ჩინეთიდან

შუადღის გასეირნებასავით პეკინის ერთ-ერთ უბანში


?????????????

შუადღეს, ლანჩის შემდგომ, გადავწყვიტე უბანში გასვლა სახასიათო ქალაქური პეიზაჟების ან პორტრეტების მოსაგროვებლად. სამეზობლომ, სიმართლე გითხრათ, დიდი ვერაფრით მომხიბლა. საერთოდ, პირველი, რაც ხვდება პეკინში ჩამოსული სტუმრის გამძაფრებულ აღქმას – ეს არის მისი უდიდებულესობა სუნი!!! მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ და ჩინელებზე მეტი უამრავი სხვადასხვა სუნი გხვდება. ყნოსვის აპარატს ძირითადად შტურმით იღებს უსიამოვნო და, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მყრალი არომატები. ეს არის ათასგვარი წარმოშობის დამწვარი ცხიმის, სუნელის, სანელებლის, ამძაღებულ-აყროლებული ხორცის (გალეშვადი), თევზის, ბოსტნეულის, ხილის, და თვით კანალიზაციის სუნები. ხანდახან თავი მეძებარი ძაღლიც გეგონება, ან კიდევ ვინმე უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული პარფიუმერი, რომელიც ჰაერში სუნის უამრავ სხვადასხვა ტონს არჩევს და გული უწუხდება. საბედნიეროდ, არც თუ ისე იშვიათად შეიძლება საქალაქო გამწვანებას და გაშენებულ ყვავილნარების სურნელებასაც გადააწყდე (როგორც ამ შემთხვევაში). ზოგადად კი, უბრალო პეკინი თავდაპირველად არა იმდენად სანახაობებით, რამდენადაც საზიზღარი სუნებით გატყვევებს.

????????????? ჩინელების ფიზიონომია მთლიანობაში ყოველთვის მშვიდი, აუღელვებელი და… გაუგებარია. დღეს ერთხანს ვფიქრობდი, რატომ არის ევროპეიდის სახე უფრო მეტყველი, ემოციური, ვიდრე მონღოლოიდის. გამოვთქვი კიდევაც აზრი, რომ საქმე შუბლის და ყვრიმალების გარშემო არსებული კუნთების განვითარება-განუვითარებლობაშია. ზოგმა “ივარაუდა”, რომ მათ თვალები „არ აქვთ“ და ამიტომ ვერაფრით გაგვიგია თუ რას გრძნობს უბრალო ჩინელი. ისე კი მართლა, სანამდე ჩინელი კარგა რიგიანად არ გაიღიმებს ან გაიცინებს, პირადად მე საკმაოდ მიჭირს დავადგინო, რას განიცდის ეს ადამიანი. აი თუ არ გჯერათ, თქვენვე შეხედეთ და იქნებ მიხვდეთ რას ფიქრობს კონკრეტულად პეკინის ეს მოქალაქე, როდესაც მხედავს, რომ კამერა მისკენ მივაბრუნე?
?????????????დღევანდელი თხუთმეტწუთიანი გასეირნება, როგორც გითხარით, დიდი არაფრით გამოირჩეოდა. ერთმა „მეშაურმემ“ ხელი ამიწია და „ჰელლოუ“ დამიძახა, რადგან „ევროპელი“ „უცხოპლანეტელი“ დაინახა. ერთმა გოგონამ, რომელიც გადავიღე გაჩერებაზე, გამწარებით მომაძაღა და იქვე რაღაც „ჩინური“ ტექსტი მოაყოლა. გადასასვლელზევე შემხვდნენ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები. სხვათა შორის, სიმარტივისათვის, ჩვენ, ადგილობრივ მამაკაცებს, „ბრუსლებს“ და „ჯეკიჩანებს“ ვეძახით. ბრუს ლი მაინც ეპოქაა, სიმბოლო და ლეგენდაა, ჯეკი ჩანი კი – უაღრესად დახვეწილი მეომარი.
მართლა… დღევანდელი გასვლის დროს ვცადე რამდენიმე გოგონასთვის გამეღიმა, თუმცა ადექვატური პასუხი არ მიმიღია, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა. ფოტოებზე, მგონი, კარგადაა აღბეჭდილი მათი რეაქცია. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ტანსაცმლის სიიაფის და მრავალფეროვნებისა, ჯერჯერობით ვატყობ, რომ ადგილობრივი გოგონები და ქალები ევროპული ჩაცმის სტანდარტებს მაინცდამაინც გაცნობილები არ ?????????????არიან და უპირატესობას ჭრელა-ჭრულა სამოსს ანიჭებენ (პრინციპი „ესეც წავა“).
აი, ესეც გოგონა, რომელიც მეჩხუბა (ხედავთ ალბომის ფოტოებში მის ლურჯ ქოშებს), რომლებიც, როგორც ჩანს მოტოციკლის ფერებშია არჩეული. მისი იერსახე თბილისში მიყრუებული სოფლებიდან სასწავლებლად ჩამოსული პირველკურსული გოგონების ჩაცმულობას მაგონებს. მესამე კურსზე ეს გოგონები უკვე სრულფასოვან ლექციებს

ჩაგიტარებენ მოდაზე, იმიჯზე, იმაზე, თუ რომელი ფერი რომელთან მიდის, რა ტენდენციებია „ვაგზლის“, „კიდობანის“, „კარფურის“ კოლექციებში და დიდი კუტურიეების ხაზებში. თუმცა სწავლის პირველ წელს ეს ახალგაზრდები, წესისამებრ, საშინლად იტანჯებიან იმ დამცინავი და გამანადგურებული, ხშირად გაუგებარი, ირონიის გამო, რითაც მათ ქალაქელი თანატოლები აჯილდოებენ.

აი, ესეც ის გოგონა, რომელიც მეჩხუბა, ხედავთ მის ლურჯ ქოშებს, რომლებიც, როგორც ჩანს მოტოციკლის ფერებშია არჩეული. სანამდე 20150514_131303სასტუმროში დავბრუნდებოდი, გზად კიდევ ორი „სტუდენტი-ბერი“ შემხვდა. ისინი აღტაცებით მომესალმნენ, დაინახეს-რა რომ ფოტოებს ვუღებდი.
მხიარულება პეკინში ჩინელებს შორის მაინც ჯერჯერობით მეტად იშვიათ რამედ მიმაჩნია. უბრალოდ სიმშვიდე და რელაქსაციაა.
ორთვლიანი ტრანსპორტის სიმრავლეც ამ საერთო სიმშვიდეს და ჰარმონიას უსვამს ხაზს და აძლიერებს. არავინ არ დაკატაობს 6,3 ლიტრის მოცულობის მქონე ძრავიანი დაფერილმინებიანი „ჯიპებით“. შესაბამისად, აქ უფრო კარგად გრძნობ, რომ ჩვენ, ქართველები, „სცენის“, გამუდმებული „თამაშის“ ხალხი ვართ და რაღაც, ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული, დაუსრულებული შინაგანი კონფლიქტით ვიშანთებით.
კონფლიქტით, რომელსაც „ეგო“, რომელსაც გავეშებული „მეეიზმი“ ჰქვია.
„ეგო“

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: