ჩინეთიდან

“…მე სულ აღფრთოვანებული ვარ შენით!”


IMG_4845პეკინში ჩამოსვლის შემდეგ მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, თითქოს ამაჩქარებელზეა მიერთებული. იმდენი, ხან საინტერესო, და  ხან ძალიან საინტერესო, რამ ხდება, რომ ხშირად აღარც ვცდილობ ეს მოვლენები ჩავიწერო ან გადავიღო. შეიძლება აღარასოდეს აღარ დავუბრუნდე ამ ყველაფრის აღწერას, შეიძლება აღარც კი გამახსენდეს. მთავარია, რომ ის წუთი მსიამოვნებს და მაფიქრებს. თუ აღწერაზე მიდგა, მოდი იმას შევეხები, რაც ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და რის გამორჩევაც შემიძლია.

როგორც წინა პუბლიკაციებში მოგიყევით პარკის საკითხი და თემა ჩემთვის სულ აქტუალურია. მინდა აუცილებლად მოვინახულო პარკი „ზეცის ტაძარი“. ეს პარკი, სადაც ტრადიციულად დავდივარ ხოლმე, “ტაორანგი”, საოცრად მომწონს და მიზიდავს. ასევე ძალიან მაინტერესებს მეორე პარკი, ანუ „ზეცის ტაძარი“, სადაც ბოლო იმპერატორი ლოცულობდა – სათვალავში ხომ უნდა ჩამეთვალოს (?!). „ის სულ სხვანაირია“-ო. მასპინძლები ბაიჰაის პარკშიც გვიპირებენ ჩვენს წაყვანას. ეგეც ერთი საოცრება ყოფილა!

IMG_4871ჩვენს პარკ ტაორანგში რამიდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გავაყოლე გიტარა. როცა ბინდი ჩამოწვა სრულიად მარტო წავედი. წამოვჯექი ბალახზე და ტბის ნაპირზე დავუკარი. მთვარე და რაღაც საშუალო ცათამბჯენი მიყურებდნენ, თევზები დაცურავდნენ და წყლიდან ხტებოდნენ. ამჯერად მხოლოდ ერთი ჩინელი ახალგაზრდა კაცი მოვიდა. გვერდით მოაჯირზე ჩამოჯდა. არჩია, არჩია, არჩია სიტყვები ჩემს შესაფასებლად:

„ვერი ნაის, ვერი ვერი გუდ!“.

ბოლოს საათს დახედა, თქვა „ოოოო, ძალიან გვიანია!“ და ფრიად კმაყოფილმა დატოვა არემარე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი ადამიანიც თუ გამოჩნდა – უკვე დიდი საქმეა.

სასტუმროში ჩაფიქრებული დავბრუნდი. გზად შემხვდნენ ჩემი კოლეგები, რომლებიც სადღაც სპა-სალონის გვერდით, კაფის ვერანდაზე სვამდნენ. მხარზე გადაკიდებული გიტარით რომ დამინახეს – გაუხარდათ. ცოტა ვიხუმრეთ, მერე კვლავ ვიოხუნჯეთ სპა-სალონის გოგონებზე და იქაურ ვითარებაზე.

ფაქტი ფაქტად კი რჩება:

მასაჟი სხეულის ბალზამია.

ამიტომ ის ქართველები, რომლებიც ვითომ დასცინოდნენ და ირონიით მოიხსენიებდნენ მასაჟს, სალონში გაუჩინარდნენ. მე ჩავავლე ხელი ერთ-ერთ კოლეგას, რომელთანაც აქ დავმეგობრდი და იმ სალონში წავიყვანე, სადაც მასაჟისტები უფრო მეტად დახელოვნებულნი მომეჩვენნენ.

20150602_140423ერთს უი-ძინი ერქვა, მეორეს – ვაუ მიაუ-მიაუ, მესამეს – ოისია. მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მასაჟით, საოცრად ფლობენ ამ ხელოვნებას. უი-ძინი უფრო დიდი ასაკის ქალია, მაგრამ ძალიან კომუნიკაბელური. თავისთვის რაღაცეებს ღიღინებდა, თან ჩინურად მელაპარაკებოდა, როცა ფეხის მასაჟს აკეთებდა; დაუსრულებლად მიცინობა და მჭევრმეტყველებდა. მიაუ-მიაუმ, 20 წლის გოგონამ, სხეულის მასაჟი გამიკეთა და განსაკუთრებით მომეწონა მუცლის მასაჟი. როდესაც გუშინწინ მივედი და ვთხოვე – საუკეთესო მომიყვანეთ-მეთქი, მოაბრძანეს სპორტული ტიპის ქალიშვილი, სახელად ოისია. მართლა ძნ მაგარი ოსტატი ყოფილა.

მოკლედ, მასაჟი მეფეა მკურნალობათა! მე ასე მგონია!

… გუშინწინ კიდევ ერთხელ ვიყავი გასული პარკში. და ისე მოხდა, რომ გიტარა არ წამიღია – უბრალოდ საღამოს გასეირნება მოვაწყე. წინა ღამეს დამესიზმრა, რომ ჩემი სამეჯლისო ცეკვების მასწავლებელი რაღაცას მეუბნებოდა. ჰოდა, არ ვიცი სიზმარი ახდა, თუ სიზმარი რაც ვნახე მე გავაქტიურდი ამ მიმართულებით – იმ მოედნისაკენ კი წავედი, სადაც ღია დისკოთეკასავით არის მოწყობილი. აქ ძირითადად საშუალო და ხნიერი ასაკის ადამიანები ცეკვავენ. რაღაცნაირად მშვიდად, „დასტოინად“, პრანჭვა-გრეხვის გარეშე, კლასიკურად ცეკვავენ. არ არის „ცუმპა-ცუმპა“ მუსიკა. ძირითადად ვალსია, ნელი ვალსი და იშვიათად – ცოტა აჩქარებული. მართალია 20150602_201539ჩინურად მიდის ყველაფერი, თუმცა ჩინურ ესტრადას ევრო-ამერიკული გავლენა ეტყობა. წყვილები მოდიან, შევამჩნიე ნაცნობი სახეები (საერთოდ სახეების დამახსოვრება ჩინეთში ცალკე თემაა), შემდეგ ძალიან საყვარლად, ხეზე გაკეთებულ საკიდებზე ტოვებენ თავიანთ „პრავიზიონკებს“ (ნამდვილად „პრავიზიონკა“ ჰქვია ამას, აბა!) და თავდავიწყებით ცეკვავენ. იმდენად საყვარლად ცეკვავენ ასაკიანი მამაკაცები, მეტი რომ არ შეიძლება; პაპები, პაპობის მოლოდინში მყოფი მამები…  უმრავლესობა გაჭიმული, ღირსების შეგრძნებით (თან პარტნიორებად ჰყავთ თავისზე, ალბათ, 20-30 წლით უმცროსი ქალბატონები). გეგონება ჩინეთის წინაშე ვალდებულას იხდიან, ან პარადზე არიან. ყველა თავის სტიქიაშია, კაიფობს ამ ცეკვით. ვიღაცას მოაქვს აპარატურა, და ზუსტად 10-ს ნახევარზე დისციპლინირებულად რთავს. მუსიკა სრულდება და ხალხიც უშფოთველად მადლობას უხდის ერთმანეთს და იშლება.

საერთოდ ამათი სიმშვიდე და „არაისტერიული“ ფონი ჩვენთვის გასაოცარია. ამ ცეკვების რითმიც სულ 4/4. განწყობილებაც – სულ 4/4, უშფოთველი, მშვიდი, ხალისიანი. დღეს, მაგალითად, რომ მივედი, და ერთმა ჩინელმა დედაკაცმა ცეკვაზე უარი მითხრა, თუმცა ძალიან განიცდიდა უარს (სულ „სორი, სორი, სორი“ იძახა), მერე სკამზე დავჯექი და გამოველაპარაკე ერთი 70 წლის მამაკაცს. რატომ გამოველაპარაკე? სკამი თავიდან დიდ გუბეში იდგა. მეც როგორღაც ჩამოვჯექი და გუბეზე ფეხები სიმშრალეში გადავჭიმე. მან დამიძახა და მანიშნა „სკამი გავწიოთ“-ო. თვითონ დადო სკამი მშრალ ასფალტზე, მიმითითა რომ დავმჯდარიყავი სიახლოვეში, სადაც სკამიც გამშრალი იყო უკვე დილანდელი წვიმის მერე. მეც გამოვკითხე (ქართულად, რა თქმა უნდა), რა ხდება მეწყვილე, როგორ ვნახო-თქო. ამას ეგონა, რომ ცეკვაზე და რითმზე ვეკითხებოდი და დათვლა დამიწყო: „1-2-3-4, ვალსია“-ო. მერე წაუდირიჟორა, აი ესე და ესეო. მერე ადგა და ფეხის მოძრაობებს მაჩვენებდა. მეც ავყევი – მაგარი სანახაობა იყო, როგორ მასწავლიდა ცეკვას. ყოველთვის მარცხენით იცეკვეო, მითხრა. ბოლოს საყვარლად მანიშნა ხელით – წავედი-მივდივარო.

IMG_5260…ხვალისათვის კელი საცეკვაოდ დავპატიჟე. სამი დღის წინ კი ჩინელი გოგონა ვიპოვე და იმას ვეცეკვე. რაც შემეძლო და გამოგვივიდა. შევატყე, რომ ამათთვის უცხოა ჩვენი, დასავლელების, გიჟური მიხტომა, ასერტიულობა, ენერგეტიკა (რაც დღეს მაგალითად, ვიგრძენი იტალიელებში, და საერთოდ ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია საოცარი ქვეყნებია, რაც გინდათ ილაპარაკეთ!). ჩინელები ყველაფერს გაზომილად, მშვიდად, მეთოდურად, პედანტურად აკეთებენ.

რა გინდა და გნებავს? ანგარიში რომ გახსნა ბანკში – იმდენი ცნობა უნდა მიიტანო, ახლიდან დაბადება გირჩევია. ჰოდა, ეს გოგო ცოტა „პატრიკსვეიზივით“ ვაცეკვე – იმ ფილმში რომ არის, აი ცეკვას რომ ასწავლის და თან კარატისტი რომ არის (თუ გახსოვთ „ბინძური ცეკვები“). გოგო ვერ ამუღამებდა ცოტა ხანს, მარა მერე უცებ აუღო ალღო ჩემს ტემპერამენტს და მომყვა ძალიან კარგად. საერთოდ ესენი ესეთები არიან. მზად არიან სწავლისა და განვითარებისათვის, სენსიტიურობა მაღალი აქვთ და თავისი სამყაროდან ძალიან-ძალიან გაკვირდებიან. სანამდე ბავშვები არიან ეს დაკვირვების ჩვევა ძალიან ეტყობათ. მათ ბავშვებს რომ შეხედო – მიხვდები, რომ ლაზერივით გშიფრავენ – ისე გიყურებენ.

გოგოსთან ორი ცეკვა ვიცეკვე. ფრიად მომეწონა, მადლობა ვუთხარ, რაღაც ავუხსენი, მეთქი აქა და აქ მოდი ზეგ და ა. შ – ტელეფონში კალენდარი ვაჩვენე და დრო. შენც არ მომიკვდე, თავი კი მიქნია, მარა ვერაფერი გაიგო. ასე ვხვდებით ადამიანები ერთმანეთს, სულ რაღაც წამით ცხოვრებაში, ემოციებს ვიწვევთ ერთმანეთში, მნიშვნელოვან რაღაცეებს ვცვლით და მერე გავდივართ სცენიდან.

სამუდამოდ? ბუდისტები ამბობენ – მეორე ცხოვრებისათვის.

IMG_4882ხოოო… გუშინაც კარგი დღე მქონდა.

ერთი რომ კელისთან მქონდა ხანგრძლივი საუბარი, რომელიც ძალიან ჩამრჩა საფიქრალში. მანამ, სანამდე ამ თემას აღვწერ, პარკში დღევანდელი სეირნობის ორ შემთხვევას გავიხსენებდი.

შუადღეს პორტრეტებისათვის გამოვედი, მზიანი დღე იყო, მაგრამ მზე ანაზდეულად მიიმალა  ღრუბლებში და რაღაცნაირად ჩამობნელდა-მოიღუშა გარემო. ერთი, რაც ვნახე სასწაული – ფრანოსნების შეჯიბრება, პარადი იყო. ცაში, ალბათ, მინიმუმ 200 მეტრის სიმაღლეზე გაემართათ ფრანების აღლუმი – კარგა ძლიერი ნიავი იყო და ფრანები იჭიმებოდნენ-უვლიდნენ პეკინის ცას. ძნ მაგარი შეგრძნებაა, როცა შენი საკუთარი ხელებით, ასეთ მანძილზე, ლარით, სიმივით გაჭიმულ ულამაზესი ფორმისა IMG_4894და ფერების „ფრინველს“ მართავ.

მაგარი გრძნობაა, როცა ბუნებისა და ზეცის კანონებს იმორჩილებ და ემორჩილები. ამხელა კაცები ბავშვებივით იყვნენ. და საერთოდ ეს „ცნება“ – „ამხელა“ კაცი, რაღაც კუთხით ქართული დეგენერატობაა (სხვა უამრავ ჩვენეულ დეგენერატობებს შორის).

როცა ფრანს დაინახავ, ბავშვივით ხდები. და ვისაც სცხვენია საკუთარ თავში ბავშვი აღიაროს, სირცხვილი მას!

მეორე, რაც ვნახე ეს იყო – პატარა „ბრუსლების“ ვარჯიში მასწავლებელთან ერთად. ჩანს, რომ ისე “სამოყვარულოდ” იყვნენ გამოსულები და უბრალოდ ხალისობდნენ. მაგრამ ძაან საყვარლები იყვნენ; სახის გამომეტყველებით, ჩემზე რეაქციებით. მოკლედ, ჩინეთს დემოგრაფიული პრობლემა ნამდვილად არ ემუქრება. ეს „ცინდაო – პეკინის“ ჩქარ მატარებელშიც ვნახე, როდესა ცხრა ვაგონი გავიარე და ნახევარზე მეტი მგზავრის ხელებში თოთო ბავშვი ვნახე. ნახეთ ფოტოები ჩემი მოგზაურობისა და მიხვდებით!

IMG_4998ახლა რაც შეეხება კელისთან საუბარს. ძალიან კარგი გოგოა. ვცდილობ, რომ ხარვეზები ვუპოვო და ვერ ვხედავ. დახვეწილია, ხაზგასმით ზრდილობიანი. მგონი, პროტესტანტია, ზუსტად ვერ ამიხსნა, რომელი ქრისტიანული ეკლესიის ამღსარებელია, მაგრამ თქვა, რომ ბებიის რელიგიას მისდევს. ერთი ეგ არის, რომ ვერ იკავებს თავს და განწყობილება უფუჭდება, რაზეც ვეხუმრე, რომ დღეგამოშვებით ხარ ხალისიანად-მეთქი. ჩვენი თარჯიმანი, ნახევრად იაპონელი გოგოს, იამადასავით, არ ეპიტნავება პარტია, შესაბამისად დიდი წარმატება არ ემუქრება, ტაქტიანია და პატიოსანი.

ხო, ერთი რაც ყველაზე ძალიან მიხარია, ჭამას დავაჩვიე!

თუ გახსოვთ ისტორია, როცა კელიმ ბობო გამოგზავნა ჩვენს გასაძღოლად და თავად ვერ მოვიდა. ჰოდა, მაშინ წასულა ექიმთან, რადგან დაბალი წნევა და პრობლემები ჰქონდა IMG_5184ჯანმრთელობაზე. თურმე აქვს ჰიპოგლიკემია, ანუ სისხლში შაქრის მცირე შემცველობა. საიდან როგორ დაგემართა-მეთქი? რომ გამოვკითხე – დიეტებზე ვარო და ა. შ. ჰოდა, ახლა მე რის მე ვარ, რომ ადამიანი ვერ დავარწმუნო იმაში, რაც სასიკეთოა. ის დღე იყო და ის საათი და კელიმ დიეტის თემა საერთოდ ამოაგდო დღის წესრიგიდან, და ახლა თავს მშვენივრად გრძნობს. სხვათა შორის შაქრის შემცირებას სისხლში, ფსიქოსომატიკის მიხედვით, იწვევს გამუდმებული ქვეცნობიერი კითხვა საკუთარი თავისადმი: „რად მინდა ეს?“, „რაში მჭირდება?“, და ზოგადი დეპრესიულობა. მოკლედ, კელი გადავაჩვიე დიეტებს – ისედაც „კარგი ტანი გაქვს და მშვენიერი ხარ“-მეთქი. ხაზი გავუსვი იმას, რაც თვითონაც იცის, მარა ამ უტყვ საზოგადოებაში არ მოსულა ამაზე აპელირება.

…გუშინ კელიმ მითხრა:

– ქართველების შესახებ არაფერი ვიცოდი. საქართველოს შესახებ აგრეთვე… და ჩემი უფროსი ძალიან აქებდა თქვენს ქვეყანას. მერე რომ გავიცანი თანდათან ქართველები, ჩემთვის ვთქვი – აი ეს ჩემი ხალხია!

IMG_4519შემდეგ ისეთი რაღაც თქვა, რაზეც ეხლა რომ ვფიქრობ გული მიჩუყდება – ალბათ წინა ცხოვრებაში ქართველი ვიყავი, ძალიან “ჩემად” ვგრძნობ თქვენს ხალხს-ო. მეც ვუთხარ, შენ სულ სხვანაირი ხარ, უფრო დასავლელი. თვითონაც დაამატა, რომ ალბათ, „ეს ყველაფერი ჩემს მიერ უცხო ენების შესწავლიდან მოდის“-ო; ქალი მშვენივრად ფლობს ინგლისურს და ფრანგულსაც.

მერე ერთი 20 წუთი ვისაუბრეთ ჩემს დამსახურებებზე. დღისით ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა, ადამმა, კელის უშუალო უფროსმა, გადამიხადა განსაკუთრებული მადლობა ჩემი წვლილისათვის, რომელიც შევიტანე კურსის თარგმნაში. კელიმ კვლავ გაიმეორა, თავისი ხაზგასმითი აზრი, რომ „გმირი“ ვარ.

IMG_5137– ჩემსა და ფრენკის გარეშე ეს კურსი ჩვეულებრივად იარსებებდა. მაგრამ შენს გარეშე ყველაფერი ჩავარდებოდა. ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ, გავაკეთეთ, მოვამზადეთ. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ მონაწილეებს ენა არ ეცოდინებოდათ. შენ თარგმნი ყველაფერს – ლექციებს, შეხვედრებს, ვიზიტებს, მთლიან ოფიციალურ ნაწილს. კი მესმის, რომ ეს შენი ხალხია და გადათარგმნი… და საერთოდ მე სულ აღფრთოვანებული ვარ შენით. ჯერ ეს პროფესიონალური თარგმანი, მერე – შენი სიმღერა, მერე – შენი ერუდიცია. ყველაზე მეტად, რაც მაკვირვებს… შენი შემართება. რომ ყოველთვის ენერგიული ხარ, ხალისიანი, მზად ხარ გადათარგმნო, აღმოუჩინო დახმარება. შენ არ ხარ ვალდებული თარგმნო, მაგრამ ყოველდღე თავს იტვირთავ, დილით მოდიხარ და თარგმნი, არ წუწუნებ, არ ჩივი. ჩემთვის შენი ცხოვრებით, დამოკიდებულებით, სიმშვიდით ხარ მაგალითი. ჩემთვის, ფრენკისათვის. დიდი მადლობა!

გავჩუმდი და ვუსმენდი. გამახსენდა, რომ ქართველებიდან მადლობას მხოლოდ ერთი კაცი მეუბნებოდა და ისიც გუშინწინ თბილისში გაფრინდა. ჩვენი ქვეყნის კვალობაზე, სავსებით ნორმალურია, მგონი. :)

აუცილებლად ნახეთ ფოტოგალერეა…

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on ““…მე სულ აღფრთოვანებული ვარ შენით!”

  1. მეც სულ მაგას არ გეუბნები…. თუმცა მე მეუბნები, რომ ვაზვიადებ…არა და
    არაა მასე..

    Posted by khatuna sharikadze | July 16, 2015, 3:40 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: