ცეცხლი ნავთზე

“იმედი” სახელად “ოცნება”


tumblr_inline_mokiueEifu1qz4rgpბოლო დროს მოქალაქეები შეძრწუნებულები კითხულობენ: რა სჭირს ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას?
რა არის შედეგი ამ საერთო დეგენერაციის, სიძულვილისა და ბოღმის უზარმაზარი ღრუბლის უსწრაფესიო ტემპით ზრდისა, რა იწვევს ამ ბოროტების „ქარბორბალას“ ძაბრში ახალ-ახალი ადამიანების ჩათრევას და ჩაყოლას?
ნება!
ნება, რომ ქვეყანაში გაცილებით უფრო მაღლა იდგეს: ბოზობა-ჩათლახობა, არაკაცობა, გადაგდება, ყველანაირი ნდობის დამსხვრევა, ხვალინდელი შიშის დასადგურება, ყოვლად დაუმსახურებელი დაწინაურებები, ქურდობა და ნეპოტიზმი ყველა დონეზე, პუბლიკაზე გათვლილი დადგმული ვითომ-დაპირისპირებები!
დღეს ეს ყველაფერი, და კიდევ მრავალი, გაცილებით საზიზღარ რამ, უფრო მაღლა დგას, ვიდრე უბრალოდ შენება, ქმნა, სწავლება, სწავლა და განვითარება.
და როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქეები ამ საზარელ რეალობას აღიქვამენ და სწვდებიან, მათ უიმედობა, უსაშველობის გრძნობა, გაუსაძლისი დარდი, დეპრესია ემართებათ.
საბედნიეროდ, ისინი, ვისაც სხვა ადამიანთა გაწირვაზე წასვლა უჭირთ, ჯერჯერობით უმრავლესობაში არიან, და იმ ყოვლად მტკივნეული გრძნობების გულში ჩაკვლას, დადუმებას, ქვეყნიდან გაქცევას (აბა სხვა რა ჰქვია ამას?!), გულში ყმუილს, გაცლას ამჯობინებენ.
თუმცა უიმედობა ამით ხომ არსადაც არ მიდის და უბრალოდ რჩება და ფესვებს იდგამს ხალხის სულში!
კი, უიმედობა, მომავლის მიმართ უნდობლობა, ყველაზე საშინელია, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. სიკვდილმისჯილიც კი, გულის სიღრმეში, შეწყალების იმედით ცხოვრობს!
განა არ ვიცით, რომ არაფერი არ ანგრევს ადამიანის მოქალაქეობრივ იდეალებს ისე ერთბაშად, როგორც უიმედობა?!
და ყველაზე ადვილი სწორედ ასეთი, უიმედოდ მყოფი, ადამიანის მართვაა.
და იმ ავადსახსენიებელი ნების მატარებლებმა კარგად იციან – უიმედობით დასნეულებულ ადამიანს საარჩევნო წელს ძაღლივით მინიმალურს რომ მიუყრი – სამარადჟამოდ შენი გახდება…
…თანდათან ქართული საზოგადოება… „იმედდამოკიდებული“ გახდა…
დამოკიდებული „იმედზე“ სახელად „ოცნება“.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: