ჩინეთიდან

ღვინის გამოფენა “TopWine China” – 2015


IMG_5104დილით წვიმიანი დღე იყო… ნაბახუსევზე ვიყავი, ძლივს ავდექი, ვიცოდი, რომ კელიმ შეგნებულად ნახევარი საათი წაგვიმატა, რომ ჩვენ, ტრადიციული არაპუნქტუალობის „წესისამებრ“, ერთი საათით გვიან არ მოვსულიყავით. ჩავიცვი ოფიციალურად, მაგრამ მგონი წარუმატებლად, ვიცოდი, რომ ღვინის ექსპოზე მივდიოდით და სასტუმროს მისაღებში ჩამოვედი.

საჩქაროდ მჭირდებოდა წყალი (მიუხედავად და იმასთან ერთად, რომ გუშინ 8 კათხა საუკეთესო გერმანული ლუდი დავლიე, თავი სულ არ მტკიოდა). მახსოვს, რომ წუხელ თუმცა ფრიად მთვრალი ვიყავი – ჩემს თავში ჩაწერილი ინგლისურის ენის პროგრამა, არ არეულა.

ავტობუსი ტრადიციულად შუქნიშანთან იდგა. ფეხით გავედით და ცოტა დავსველდით. წვიმიანი დილა იყო. კელიმ ისიც თქვა, როცა ცრის, ფრანგები ამბობენ, ცის კურთხევაა და ქოლგა არ გვინდაო. გზაში პეკინის „დაუნთაუნი“ გავიარეთ – შანჰაი მომაგონა ამათი ცათამბჯენების უბანმა – „სერიოზულ“!

IMG_5057აი ექსპომ კი ყველაფერი დახურა! წამოსვლა არ მინდოდა! ალბათ, იქ დავიძინებდი – დავრჩებოდი! ვინმეს რომ ეთქვა, რა გჭირსო, რა გაგისწორდა ასე მსოფლიო ღვინოების გამოფენაზე – ასე ერთბაშად ვერ ვეტყოდი.

პირველი ის, რომ ვიზუალურად ლამაზი ხალხი შემხვდა – ქალები და მამაკაცები. ყველაფერი ძალიან დახვეწილი და მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

მეორე, შემხვდნენ იტალიელები, ფრანგები ესპანელები და კოლუმბიელები – ამ ხალხზე გადამეკეტა (ადრეც მეკეტებოდა, მარა ამდენი ხნის ჩინელების ცქერის მერე უცებ გონებაში გამიელვა, რომ აი ეს არის, რაც მინდა!).

მესამე – ღვინოოოოო!

ფანტასტიურია ამდენი ღვინო, ღმერთების სასმელი, ამბროზია! რომ დააგემოვნებ, და გიყვებიან თავიანთ ისტორიებს. მაგალითად (რომ არ დამავიწყდეს) ერთი ავსტრალიელი გოგო მიყვებოდა, და მაჩვენებდა ლოგოს – ავსტრალიური ოქროსმაძიებლის სამუშაო იარაღები და, აჰა-ბატონო, ღვინოსაც ჰქვია „ოქროს ველი“. სერიოზული მარკეტინგი – და, რა თქმა უნდა, გაყიდიან და გაეყიდებათ!

IMG_5067წამოსვლა არ მინდოდა…

ძაან მაგარი იყო.

როცა წამოვედი, მერე ვფიქრობდი – დავბრუნდე, თუმცა უარი ვთქვი. აი ისეთი შეგრძნება გამიჩნდა – რომ მოკვდები, მერე მგონი არანაირად ინატრებ ისევ გაცოცხლებას. შეიძლება ვინმე ახლობლებმა ინატრონ შენი დაბრუნება, მარა შენ სადაც იქნები, იქიდან გააგრძელებ შენს მოგზაურობას უფლის სამყაროში.

დასაწყისში თავს ცოტა მოკრძალებულად ვგრძნობდი ღვინოების ამ ზღვაში. რადგან აქ ყოფნის დრო იმთავითვე შეგვიზღუდეს (სულ რაღაც 2 საათი), ამიტომ ჩინური ღვინოების დაგემოვნება ესევე გამოვრიცხე. თურმე ამ ექსპო-ზე მხოლოდ პროფესიონალებს უშვებენ – მეღვინეებს, დისტრიბუტორებს, კონსულტანტებს, ბიზნესმენებს, დეგუსტატორებს და ა. შ. კელის უთქვამს, რომ პროფესიონალები ვართო!!!

…ქართველებიც გავიშალეთ…

ღვინოების ექსპოს ტერიტორიაზე რომ შეაბიჯებ – რავი ერთობ გამოშტერდები. ყველაფერი – სუპერ – პრომო, შეფუთვა, ვიზუალი, ბუტიკები, პერსონალი, ფერები, ღვინის ფერები, ფართობები და სივრცის დიზაინი!

მოკრძალება, რომ გადამელახა სადღაც უნდა დამელია. გავიხედე და ვხედავ „კურნოსა“ტყავებში ჩაცმულ მოდელ-გოგონას.

„რაშა“? – „იეს!“.

IMG_5096პრომოს უწევენ კოლუმბიურ რომს სახელწოდებით „Dictador”.

რა ღირს? 200 დოლარი ბოთლი. საოცრება. დავლიე, თუ არა, გარდავისახე.

საოცარი რომი!  ცხონებული რობინზონ კრუზო გამახსენდა, რომმა რომ გაატანინა ის ავბედითი წლები. ეს „დიქტატორი“ ძნ მაგარია. თან გისხამენ ძალიან ცოტას. შენ კიდევ სულ მეტი და მეტი გინდა!

იმ ბუტიკიდან  უკვე „ახლიდან დაბადებული“ წამოვედი.

მივადექი ესპანეთს! ესპანეთზე როგორ არ უნდა გადაკეკეტოს???

გოგო გაიჩითა…

ქვეყანა?

ესპანეთი!

ენა?

რუსული!

უკრაინელი ვარო, მეუბნება ინგლისურად. ვუყურებ – ჩემი ნატაშას, ძველი მეგობარი გოგონების და ნაცნობი სახეების და აღნაგობის ნაზავია. კეკლუცობს, ღვინოს მასმევს – ბოთლი 60 დოლარიო. ანდალუზია არ ვართო. ცენტრში ვართ ესპანეთის, მესამე წელია ამ ბაზარზე შემოვედით. მე წარმომადგენელი ვარ აქ ჩინეთში. მასწავლის მაჩვენებს, მიხსნის, მომყვება. ენერგია მოდის ამ ღვინისაგან თუ ამ ქალისაგან უკვე ვეღარ ვიგებ. ორივე ძალიან გემრიელია. მგონი, უკვე ნასვამი ვარ! ვემშვიდობები ვერას დიდი სიყვარულით და შემდეგი ბუტიკისაკენ მივდივარ…

IMG_5075ჩინელი წარმომადგენელი მთავაზობს ღვინო „მედოკს“. საერთოდ ევროპული ღვინოები ადაპტირებულია ადგილობრივ ბაზარზე – რაღაცნაირი ღრმა მყარი არომატი აქვს. დიდად ვერ აგიხსნით და არც ვიცი როგორ და რა დეტალებია მნიშვნელოვანი. მაგრამ საგემოვნო ბუკეტი ძალიან შინაარსიანია, დახვეწილი და ფართე. რომ სვამ თავში და მხრებში გირტყამს ესევე – ისეთი საგემოვნო შეგრძნებები მოაქვს. ეს „მედოკი“ ისე არ მომეწონა, მაგრამ მერე გავსინჯე კოლექციური და ის მართლა „სერიოზული“ იყო. მეპატრონეც ისე მელაპარაკებოდა – აი შენი საქონლის ფასი რომ იცი და დარწმუნებული რომ ხარ მსოფლიო კლასში. ფრანგული ღვინო საოცრებაა და როგორ გაწვდიან, გართმევენ, რას გეუბნებიან – ეუფფფ!

რა თქმა უნდა, ისინი რომ თხზავდნენ ლეგენდებს საკუთარი ღვინოების წარმოშობის შესახებ, მეც გავიხსენე ჩემი ლეგენდა – ბიზნეს-კონსულტანტი კომპანია „SMO”, ბიზნეს-ბარათები უკვე გამითავდა-თქო…

მანამდე რუმინული ღვინოც გაიჩითა, ზედმეტი მჟავიანობით. მეპატრონეს ველაპარაკე, რამდენად აწვებიან „დრაკულას“ საკითხის პრომოს ღვინის წარმოებაში. კი გვაქვსო, ეს თემა „ტრანსილვანიის ლეგენდა“ ჰქვიაო, მაგრამ აქ ჩინეთში დრაკულა არც იციან და ვერც აღიქვამენო. რუმინელების მერე, ვიღაც კიდევ ერთ ფრანგ მწარმოებელს გადავეყარე. საიდან ხართო, რომ მკითხა და საქართველო… მდააა!

IMG_5080ფრანგულად რაღაცეები დაიწყო, რაღაც ფრანგული „დასტოინობით“ და მერე გაიხსენა. „ო, საქართველოში ერთ ტიპს ვიცნობო“.

ეს ტიპი ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდა. იტალიაში გავიცანიო. ვა მაგარია-მეთქი. მერე თითქოს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ყოფილიყოს, ესევე მოაყოლა ნეგატიური ამბავი.

„კარგი ახალგაზრდაა თქვენი პრეზიდენტი. მაგრამ იტალიაში ვიღაც ჰყავდა წამოყვანილი მეღვინე პრომოუშენზე, გამოფენაზე და ისეთი საზიზღარი ღვინო ჰქონდათ წამოღებული“.

რას ამბობ, მეთქი ჩვენ მაგარი ღვინოები გვაქვს…“

ხო, შეიძლებაო, მჯერაო, მაგრამ იტალიაში ასეთი ღვინის ჩამოტანა როგორ შეიძლება?“-ო. რავი აბა? მარტო ეგ როგორ შეიძლება, ბატონო ფრანგო მეღვინევ???

IMG_5091მერე კიდევ ესპანური ღვინო გავსინჯე ერთი ქალის მოწვდილი. სერიოზული იყო ეგეც. 20 ათას ბოთლს ვაწარმოებთო. მადრიდთან ახლოს ვართო…

ამის შემდეგ ბედის ირონიით მივადექი იტალიელების ბუტიკს.

ოოოო! აი, იტალიელებმა გამახსენეს ის ჩემი, 2006 წლის დაუვიწყარი, გენიალური მოგზაურობა იტალიაში. სულ ჟრუანტელი მივლიდა. ამათი საუბარი, ექსპრესია, მსჯელობები, ახსნა – რა ღვინო არის, როგორია.

„ჯიორდანო“? „ჯორჯია“?

აღმოჩნდა რომ მათთან ერთი ქართველი ბიჭი მუშაობს, რომლის ფოტოც მაჩვენეს. გამიხსნეს სამი ბოთლი, გამასინჯეს. ნუ მათი არ ვიცი, მარა მე IMG_5095უბედნიერესი ვიყავი. ისეთი სასიამოვნო იყო, თავი მეცხრე ცაზე მეგონა. ისევ იმ 2006 წლის იტალიაში, რომში, იმ ეიფორიის მათრობელი განცდით კოლიზეუმს, ან მათ ლამაზ ქალებს რომ ვუყურებდი – ზღვას, ფერებს, მუსიკას.

ბოლოს მომიყვანეს თავიანთი ჩინელი წარმომადგენელი და ქალი დაიწყო რაღაცის ახსნა-ახსნა-ახსნა… სახელიც კაი ტკბილი ჰქონდა შერჩეული – ჟასმინი…

წამოვედი შევსებული…

„დიქტატორი“ კიდევ დავლიე🙂. ავიღე მათი ბროშურა და წიგნაკი….

ვიცოდი, რომ ძნ გვიანი იყო და შეიძლება მელოდებოდნენ. მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პირადის სასარგებლოდ ჯგუფის ინტერესები გადავდე. ასეთ გარემოში იშვიათად ხვდება უბრალო ადამიანი!

პატარა იტალიური ღვინის ქარხნის კოლექციას მივადექი. ჩინელი თარჯიმანი გოგო იყო, ამიხსნა, რომ უფროსი აგვიანებს და თვითონ აქ მხოლოდ თარჯიმანია. იმდენი მელაპარაკა, და იმდენი ქნა, მე გამახსნევინა IMG_5102ბოთლი და დავაგემოვნე. მეკითხებოდა, გრადუსი რომელს მეტი აქვსო. მე კი ის-ღა ვიცოდი, რომ სული გამეხსნა…

ავსტრალიელებმა გამოსასვლელში თავიანთი ღვინო შემომთავაზეს. მივხვდი, რა ძაან მგლები არიან ანგლო-ბრიტანული ცივილიზაცია. ავსტრალიურ დროშაზე ვისაუბრეთ – მარცხენა კუთხეში ბრიტანული დროშაა მოთავსებული და ძირითად ნაწილზე ვარსკვლავებია გადაპენტილი. ორიგინალური გადაწყვეტაა.

ავსტრალია ძალიან მაგარია მევენახეობაში – უძლიერესი კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტები, მარკეტინგი და რა აღარ?!! ან რაში არ არის ძლიერი ავსტრალია?  :)).

და აი ამ დროს, როცა ვაგემოვნებ ავსტრალიურ საოცრებას, ჩვენი ჩინელი თარჯიმანი ლიზა მოქანდა და მეუბნება:

„მი უზე ცელი ჩას ზდიომ ტიბია“…

ნუ მოკლედ, ავტობუსში ვართ ამდენი ხალხიო და გელოდებით და ბლა-ბლა-ბლა.

იმდენად ძალიან არ მინდოდა წამოსვლა…

მაგრამ უცებ გადავწყვიტე და წამოვედით. მოვსვი ის ბოკალიდან, გამოვართვი  ავსტრალიელ მეწარმეს ბეჭდური-სარეკლამო პროდუქცია, და მეთქი ეხლა კელიმ ჩხუბი არ დამიწყოს.

არაფერი – უსაყვარლესი სიცილით დამხვდა და წამოვედით.

IMG_5079მერე წაგვიყვანა სასადილოდ.

იმდენი ვჭამე და იმდენი ლუდი დავლიე – ზღაპარში ვერ წაიკითხავთ…

მეგონა რეკორდი დავამყარე – გავიხედე და ჩემი ჯგუფის ახალგაზრდა კოლეგებს სუპერრეკორდი ჰქონია დამყარებული.

კელის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ამ საოცარი ვიზისათვის.

მგონი, პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ეს გააკეთა.

კარგი ვარ და რა ვქნა?!

წავედი, ძვირფასო მკითხველო. მიყვარხართ!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: