ჩინეთიდან

ბავშვების სასწაული აღქმა


IMG_3801ჩინეთში მერამდენედ აღმოვაჩინე, რომ წერა სერიოზული შრომაა. დაგეზარება – და მერე ვეღარ იხსენებ, რა და როგორ იყო, რა რას უნდა მიაბა, საიდან სად ჩამოჭრა. ჩემი აზრით, ეს ფატალური, პერმანენტული ამნეზია 21-ე საუკუნის ადამიანის ტრაგედიაა:

ერთი წუთით ცხოვრება, ერთი განცდა, ვითომ „ახლა“-ში ცხოვრება, მეხსიერების მინელება, დასუსტება, სულ მომავალში ყურება, წარსულის ფასეულობის დაკარგვა.

პირადად მე ნამდვილად მიჭირს იმის გახსენება, როგორი იყო ესა თუ ის დღე, რომლის შესახებ არაფერი ჩამინიშნავს, აღმიწერია, რომელზეც ბევრი არ მიფიქრია – აღარც ემოციები, აღარ სიხალასე, მზეც თითქოს არ ჩანს.

პეკინში ჩვენი დაბრუნების შემდეგ რამდენიმე საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი; საპატიო მიღება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართა საქართველოს საელჩომ, ვიზიტი საკვების კვლევით აკადემიაში, „პერ-დიემების“ დარიგება, რამაც ცოტა გაგვახალისა (აბა რის 21-ე საუკუნეა თუ ფული არ არის შენი ყველაფერი?!). გარდა ამისა რამდენჯერმე სავარჯიშოდ პარკში წავედი, სადაც დილაობით მხოლოდ მოხუცები და საშუალო ასაკის ადამიანები ვარჯიშობენ. აქ თავი მართლა ისეთ „უცხოპლანეტელად“ ვიგრძენი, რომელიც მოსწონთ და ალმაცერი მზერით სულ აკვირდებიან. ერთი კაცი მოვიდა კიდეც და მომითითა, დე „ეს რამხელა კუნთები გაქვს“-ო. მერე, როდესაც ორძელზე ერთი 35-ჯერ ავიწიე, ამ კაცმა ფოტოც გადამიღო, დამითვალა და თან აწევათა რიცხვიც მითხრა.

concert1გუშინ ერთობ ხალისიანად გადავიწყვიტე გიტარა წამეღო პარკში და მემღერა. რამდენიმე ჩემი თანაჯგუფელი ავიყოლიე და ვახშმის მერე პარკს მივაშურეთ. ტაორანგის პარკში ხალხი დარბის, ცეკვავს, ვარჯიშობს ტრენაჟორებზე, მღერის, ყვირის, ტაიცზის სეანსებს ატარებს, კოცნის ერთმანეთს, ზის გაჩუმებული და ხმაურიანი, მედიტირებს და რავი – სულო და გულო… პარკში ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, გიტარით ჩვენმა გადაადგილებამ ხალხის მხრიდან ჩვენს მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. „ვინ არიან ეს უცხოელები, გიტარით, რას დადიან, საიდან „ჩამოფრინდნენ“ და ა. შ?“

ბოლოს შევარჩიეთ ერთი მყუდრო ადგილი, ვერანდა ტბასთან და კაი სკამიც დავიკავეთ. ჩამოვჯექი, ავაწყე გიტარა, ცოტა ისე დავუკარი. მერე „Yesterday” ვიმღერე. სიმართლე ვთქვათ მორიდებულად გამომივიდა პირველი რამდენიმე სიმღერა – არ იცი რა ხდება, მოეწონება არ მოეწონება მოსახლეობას. სიმართლე გითხრათ, ჩინელებს ეს ამბავი თავიდან დიდად არ ეპიტნავათ. თუმცა პირველები, ვინც გაოცებულზე-გაოცებულები იყო ჩემი სიმღერით და გიტარის დაკვრით – ბავშვები აღმოჩნდნენ. ერთი ბიჭუნა გაოგნებული მოვიდა – და მიყურა, მიყურა, მიყურა. მერე კიდევ ერთმა გოგონამ გაბედა ძალიან ახლოს მოსვლა…

concert3მოკლედ, ბავშვები მოდიოდნენ, მოდიოდნენ და მოდიოდნენ. მათგან განსხვავებით უფროსები გაგვივლიდნენ, მოიხედებოდნენ და გზას განაგრძობნდნენ. საინტერესო იყო, რომ ბევრს ეტყობოდა შინაგანი ბრძოლა – ნაბიჯს გადმოდგავდა, მერე კი რაღაც ძალა უკან მიათრევდა და აიძულებდა თავისი გზა გაეგრძელებინა. ზოგი ცოტას ჩვენსკენ წამოიწეოდა და უცებ მეგობრის „მზრუნველი“ ხელი ეჭიდებოდა იქით, სადაც მანამდე მიემართებოდნენ.

რომ გითხრათ მსმენელები დაგვესივნენ და შემოგვეხვივნენ – ტყუილი იქნებოდა. თუმცა ჩვენს გარშემო ერთი ათიოდე ბავშვი გამოჩნდა; მოძრაობდნენ, ცეკვავდნენ, ხალისობდნენ. ხოლო ბავშვებს მოყოლილი მშობლები „იძულებულები“ იყვნენ ბავშვების დიდ ინტერესს დაჰყოლოდნენ და გაჩერებულიყვნენ ჩემს სიმღერაზე. საინტერესოა, რომ რუსული რეპერტუარი ხომ მოეწონათ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი აღიარება ბავშვებში ქართულმა სიმღერებმა მოიპოვა.

ერთი ძალიან ლამაზი ბავში გაუჯიუტდა დედას და ჩვენსკენ წამოვიდა და იმ მიდამოში სხვა პატარებთან თამაში გააბა. ხან მოქანდებოდნენ ჯგუფად, მაშტერდებოდნენ, რას და რანაირად აკეთებსო, ხან გაქანდებოდნენ სათამაშოდ. გარდა ბავშვებისა ოთხი-ხუთი წყვილი მთელი საღამო სწორედ ჩვენს მოსასმენად იჯდა აქ ვერანდაზე.

concert6სიმღერა „ახ, ტურფავ, ტურფავ“ გამომივიდა კარგად. მაგრამ საოცარი იყო ერთი პატარა გოგონას რეაქცია, როდესაც „წუთისოფელი ასეა“ ვიმღერე. ბავშვი მოვიდა და ისეთი ცნობისმოყვარეობით მისმენდა, თითქოს ჭეშმარიტების მომენტი დადგა. რამდენი ხანია ასეთი თვალები არ მინახავს. საოცრება იყო! თითქოს ესმოდაო, თითქოს განიცდიდა ამ სიმღერის შინაარს. მერე ვიღაცამ გაუშვა ფრანი, და ტექსტი „რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება…“ ამდენი ბავშვის თვალწინ ტბის ზედაპირზე ნარნარით მისრიალებდა…

ყოვლად უცნაური საღამო იყო…

კონცერტის ბოლოს მამა-შვილი მოგვიახლოვდა. გოგონა ალბათ, 8-9 წლის იქნებოდა. იმდენად აღელვებული იყო, რომ „უცხოპლანეტელებს“ ესაუბრებოდა, ინგლისურიც კი დაავიწყდა. მამასაც უხაროდა ჩვენთან კომუნიკაცია, რაღაცეებს გვეუბნებოდა ჩინურად. მერე გაგვეცნო ერთი კარგი ჩინელი ახალგაზრდა ქალი, ჯული, რომელიც პარკში ვარჯიშობდა, და მთელი ეს საღამო აქ იდგა და მისმენდა.

გოგონასთვით ჯულის გადავათარგმნინე, რომ ინგლისური კარგად ისწავლოს და აუცილებლად გამოადგება. ჯულისთან საკონტაქტო ინფო გავცვალეთ და წამოვედით სასტუმროში.

ძალიან მაგარია ასეთი კონცერტები…

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: