ეპიგრამები

დედა თუ „ბე-ემ-ვე“?


beyern_bmw_m5_mesh_blackცოტა რომ გონზე მოვიდა ჭაბუკი,
დილემის წინაშე დადგა ეგრევე,
ზნესა და აზრებში ატყდა ქარბუქი:
რა ურჩევია: დედა თუ „ბე-ემ-ვე“?

დედა უცხოეთში საშინლად წვალობდა,
ფულებს უგზავნიდა – უკლებლივ ყველაფერს.
ბავშვი კი დედაზე სიმღერებს მღეროდა,
თუმცა „ბე-ემ-ვე“ ერჩია ყველაფერს.

„ბე-ემ-ვემ“ იგი სხვა კაცი გახადა;
გაათამამა, სიმართლე აჩვენა.
ბევრ ნაბიჭვარსაც მაგრად “ჩახადა”,
გონება გაუხსნა: სახალხოდ, საჩვენოდ!

დედა რომ ეძახდა: „ცხოვრება ძნელია“,
„ბე-მე-ვე“ სიცოცხლეს შვებით უფენდა.
დედა შენიშვნებს აძლევდა წლებია,
„პიპო“ კი სწყალობდა და… ბიჭიც „აფრენდა“.

ახალთ-ახალი საბურავებით,
დედას უტყ…და ქალაქის მოედნებს,
ოცი წლის ასაკში ნაგულავები
არს: შეშურდება ბოზების ორდენებს!

დედას არ სჯეროდა შვილის „ბე-ემ-ვეს“,
„ბავშვი“ კი ავად და მწარედ ცხარობდა:
„პატივი ეცი შენს თავს, მერე – მე,
ჩემს პიროვნებას და ჩემს „ბე-ემ-ვეს“!

dedadabmwიქამდე მიდის დედის სინაგლე,
შვილსა სთხოვს: „გაყიდე საჩქაროდ მანქანა“!
ფულს აღარ აძლევს, აძლევს სულ ნაკლებს,
რა უთხრას ბიჭმა „ძმებს“ და დაქალებს?

ამ მანქანაში ყმაწვილი ცხოვრობს,
სძინავს, „სექსაობს“ და პლანს აბოლებს,
იგი ამ „ბუმერში“ თავისთვის მეფობს
კაცურს, კაი-ბიჭურს ერთმანეთს ატოლებს!

ამ „ბიმერს“-ს ახსოვს ბევრი ამბავი,
ბაზრის შეყვანა, „ტონკად“ და „მედლენად“,
„განგსტა-რეპებზე“ „პიშალკის“ ღადავი,
და „ბას-ბოჩკაზე“ ნახმარი სვეტლანა!

“დედა არა ხარ? ასე რად მწირავ?
ყურად რად არ იღებ სულის შეძახილს?
და რად მიყურებ, როგორც ლაწირაკს?
ცხოვრება მესმის და კაცობა მეძახის!”

ეს ერთადერთია, რაც მაბადია,
ნუ გამიყიდი მე ამ „ბე-მე-ვეს“!
ეს ჩემი ნამუსი და ნაბადია,
იცოდე დამკარგავ, დედი, ეგრევე!

„ხალხი რას დაარქმევს ჩვენს დედაშვილობას,
რა ვერ გაიყვეს დედამ და ბიჭიკომ?
თუ ჩემი გაწუხებს უცოლ-შვილობა,
ამის მოვაგვარებ –
კი მაქვს „ნიჭიკო“!“

ასე ამგვარად მაინც მოუგო
დედიკოს ბაზარში და ვალი დაადო1.
“თუ გინდა შვილობა ფერხთით დაგიგო,
შენც სიბრძნე გვერდით უნდა გადადო.

და თუ არ გინდა აგიყვეს ყურმილის
ცივი, მწარე, უპასუხო ზუმერი,
სასტიკი დილემის მწარე დუმილი:
(„არაფერი თუ „შვილი და ბე-ემ-ვე“),
„ბოლო ვიპუსკის“ მიყიდე „ბუმერი“
და სამსახური2 მიშოვე “სრაზუ-ვე”!!!”

BMW
1 და ეს „ბე-ემ-ვეს“ დიდი მადლია (ავტორის შენიშვნა)
2 ავტორმა აღარ დააკონკრეტა და არ გაშალა თემა, მაგრამ ყმაწვილმა იგულისხმა სამინისტრო. ანუ „არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტის ან პრემიერის ადმინისტრაციაც წავა“-ო.

BMW

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: