ჩინეთიდან

ნახვამდის, შანჰაი!


IMG_2984.JPGდღეს შანჰაიში ვიზიტის დასკვნითი დღე იყო. მოვინახულეთ კვებითი მრეწველობის ორი გიგანტი: იაპონური „იაკუტი“ და „ტოტოლე“. ამჟამად ორივე კომპანიის ბრუნვები ცხრანიშნა რიცხვებით აღიწერება. ორივეში წარმოება რობოტიზირებულია და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ორივე ლიდერობს, ორივეზე აღმატებით ხარისხში უნდა ისაუბრო, ორივეს მეცნიერების მთელი არმია ემსახურება. საერთოდ კი აღმატებით ხარისხში, პირველ ყოვლისა შანჰაიზე (თუ არა ჩსრ-ზე) გვმართებს საუბარი. 6, 340,5 კვადრატულ კილომეტრზე გადაშლილი, 24-მილიონიანი მეგაპოლისი უწყვეტ მაკრო და მიკრომოძრაობაშია. აქ ყველაფერი მოძრაობს! ფული, საქონელი, ადამიანები, ავტომობილები, იდეები, დრო, გადაწყვეტილებები, ინტერესები.

IMG_2951.JPGყველაფერი მოძრაობის სულისკვეთებით არის გაჯერებული! მაგალითად, ავტოსტრადებზე ავტომობილები დღის თითქმის ყველა შუალედში მჭიდრო მწკრივებად გადაადგილდება, მათ შორის მანძილი ძირითადად რამდენიმე მეტრია. ქალაქი სიმაღლეშია წასული, სიგანეში, სიღრმეში, მომავალში, ტრიუმფში. ესაა სახალხო რესპუბლიკის და, ზოგადად, მსოფლიოს უდიდესი საზღვაო პორტი, ბანკების, საფონდო ბირჟების, აწყვეტილი მშენებლობების, და, საკუთრივ, აზიის ცათამბჯენების დედაქალაქი (ჰონკონგთან ერთად), ქალაქი-სივრცე, ქალაქი-ვეფხვი, ტექნოლოგიური აზრის შეუბოჭავი გაქანება, ქალაქი, რომლის მოქალაქეებს მუყაით მშრომელებად იცნობენ, რომლის ლიდერები ტრადიციულად ტონს აძლევენ ჩინეთის ცენტრალურ მთავრობას. ცნობისათვის შანჰაის ერთ სულ მოქალაქეზე მშპ 5620 აშშ დოლარს შეადგენს.

IMG_3014.JPGშანჰაი იმდენად დიდია და აქ ისეთი მოძრაობაა, რომ „იაკუტამდე“ (წარმოიდგინეთ ქარხანა, რომელიც მხოლოდ ერთი სახის (!) სპეციალიზებულ იოგურტს აწარმოებს და რამდენიმემილიარდიან გაყიდვებზე ადის!), თითქმის ორი საათის განმავლობაში მივდიოდით.

მთელს ქალაქში შეუჩერებლივ იგება დამატებითი ავტოსტრადები, ყველგან იყიდება საცხოვრებელი და კომერციული ფართი. 20-22-24-სართულიანი ერთფეროვანი შენობები, კვარტლები (მიკრორაიონები ჩვენებურად) აქ ნორმაა. ყველაფერში მასშტაბი, დიდება და ვიღაცის, თითქოს ზებუნებრივის, ზეადამიანურის ძალა და ნება იგრძნობა. როდესაც ქუჩაში უბრალო შანჰაელებს ხვდები და ხედავ, ვერც კი წარმოგიდგენია, რომ სწორედ მათ შეძლეს ამ ყველაფრის შექმნა. ქვეცნობიერად გიჩნდება აზრი, რომ ამ ხალხის უკან მართლაც ღვთაება დგას, რომელიც შანჰაელებს სიმშვიდეს, მოთმინებას, შრომისმოყვარეობას და სათნოებას უფასებს.

დღის მეორე ნახევარში მასპინძლებს „KFC“-ში(KentuckyFriedChicken) მივყავართ და მეც აქედან უკვე თამამად ვაგრძელებ ჩინური „ფოტოპორტრეტების“ შეგროვებას. შემთხვევით ორ ბებოს გვერდით მაგიდასთან ვჯდები და ისინიც ინტერესით შემოდიან კომუნიკაციაში, ტრადიციული პანტომიმით.

IMG_3000.JPG– „გე-ლუზია“ (ასე ეძახიან ჩინელები საქართველოს)!

ვიცით-ვიცითო, მიქნევენ თავს სიხარულით, მერე კიდევ ესევე მოსდევენ მონოლოგებს მშობლიურ ენაზე. ორი წუთის გასვლის შემდეგ, ჩემი ჩინეთში ყოფნისას, ამდენი ჭამა-სმის შედეგად წამოზრდილ მუცელზე მაჩვენებენ, და თან ბედნიერად და გულწრფელად იცინიან. სამი-ოთხი წლის ბავშვებზე ვუთითებ და ვცდილობ მივახვედრო ჩემი ხუმრობა – პატარას ველოდები-მეთქი. თუმცა ამ დროს იმავე მიმართულებით ჩვენი თანამემამულეც დგას, რომელსაც მართლა „ეროვნული“ მასშტაბის ღიპი ადევს. ჩინელი ბებოები ხარხარებენ და კვდებიან სიცილით. ამ კაცის “მუცულა” ადგილობრივი მაცხოვრებლების მართლაც უსაზღვრო ინტერესს იწვევს (ბევრი ცდილობს ხელით შეეხოს და გაიგოს რა არის ეს!🙂.
IMG_3152.JPGსაღამოს ქალაქის ცენტრში გავდივართ (კომერციული ზონა) და აქ სიამოვნებით ვსეირნობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების გარემოცვაში. ისევე, როგორც პირველ დღეს, კვლავაც თავს გვესხმიან საცალო მოვაჭრეები. გვთავაზობენ „მფრინავ“ თეფშებს და ფერიებს, კედლებზე „მცოცავ“ სპაიდერმენებს, „მისატყლაპებელ“ ბურთებს, „მცოცავ“ ჯარისკაცებს, გასაფრენ „ლამფებს“, „ფრინველებს“, ფრანებს  და სხვადასხვა მეტად სახალისო საბავშვო სათამაშოებს. არ ვაზვიადებ – ამ სათამაშოებში მოხერხება და უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევები საოცრად არის გაჯერებული და, ბუნებრივია, თავი ზღაპარში გგონია.
იქვე აქტიურად დაგვტრიალებენ სპა-სალონების და საროსკიპოების აგენტები („სელ, მაი გილს ა ბესთ! ლუქა, ენდა ჩუზ! გუდა, გუდა, ვერი გუდა! – „სერ, ნახეთ ჩვენი გოგონები საუკეთესოები არიან! ნახეთ და აირჩიეთ! კარგი, კარგი, ძალიან კარგი!“ {„გუდა“ კარგი რომ ყოფილა აქ-ღა შევიტყვე!). ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პროსტიტუცია ოფიციალურად აკრძალულია და იდევნება. ამიტომ ამ უძველეს საქმეს სხვადასხვა სახელით ნიღბავენ (მასაჟი, „ჰეფიენდი“, სექს-სერვისი, სპა-სალონი და სხვა). აქ აგრეთვე საკმაოდ გავრცელებულია უცხოელის მიმართ სხვადასხვა მარტივი სქემების გაჩალიჩება, მაგალითად, ყავაზე „დაპატიჟებინება“ და მამაკაცისათვის მალევე „უზარმაზარი“ ანგარიშის წარდგენა-შეტენვა. ამ არაჩვეულებრივად ლამაზ, ცოცხალ და ხალხმრავალ მოედნებზე მრავალი გოგონა შეგხვდება, რომელიც თვითონვე გამოგემცნაურება და შემოგთავაზებს, რომ ყავაზე დაპატიჟო, „უბრალოდ საინტერესო და სახალისო საუბარზე“.
IMG_3123.JPGდღესაც ერთ-ერთი, გაურკვეველი ასაკის, დაბალი, და ყოვლადენერგიული გოგონა (რომელიც ჩემთვის არასრულწლოვანს უფრო წააგავდა) მოვიდა და „ყავის“ იდეა შემომთავაზა. როდესაც მე მისი სახელითა და ასაკით დავინტერესდი, ქალიშვილის რეაქცია საკმაოდ აგრესიული გამოდგა:
„ამ თუ ოლდ ფორ იუ“ – „მე შენთვის საკმაოდ დიდი ვარ!“.
იგი არც ჩემმა გამოგონილმა ასაკმა შეაშინა. როდესაც ვუთხარ, რომ 47 წლის ვარ, ბაჭია არ დაიბნა და მიპასუხა, რომ თვითონ „74-ს არის“. თეთრ ფერში გამოწყობილი გოგონა-ბაჭია და მისი რამდენიმე დაქალი დიდხანს გვეჩალიჩნენ, თუმცა საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ჩვენგან არაფერი გამოვიდოდა და გაგვერიდნენ. ჩვენ გავნაგრძეთ გზა და ცოტა ხანში შორიდან შევამჩნიეთ მათი სამოქალაქო აქტივობის ხელახალი მცდელობა. ჩვენი „ბაჭია“ ვიღაც ხნიერ, მაღალ ევროპეიდს მისდევდა და მასაც შეუპოვრად სთავაზობდა დაეპატიჟებინა ფინჯან ყავაზე.
ამ სუპერმარკეტების უბანში ჩვენ კიდევ რამდენიმე გოგონა შეგხვდა ანალოგიური წინადადებით. ამჯერად კითხვაზე საიდან ხართ, მე მათ უკვე არა „გე-ლუზია“-ს ვუსახელებდი, არამედ „ინდიას“.
–         ინდია? – უკვირდათ გოგონებს.

რაც ყოველთვის სასიამოვნოდ მაოცებდა, ისინი პროტესტს გამოხატავდნენ, რომ თურმე ჩვენ (ანუ ქართველები), არა ინდოელებს, არამედ ამერიკელებს უფრო ვგავდით და აქ რაღაც ეშმაკობას ჰქონდა ადგილი.

ერთ-ერთ ჰიპერაქტიურ ლამაზმანთან, რომელიც ჯერ თავად მოგვეჭრა, მერე გვარიანი „ჰიჰიჰი-ჰაჰაჰა“ გაგვიმართა, მეგობრული ფოტოს გადაღებაც კი გადავწყვიტეთ.  თუმცა ჩინურ-ქართული IMG_3129.JPGურთიერთობების ეს მოკრძალებული ხიდი დაუწყებლად ჩატყდა. საიდანღაც მოულოდნელად ორი ასაკიანი პოლიციელი გადმოგვიხტა. მათ მშვენიერ და კომუნიკაბელურ გოგონას საბუთები მოსთხოვეს, შემოწმების შემდეგ კი სადღაც წაიყვანეს.  გოგონას ბედზე საკმაოდ გული დაგვწყდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩინური ტოტალიტარიზმი მთლა არ გასწირავს ამ ფერიას, თორემ აგერ აშშ-ს უფლებადამცველები იხვეწებიან!
სულ მალე მასპინძლები კიდევ ერთხელ მწვადი-ფართით დაგხვდნენ, და ისიც – კვლავ ბრაზილიურ რესტორანში. შამფურებით მოჰქონდათ და მოჰქონდათ: მწვადი, მწვადი, მწვადი, მწვადი – ცხვარი, ძროხა, ღორი, კურდღელი, თევზი, კიბორჩხალა და რაღაც-რუღაცეები კიდევ – რა მოსთვლის! ამასთან იყო ლუდი, ლუდი, ლუდი, ლუდი და ბოლოს ამ ყველაფრის შემდეგ იძულებულები შევიქმენით დაგვედეკლარირებინა:
კიდევ ერთი ჩვენი მოსვლა ამ რესტორანში და მეპატრონე შემოსვლის ფასს უდაოდ ასწევს!
რატომ?
იმიტომ, რომ მწვადი ხომ სიტვყვასიტყვით ქრებოდა! მაგრამ ამჯერად მწვადზე მეტად ნამცხვრებმა გაგვაოცა. ჯერ ისედაც ხომ ძალიან მიყვარს „შუ“, მაგრამ ამ რესტორნის „შუ“ სულ სხვა რამ იყო. პატარა ზომის, ურბილესი და უმსუბუქესი კრემით და თხელი-თხელი ცომით. მოკლედ, ჩემი ჩაწოდებით სულ ამოვჭამეთ რესტორნის „ბუფე“-ს მაგიდებზე გაშლილი ტკბილეული. დასასრულს, ისეთი გაბერილი გამოვედი, ჩემს ერთ ჩინურ „ბეიბის“, მგონი, მალე მეორეც მიემატება.
სასტუმროში ცხრა საათვისათვის დავბრუნდით… მოვწესრიგდი, სამგზავრო ჩანთა ავალაგე. ხვალ, ჩქარი მატარებლით „შანჰაი – ცინდაო“-ს რეისით ამ ყვითელზღვისპირა ქალაქში მივემგზავრებით.

მშვიდობა საქართველოს!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: