ჩინეთიდან

“რუსეთი თუ ამერიკა?” (ჩინეთიდან დანახული დილემა)


…რუსეთი ძალზედ დიდია და ამერიკა უფრო მდიდარი,
კაი ქალი კი ყველგან ძვირია – ამიერაც და იმიერ…
“არყის ბოთლის ირგვლივ იბადება ჭეშმარიტება…”

“რუსეთი თუ ამერიკა?” (ჩინეთიდან დანახული დილემა) – დაგვიანებული პოსტი

ისე, ცნობისათვის დღეს არც ვაპირებდი წერას, გადავბრუნდებოდი და მივიძინებდი, იმის გათვალისწინებით, რომ დილით ადრე შანჰაიში მივემგზავრებით (გახსოვთ, ხო, ბრუს ლის გმირი, ჩენი, საკუთარი მასწავლებლის ამბავზე რომ ჩადის ამ მსოფლიო მეგაპოლისში, „Fist of Fury“?.. მერე „ნახევარ იაპონელებ გაწყვეტამს“, ია-ია, ვაუუუუუუუუუუუუუუუუშ, კარატეეე!! არ გახსოვთ? კარგი, მაშინ!).
რაღაც ყოველთვის მაიძულებს ხოლმე უცებ მოვხაზო ის, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, რაც სიტყვით გამოუთქმელია, რაც საფიქრალად და საწერად მახალისებს, მაბრძოლებს და მაცოცხლებს. უცხოეთში ყოფნა კი იმ ადამიანს, რომელიც ერთობ სწყდება ნაცნობ სტერეოტიპებს, შორდება საკუთარი საზოგადოებისათვის დამახასიათებელ შეზღუდვებს, თავშეკავებას, პირობითობებს, სტანდარტულ გარემოს, აიძულებს ერთი ტყავიდან, ანუ იდენტობიდან, გამოვიდეს და საკუთარ თავში განსხვავებული, სხვა-ნაირი პიროვნება ეძებოს. ამგვარი ახალი კაცის ძიებაში კი ყველაზე უფრო მეტად, წესისამებრ, უცხო და ახალი გარემო გეხმარება, რომელიც, ჯერ ერთი, თავად განსხვავებულად რეაგირებს შენს პიროვნებაზე და, მეორე, შინაგან მე-ს აიძულებს განსხვავებულად იმოქმედოს…
გუშინ, აწ უკვე, მერამდენედ გავისეირნეთ „იაბაო ლუ“-ზე. ეს არის პეკინის ე. წ. რუსული კვარტალი, ცნობილი თავისი საბითუმო მოვაჭრეებით, სავაჭრო ცენტრებით, რუსული რესტორნებით, და, რა თქმა უნდა, რუსების სიმრავლით. ჩინელი „რიკშებიც“ კი, რომლებიც „იაბაო“-ს ცენტრში დგანან, უცხოელის დანახვაზე ესევე, ზოგი დამუშავებული, ზოგი კი სახელდახელო რუსულით, თავგანწირულად გიხმობენ – „პასლი, დავაი“ – და თავის მოტო-ეტლისაკენ გეპატიჟებიან.
რას წარმოვიდგენდი, თუმცა პეკინში ტრადიციული ქართული დილემა – „რუსეთი თუ ამერიკა“ – კიდევ უფრო გამძაფრდა და კონკრეტული იერსახით წარმოჩნდა. მაგალითად, ჩვენი ჯგუფი არჩევანის წინაშედადგა. ერთი რომ, შეგიძლია საღამოს, ტრენინგების შემდეგ, წახვიდე „სანლითუნზე“ (დასავლეთიდან ჩამოსული ტურისტებით გადაჭედილ უბანში, სადაც უამრავი ბარი, კლუბი, კარაოკე და გასართობი დაწესებულებაა). მეორე, მიაშურო „იაბაოლუს“, პეკინში არსებულ რუსულენოვან სამყაროს. იაბაო-ს რესტორნებში, მაგალითად, 9 მაისი, გამარჯვების დღე, დიდი პომპეზურობით აღინიშნა.
დიახ, უდაოდ ასეა. პეკინში, კარგად გრძნობ, რას ნიშნავს პატრონი-ზესახელმწიფოს პოლიტიკურ-მენტალური გავლენა. ჩვენი ჯგუფის ახალგაზრდა წევრები უნებლიეთ სანლითუნისაკენ მიიწევენ. რუსული ენა, რუსული კულტურა, რუსულზე ნოსტალგია – მათთვის მეტნაკლებად უცხოა. ჯგუფის საშუალო ასაკის წარმომადგენლები, რომლებსაც „დაგომისი“, „სოჩი“, „გაგრა“, 37-მანეთიანი „იზმაილოვო“/“კოსმოსი“ ახსოვთ, ისევ რუსული კვარტლისაკენ მიეშურებიან. იმ დროს, როდესაც სანლითუნზე „ძიგ-ძიგი“ და ადგილობრივი პიონერებიდან დაზრდილი, მოუდრეკელი „ახალი ჩინელების“ „დაფა-ზურნა“ მიდის, იაბაოლუ მაინც ნოსტალგიაა 70-80-იან წლებზე, როდესაც ქართველები სსრკ-ს მზეჭაბუკებად და სანუკვარ აპოლონებად ითვლებოდნენ.
იაბაო, მართლაც, რუსეთია, ანუ ძალიან რაღაცნაირი! რატომ? ცოტა ხანში, ამაზეც გეტყვით…
ახლა კი გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ჩინელი მეძავის რუსულის ცოდნის გაღრმავებაში დადებითი წვლილი შევიტანე და იმპულსი მივეცი მის მორალ-ესთეტიკურ ენობრივ დეგუსტაციებს. უნდა ითქვას, რომ, ჩინეთში ზოგადად, ვაჭრობის პროცესში კლიენტთან ახლოს მოსვლა, მივარდნა, ხელის მკლავში ჩავლება, თხოვნა-მოთხოვნა, მუდარა, მხარზე მსუბუქი წამორტყმა, დავალდებულება თურმე  კომერციული კომუნიკაციის საოცრად პოპულარული ფორმაა. როსკიპებიც, როგორც სერვის-ეკონომიკის სექტორის ღირსეული წარმომადგენლები, იგივე სტრატეგიით მუშაობენ. გიახლოვდებიან და რბილი „ს“-ითა და „მ“-თ რაღაცას დაჟინებით ჩაგჩიჩინებენ (ჩინელებს „რ“ საერთოდ არ აქვთ ფონემებში. მაგალითად, გაბრაზებულმა ჩინელმა ინდივიდმა შეიძლება ბავშვურად განაწყენებული სახით დასძინოს: „Ти плахой! Уууу!»)…
რესტორნების წინ მრავალრიცხოვნად გაშლილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებიდან ერთ-ერთი, „ადიდასის“ სპორტულ კოსტუმში გამოწყობილი, თვლის რა, რომ რუსულ ენას უკეთ არის დაუფლებული, მიახლოვდება პრანჭვით და, მთელი სისავსით ვნებისა, ჩემთან მოლაპარაკებას აწარმოებს („Мацаძ, Мацаძ, цекц… – მასაჟი, მასაჟი, სექსი“). ქალმა იცის გაყიდვების მთავარი ტექნიკა, საჭიროა შეაყოვნო და დაიპყრო კლიენტის ყურადღება, შემდეგ კი შეუშვა „ბაზალი“.
გასაგებია, რომ საუბარს თავიდანვე ტრადიციული ფრაზით იწყებს:
–                     Мацаძ, Мацаძ, цекц хочись?“.
და მერე იქვე აყოლებს:
–         „Ебаться хоцись?».
ქალი ესევე მიხსნის საკუთარ პირობებს, საზღაურს, მიზიარებს ინფოს დროსა და ადგილის შესახებ. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტად ხსნის თავის მიმზიდველობის ამბავს, მით უფრო მეტად ელევა ლექსიკური მარაგი. სულ მალე, ყველაფერზე და ყოველწამს ქალი ზმნა „Ебаться»-ს იყენებს. სხვისი არ ვიცი, და მე კი, რაგინდ აგზნებულიც არ უნდა ვიყო, ქალი რომ მეტყვის, „პასლი, ბუდემ ებატსა“, შუა ჩინეთში, ნამდვილად არ გამიჩნდება „სულьვილი“ მასთან ურთიერთობის, ჩინეთის პირველი მოდელი და მინის დინასტიის უკანასკნელი იმპერატორის ქალიშვილიც რომ აღმოჩნდეს. ქართველი სექს-მუშაკები ამ საკითხში ფრიად დახელოვნებულები არიან, და მწყრებივით, გნოლებივითა და ხოხბებივით ინაბებიან (და არ მგონია, უცხოელ კლიენტს მიახალონ „let’s go and fuck”! ან ქართველს აბამდნენ ფრაზით „წამოდი, ვიტ..აულოთ!).
როგორც ბიზნეს-კონსულტანტმა და ყოვლად კეთილმა ბიზნეს-ფსიქოლოგმა ამ ტანჯულ ჩინელ-მანდილოსანს მივეცი რეკომენდაცია.
– ნუ იყენებ სიტყვა „ებატსა“-ს, თქვი „ზანიმატსა სექსომ ილი ლუბოვიუ“…
ქალიშვილი მომენტალურად მიხვდა თავის შეცდომას (ეტყობა, ან სხვებისგანაც ჰქონდა მიღებული შენიშვნა, ან ჩინურშიც მეტად უხეშად ჟღერდა ეს, ან კიდევ კლიენტ-ორიენტირებული ბიზნესმენი იყო). თუმცა, მომართვის შეცვლამაც დიდად სასიამოვნო რამე ეფექტი ვერ მოახდინა, რადგან ამით ქალის ზოგადი IQ არ აწეულა. მან ახლა რამის რობოტივით გაუბერა და აღარ მეშვებოდა: „პასლი ზანიმატსა სექსამ“, „პასლი ზანიმატსა სექსამ“, „პასლი ზანიმატსა სექსამ…“, „სექს ხალაშო! ოჩენ ხალაშო“.
ახლა დავუბრუნდეთ იაბაოულუს…
გუშინ მთელი საღამო კარაოკე-კლუბში გავატარე. მიყვარს ყველა ქალაქში, სადაც ვსტუმრობ, კარაოკეში წასვლა და სიმღერით გულის ჯერება. კარაოკე „სიმ-სიმში“, რომელსაც ყაბარდოელი კაცი ამუშავებს, ცოტაოდენი რუსი ეროვნების კლიენტი იყო. ეს ხალხი მღეროდა და ერთობოდა. რა თქმა უნდა, ბრენდებმა («Чита-гврита», «Песня о Тбилиси», «Сасо павлиашвили», «Старый фаитонщик», «Вахтанг Кикабидзе»), თავის საქმეს გააკეთა, რასაც მერე მოჰყვა: «мы братья», «единая семья», «нам некуда друг без друга». ტუალეტში ერთ-ერთი „ლეფსომანი-მომღერალი“, დიმა, დამეჩითა, რომელიც რიტორიკულად მეკითხებოდა:
„ვოტ ჩტო ტი დუმაეშ ობ უკრაინე, ჩტო ტამ?“.
ისე მეკითხებოდა, თითქოს გივი ბოლოთაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, რომის და ბილდერბერგის კლუბის, ბოჰემური ჭალის, უმაღლესი მაგისტრი ვყოფილიყავი.
კარაოკედან, მიუხედავად მისი მშვენიერი აუდიოსისტემების, კარგი ტკბილი სიმღერისა და წარმატებულინ შესრულების, რაღაცნაირი „დაგრუზული“ დავბრუნდი. თვითონ პერსონალიც თავიდანვე რაღაცნაირი დაძაბული დამხვდა, უფროსიც ადგილზე არ იყო. მეც ვისხამდი და ვისხამდი არაყს, კლიენტებიც მღეროდნენ ისე, თითქოს, სათქმელი კი არ ჰქონდათ რამე, არამედ სხეულიდან რაღაც ჭირს იცილებდნენ და სხვას ასხურებდნენ. შეიძლება მოწყენილობაც იყო…
სამაგიეროდ, დილით უკვე კაი მაგარ „პახმელიაზე“ გამეღვიძა და გამახსენდა, რომ დღეს სარეცხის დღე მქონდა.
ძალიან მშიერი ვიყავი და თავი მტკიოდა, ამიტომ სასწრაფოდ ჩავედი რესტორანში, მაგრამ უკვე ცხრა გამხდარიყო და კვების ბლოკი დაკეტილი დამხვდა. სახელდახელოდ ჩაი მოვიდუღე, მადლობა ღმერთს, „სნიკერსი“ მქონდა, ცოტა აზრზე მოვედი. გარდერობი გამოვხსენი და სარეცხს შევუდექი.
წინა დღეებში „ვკონტაქტე“-ზე ერთი პეკინელი, „სერიოზული“ რუსი ქალბატონი დავიმეგობრე და იმასთან ჩატაობითა და კურკურით „ნასკების“ რეცხვა დავიწყე. ჩემი მიმდინარე საქმიანობა, რომ ავუღწერე ქალს, მითხრა,  რას წვალობ, „წინდა“ 5 იუანი ღირსო და საერთოდ გიღირს რეცხვაო? მე მივუგე, რომ ამჟამად ბაზრობაზე, ასეთ „პახმელიაზე“ წასვლა და იქ ჩინურ „ცირკში“ მონაწილეობა (ვაჭრობა ვიგულისხმე), ძალიან მეზარება. ადგილობრივ სამრეცხაოში კიდევ „ნასკის“ გარეცხვაში, მგონი, 10 იუანს ითხოვენ.
თან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ მინდოდა საკუთარი თავი ამ საქმეშიც გამომეცადა. მგონი, კლასიკოსმა თქვა, „რაა სიცოცხლე, თუ საკუთარი ნასკი საკუთარი ხელით არ გაგირეცხავს“? მალე 20 წელი გახდება, რაც ჩემი „ტრუსიკ-მაიკა“ ჩემი ხელით არ გამირეცხავს. მაშინ ჯარში ვიყავით, სამხედრო შეკრებაზე, და პირადი თეთრეულის რეცხვა პატარა ხევში გვიწევდა (ისე, ხომ ხედავთ, მეც კაი ნატანჯი ვარ! :).
ჩემს რუს მეგობარსაც ვეკითხები: „შენ თავად თუ გქონია შემთხვევა, „პახმელიაზე“ ნასკები გაგერეცხოს?“. (ხედავთ ხო, რაოდენ სათუთი მოსაუბრე ვარ?! 🙂 ქალმა – არც მაგდენს ვსვამო, და არც ნასკებს ვიცმევო. და მეც მივხვდი, რომ ძაან „დასტოინი ტიპია“. „ჩერესჩურ“!
„ნასკებიდან“ „ტრუსიკებზე“ და მერე მაისურებზე გადავედი. რაც უფრო დრო გადიოდა, სულ ნაკლებს ვჭეჭყავდი და უფრო მეტ ფხვნილს ვაყრიდი. ბოლოს ჩემი ნომერი სამრეცხაოს ეზოს დაემსგავსა. ყველგან „ნასკი-ტრუსიკი“, „მაიკა“, შარვლები ეკიდა და იყო გამოფენილი. სად მომქონდა ამდენი რამ? რად მინდოდა?J
ხო, რომ არ დამავიწყდეს. ჩემმა სერიოზულმა რუსმა დაქალმა მითხრა – „ეგ შენი იაბაოლუ 90-იანი რუსეთის ბანძი ასლიაო“.
აი მაშინ-ღა, აი მაშინ-კი მივხვდი, რატომ ვიყავი ესეთი „მძ…რ“ პახმელიაზე…
რეცხვა-რეცხვაში, სადილის დრო მოახლოვდა. ცოტა გამოვიძინე და საღამოსთვის დაგეგმილ დაბადების დღისათვის აღსანიშნავად მოვემზადე. ჩვენი ჯგუფის ერთი-ერთ წევრის, ყოვლად კარგი კაცის, ბატონი გელას, იუბილეს ვზეიმობდით. ჩინური მხარე „ბრსდეი ფართი“-ს დაგვპირდა, ჰოდა ჩვენც ველოდებით „ველქომ ფართიზე“ არანაკლებ ღონისძიებას. მაგრამ როცა მივედი, ცარიელი დარბაზი და მხოლოდ ორი მშვენიერი ჩინელი მასპინძელი დაგხვდა.
როგორც ქართველებს გვჩვევია, საიდანღაც „ტონობით“ სასმელი გამოჩნდა და ჩვენი სუფრა-ქეიფიც გაჩაღდა. ჩინურმა მხარემ ბატონ გელას არაჩვეულებრივი ტორტი მიუძღვნა. იყო მუსიკა, სადღეგრძელოები, ლექსები, კარაოკე, სიმღერები, ცეკვის მცდელობა.
რა თქმა უნდა, აქაც წინა პლანზე, ჩვენი გიო რ*** იყო. საერთოდ,  ამ კაცზე წიგნის დაწერაც კი შეიძლება. მხიარული, ხმაურიანი, კრეატიული, ექსტრავაგანტური, ენერგიული, ოხუნჯი, გიო სულ მოძრაობს, სულ იცინის, სულ ხმაურობს, სულ ყურადღების ცენტრშია და ითხოვს ოვაციებს. სულ ამჩნევს რაღაც ისეთს რაც სხვის თვალს ეპარება,  სულ აფიქსირებს რაღაც ისეთს, რასაც სხვა ისე კარგად ვერ გამოხატავს, სულ გამოთქვამს იმას, რისი თქმის სითამე სხვას ხშირად არ გააჩნია. ჰოდა, როგორც ასეთი არაორდინარული პიროვნება, გიო სულ ანეკდოტურ სიტუაციებშიც ექცევა და
თვითონაც არის მათი ავტორი. ამასწინათ, მაგალითად, როდესაც ექსკურსიაზე  წაგვიყვანეს პეკინის საქალაქო დაგეგმარების ცენტრში, კელის (ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის) ცუდად ყოფნის გამო მისი შემცვლელი გამოცხადდა. ახალგაზრდა ყმაწვილს თურმე თავისი ინგლისურის გაუმჯობესება სურდა, იმ ინგლისურის, რომლის ინჩიბინჩიც არ გაეგებოდა. და ამ ინგლისურის გასაუმჯობესებლად აგვირჩია ჩვენ, ქართველობა, რომელსაც ასევე ინგლისურთან მინიმალური შეხება ჰქონდა. და მერე ვისთან მოუნდა ინგლისურის შესწავლა – გიოსთან?
საერთოდაც, ჩინელიც არის და ჩინელიც, მაგრამ ეს ტიპი იყო პიერ რიშარის, ჩაპლინის, ატკინსის გმირების, დაბნეულობის, კომიზმის, გამოშტერებულობის საოცარი ნაზავი იყო. ამ ჭაბუკს კელიმ დაავალა, რომ თავიდანვე მე, როგორც საკონტაქტო პირი, მოვეძებნე.
ეს პიროვნება მოგვიახლოვდა და ხმამაღლა იკითხა:
–         „ხუი იზ“ სოსო?!
გასაგებია, რომ ჩვენმა ხალხმა ჯერ ამაზე იჯერა ხარხარით გული.
მერე ჩინელმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა საკუთარი თავის წარდგენა.
–         მაი ნეიმ იზ ბობო!
არავინ ვიცით, რატომ დაირქვა ამ ჩინელმა ჭაბუკმა „ბობო“! თუმცა გიომ ეგრევა გამოიყენა ეს სიტუაცია და ყოველწუთას აგიჟებდა ძახილით: „ბობო, შე, ბოზო!“ აწყვეტილი ხარხარებდა. ბობოც მასპძინლური ერთგულივით გიოს გადამდებ ხარხარზე ველურივით იკრიჭებოდა. როდესაც ბობოს ინგლისურით არაფერი გამოვიდა და მან ვერაფრით აგვიხსნა, რომ ავტობუსი შუქნიშანზე გველოდებოდა, ბობომ დაურეკა კელის, და მაშინ-ღა გავიგეთ რა სურდა ბობოს. სხვათა შორის, მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ბობო ბობო არ იყო და სულ სხვა ჩინური სახელი ერქვა. რადგან, ბობოს ინგლისური ექსპერიმენტი ჩაიშალა და ახალგაზრდა ვერაფერს გახდა ჯგუფთან, კელიმ ეგრევე საქმეში მორიგი ფსევდონიმით მოსიარულე ჩინელი, რუსული
ფაკულტეტის სტუდენტი-გოგონა მაშა, ჩართო. ბობოსთან შედარებით მაშა უფრო აზრზე მოსული და გონიერი, ძალიან უბრალო, კოკროჭინა და საყვარელი გოგოა გახლდათ (მაშას საკმაოდ სასარგებლო „სტაფია“. წეღან, მაგალითად, მისი დახმარებით ერთმა ჩვენმა კოლეგამ გაარკვია – ასე ტკბილად რომ წიწკნიდა, ბაყაყის ბარკლები იყო!).
თუმცა გიოს იუმორს მაშაც კი ვერ გადაურჩა!
მაშამ გულუბრყვილო რატომღაც უთხრა: „მაჩვენეთ ქართული ფული. მაინტერესებს როგორია“ (ჩემი აზრით აინტერესებდა, ვინ იყო დატანილი ქართული ფულზე, რადგან ჩინურზე მაოა, მაო, და არავინ მაოს გარდა!). გიოც ეუბნება, „წამოდი ჩემთან ნომერში და 5-ანსაც გაჩვენებ და უფრო დიდსაც“-ო. იმდენი ელაპარაკა რამის დაითანხმა.
დაბდღეზე გიომ აიწყვიტა, კელის უკოცნიდა ხელებს, მადლობაო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ამ ზრუნვისათვის, შენ გენაცვალეო, შანჰაიში რომ მოგვდევ-ო. ქართველები იმდენს ვხმაურობდით (და ეს ჯერ კიდევ მოთელვა იყო), რომ კელის თანამშრომელი მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა, „ჩვენთან ხალხი 10-ზე წვება და უკვე 11-ია“, შეიძლება ხმაურზე პოლიცია გამოიძახონ, ამიტომ დაიშალეთ, გეხვეწებით“-ო.
–         ნუ ერთი სიმღერა იმღერეთ კიდევ! – დამრთა ნება ჩინელმა.
გიო, მართალია, შევიდა ჩინური მხარის მდგომარეობაში, თუმცა ხან სუფრას დაავლო ხელი, უნდა დავკეცოთ, ასე ხომ არ იქნება. მერე ტელეფონი წაართვა კელის ხელიდან, „როცა გელაპარაკები თვალებში მიყურე“-ო, „ჩვენს ქვეყანაში ასეაო მიღებული, და მოკლედ დარბაზიდან აღარ გავდიოდით-რა. მანამდე კელი მთელი საათი გვემუდარებოდა: წავედით ხალხო, დრო არის, ხვალ შანჰაიში მივდივართ. გიო, თითქოს არაფერი არ ხდებოდეს, ხან რა მიზეზს იგონებს, ხან რას. ხან კელის და მის სახალხო რესპუბლიკას უკვე მერამდენედ უღრმეს მადლობებს სწირავს, ხან „ფეხის ბადმინტონის“ ჩვეულებრივზე ორჯერ დიდ ფრთიან ვოლანს ათამაშებს (აქ ეს თამაშის საკმაოდ პოპულარული სახეობაა).
ამ გაუთავებელ ჩოჩქოლში უცებ ჩვენი სასტუმრო სართულის მენეჯერი, თუ ადმინისტრატორი, თუ რავი, ვიღაც ოფიციალური ბიჭ-თანამშრომელა ყმაწვილი, შემოდის. ჩაცმულია ყოვლად საქმიანად, შარვალ-კოსტუმში, ვარდისფერი ჰალსტუჰი ყელზე, მობრძანდება საქმიანი მიხვრა-მოხვრით. მოდის და მოაქვს არე-მარე, მოდის და კელის წვრილი, ჩაყლაპული ხმით ეუბნება რაღაცას. მე რასაც მივხვდი „აჩმახებს“ ტიპი, რა გახდაო, უნდა დავკეტოთ დარბაზი ბოლო-ბოლო.
გიო ამ დროს გადამთვრალ თვალს ამ მენეჯერის ფეხებს ჩააყოლებს და რას ხედავს?!
ფეხებზე ამ დალოცვილს „ნასკებზე“ „შლოპანცები“ მოუცვია!
ჯერ „შლოპანცები“ მითხარი რას უნდა ნიშნავდეს მენეჯერზე, ახლა „ნასკებზე“ – „შლოპანცები“, და პლიუს ამას შარვალ-კოსტუმზე – „შლეპანცები“???
გიოს მეტი ხომ არც უნდოდა.
–         შე, ჩემა, ეხლა ეს რა არიო? ეს რა არიო? – ეუბნება ამ ჩინელს უმკაცრესი ხმით. – ბიჭო, შენ გეკითხები? ეს რა სტილია ერთი მითხარ? – და იქვე ყველა ვგორავთ სიცილისაგან.
ჩინგისხანივით შემოსული მენეჯერი იხტიბარს არ იტეხავს, მარა დაბნეული მზერით შესცქერის კელის – გადამითარგმნეო.
ყველა ავადმყოფურად ვხარხარებთ. მენეჯერი-ბიჭი მთლად იკარგება და სკამზე ჯდება. მე აღარ შემიძლია სიცილით და გიო კიდევ თავისას არაფრით იშლის და კელის ეუბნება:
–         აი ვონთ თო ნოუ დი საიზ…
ანუ, მაინტერესებს რა ზომა ფეხი აქვსო.
მერე მიდის ამ ბიჭთან და ეუბნება – აბა მაჩვენე რა ზომა ფეხი გაქვსო.
–         მაჩვენე აბა, მაჩვენე, რა ზომის ფეხი გაქვს, შე ჩემა! მე მინდა ვიცოდე!
ნუ პირველად ვხედავ კელის, ამ დონეზე რომ იცინოდეს. „ცუდად არის!“
გიო არ ეპუება.
„მე მინდა ვიცოდე, რა ზომა ფეხი აქვს, კელი!“-ო.
„ცაცკალი“ მენეჯერი ფეხს შლის დაბნეული და „შლოპანცებს“ დარცხვენილი ზემოთ-ქვემოთ ატოკებს-აცანცარებს.
–         აი ვონთ თო ნოუ საიზ ოფ ფუტ… პლის, კელი! აი ვონთ თო ნოუ დი საიზ…
ერთად მოვდივართ ლიფტით ნომრებში და ახლა, წერისას, სულ ვიცინი და ვიცინი, ვიცინი და ვიცინი. ღმერთმა ყველა სულ სიცილის ხასიათზე გვამყოფოს!
მადლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას!
flag
Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: