ცეცხლი ნავთზე

ჩემი ფბ-სტატუსები


  1. the-american-way-money-power-and-politics-e1341101075169-640x360“Бабло всегда побеждает зло!”
  2. მაშ საქართველოს პარლამენტს ერთი რამდენიმე სუმოისტი არ უნდა ამშვენებდეს?!
  3. საკვები აკეთილშობილებს ადამიანს!
  4. …ასე ყოფილა და ასე იქნება, ვინაიდან ადამიანები ყოველთვის ბოროტნი არიან, თუკი აუცილებლობა არ აიძულებთ სიკეთის გზა აირჩიონ…” (Niccolò Macchiavelli).
    დღეს აუცილებლობა (მმართველი ძალა) “აღარ აიძულებთ ადამიანებს”, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც თქვენს თვალწინ გუშინდელი “მამა აბრაამის ბატკნები” დემონებად გადაიქცევიან.
  5. პირველი გაკვეთილი, რომელსაც მე ბავშვებს ვუტარებ, სანამდე კრივის შესწავლას დავიწყებდით, ეს არის გაკვეთილი შიშის შესახებ; იმაზე, თუ რა არის შიში და რატომ გვაქვს იგი ადამიანებს. შიში ცეცხლივითაა. თუ შენ მას აკონტროლებ, როგორც ჩვენ ცეცხლს ვაკონტროლებთ, როდესაც გვსურს გავთბეთ – მაშინ იგი მეგობარია. როდესაც შიშს ვერ აკონტროლებ, მაშინ იგი შენც დაგწვავს და ყველაფერს შენს გარშემო.“ კას დ’ამატო, ლეგენდარული ამერიკელი მოკრივეების მწრთნელი, მაიკ ტაისონის „აღმომჩენი“ და მასწავლებელი (გარდაიცვალა ერთი წლით ადრე, სანამდე მაიკი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა).
  6. თუ გინდა იყო ძლიერი – ირბინე, თუ გინდა იყო ლამაზი – ირბინე, თუ გინდა იყო გონიერი – ირბინე!” (ძველბერძნული გამონათქვამი, გამოკვეთილი იყო ოლიმპოს ერთ-ერთ კლდეზე)
  7. სინამდვილეში საქართველო მართლაც “სამოსნების” ქვეყანაა. რადგან, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი ამბობდა, “ხუთოსნებს” ასწავლიდნენ ყველაფერი თავისით და თვითონ ეკეთებინათ, “სამოსნებს” კი გადაწერებით, კარნახებით და სხვების რესურსების ექსპლუატაციით გაჰქონდათ თავი; მათ ისწავლეს სხვები ემუშავებინათ საკუთარ წარმატებაზე და თვითონ არ დაეტვირთათ გონება “უსარგებლო” ინფორმაციის ათვისებით. დღეს ეს სქემა ფართო მასშტაბით რეალიზდება მთელ სახელმწიფოში. ამ, სხვადასხვა სისტემაში ფესვგადგმული იდიოტიზმის, უფრო სწორედ კი, პერმანენტული დანაშაულის, შედეგია სახეზე არსებული საერთოეროვნული კრიზისი.
  8. სოციალური ქსელები ადამიანში შიშების და დათრგუნულობის გაღვივების საუკეთესო საშუალებად იქცა.
    მაშინ როდესაც დღესდღეობით ჩვეულებრივ ადამიანს სიმამაცე, ცოდნა, სულიერი ძალა და შინაგანი მხურვალების გაღვივება სჭირდება, ამასობაში მასიურად ვრცელდება ახლო ამოსავლეთში ხალხის წამების, თავების მოკვეთის, განადგურების და ა.შ. ამსახველი უამრავი პოსტი. ჩემი რჩევა იქნება: ნუ ნახავთ და თუ ნუ გააზირებთ ამ ჟანრის მორიგ პროვოკაციულ პოსტს, რომელიც კაცმა არ იცის, ვის წისქვილზე ასხამს წყალს! ისწრაფვოდეთ, რომ თქვენი თავი გამოწრთოთ ფიზიკურად და სულიერად, თქვენი თავი აღზარდოთ და თანამოაზრეები შემოიკრიბოთ.
    გახსოვდეთ, რომ ვიღაცის თავის მოჭრის, ბავშვების განადგურების და ათასგვარი უბედურების ყურება, რომელსაც თქვენი მხრიდან არაფერი ქმედითი რეაქცია არ მოსდევს, თქვენც თანამონაწილედ გაქცევთ! თქვენს სულს კი გვიანმოქმედი შხამით წამლავს (ასეთი რაღაცეები ახლო წარსულში ყოველთვის ხდებოდა, უბრალოდ თქვენ ამის შესახებ არ იცოდით – გადახედეთ მრავალი ომის ისტორიას შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში XX საუკუნის მეორე ნახევარში!).
    ნუ გახდებით ამ დიდი ხაფანგის კიდევ ერთი მსხვერპლი!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: