ჩინეთიდან

შანჰაი – ზღვაში შესული


(без названия)დილით ადრე, ხმაურიანი ღამის შემდეგ, უძილო სახეებით და მზიანი განწყობილებით, პეკინის სარკინიგზო სადგურისაკენ დავიძარით, შანჰაიში გასამგზავრებლად. შემართება უდაოდ ხალისიანი იყო და იმავდროულად ცოტა სინანულით ვემშვიდობებით (მართალია დროებით), “ჩვენს ქალაქს”, და ჩვენს, აწ უკვე სახლადქცეულ სასტუმრო, „ჰუანჰე ჯინგდუ“-ს.

მასპინძელმა მხარემ სადგურზე ერთი საათით ადრე მიგვიყვანა. ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ უკვე მიეჩვია ჩვენს არაპუნქტუალობას და თავი დაიზღვია. მატარებლის გასვლამდე დარჩენილი დროის გაყვანა სადგურის ბუტიკებში და ტერმინალში „ტასაობით“ მოგვიწია. (без названия)ჩემი ტელეფონის კამერა სახასიათო პორტრეტებს მოძიებას თავისთავად მიეჩვია, მაგრამ ისევე, როგორც სხვებს, მეც ერთი სული მქონდა ჩავმჯდარიყავი მატარებელში და შანჰაისაკენ დროულად გაგვეკურცხლა. დამეთანხმეთ, რომ როდესაც მატარებელი 310 კმ საშუალო სიჩქარეს ავითარებს, ამას თამამად შეგიძლია გაკურცხვლა უწოდო. ლოკომოტივმა, თავისი შემადგენლობით, მანძილი პეკინიდან შანჰაიმდე, 1320 კმ, 4 საათსა და 48 წუთში დაფარა – ხანდახან არც კი გსურს გაიაზრო და დაიჯერო!

(без названия)მინდა თამამად განვაცხადო, რომ შანჰაი (რომელიც ბოლო 25-30 წლის განმავლობაში გეომეტრიული პროგრესიით განვითარდა, უპირობოდ ჩამოყალიბდა მსოფლიო მნიშვნელობის ფინანსურ ცენტრად) მართლაც საოცრად შთამბეჭდავი რამ ყოფილა!

ჯერ კიდევ შორიდანვე, სარკინიგზო ხაზით მიახლოებისას, იგრძნობა, რომ რაღაც გრანდიოზულისაკენ მიდიხარ!

თუ პეკინამდე ჩვენი თვითმფრინავი უზარმაზარი სტეპების და ნახევარუდაბნოების თავზე დიდი ხნის განმავლობაში დაფრინავდა, „პეკინი-შანჰაის“ ჩქაროსნული მატარებელი შანჰაიმდე ერთი ნახევარი საათით ადრე შევიდა იანძის დელტაში, ტოტებად გაშლილ მდინარეებში, უბეებში, ყურეებში, რაც ზღვას უფრო ჩამოჰგავს. აქედან დაიწყო სამრეწველო ზონები: თევზსაჭერები, თევზსაშენები, ხიდები, ცათამბჯენები, საწყობები, ქარხნები, ესტაკადები, სარკინიგზო და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ანძები, სადგურები და სხვა.

თუ პეკინში შესვლისას და ტურისტული ცხოვრების დროს გრჩება შთაბეჭდილება, რომ 20-მილიონიან სოფელში ხარ, ან ყველაზე მეტი 80-90-იანი (без названия)წლების ჩინეთის აჩრდილი პეკინური სმოგივით გაწევს სულზე, შანჰაი მართლაც დიდი ჩინური მონსტრივით პირისპირ გხვდება; როგორც კოლოსი აღმართული ოკეანეზე, როგორც ცისქვეშეთის ძალი და სიამაყე.

უზარმაზარი სარკინიგზო სადგური, რამდენიმე გრანდიოზული (სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვიგონებ!) ტერმინალით, მასზე იქვე მიბმული ეროვნული აეროპორტი, თვალუწვდენელი სივრცეები, შენობები, ავტომატიზირებული სისტემები, მშენებლობები და ავტომობილები. ამ ტერიტორიიდან ესტაკადებით გამოსვლას მცირე ტევადობის ავტობუსით ნახევარ საათს მაინც მოვუნდით.

და რა თქმა უნდა, ადამიანები, ადამიანები, ადამიანები!

თავისუფალი, ლაღი, თავდაჯერებული მზერა, ძალა, საქმიანი განწყობილება, ტემპი. როდესაც ჩვენი ერთ-ერთი თარჯიმანი, მაშა, გვეუბნებოდა, რომ შანჰაელები ზემოდან უყურებენ პეკინელებს, ხოლო ჰონ-კონგელები – შანჰაელებს, ამ ქედმაღლობის არსი კარგად ვერ მესმოდა.(без названия) შანჰაიში ჩამოსვლისას თავიდანვე მივხვდი რა იყო ამ უპირატესობის გრძნობის მიზეზი. ეს სულ სხვა ხალხია. სხვა არა იმიტომ, რომ სხვა ეთნოსია! ესეც შესაძლებელია, რადგან სახეზეა ზღვისპირეთის მოსახლეობა. მთავარი უფრო ის არის, რომ შანჰაი ფულიანი ქალაქია, ფულის კერაა, ფულის მშობელი და წარმომშობელი, ამიტომ აქაური მოქალაქე უბრალოდ ვერ იქნება სხვანაირი – დათრგუნული ან თავჩაქინდრული. ყველაფერი აქ მასშტაბით, გაქანებით, კონკურენციით, ტექნოლოგიური ხედვებით, კოლოსოლური პროგრესის მოთხოვნილებით, აწყვეტილი ტემპებით სუნთქავს. მოქალაქეებიც მასიურად ამაყად, საკუთარი თავის და ქალაქის მოტრფიალენი დადიან, უშიშრად უყურებენ ჩამოსულებს და არ ცდილობენ აარიდონ თვალები და სახე.
პეკინში, მაგალითად, ამას თითქმის ვერ იგრძნობ და ვერ შეხვდები. იქ უამრავი ადამიანია, ძალიან ღარიბი და გაჭირვებული ფენის, დათრგუნული, გაბეჩავებული, მოწყენილი.

პეკინი ისტორიაა, გუშინდელი დღე ჩინეთის, როდესაც “ჯონ-გუო”-ს ჯერ კიდევ არ სჯეროდა საკუთარი თავის, როდესაც არ იცოდა რა მისია დააკისრა მას გამჩენმა კაცობრიობის წინაშე.
შანჰაი კი ჩინეთის ხვალინდელი დღეა – მისი გასასვლელი მსოფლიო ოკეანეზე, მისი კარიბჭე მსოფლიოში, სილაღე და ასერტიულობა, შრომა, IMG_2695.JPGრომელიც დაფასდა და თავად შრომამ დააფასა მშრომელი, უკანასკნელის მონად ქცევის გარეშე.

საღამოს სასტუმროში დაბინავების შემდეგ, მასპინძლებმა ვახშამზე წაგვიყვანეს. იქაც „დაშინებული“ პეკინელების შემდეგ მხიარული და ხმაურიანი შანჰაელები დაგხვდნენ. ყველგან ეშხიანი სახეები, მზერები, სინათლით სავსე მოძრაობები იყო.

ძილისწინანდელმა მოციონმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი წარმოდგენები. კი, შანჰაი, იგივე ჩინეთია მთელი თავისი ხარვეზებით, „სახელდახელოობით“ ბევრ რამეში, „უზრდელობით“, უფრო სწორედ კულტურული მისინტეპრეტაციით, რომელიც ევროპელისათვის ყოვლად მიღებელია. აქაც, ისევე როგორც პეკინში, ჩვეულებრივად ახრანტებენ შუა ქუჩაში, ლამის შენს ფეხებთან, ან IMG_2610.JPGშეიძლება შემთხვევით ვიღაცის ფურთხის გუბეში ჩადგა ფეხი, ან ვიღაცამ ჯიხურიდან ფეხების ნაბანი წყალი ტაშტით გამოიტანოს და შუა გზაზე გადაასხას. აქაც ქუჩის დანაგვიანება, მოსულია ამბავია. წეღან, მაგალითად, პირდაპირ ჩვენს წინ სანტექნიკის მომცრო მაღაზიის გამყიდველმა პირდაპირ შუა ტროტუარზე საზამთროს ქერქი სხარტად გადმოსტყორცნა.
თუმცა მთავარი, მაინც ის არის, რომ შანჰაიმ დღეს გაგვაოცა!
ხვალ კი, მთელი დღე ექსკურსია გვაქვს ქალაქში და აუცილებლად უფრო დეტალურ აღწერილობას მოგაწვდით.

ღამე მშვიდობისა, ჩემო საქართველო!

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: