაკებ, ნახე როგორ უნდა!”.

“მანქანა – ფუფუნება არაა! ეს ოჯახის კიდევ ერთი წევრია, რომელსაც უნდა აჭამო, ასვა და ჩააცვა.”

“ტროლეიბუსი ეს ავტობუსია, რომელსაც ცოლმა უღალატა”.

“ჰოლივუდში პოპულარული გახდა სახელების აბრევიატურებამდე შემცირება: ჯეი-ლო, პი-დი-დი და ა. შ. დიმა ბილანის თაყვანისმცემლები თავიანთი კერპისაგან იგივეს ელიან”.

“სიყვარული – თამაშია. ვინც პირველი იტყვის “მიყვარხარ”, წაგებულიც ის არის”.

“იდეალური მამაკაცი არ ეწევა, არ სვამს, არ თამაშობს აზარტულ თამაშებს, არ უყურებს ფეხბურთს და სხვა ქალებს, არასოდეს არ გეკამათება და …. არ არსებობს!”

“ელექტრიკოსი მიხეილი გოგონებში მინუსებსაც და პლიუსებსაც პოულობდა”.

“დღეს სამედიცინო შემოწმებას გავდიოდი. შევდივარ ფსიქოლოგთან. იქ ოთხი სკამი დგას და მეუბნება. “შუა სკამზე დაჯექი”. და ეხლა ვინ არის ჩვენში გიჟი?”

“- როგორ არ გრცხვენიათ-რა!!! ხალხია ირგვლივ და თქვენ სელფებს იღებთ!
– ბოდიშს ვითხოვ. ძალიან მომინდა!
– მოგინდათ? რა ტუალეტამდე ვეღარ მოითმენდით?!”

“როდესაც ინტერნეტში არ ვართ, ყველას ჰგონია, რომ სახლში არ ვართ”.

“ღმერთო დიდებულო, რა სწრაფად იცვლება დრო! დედაჩემს ჯერაც ახსოვს, როგორ აკოცა მამამ პირველად, ჩემს დაქალს კიდევ უკვე დაავიწყდა მის პირველ ქმარს რა ერქვა”.

“ეზოს კარზე წარწერა – “ეზოში ავი ძაღლია, ჯაჭვი ჩინური”.

“რაც უფრო ნაკლებად ჰგავს გოგონა პრინცესას, მით მეტად ოცნებობს პრინცთან შეხვედრაზე”.

“ჩხუბის შემდეგ ცოლი დედამისთან წავიდა, ასე ვთქვათ “ისტერიულ სამშობლოში”.

“უნიტაზზე კითხვის მოყვარულმა უნებურად მოჯვა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში”.

ორი ფაქტი გოგონების შესახებ:
1. მათ ხშირად უგუნებობა სჭირთ.
2. და ყოველთვის შენ ხარ დამნაშავე ან კიდევ ის ვარდისფერი თახვი კუბოკრული შორტებით, რომელიც ძაღლია”.

“შეიძლება ვიღაცისთვის ამ სამყაროში შენ უბრალოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება ლუდიც მოარბენინო”.

“სუსტი მამაკაცები საყვარელს იჩენენ, ძლიერები – სამს”.

“ქალები ყოველთვის ორი ხელფასით წინ ხედავენ და ფიქრობენ”.

“ინტერნეტი – ეს ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ყველანაირი ინფორმაციის ხელიმისაწვდომობაა. და ჯამში, რას ეძებს თანამედროვე ადამიანი:
– აქვს თუ არა მუხლები პინგვინს?
– როგორ ვაკუოთ უხმაუროთ?”

“ვიაგრით ჩასახული ბავშვები დანარჩენებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ დაბადებიდანვე ფეხზე დგომა შეუძლიათ”.

“კარგ მათემატიკოსს ყოველ დილით ფესვი უცნობიდან ამოაქვს”.

“რჩევა ქალებს: ისე უნდა გამოიყურებოდეთ, რომ მამაკაცები ფიქრობდნენ: “მ-მ-მ, როგორია!”, ქალები კი: “აი ძუკნა!”.

“მგელი ეხლაც ცოცხალი იქნებოდა უღრან ტყეში რომ წითელქუდიან პატარა გოგონას არ გამოლაპარაკებოდა.”

“ორი რამ, რასაც რეალურად ქალის განწყობილების გაუმჯობესება შეუძლია. “მე შენ მიყვარხარ”, და “50%-იანი ფასდაკლება”.

“აი ეხლა ვუყურებ და მეფიქრება. რამდენი ადამიანი მყავს გადარჩენილი… უბრალოდ იმიტომ, რომ სამედიცინოზე არ ჩავაბარე”

“რა კარგი იქნებოდა ფულები რომ საფულეში სიყვარულით დაკავებულიყვნენ და გამრავლებულიყვნენ!”.

“- მე ვგრძნობ, რომ ბოლო დროს მამაკაცები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ჩემით.
– ეკა, ეს ექიმები არიან.”

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: