ჩინეთიდან

ცინდაო – ყვითელი მზე, ყვითელი ზღვა


20150520_080608.jpgდღევანდელი დღე, რომელიც ეთმობოდა მგზავრობას მარშრუტით „შანჰაი – ცინდაო“, იმით დაიწყო, რომ მართლა ძლივს გამეღვიძა. ჯერ ღამე არ დამაძინა ვიღაც ჩინელმა, რომელიც მეზობელ ნომრის კარზე  ყოველ 5 წუთში ერთხელ აკაკუნებდა და ვნებიანი ხმით იღრინებოდა რაღაც სახელს. მე რატომღაც სულ შეძახილი „მაყვალა, გამოდი, მაყვალა“ მეჩვენებოდა.
შემდეგ, დილით, როგორც იქნა გამოფხიზლებული, ვერ ველეოდი ჩემს ნომერს.  გამოსვლისას დიდხანს ვათვალიერებდი ოთახს, რამე ხომ არ დამრჩა-თქო და ბოლოს შანჰაისაც ნახვამდის ვუთხარ ჩინურად („ცაი-ცზენ“). ჯგუფის გასვლა, როგორც ყოველთვის შეყოვნდა, ამჯერად, საბედნიეროდ, სულ რაღაც 10 წუთით.
დილის რვის ნახევარზე კვლავ დიდ საცობში მოვხვდით, თუმცა მანძილი რკინიგზის სადგურამდე არც ისეთი დიდი იყო, რის გამოც ორმოცდაათიოდე წუთში აეროპორტისა და შანჰაის რკინიგზის სადგურის შეწყვილებულ სამსართულიანი ესტაკადების მიდამოს მივადექით.
ბარგი ჯგუფის ხელმძღვანელებს დავუტოვეთ. გასვლამდე 20 წუთი თავისუფალი დრო გვქონდა. ასე რომ ზოგი საკვების შესაძენად გავიდა, ზოგი მოსასაქმებლად. ტუალეტში უზარმაზარი რიგი დამხვდა. თუ ვისმეს გახსოვთ ტუალეტის თემა აღწერილი მაქვს მოთხრობაში „აღიარა-აღიარა“. აქაც კინაღამ კურიოზული, ნახევრადანეკდოტური სიტუაცია დამხვდა. ტუალეტის კაბინები ორი მწკრივად იყო განლაგებული, არანაკლებ ათისა თითო რიგში (მანამდე კი შესავლელში უამრავი „რაკოვინა-პისუარი“ დგას, რომ ვინმემ ტყუილად კაბინა არ მოაცდინოს). მაგრამ მაინც ისეთი დიდი რიგი იყო, რომ ჩინელებთან ერთად მეც ჩავდექი ამ რიგში ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. 20150520_081956.jpgმოქალაქეები ოლიმპიური სიმშვიდით ელოდებოდნენ საკუთარი ჯერის მოსვლას, აწ გაბედნიერებულთა გამოსვლას, და შემდეგ თავად შებრძანდებოდნენ კაბინაში. შეიძლება ამაში ზოგისთვის სასაცილო არც არაფერი არაა, მაგრამ როდესაც შენს კუჭში გასვლას აჩქარებს და ავალდებულებს კაბინის გარეთ შეუპოვრად მომლოდინე დემოკრატიული რესპუბლიკის ათეულობით მოქალაქე (პლიუს ერთი ქართველი) – ასეთი რაღაცეების წარმოდგენისას მე, მაგალითად, გულწრფელად მეცინება ხოლმე.
ამ ქალაქში ყველაფერში ხომ ტემპი და ნოვაციაა!
რეგისტრაციის ადგილზე დაბრუნებისას ჯგუფი სრული შემადგენლობით დამხვდა. დროც ვიხელთე, ავდექი და გიტარაზე „ყვავილების ქვეყანა“ დავუკარი, რითაც მივიპყარი რამდენიმე ჩინელის ინტერესი, რომლებმაც ესევე ფოტოაპარატი გააძრეს და გადაღება დამიწყეს. ნეტავ ერთი ვის უნდა აჩვენონ?!
მალე მატარებლის ბორტზე ასვლის დროც დადგა. მასპინძლებმა საბედნიეროდ იზრუნეს ჩვენს კომფორტზე და პირველი კლასის ბილეთები შეგვიძინეს. კლასობრივი სხვაობა მართლაც სხვაობაა. ახლაც ვზივარ აქ და ამ ტექსტს ვკრეფავ. ყოველ სავარძელზე „რაღაც აიპადის“ მსგავსია, სადაც ჩაწერილია ფილმები – შეგიძლია დატკბე-ინეტარო 6-საათიანი მგზავრობის დროს. თუმცა აქ ჩინელმა მეგობრებმა ჩვეულ ეშმაკობას მიმართეს. თითოეული ფილმი შესავალშივე წყდება და ესა თუ ის ფილმი მხოლოდ 5 იუანის გადახდის შემდეგ-ღა შეგიძლია ნახო ბოლომდე.
ჩქარი მატარებლის სავარძლები საოცრად კომფორტული და ფართეა. ბილეთის ღირებულება 818 იუანია. მანძილი ქალაქებს შორის – 727 კმ-ია. მატარებლის სიჩქარე მოცემულ მომენტში 292 კმ/სთ-ია. დრო – 10:28.
ფანჯრიდან ვხედავ დაბლობს თუ ველს, რომელიც მცირე ბორცვებით და გორებით არის შემოფარგლული. ასეულობით კმ/სთ სიჩქარე საერთოდ ვერ იგრძნობა. ასეთი სწრაფად მივდივართ, მაგრამ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში არ წყდება ერთმანეთზე მიწებებული სასათბურე მეურნეობების წყებები, მარჯვენა და მარცხენა ფანჯრებში მათი თვალუწვდენელი ზღვაა.
მატარებელი ორწუთიან გაჩერებებს აკეთებს ჩინეთის მცირე ქალაქებში (ან რაღა მცირე, ეხლა გავიხედე და იმან, რასაც მცირე ვუწოდე, რამდენიმა ცათამბჯენით შემომიბღვირა). გაჩერებების სიმრავლის გამო მატარებლის მგზავრობის დრო საწყისიდან საბოლოო პუნქტამდე მნიშვნელოვნად მატულობს.
20150520_160508.jpgცინდაოს სარკინიგზო სადგური დიდი ვერაფრით გვხიბლავს. ასევე თითქოს უღიმღამოა ქალაქი რკინიგზის მიმდებარე უბნები – მრავალი დაწყებული მშენებლობა, ვიწრო ქუჩები, ძველი ან დასამთავრებელი შენობები, საცობები, ჩახუთული ჰაერი.

მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებულები ვრჩებით ცინდაოს ცენტრით და საქმიანი ცენტრით, სადაც ჩვენი სასტუმრო მდებარეობს. უამრავია მრავალსართულია შენობა და ცათამბჯენი, ბანკები, სასტუმროები. ცინდაოელებიც თითქოს პატარა ბავშვებს გვანან (ეს სხვათა შორის კელის აზრიც არის). ისინი სხვა დიალექტზე საუბრობენ  და განსხვავებული აქცენტით. სასიამოვნო სიურპრიზია სასტუმროს ხედები.საღამოს გასეირნება ზღვის სანაპიროზე, სუვენირების შეძენით და ზღვის სურნელით სრულდება. ძალიან გრილა და საჩქაროდ ვბრუნდებით სახლში. ხვალინდელი დღის და არაჩვეულებრივი თავგადასავლებით სავსე მომავლის მოლოდინში.გადავცქერით ყვითელ ზღვას, ლანშანის მთას, მოვლილი და ვესტერნიზებული დიდი ქალაქის მშვენიერ ხედებს.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: