ეპიგრამები

„ლიშ ბი გავთხოვდე!“


weddings-default„ლიშ ბი გავთხოვდე“ – ნატრობს გოგონა,
დააგვიანა პრინცთა პარადზე,
სახე აქვს – ნაღდი მედუზა-გორგონა,
მაგრამ სული????
სული აქვს:
მზე-მზე-მზე!

დასდევს მკითხავებს: „ხომ გავთხოვდები?“
მომიძველდა სულ მთლად ქალიშვილობა,
გულში მაჭარია, თუმც ვერ ვთხოვდები,
რადგან პირველია – „ზნეობისშვილობა“!

„ლიშ ბი გავთხოვდე“ – ფერი მეღირსოს,
გამიქრეს კანიდან ეს „პრიშიკები“,
ბაზართან გავლისას დედადაკაცებმა
ტვინი აღარ ტყ…ან: „ნეტავ, როდის-ღა?“

„ლიშ ბი გავთხოვდე“, პატრონს ჩავაბარო,
ეს ოხერტიალი ქალიშვილობა.
სანამ შემჭამა – უნდა ავაბარგო!
ვალად დამედო გვარიშვილობაც.

„ლიშ ბი გავთხოვდე“ და მქონდეს ოჯახი,
ბავშვებს ვუვლიდე,
თუნდაც დედამთილს.
ღორსაც მოვუვლიდი,
ქათამს და სისირსაც,
ქმარს თავისი ძაღლებით,
და მის „ხიხისაც“.

„ლიშ ბი გავთხოვდე“,
თუნდაც მივეჩვიო
ჩუსტებს, კალოშს,
სუნიან ჩექმებსაც,
საჭმელს ვაკეთებდე,
სარეცხს ვრეცხავდე,
საქმით ვაოცებდე
ურწმუნო „ჩემებსაც“!

ხშირად დაუგეგმავ და ხშირად უმართავ
ოჯახის ბიუჯეტს
ვარჩენდე,
ვვაჭრობდე!
კოპერფილდივით ვაქრობდე,
ვაჩენდე,
დაუნახავ „ყოფილებს“
ბოღმით ვათრობდე.

„ლიშ ბი გავთხოვდე“, „ლიშ ბი გავთხოვდე“!
ქმარსაც კი გავუშვებ დიდ საუნაში!
ვითომ მეზობელს უთო ათხოვე,
ესაა სიბრძნე მამრთ-ფაუნაში!
კაცს თავისუფლება გმართებს რომ მისცე…
რადგან ბუნებით პოლიგამია…
და თუნდაც მდედრმა მრავალმა მისცეს –
მისთვის არც ზღუდეა და არც ლაგამია.

(დამიჯერეთ!
ეს მხოლოდ ჩვენ, იშვიათ, კდემამოსილ ქალებს, შეგვიძლია „ეეეეს“ – ანუ “მოთმენა“!
უი, რა წამომცდა, მოთმენა კი არა და – ოჯახის ცხოვრებით ცხოვრება!)

„ლიშ ბი გავთხოვდე“, მე ქმარს მოვუვლი???!
მოვეფერები, ზრუნვას მოვავლებ,
ალერსს და სითბოს წუთით არ მოვაკლებ..
ზოგიერთებივით კი არ გადავყვები –
მოსაწევს,
დასალევს,
მანქანას და
მაწანწალა-დაქალებს?!

„შენ გათხოვდები“
– ეუბნებოდა მკითხავი ხანდაზმულ გოგონას,
მას შემდეგ, რაც ვირის ტვინი ირანულ ბენზინში აალდა….
შენი ქმარი იქნება თქვენი რაიონის გამგეობის
„ჭ“ დეპარტამენტის უფროსი!
(შეიძლება გამგებელიც – ეხლა ზუსტად ვერ გეტყვი!)
გეყოლება 4 ცხოველი:
„იაგუარი“ გარაჟში,
ფუმფულა „ნორკა“ მხარ-ბეჭზე,
„ლომი“ იშმაგებს შენს სარეცელში,
და რქიანი „ჯიხვი“ მთელ ფულს შენს ფერხთით დაჰყრის…

ოოოოოოჰჰჰჰჰჰჰ!
ცაცხახით, ცივ ოფლში გაეღვიძა ხანდაზმულ ქალიშვილს:
მის საწოლზე ჩამომჯდარა საყვარელი დედიკო…
„ლიშ ბი გათხოვდეს“ –
ცრემლმორეული ლოცულობდა მხცოვანი ელიკო:
„ლიშ ბი გათხოვდეს“!
„ხანდაზმულს“ ფსიქიატრის ვერდიქტი ესმოდა,
საბედისწერო გასათხოვრობის მიზეზი,
დედის აკვნობის ღაღადი:
„ლიშ ბი გათხოვდეს!!!“

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: