ჩინეთიდან

ჯორჯია და ჯონგუო (მცდელობა ვიპოვო პასუხი მარადიულ კითხვაზე “რა გვეშველება?”)


IMG_4308გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე პოსტი პუბლიკაციისათვის განმზადებული თაროზე მქონდა შემოდებული. მაპატიებენ რა ეს ჩანახატები ამ უყურადღებობას, მიმაჩნიე, რადგან დღევანდელი დღე მართლაც არაჩვეულებრივი და გამორჩეული იყო, ამიტომ უფლება არ მაქვს მის აღწერილობა მომავლისათვის გადავდო. სულ რაღაც ათთორმეტ (სტილი დაცულია!) საათში იმდენი ემოციური და სახალისო რამ მოხდა, რომ ახლაც კი ნასიამოვნები და აჟიტირებული ვარ – ჩემს გულში უამრავი ემოცია, საწინააღმდეგო და გაუგებარი – ერთბაშად ტრიალებს და დაფრინავს. ისე მოხდა, რომ საღამოს დასკვნითი ნაწილისათვის ფოტოაპარატის აკუმულატორი დაჯდა, ტელეფონი კი სახლში დატვირთვაზე დავტოვე, ასე რომ საზეიმო ფრაგმენტების ასახვა ვერ მოვახერხე. მოდით ლაკონურად მივყვეთ ძირითად მოვლენებს. თუმცა პირობას ვერ მოგცემთ, რომ ცალკეულ ეპიზოდებს არ ჩავუღრმავდები და არ გამოვამზეურებ ჩემს სუბიექტივიზმს.

მაშ ასე.

IMG_4363დილით გავიღვიძე ახალ საწოლზე… უკმაყოფილომ. საკვირველებაა, მაგრამ შანჰაიში, სიტყვასიტყვით გიტარის ფორმის ბალიშზე ძალიან ტკბილად მეძინა! ამ პეკინის სასტუმროს ნომრის საწოლი კიდევ რაღაც ათა-პაპისდროინდელი ტახტივით ხმელია და არაფრით დამაძინა. რაღაც უაზრო სიზმრებმა და კონდიციონერის რაგრაგმა შემაწუხა.

წინა დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ახლომდებარე პარკში დილით (ან საღამოს) სავარჯიშოდ უნდა წავსულიყავი. გამოღვიძების პირველი აზრი იქით იხრებოდა, რომ დრო იყო პარკში წასასვლელად. დავხედე საათს, ცხრა ხდებოდა. ავდექი, პეკინური „ქიმიური“ წყალი მივისხი, ცოტა აზრზე მოვედი, ჩავქანდი რესტორანში, ყავა მივირთვი. ჩემს ნაცნობ ზანგებს, „ბიონსეს“ და „იზაურას“ მოვკარ თვალი. „ბიონსეს“ შანჰაიდან დაბრუნების შემდეგ თმები გაეშალა, უფრო დამშვენებულა. ოღონდ ძალიან იტყლარჭებოდა, სადღაც სამინისტროში უმუშავია გვინეა-ბისაუში; ერთი ერთში ქართველი სამინისტროს მანდილოსანი! ეტყობა თვითონ ეს მოვლენა „სამინისტრო“ არის რაღაც ასეთი!!!

საუზმის შემდეგ, სასწრაფოდ ამოვედი ოთახში და „სარეცხის დღე“ მოვაწყე. როგორც წინა შემთხვევაში ახლა უფრო მეტად დავაფასე ოჯახის ქალის საქმიანობა. მართალი ყოფილა კლარა ცეტკინი – „მთელი ძალაუფლება ქალებს“ – დავძინე. მთელს ნომერში ჩემი სარეცხი იყო გაშლილი. დიდად არ ვარ დარწმუნებული, ამას გარეცხვა ჰქვია თუ რა – ერთი-ორი წუთი „ვჭეჭყამ“ ფხვნილიან წყალში და მერე ვავლებ… ნუ სიამაყით მაინც აღვივსე!

სარეცხი გავფინე, კაი ოჯახის ქალივით (ან მარტოხელა კაცივით) და შემდეგ სულიერად მოვემზადე პარკში წასასვლელად. ვორჭოფობდი – ღირს თუ არა-მეთქი! ბოლოს „ღირს“-აზრმა სძლია სიზარმაცეს. და მადლობა ღმერთს, რომ სძლია.

IMG_4340პარკში დავიიიიიიიიიიიიიიიიიისვენეეე!

თქვენ ვერ წარმოიდგენტ ეს რა არის!

ჩინელების პარკი!

წარმოიდგინეთ პარკი, სადაც ათამდე ერთმანეთთან დაკავშირებული თბა არის, განსხვავებული მინი-პარკების კომპლექსი. აქაა პინგ-პონგის მაგიდები, ტრენაჟორების კუთხეები, გასასეირნებელი ნავები, ყვავილნარები, ალპინარები, საცეკვაო მოედნები, საბავშვო სათამაშო კუთხეები, კინოთეატრები და რა ვიცი, სულო და გულო, რაც გინდა ინატრე. ჩინელები ძალიან-ძალიან მშვიდად დადიან, თავისთვის, ისე საყვარლად, IMG_4311როგორც ფისოები და საყვარელი უხმაურო არსებები, რომელთა ცქერით ტკბები. გუშინ ჩვენს ერთ-ერთ კოლეგას ვეუბნებოდი, ეს რომ ქართველების პარკი ყოფილიყო, 15 წუთში არანაკლებ 20 „ჩემი დედა მოვ..აან“, 100 „გაგეჟდეეეე“, 100 „აუ, მეღადავებიიი“?, და „შენს ძმობას ვფიცავარ“,  და ათას მსგავს საცოდაობას მოისმენდი, თანაც მრავალფეროვანი ისტერიული ინტონაციით. ჩინელების პარკში კიდევ უნდა წახვიდე და წახვიდე, იარო და იარო, უბრალოდ ისეირნო და გაითიშო.

რა აუარაა, მეგობრებო, იცით?! ეუუუუ! არ ვიცი რა!

საოცარი კიდევ ის არი, რაც კი გავიფიქრე, ესევე მისრულდებოდა. მაგალითად, „ეს როგორ გავაკეთო?“ (და ვიღაც თვითონ აკეთებდა თითქოს გზას მიჩვენებდა), „აქედან როგორ გავიდე?“ (ვიღაც ჩნდებოდა თავდაჯერებულად გასასვლელისაკენ რომ მიდიოდა).

IMG_4319…მოკლედ, დავადექი პარკის გზას. დროში შეზღუდული ვიყავი, პირველ საათზე გასვლა გვქონდა „კოკა-კოლას“ პეკინის ქარხანაში. ამიტომ დროზე უნდა მოვრჩენილიყავი ჩემს ვოიაჟს. გზადაგზა პორტრეტებს ვიღებდი, მოულოდნელად (ნახავთ, რა ქვემოთ!). ავიღე ბილეთი, შევედი პარკის ტერიტორიაზე და გავემართე სატრენაჟორო მოედნისაკენ. ჩემი ოცნება, ჩინეთში რომ მევარჯიშა, ასრულდა. სხვათა შორის, დილითვე აღმოვაჩინე, რომ თითქმის ასეთივე სატრენაჟორო კომპლექსი ჩვენი სასტუმროს წინ მდებარე სახლის ეზოშია (ითხოვეთ და მოგეცემათ!). თუმცა პარკში მაინც სულ სხვა ატმოსფეროა…

როგორ ტრენაჟორებზე გესაუბრებით? ეს არ არის, რაღაც დარბაზის „მეშინზ“-ები. მაგრამ ყველაფერი იმდენად მარტივი და დახვეწილია, რომ არ ვიცი, რა ვიცი, რა ვთქვა. აქ არის ზურგის, წელის, ყველა კუნთის „სელფ-მასაჟორი“ (მსხვილი „ხაოიანი“ მბრუნავი ცილინდრები, რომლებიც სხეულის სასურველი ნაწილის დამუშავებას ახდენენ), სტეპერი, მხრების, IMG_4317პრესის გვერდითი კუნთების ტრენაჟორები და ა. შ. ხალხი ისე ლაღობს, ისეთი ბედნიერია, რომც არ ივარჯიშო, ამათი შემყურე განიკურნები. მოდიან ბავშვებით, პაპა-ბებიებით, ჯგუფებით.

მოშორებით ერთი კაცი იდგა, რომელიც საოპერო ხმით რაღაცას მღეროდა. მე რომ დამინახა, ჩემს საპატივსაცემოდ „ო, სოლე მიო“ წაიმღერა. მე ხელი ავუწიე აღიარების ნიშნად. ცოტა ხნის მერე მეორეც სცდიდა თავს საოპერო სიმღერაში. იქვე პატარა ბავშვი იდგა და ტრაპეციისებრი კუნთს (კისრის გაყოლებაზე) ხელით უზელდა. მგონი, მამაკაცი სიმღერით ცდილობდა ზურგის ზემო ნაწილის კუნთები მოედუნებინა.

აქ ვარჯიშით საოცრად კმაყოფილი დავრჩი. ნუ არ მხოლოდ კმაყოფილი, აღფრთოვანებული. ამდენი ჭამა-სმის, დალევის, ღრიანცელის და უაზრობების შემდეგ, სხეულმა და სულმაც მადლობა გადამიხადეს. მეც IMG_4322თავისუფლება ვიგრძენი – ლექციების და ავტობუსში ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ. ვარჯიშში დრო ისე გავიდა, ვერც კი ვიგრძენი. შემდეგ წამოვედი პაგოდებით, ფანჩატურებით, რომლებიც იყო ხიდზე იყო აღმართული. ცოტა ხანს დავისვენე, ამოვისუნთქე მთელი ყველაფერი და სწრაფი ნაბიჯით სახლის გზას დავადექი („სახლში“ დამეწერა – სასტუმროში, რა თქმა უნდა).

სასტუმროს ფოიეში, პირველ სართულზე ”KTV” გვაქვს.

იქაურ გოგონებს „სიყვარული“ ავუხსენი. სხვათა შორის უნდა ელაპარაკო
ქართულად. როგორც კი ქალთან ცდილობ სიტყვები აარჩიო, იქ ყველაფერი ინგრევა.

IMG_4115რა არის „ქეითივი“? რაღაც ჩინური კარაოკეს მსგავსია. მიდიხარ, უკვეთავ VIP-ოთახს, შემოჰყავთ გოგონები, ხელს ადებ და ირჩევ, რომელსაც გინდა. შესაბამისი ანაზღაურების ფასად ისინი შენთან რჩებიან, დროს ატარებენ, ქეიფობენ. თუ შეძელი და თავი მოაწონე, ისინიც შენები გახდებიან. კი, რაღაც აზიური „მუღამია“. მთლიანობაში, არ მგონია, მთლად გასაკიცხი იყოს, მით უმეტეს ჩვენს მიერ, სადაც „დაბდღეებით“, ნათლობებით, კურსის, კლასის, სამსახურის ქეიფებით, ბანკეტებით, ახლობლური ნადიმებით, ხორციელდება ქალ-ვაჟური ურთიერთობები. მერე მიდის დამალაობა, თაგვა-კატაობა, ჭოკით ხტომა, ტელეფონზე ჩარიცხვები, ნომრის გამორთმევა, („უიმეე, სხვაგან მოვხვდი, ბოდიში, შემეშალა“-ები), მესიჯობა („მე ის ვარ, შენს წინ „ალ-კაპონეს“ სმოკინგით რომ ვიყავი“ და ა. შ.), მთვარის კუთხოვნობის მტკიცება და ა. შ.

„KTV-ში“ კი ყველაფერი უბრალოდ და მარტივადაა, როგორც ბუნებაში.

რეალობა გამარტივებულია: ქალს უნდა გართობა და ფული, კაცს უნდა ქალები.

ცინიკური, პრიმიტიული და ვულგარულია ერთი შეხედვით, მაგრამ  რეალური…

თქვენ იფიქრეთ, მე კი მანამდე შემდეგზე გადავედით.

IMG_4159პირველზე „კოკა-კოლაში“ მივედით. იქ პატარა ბავშვებივით შემოგვატარეს ქარხანა. გადაღება საწარმოო ხაზისა აგვიკრძალეს; რატომ – ვერ გავიგეთ. სამაგიეროდ საგამოფენო დარბაზში გაგიხარია იმდენი სურათები გადავიღეთ, ფოტოსესია გამოვიდა!

თან „პა ხოდუ“ ლიზა შემოგვემატა, ჩვენი რუსულენოვანი ასპირანტი-თარჯიმანი. და ეგრევე ყველა მას გადაეკიდა. ზოგმა, მოდი ჩემთან დაჯექი ავტობუსშიო, ზოგმა მიყვარხარო, ზოგმაც მალე ქორწილი გვექნებაო. მე ხან წინიდან ვუღებდი ფოტოებს, ხან უკნიდან, ჟურნალ „ჩაინა თუდეი“-დან ვარ-თქო.

მანამდე მე და ლიზიკომ ერთად ვისადილეთ და რიგიანად ვიხუმრეთ. მე ვუთხარ, ქალები, ასაკში როცა შედიან, ზღაპრების მოყოლას სწავლობენ-მეთქი, რომ სასურველი მამაკაცი როგორმე შეაბან.

ლიზამ ჩემი ხუმრობა ვერ გაიგო და მეუბნება „და შენ გაქვსო შენი ზღაპარი?“-ო.

„მე აღარ მაქვს, იმიტომ რომ აღარც არავინ მყავს მოსატყუებელი, და ზღაპრებიც აღარ გამომდის. ისე ზღაპარი კი საჭიროა-თქო“.

IMG_4150ლიზაზე დღეს მართლა დიდი მოთხოვნა იყო. თქვენ შეაფასეთ, რაღაცნაირი კოხტა, პრანჭია და „ცაკალელი“ ჩინელი გოგო არის. თან როგორც ყველა ჩინელი, ასაკს ვერ გაუგებ. როცა პირველად მოვიდა ასე 15-16-ს გვეგონა, ამ „დლოს“ კი 21-ს ყოფილა.

„კოკა -კოლა“-ს ქარხნიდან „სახლში“დავიძარით და სამზადისი დავიწყეთ საღამოსათვის. 7 საათზე დაგეგმილი იყო კონცერტი, რომელსაც ანსამბლი „რუსთავი“ საქართველოს დღეებთან დაკავშირებით მართავდა. კურსის გახსნის დღეს, როდესაც მისასალმებელი სიტყვა წარმოვთქვი, ბატონმა ელჩმა მომმართა: „რა კარგი ინგლისური გცოდნია, ამერიკაში ცხოვრობდი? ნამდვილი ამერიკული ინგლისურია!“

(არადა რა მათქმევინებდა, რომ თელავს არ გავცდენილვარ! აი „ნორჩებისათვის“ გაკვეთილი, თელავშიც იზრდებიან ალგეთს ლეკვები!).

ჰოდა, სწორედ მაშინ საქართველოს საპატიო დესპანმან გვითხრა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იგეგმება დიდი ღონისძიებები და მუნ მიგვიპატიჟა.

ჰოდა აი ეს დღეც მოვიდა!

IMG_4253ჩვენც სათანადოდ გამოვიპრანჭეთ – „აფიციალნად“, კახეთსკი და თბილისკი პრინცებივით.

ზოგი იმდენ ხანს ემზადებოდა, რომ მთლიანი შეკრებილ გუნდს ავტობუსში ნახევარი საათი ალოდინა. ამ მომენტში კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჯერ ერთი ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება „წმენდებისა“ და „ჩარეცხვების“ გარეშე, და მეორე, ქართველებს ქართველები მასიურად ჰკიდიათ („ჯერ თაო და თაო“!):

„სანამ „საროჩკა“ ბოლო ნაკაცემდე არ იქნება გაუთოებული დადგებით და დამიცდით 19-ივე კაცი, სულ „არ მახატია“!“.

როცა ერთ-ერთი გამოპრანჭული, ცაში მსრბოლი, ჭკვაზე არ მყოფი, ამოვიდა ავტობუსში, კელიმ, ჯგუფის ჩინელმა ხელმძღვანელმა, მოკრძალებით უთხრა:

„…შენ ძალიან დაიგვიანე!“

მან კი უპასუხა:

  • დიდი მადლობა!

თუ მიხვდით, ახალგაზრდას ეგონა, რომ კელიმ ეუბნებოდა (უნდა ეთქვა): „შენ ძალიან ლამაზად გამოიყურები!“.

მოლოდინი ქმნის ფიქრს, ქცევასა და პასუხს!

…გზაში ვცხარობდი, რომ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, სანამდე აი ასეთი შემთხვევებზე გამუდმებული სასჯელები არ იქნება და დისციპლინა უპირველესი არ იქნება ჩვენთვის. დაიგვიანა – წამობრძანდეს ტაქსით საკუთარი ხარჯით. სანამ ქვეყანაში პროპაგანდისტული მანქანა არ ამუშავდება, სულ ეს ბარდაკი იქნება. სულ იყო, არის და იქნება! ბარდაკი, ბარდაკი, ბარდაკი – ორმაგი სტანდარტი და საქმეზე „დაჯმა“!

IMG_4350ამ დაგვიანებას  ის მოჰყვა, რომ კონცერტამდე უნდა გვევახშმა და კელიმ გამოაცხადა: დაგვიანების გამო სულ 30 წუთი გვაქვს სავახშმოდ. პირველად იყო თუ არა, ყოველი შემთხვევისათვის, თავი რაღაც ცხოველი მეგონა, ან ჭამაში გამართული შეჯიბრება – საჭმელი 15 წუთში მოვთქვლიფეთ…

ასეა თუ ისეა, რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ, დღის ასე ვთქვათ, მეორე არაჩვეულებრივი ნაწილი დაიწყო, რომელშიც უამრავი ნიაუნსი გადმოიფინა. კალამი რომ მქონოდა, კარგი იქნებოდა სინქრონში ჩამეწერა ყველაფერი. თუმცა, რაც არის, ეს არის…

მივედით, სადღაც „აპერჰოლში“, თუ პეკინის რომელიღაც პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში. ფოიეში, უკვე გაშლილი იყო სადეგუსტაციო, „საპრომოუშენოდ“ გამზადებული ქართული ღვინო ნაირფეროვან ბოთლებში ჩამოსხმული. ფონზე მიდიოდა ფილმი საქართველოს მეღვინეობის შესახებ.

IMG_4265იქვე მოვწვით ჩვენი ბობო, რომელსაც გიო*** აგიჟებდა (გახსოვთ, ალბათ, ეს ისტორია? იხ. “რუსეთი თუ ამერიკა?…“). ბობოს ვარცხნილობა შეეცვალა და ძაან „გასვეცკებულა“. თან ბოთლებს ხსნიდა ბობო, თან ფოტოებს გვიღებდა და იყო ერთ დიდ ამბავში.

ჩვენც ვიღაც ქართველები შეგვხვდნენ შემოსვლისთანავე. თურმე რაღა ვიღაც – ერთი მინისტრის მოადგილე იყო, მეორე კიდევ ქართველი VIP („ვერი იმპორტანტ პერსონ!“). იმ მინისტრის მოადგილეს შევატყე, ერთობ „დერზკი“ და უპირატესობის გამოხედვა ჰქონდა. ოღონდ ეს „სუპერიორიტის“ ამბავი თავიდანვე კი არ გასდევდა თვალში, მერე თანდათან, ჩვენთან კომუნიკაციის პროცესში გაუჩნდა. ეხლა ვხვდები,
იმიტომ დეემართა ეგეთები, რომ ჩემი მხრიდან საკმარისი მოწიწება ვერ დაინახა, და ესევე გული მოეთუთქა და გაახსენდა, რა რანგის ვინმე იყო.
კარგა ერთი საათი მე იგი ჩინოვნიკი „ვინმე უცხო მოყმე-მეღვინე“ ან უბრალო ვინცხა-ჩინოვნიკი მეგონა.

IMG_4288საინტერესოა ისიც, რომ მალევე რამდენიმე ქართველიც შემოვიდა ფოიეში. თითოეულს იმდენად რაღაცნაირი გამომეტყველება ჰქონდა, რომ დამებადა კითხვები (რატომ? რატომ? რატომ? რატომ? რატომ, ღმერთო? რატომ?…. (თქვენ გააგრძელეთ Ctrl+V-პრინციპით)… ჩვენ ახლა მთლა ჩინელები არ ვეგონეთ, მარა მაინც როგორც „სოფლელებს“ ისე გვიყურებნდნენ. გახსოვთ, ხომ „მიმინოში“ ფრუნზიკა რომ ეუბნება ვალიკოს:

„ …Если женщина каждый день артистов видит, академиков видит, космонавтов видит, Иштояна видит!“.

რა როჟა ეჭირათ იცით?!

აი აბა ქვედა ყბა ცოტა დაუშვით და შეეცადეთ დაძაბოთ და შიგნით შესწიოთ, ამ მდგომარეობაში დააფიქსირეთ, სახე მოუშვით და თავი ოდნავ გვერდით დახარეთ, შეგიძლიათ (თუ შეძლებთ, რა თქმა უნდა) გაიღიმოთ! აი, ეს როჟები ვნახე იქ. ნუ, ბუნებრივია, იყო ერთი-ორი ჯანმრთელი ქართველი, მგონი, არაჩინოვნიკი (რომლებსაც ყბაზე არ ჰქონიათ ასეთი პრობლემები). ერთი მანდილოსანი მომეწონა ძალიან. მაღალი გოგო იყო, მარჯვენა არათითზე ბეჭდით („ანფორჩნთლი“, გეცნოთ ქართველ კაცებს პირველი მზერა, თვალების მერე?!). შემოვიდა თუ არა ადამიანურად, ლაღად და სიხარულით მოგვესალმა. მაშინ მივხვდი, რარიგ მომენატრა ქართველი ქალი!…

IMG_4289აი ქართულმა პოლიტბომონდმა კი ტრადიციულად მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ყოვლად მძიმე! ისეთი გატყლარჭულები დადიოდნენ თითქოს აშშ-ს თუ არა, მინიმუმ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები მყავდნენ. ერთი მომენტი იყო, ერთად შექუჩდნენ – და ტირილი მომინდა, ვის ხელშია ჩვენი ქვეყანა (დაცუცუნებენ, დარბიან სკუნსებივით, ერთმანეთს უყურებენ, თვალებით რაღაცეებს ანიშნებენ, ქულებს იწერენ). უარყოფითი შთაბეჭდილება მას მერე გამიმძაფრდა, რაც კონცერტი ვნახე და მოვისმინე. მერმედ ავტობუსში კითხვაც კი დავსვი და ბევრმა ვერ გაიგო. რაში მდგომარეობდა კითხვა?

ასეთ „მძღ…ში“ და ღორობაში, რაც ჩვენთან ტრიალებს-მეთქი და ტრიალებდა, ასეთი მარგალიტები (ფოლკლორი, ლიტერატურა, კულტურა, მენტალობის რაღაც ნაწილი) ან:

ა) ჯერ როგორ შეიქმნა?

ბ) როგორ შევინარჩუნეთ?

გ) საერთოდ როგორ ვინარჩუნებთ ახლა ნეტავ?

…კელი მეუბნება, გაიხედე, „თქვენი VIP“-ები არიანო. მე ვუთხარ პატარა ქვეყანას ვიპ-ები არ ყავს, აქ ყველა ერთია. თქვენთან კი, ბატონო, შეიძლება ვიპ-ი იყოს, საქართველოს მაგის ფუფუნება ვერ ექნება.

მე ასე მგონია, „ია ტაკ დუმაიუ“! მაშინ ამაოდ უთქვამს ქრისტეს „უმცირესი თქვენს შორის…“ და ა. შ. იკითხეთ ბიბლია!

(„სახარებაც!“ – ერთხელ ჩამისწორა ეს ფრაზა ამაგდარმა ჩინოვნიკმა, ტალღასავით რომ მოსდევენ სუპერპარტიებს.

– „სახარება ბიბლიის ნაწილია“ – მივუგე მე.

– „კარგი, კარგი, არ მინდა ეხლე მე ეგენი… – დასძინა პატივცემულმა.  :)

კონცერტზე პირველი რიგი მხვდა წილად.

ჯერ გამობრძანდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის „რაღაცის“ „ვიღაცა“.

IMG_4296„გელუზია“, „გელუზია“, გაუდიოდა. თან ადიდებდა კომპარტიას და კომპარტიის სტრატეგიულ ხაზს. თან ოთხად მოკეცილ ქაღალდზე დაწერილს კითხულობდა უბედნიერესი. ინგლისურად დაწერილს კი მის ზურგით მდგომი ფეხებდაგრეხილი თარჯიმანი-გოგონა კითხულობდა.

მერე გამოვიდა ჩვენი ელჩი და იმან კიდევ თავისი ამერიკული ინგლისურით დაამშვენა იქაურობა. ჩანს, რომ იგიც ღელავდა, ნევროზული მოძრაობა ჰქონდა თავისა და კისრის; დიპლომატია მსხვერპლს მოითხოვს, ხომ იცით?! პირდაპირ, მეექვსე რიგიდან ცენტრალური ხელისუფლების მგლები ესხდნენ და ხომ
უნდა მოეწონებინა თავი?! ელჩზე ძალიან ქართველი მთარგმნელი გოგო ნერვიულობდა, რომელსაც ყველაფერი ჩინურად გადაჰყავდა. იყო ერთი ტანჯვა ამ გოგოსი და ამბავი და ყველა შევედით მის მდგომარეობაში…

დაილია ქალი!

რაც შეეხება საკონცერტო დარბაზს: როიალი ძველი, დარბაზი თელავის თეატრის პონტში, ცოტა დიდი, მოკლედ, საქართველო 60-იან წლები სუფთა!

(რაღაცნაირი ამაზრზენულად გამოჩნდა იქიდან ქართული რეალობა. ქვეყანა მონდომებით მიძვრება-მიფოფხავს რუსულ ტრაკში, რომელსაც ჩინური სუნი აქვს… – ავტორის ლირიული გადახვევა).

შემდეგ გამოვიდა ქალთა გუნდი, იმღერა 5 სიმღერა. ერთზე, ცოტა დასამახსოვრებელი მოტივით რაც იყო, რომ ვკითხე ლიზას ეს რას ნიშნავს-თქო, მეუბნება:

– „პილიოდ!“

რა-მეთქი?

-„პილიოდ!“

რაააა?

– „პილიოდ!“

თურმე «Вперед!». ესენი ხომ ბგერა „რ“-ს გარტყმაში არ არიან. და „პილიოდ“ გამოუვიდა ჩვენს ლიზიკოს.

მას მერე გამობრძანდნენ ჩვენი მოცეკვავეები. ნუ რა თქმა უნდა, დაგლიჯეს, დახიეს. მშვენივრად, „სუპერ“ იცეკვეს, ვირტუოზულად!

ჟრუანტელი, ტაო იყო ბლომად!

ყოველი ორი ნომრის შემდეგ მომღერლები ენაცვლებოდნენ. მათზე დიდად საქებარს ვერ ვიტყვი, თუმც ისინიც ოსტატები არიან. რეპერტუარი არ მოეწონა არავის ქართველთაგან. პირველი სიმღერის მერე ტვინი წაიღეს სპეციალისტზე გათვლილი მეგრულ-სვანური სიმღერებით. ვისთვის უნდოდათ ესიამოვნებინათ ვერ გავიგეთ.

კიდევ კარგი ბოლოში რაღაცნაირი „მრავალჟამიერი“ იმღერეს (რაზეც ლიზამ იკითხა: „ა სტო ტაკოე „კამიე“?), კახური „ბარისლალო ქალებო“-ც იმღერეს. ცოტა გული მომივიდა.

მოცეკვავეებმა მართლაც დახურეს, დასკვნითი ფარიკაობის ცეკვით. მართალია მერე ჩვენმა ზოგიერთმა წევრმა იძახა, „დუბლები არიან“, „ძალიან დაბალი დონის კონცერტი იყო“, „ეს არ მომეწონა“, „ის არ მომეწონა“ (ნეტავ თვითონ რას გააკეთებენ, თუნდაც რომ წამოაყენო და 2 წინადადება ათქმევინო საკუთარი პიროვნების შესახებ?!). მთავარია, რომ კონცერტმა  ძლიერდამუხტულ ატმოსფეროში ჩაიარა.

IMG_4241რა თქმა უნდა, პირველები დარბაზიდან ჩვენი ჯგუფის ქართველები გაცვივდნენ:

„გამო, შე, ჩემა, მერე დიდი რიგი იქნება!“

…კელის ვკითხე, ეს რა ხდება, ნუთუ ჩვენი ანსამბლი და ცეკვა ესოდენ პოპულარულია-თქო თქვენთან. კელი, რომელიც თავისებურად ფრონდერია და პარტიისმაგვარ რაღაცეებს დიდად არ შესტრფის, მითხრა, რომ კომპარტიის დავალებით განაწილდა ბილეთები (100-დან 300 იუანამდე ღირდა, გაამრავლეთ 0,37 ლარზე!🙂.

საღამო იმით დასრულდა, რომ ფოიეში ისევ ჩოჩქოლი და „ავთერდეგუსთეიშნ“ მიმდინარეობდა. დასაჭაშნიკებელი ღვინო კიდევ იყო და რუსები კვლავაც შემოესივნენ ღვინოს. სხვათა შორის, ამ საღამოზე მრავლად სწორედ რუსები იყვნენ. ტაშსაც მგონი, თუ უკრავდნენ ეგენი უკრავდნენ ძლიერად. ჩინელებივით, არ ჰქონდათ აიფონები და აიპადები ჩართულები და არ იწერდნენ საღამოს, რაც ზოგადად მნიშვნელოვანი დებილობა მგონია (გამოიცანით რატომ).

იმ მეორე „დეგუსთეიშენზე“ დამეჩითა ჩვენი ლექციების თარჯიმანი ნახევრადიაპონელი გოგო. იამადას მოვეწონე და თვალების გაპარებით მიყურებდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ვუთხარ, რომ კონტაქტურ ლინზებს ატარებს, რამეთუ წინა შეხვედრაზე თვალის ფერი სულ სხვა ჰქონდა. ამ იამადას თვალის ჭრილი იმდენად ვიწრო  და თევზისებური ჰქონდა (რაც თურმე კორეელებს ახასიათებთ), თან ბადურას ფერი იმდენად შეუმჩნევლად იყო შეცვლილი, რომ ბევრი ვერც მიხვდებოდა (რა იცოდა საწყალმა, რომ 16 წელია კონტაქტურ ლინზებზე ვსპეციალდები!). ჰოდა, თვალის ფერი რომ ვუხსენე, მასე მერე კიდევ უფრო „მიმიღო“. ღვინოზე დაუსრულებლად მესაუბრებოდა რაღაცეებს.

IMG_4279დასასრულს კი, ლადომ***, რომელიც ახლა, ალბათ, კითხულობს ამ სტატიას, მიმართა ახლომდგომ რუსთა ჯგუფს („Чокнемся“, თუ „на здоровье“, თუ რაღაც ასეთი), და მას მერე გავაბით მათთან ბლა-ბლა-ბლა, რაც მე არ მიჭირს, თუ შეამჩნიეთ.

„ხვალ ზეიმი გაქვთ“-ო? „ხვალაც იქნებაო კონცერტი“-ო?

მე ეხლა გამიკვირდა, ამათ ჩვენი ზეიმი დამოუკიდებლობისა რა უხარიათ. ალბათ, უკრაინელები იქნებიან. ამიტომაც გადავამოწმე.

რუსეთიდან ხართ-მეთქი?

კი – ცოტა გაკვირვებით თქვა მამაკაცმა. – თუმცა იქვე კეთილგანწყობით დაამატა – .. რა თქმა უნდა, გეთანხმებით… გამოდის, ჩვენგან დამოუკიდებლობას ზეიმობთ.

მომეწონა, რომ აზროვნებდა.

ვისგან დამოუკიდებლობაა ეს? ან რას ნიშნავს და-მო-უკი-დე-ბლო-ბა?

(ეჰ, ქართველო კაცო, რამდენიმე რამე გაქვს მოსაფიქრებელი, გასააზრებელი, დასალაგებელი!)

მერე კიდევ რაღაც-ბლაბლაბლა იყო. იქ ერთი პუტკუნა კატია, თუ ნადია იყო ;)…

მოკლედ, ქატო იქა, ფქვილი აქა.

P.S. ნუ, არ ვიცი, რა გითხრათ, რა უმდიდრესი ქვეყანაა ეს „ჯონ-გუო“, არ ვიცი. ენა მებმება…

იკითხეთ დიდი ადამიანების ჩანაწერები!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: