ჩინეთიდან

დამსახურებული დამნაშავე


IMG_2861.JPGუცხო მხარე იმისაა, რომ შენს მშობლიურ იდენტობას გამუდმებულ რევიზიას, დაკონტრასტებას, ეჭვის ქვეშ დაყენებას და გადამოწმებას უხერხებ. უცნაური სიზმრები, გაკვირვება, აღტაცება, დარდში აჭინჭყლული მოგონებები, გადავიწყებული შეფასებები, დაბლობის მდინარესავით შემოედინებიან აზროვნებაში. რატომღაც სულ ადარებ შენს ქვეყანას იმ სახელმწიფოს სადაც ხარ, შენს ყოფას – ამათსას, სულ წონი შენს (თუ ჩვენს) მცირედ შანსებს და ბოლოს, იმისათვის, რათა სევდა დაფარო – ფიქრების ლაბირინთში ეშვები. იმავდროულად უცხოეთში სულ იხსენებ იმ ადამიანებს, რომელთა მიღება არ გსურდა, რომელთაც, თავის მხრივ, შენი მიღება არ სურდათ; რომლებიც ისე წავიდნენ შენი ცხოვრებიდან, რომ ურთიერთობები რაღაცნაირად ვერ გაირკვა და ვერ აეწყო. სულ აღვიძებ იმ კავშირებს, ბმულებს, რომლებითაც სავსე იყო შენი ბავშვობა… სიყვარულს, რომლის უკან კიდევ უფრო განსაკუთრებული სიყვარული იდგა… ნდობას, რომელიც განხიბვლით და ბავშვური ბედნიერების თვითაკრძალვით დამთავრდა. გახსენდება ის დანაშაულის გრძნობა, რომელიც ზოგს (თუ საკმაოდ დიდ ნაწილს) შენს ირგვლივ საერთოდ არ აქვს და რომ სწორედ ამ „უდანაშაულოებს“ მიუძღვით ბრალი შენს „გადამნაშავეობაში“. აქ, ძენის და ბუდიზმის კერაში სულ იმაზეც გეფიქრება: რატომ მოვიდა შენი სული ამქვეყნად, ამ ოჯახში, ამ დროებაში, რატომ მოგზაურობს ცისქვეშეთში? რატომ აირჩია მან სწორედ ეს რეალობა, ეს წამება? რატომაა სული შენი საკუთარი თავის მიმართ ესოდენ დაუნდობელი, რისი გაგება-გაცნობიერება უჭირს მას ამდენ ხანს?

IMG_2847.JPGჩაძინებამდე ჩამყვა ფიქრები იმისა თუ სადამდე უნდა ვიყოთ ქართველები ამ საერთო ამპარტავნებაში, სხვა ხალხების რეგულარულ დაცინვაში, ქედმაღლურად ცქერაში, ამ საცოდავ ინფანტილიზმსა და არასახელმწიფოებრივ ცნობიერებაში… ამიტომაცაა, მგონი, რომ ორი ადამიანი დამესიზმრა, ვისთანაც ახლაც კი საკმაოდ მიჭირს დაზავება. ორივე ჩემი ბავშვობიდან მომყვებოდა. ერთი დიდი ხნის წინ ჩამოვიტოვე, მეორე – რამდენიმე წელიწადია თავად გაუჩინარდა… უკანასკნელი ყოველთვის ჩემი დიდი სიყვარულის და იმედის გამოხატულება იყო, ჩემი კავშირი და სიმტკიცე, ემოციები და ძალა; ადამიანი, რომელიც სულ მიდიოდა ჩემგან და, მგონი, მე არ ვაძლევდი წასვლის და დაშორების საშუალებას… მეორე (უფრო სწორედ კი – პირველი) პიროვნება, მნიშვნელოვანი ადამიანური ღირსებებით არც წარსულში ყოფილა, და არც ახლა არ უნდა იყოს, გამორჩეული. ალბათ, ამ პიროვნებას დღესდღეობით მისსავე წრეში მეტად წარმატებულად თვლიან. ან რაღა ალბათ? სწორედაც, რომ ასეა. ეს პიროვნება ქართველების იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ადრეც დაწინაურებული იყო და ახლაც ყვავის (მაგალითად, ასეთები სსრკ-ს დროს (კომუნიზმის ქვეყანაში ვარ და გამახსენდა🙂 თანამდებობაზე მომუშავე თანამოქალაქეებს, რომლებიც ე. წ. „უშრომელი შემოასვლებით“ ცხოვრობას ვერ ახერხებდნენ ან არ კადრულობდნენ, „გამო..ვებულებს“ და „ადგილის გამცდენებს“ უწოდებდნენ!). წარსულში, როცა ამ ადამიანთან ურთიერთობა მქონდა, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი თავხედი, დიპლომატიური, გაუნათლებელი, ყოვლად ამტანი, მაწანწალა, კოლექტიური და ცინიკური, მოქილიკე და იქედნური ქართველი. ის არასოდეს კითხულობდა მხატვრულ თუ სხვა ჟანრის ლიტერატურას (ან რას ვეკიდებით ნეტავ ამ წიგნს, წიგნიერებას და კითხვას?!), არც არაფერს ქმნიდა და არც ცვლიდა. რეალობა ისაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ იგი თავის მყარ რეალობას აგებდა. ადუღაბებდა საკუთარ წარმატებას, სადაც უამრავი მისნაირი ბინადრობს – ყოფით წარმატებამდე, მისებრ, სხვების („დამნაშავეების“) ხარჯზე მოსული პირი. ახლა ამ ადამიანს რამდენიმე შვილი ჰყავს, რომელთაც ის კიდევ უფრო მეტად ჩაუნერგავს საკუთარი დაუსჯელობისა და სხვების ყოვლადდამნაშავეობის განცდას; გრძნობას იმისა, რომ დამსახურება ვიღაცის მონაჩმახი ცნებაა, ხოლო დამსახურებულობის აზრი ბიომასის სამართავად და დასაბოლებლად გამოიგონეს.

ქართულმა საზოგადოებამ იმას მიაღწია, რომ ასეთთა კრედო საქართველოში ზეობს, ჩვენ კი – ქსენოფობიით, და სხვების რეგულარული გაბითურებით ვართ დაკავებულები. მტერი კართანაა, ჩვენ კი კოლექტიური თამაში ვერაფრით გვისწავლია! არაფერი პირადული. უბრალოდ ბიზნესი!

P.S: შანჰაიზე საბოლოო შთაბეჭდილებების აღწერას „შანჰაი – ჯინგდაოს“ მატარებელში ვგეგმავ. მშვიდობა შენდა, საქართველო!

შანჰაიში უკვე თითქმის დილაა…

IMG_2707.JPG

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: