ჩინეთიდან

ნახვამდის, ყვითელო ზღვაო!


(без названия)დღეს ჩვენი ვიზიტის ბოლო დღე იყო ცინგდაოში. ქალაქი მართლაც არაჩვეულებრივი და დაუვიწყარია. ბრწყინვალე საზღვაო კურორტი, პლიაჟი, აგრარული ცენტრი, მოუხელთებელი ჰონკონგის მეზობელი, თავმდაბალი და იმავდროულად გრანდიოზული! ერთი შეხედვით გგონია, რომ ცინდაო პატარა და არაფრისმთქმელია, მერე თანდათან აღმოაჩენ, რომ აქ განსაკუთრებულად თანამედროვე გზებია, გზატკეცილები, უამრავი მრავალსართულიანი შენობაა, ცათამბჯენი, ულამაზესი პლიაჟები, ყვითელი, თითქოს საცერში გატარებული ქვიშით, აქ შეხვდები მსოფლიოს უდიდეს ხიდს (36 კმ), რომელიც ყურის ერთ მხარეს, მეორეს აკავშირებს – ზღვა ქალამნად არ მიაჩნია! ხალხიც ცინგდაოში ფრიად გულისხმიერი, მხიარული, ხალისიანი და უბრალოა. ისე რომ, მათთან კომუნიკაცია მრავალ სახალისო მომენტს გაჩუქებს.
დღეს, პლიაჟზე ყოფნისას შევეცადე კვლავ პორტრეტებზე მემუშავა, და, შესაბამისად, სანაპიროს ჩვენი მხარე ფეხით შემოვიარე. ერთობ სახალისო იყო, როდესაც პატარები და, განსაკუთრებით მოზარდი თაობა საყველპურო ინგლისურით მაინც კონტაქტზე გამოდიან („ვოთ იზ იორ ნეიმ?“, „ვერ არ იუ ფრომ?“, „სორი, სერ…“ და ა. შ).
ტუალეტს როდესაც ვეკითხებოდი, გასართობი პარკის პერსონალი, კითხვით კითხვაზე მპასუხობდა: „დაბლიუ სი?“ (“WC”?). პლიაჟზე სეირნობისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ, ევროპეიდები, მართლაც უცხოპლანეტელები ვგონივართ და ძალიან უხარიათ ჩვენი დანახვა. ამაზე ერთი უმნიშვნელო ეპიზოდიც გამახსენდა, დილით საუზმის დროს, რომ გადამხდა. ყავას მივირთმევდი ჩინელებით სავსე რესტორანში. და ამ დროს ახალგაზრდა ქალმა და მისმა ოთხი-ხუთი წლის გოგონამ გამოიარეს. ბავშვი გაოცებული და დიდი ინტერესით მიყურებდა (დაახლოებით ისე, მე რომ ბავშვობაში შავკანიანებს შევხედავდი – გარკვეული შიშით და უფრო მეტი მძაფრი ცნობისმოყვარეობით). ბავშვს ლამის ჩემზე დარჩა თვალები. როცა მომიახლოვდნენ, უხერხულობის გრძნობით მომარიდა მზერა და თავი მიაბრუნა, მაგრამ მისი ინტერესი და პასუხგაუცემელი კითხვები ჩემთან დარჩა. გოგონა დედას მორჩლად მისდევდა და დროდადრო “უცხოპლანეტელს” აკვირდებოდა.
სხვათა შორის, ის ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის, რომელიც ცოტა თამამია, ესევე გთხოვს მასთან ერთად “სელფის” გადაღებას. გუშინ, მაგალითად, ცინდაოს სანაპიროზე სეირნობისას,  ვაფასებინებდით  საქონელს. ერთ-ერთმა გამყიდველმა  ჩვენს კითხვა “How much?” (რამდენი, „რა ღირს?“) ავტომატივით მიაყოლა “ჰაუ მაჩა?”, “ჰაუ მაჩა?”, “ჰაუ მაჩა?” (ისე რატომღაც ადგილობრივ კომერსანტებს “ა”-ს დამატება უყვართ, “გუდა, გუდა”-სი არ იყოს!). გამყიდველის ეს ფრაზები შემთხვევით გამვლელმა სტუდენტმა გოგონებმა რომ გაიგონეს, ჯერ სიცილით დაიხოცნენ, შემდეგ მოგვარდნენ და სელფების გადაღება მოგვთხოვეს. აი ასე ცინდაოს საზღვაო სანაპიროს გასწვრივ უამრავი მაღაზიაა სუვენირების, ზღვის ფსკერიდან მოპოვებული ქვებიდან აწყობილი სამკაულების, რასაც მაცხოვრებლები საკმაოდ იაფად ყიდიან. ვაჭრობა უყვართ და გევაჭრებიან, როგორც ყველგან. იწყებენ 100, შეიძლება დაასრულონ 10-თ. მთლიანობაში აქ ძალიან მშვიდი, უბრალო, თავის უღრუბლო სამყაროში ჩაკეტილი მოსახლეობაა. ხმაც კი ასეთი აქვთ: იშვიათად გამკივანი, ან ძლივს რომ გესმის. თან ცინდაოელები უფრო მეტად უბრალო ხალხია, ვიდრე შანჰაელები. შანჰაელებს ყველაფერში საქმე და ბიზნესი ელანდებათ – იდენტობა მაინც თავის მოწონებას, თვითდემონსტრირებას და მიღწევებს სთხოვთ. ზღვისპირელები მიუხედავად მათი ქალაქის მასშტაბის თავმდაბალი ხალხია და პატარა თოჯინებივით რეაქციები აქვთ; აი ისეთი, რომ საერთოდ არ გაწუხებენ! (ცნობისათვის თავის შემოგარენით და ყველა დასახლებით თითქმის თანამედროვე კახეთის ფართობის ტოლია ცინგდაო, შანჰაის კი ტერიტორიით ლამის ორჯერ აღემატება).
გუშინ, მოწმე გავხდი, როგორ უმართავდა ჩვენს სასტუმროში განლაგებული უზარმაზარი კომპანიის „PICC“ (უძრავი ქონების მართვა) ერთ-ერთი მენეჯერი თანამშრომლებს თათბირს. პერსონალი (ახალგაზრდა გოგო-ბიჭები) თავჩაქინდრული იდგა, ხელები წინ (ფეხბურთში საჯარიმო „კედლის“ პოზაში) და ბოსს თავს მოწიწებით უქნევდა. სხვათა შორის დილის ეს
დამოძღვრა და საღამოს შეჯამება სხვაგანაც შევამჩნიეთ. დისციპლინა აქ მართლაც რკინისა უნდა იყოს, თორემ ტრიუმფს შეიძლება სულ მალე ტრაგედია მოჰყვეს. აღარ მახსოვს, გითხარით, თუ არა, რომ კელისთან ხანგრძლივი დისკუსია მქონდა იმის თაობაზე, რომ ერთნაირი თავისუფლება ჩინეთისათვის დამღუპველი იქნება (რაღაც თვალსაზრისით სსრკ-ს მაგალითი და ისტორია ქრესტომატია უნდა იყოს; ზესახელმწიფო რამდენიმე წელიწადში კრედიტების მათხოვრად გადაიქცა!).
ამ დღეებში ცინდაოს ლუდის ქარხანა, ღვინის ქარხანა „ხუადონგ“-ი, უზარმაზარული სასათბურე მეურნეობა მოვინახულეთ. ყველაფერი მართლაც არაჩვეულებრივი, დახვეწილი და ხარისხიანი იყო. მართალია ავტობუსში დიდ ხნით ჯდომა და საცობებში დგომა ფრიად დამღლელი იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ უსიამოვნო გავიწყდება, კარგი კი გაგდევს და გათბობს. პეკინში დაბრუნების შემდეგ, თუ დრო მომეცა აუცილებლად აღვწერ (без названия)შთაბეჭდილებებს იმ არაჩვეულებრივი ექსკურსიებისა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ყვითელი ზღვის პლიაჟი, რომელსაც „ვერცხლისფერი“ ეწოდება. მართლაც ღირს ზაფხულში აქეთ წამოსვლა და დასვენება. საქართველოს ყველა მოქალაქეს  ვუსურვებ, რომ შესაძლებლობა მიეცეს ტაილანდში, ბალიზე, გოაზე, ბაჰამის, მალდივის, ჰავაის კუნძულებსა და სხვა ფეშენებულ კურორტებზე გაატაროს საზაფხულო შვებულება. ნეგატივით გადაჯერებული ჩვენი საინფორმაციო სივრცის შემდეგ, ეს ხალხი, ჰავა, საზოგადოება, კულტურა მართლაც საოცარ განტვირთვას ახდენს.

მშვიდობა შენდა საქართველო!

P.S. აუცილებლად ნახეთ ჩემი დღევანდელი ფოტომასალა.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: