ეპიგრამები

“ეწევა, ზნაჩიტ…” (სატირული პოემა)


smoking_girl__by_onity-d6jgywi„ჩქარა! საჩქაროდ!
სასწრაფოდ!
გამოუძახე „სასწრაფოს“!
ბავშვი ცახცახებს,
სიტყვა უფახფახებს,
ბრონქებზე საშინელ შეტევას აძლევს!
გატოკდი, ბიჭო, საჩქაროდ –
თორემ სიცოცხლეს დალევს!“

დასჩხავის ქალი გამწარებული
საწყლად შემყურე მეუღლეს.
პირმშო ვერ სუნთქავს სულ-ფერწასული,
ქალი იგლეჯავს ბალნის ხვეულებს.

პატარას საშინლად ახველებს,
გულამოსკვნილი მშობლებს უყურებს,
ცრემლი და დარდი ლოყებს უსველებს,
გულში კი რაღაცას თავისთვის ახურებს.

არადა რა მოხდა – ალბათ, იკითხავთ?!
რა დაემართა ქალიშვილს ასეთი?
რა ალერგია აუტყდა,
სასწრაფო“ „აკითხავს?
ვინმემ ხომ არ სცემა რკინის კასტეტით?

5135795524_c67c3e2214სულ ცოტა ხნის წინ, სულ ახლახანსა,
გოგოს დაქალმა, ვინმე „მარიჟამ“,
მშობლების აზრით კაი სალახანამ,
ბავშვი თავისთან აიპატიჟა!

გაჰყვა დაქალებს, იხმო „კარავმა“,
მომავლის ქალები არჩევენ „დერზკობებს“:
„როგორ ჩაისვარა უბნელებთა „სასტავმა“,
ვინ როგორ იფერებს ბოზურ „სვეცკობებს“?“

ითრევს, აგიჟებს პანკური ბაზარი,
ლუდი, სიგარეტი მალ-მალე თავდება,
ყოველ წუთს ხმა ისმის: „სიგარეტი არ არი?!“
ვინ დაუდგება ამათ თავდებად?!

ბაზრობენ, ბაზრობენ, თემა არ ილევა:
„ვინ რა „გველია“?
ვის სად ელიან?
ვინ სად „ჟიმაობს“?
ვინ „ჩესტნად“, „ვინ ლევად“?
ვის პირსინგი აქვს, ვის ტატუ „მელია“?
ვის უყვარს ფეხბურთი,
ვის – ტრიატლონი,
ვის – კალათბურთი
ვის – „ჯიბის ტენისი“?
ვინ ექაჩება „დენიმის“ თამბაქოს?
და ვინ კაიფობს განელის პენისით?!“

ილაპარაკეს, დალიეს, გაჭორეს,
და სიგარეტის „ბლოკიც“ გათავდა,
„დედ-ძმამ“ დარეკა და გოგო გაჯორეს,
„ჩქარა დაბრუნდი – პონტი გათავდა!“

„მამამ დარეკა, მოდის-ბრუნდება!
იცოდე დაგვხოცავს თუ სახლში არ გნახავს…
შენი სიფხიზლე ნუ მოდუნდება,
შენთვისაც „სტეჩკინის“ ვაზნას ინახავს.“

5413201384_b3fb17cc0cწამოხტა ზეზე „გოგონა-პანტერა“,
„დიროლის“ კოლოფი ფილტვებში ჩატენა,
„ორბიტი“-ც სრულიად სასწრაფოდ დაღეჭა,
და ფისის კევიც ბოლომდე ჩაჯეჭყა.

იქვე დაქალიც შემოეშველა,
„იქნება კევი საკმარი არ იყოს?!“
„ჯობს, ალბათ, პირის ღრუ
„დუხით“ დაგესველა,
რომ მამის გული ეჭვით არ გაიპოს.

ჩვენმა გოგონამ ამ ბრძნულ სიტყვებზე
მთელი „დეზადორი“ პირში ჩაისხურა (!),
და ამ საქციელით წამსვლელმა ტყვიებზე,
„ქართული“ ოჯახის ქუდი დაიხურა.

თან სთხოვა ყველაზე ღირსეულ დაქალს:
„გთხოვ, დაო, მოდი, მოგაორთქლებ ცხვირზე,
და მითხარ პირდაპირ ვით დაქალი დაქალს,
სიგარეტის სუნი ხომ არ გეცა პირზე?!“

დაქალი კინაღამ არ გაიგუდა,
„ბოლ-კევის“, „დუხის“ საზიზღარი ნაზავით,
თუმც გოიმობა რომ შეიგულა,
უთხრა: „კაი, გოგო, რაზეა ბაზარი!“

რის ეშინოდა გოგონას, ალბათ, იკითხავთ,
და რას უფრთხოდა ასე ძალიან?
მამის, რა თქმა უნდა, მამის –
მწარეს ვით ეკლები „ზღარბის“,
შვილს რომ ეფერება –
„ჩემო ზღაპრულო ბარბი“!

კაცურ სუფრებზე, ძიების წრეში,
მამა თამადობს, კოზირის ტუზია,
და სულ იმეორებს ჩახრენწილ „ტრეშით“:
„ქალი თუ ეწევა, „ზნაჩიტ“ ბოზია!“

ხშირად-ხშირად ამბობს და იმეორებს,
„ჩემმა ქალიშვილმა, ჩემმა „მემ“ მეორემ,
ეს რომ იკადროს და გაუკიდოს,
ჯერ ხომ ჩავქოლავ,
მერე კი ფეხებით მმართებს დავკიდო!!!

smoking-blonde(იმდენად სასტიკად დაშინდა ბავშვი,
ამ საზარელი სიტყვების ტბაში,
რომ ახლაც მიმართავს ინგალაციებს,
პირს აჩვევს უამრავ მანიპულაციებს!)

როდესაც გოგო სახლში მობრუნდა,
მამა ფეხბურთით იყო გართული.
ნაკრების თამაშს საშინლად უღრენდა,
სულ წაგებაზე რომ არის ჩართული.

დედა სარეცხში მთლიანად წასულა,
ძმაც გაკვეთილებში თითქოს ჩაფლულა,
გოგონას მოსვლას ვერაფრით ამჩნევენ,
ალერსს და სიხარულს არაფრით აბნევენ.

აი თავბრუსხვევა იგრძნო ძლიერი,
და გულისრევა ყოვლად ცბიერი,
ბანძმა „დეზადორმა“ ალერგია მისცა,
სხვა რას დავაბროლოთ?!
– რა შუაშია პიცა?

გონს რომ მოვიდა – ნახა მამაკაცი,
ანგელოზი ეგონა, შემდეგ – პაპარაცი.
თეთრხალათიანი მნათი არსება
ნაზად მაჯებზე ეფერებოდა,
პულს უზომავდა,
რაღაცას ამბობდა,
გოგოს კი ბუშტი ებერებოდა
გრძნობით და ფიქრით, განუზომავად!

begining1და ბოლო-ბოლო, ზოგი ჭირი მარგებელია,
წევა-წევაში გოგომ რაინდი აღმოაჩინა,
ჭაბუკი ახლა მისი ბედისა გამგებელია,
მან ხომ ტანჯვისგან გოგონა გადაარჩინა.

„იცით, ექიმო, სიგარეტს ვეწევი…
– აღიარებდა პატარა.
იმდენს, რომ „ჰა-და-ჰა“
მარშრუტკის მძღოლსაც,
ალბათ, დავეწევი!
პირდაპირ მითხარით, ჩვენ აქ ორნი ვართ,
მამაჩემივით, თქვენც ბოზი ხომ არ გგონივართ?!“

დასასრული

P.S. გოგოს დაქალებმა გადაწყვიტეს და შესაბამისი ფირმანი აფრინეს მატრიარქ-ფემინისტოკრატ ტირანოსს ამორძალთან, ტრანსგენდერლანდიის უზენაეს დედოფალთან. წერილის ასლი მიავლინეს ბარაკ ობამას, რომელმაც სულ ახლახანს ყველა „ნახვრეტზე“ და მოგრძო საგანზე ყველა შტატში უვადო ლიცენზია გასცა, აგრეთვე ჰილარი ქლინთონს, რომ მან საქართველოში ეს საძაგელი სტერეოტიპი ამოძირკვოს: „ეწევა ზნაჩიტ ბოზია!“
ფირმანის დასასრულის ფრაგმენტი გვეუბნება:
„ასე რომ თუ ქალი ეწევა, არ ნიშნავს, რომ ბოზია, გაიგეთ-რა, ხალხო, და საერთოდ ბოზები თქვენ ხართ-რა, ვისაც ასეთი ბოზური აზრები მოგდით თავში… ვაააა!“

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: