ჩინეთიდან

პეკინი, რა თქმა უნდა


(без названия)მაშ ასე. ვფიქრობ, ყოველგვარი შესავლების გარეშე უნდა დავიწყო წერა ამ უცნაური და ყოვლადეკზოტიკური მოგზაურობის შესახებ.

უკვე მეათე დღეა ვცხოვრობ პეკინში და ამდენად განცდა იმისა, რომ რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩემს გუნება-განწყობილებაში, დე-ფაქტო არსებობს.

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემმა თანაგუნდელებმაუამრავი მცირე და საინტერესო აღმოჩენა მოვახდინეთ. ჩინეთში ვიზიტის მსვლელობაში დაგროვილი დაკვირვებების შესახებ ერთბაშად, ერთ პოსტში, საუბარი არც მართებულია, არც დატევადი და თქვენც, ჩემო ძვირფასებო, ერთობ დაიღლებით. შესაბამისად, ვფიქრობ, ინფორმაციას დაფიქრებისა და განსჯისათვის თანდათან და დოზირებულად მოგაწვდით. არ მეჯერა და ამ ათი დღის განმავლობაში იმდენი წვრილმანი და განსხვავებული რამ მოხდა, რომ, ალბათ, კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი მაშინვე ჩამენიშნა და გადამეტანა კომპში.

მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ როდესაც ჩინელი უკმაყოფილოა ან აღშფოთებას გამოხატავს, შეიძლება კახელი გლეხივით შემოგძახოს: „ოეეეეეე“! ან, მაგალითად,  სიტყვა ტაქსის მნიშვნელობა შეიძლება 5 კმ-ის რადიუსში უზარმაზარ მეგაპოლისში არავინ იცოდეს. ვთქვათ, შენ ეუბნები, „ტაქსი, ტაქსი, ტააა-ქსი“, მოსაუბრე კი ზრდილობიანი ღიმილით თავს გიქნევს და კითხვით გპასუხობს: „„ტაააახსი?“. შემდეგ განიშნებს, რომ ვერ იგებს რას ეუბნები. იქვე შეიძლება აღმოაჩინო, რომ ე. წ. „მუნჯური“ ენა ძალიან მნიშვნელოვანი რამე ყოფილა ურთიერთობაში და დიდებულ საქმეებს სჩადის. ხოლო თუკი ჟესტებით საუბარი მაინცდამაინც გიჭირს, უნდა შეუბერო და “ადგილობრივთ” „ჰონორიანი“ ქართულით ელაპარაკო.

ამასწინ, როდესაც სავაჭრო ცენტრიდან სასტუმროში ვბრუნდებოდით, რაღაცნაირი სუსხი წამოვიდა და ცივმა წვიმამ კიდევ უფრო ძალიან დაასხა. დიდი პროსპექტი იყო (“ჩუნგიაომენი”, თუ “განჩუიუმოენი”, თუ საერთოდ, თქვენთვის რა-ღა მნიშვნელობა აქვს🙂, სადღაც სასტუმროსთან სიახლოვეში, მაგრამ ჩვენ გაგნება გაგვიჭირდა. დავდექით სადღაც ავტობუსის გაჩერებასთან სიახლოვეში და ვუქნევთ ხელს ტაქსებს. შენც არ მომიკვდე და არავინ გვიჩერებს. ხელები, სტვენა, ყელის გამოწევა – არაფერი შველის. გავილუმპეთ, დავსველდით, გვცივა, ვდგევართ წვიმაში და არ ვიცით, როგორ მივიდეთ სასტუმრომდე – ყველაფერი ირგვლივ ჩინურად არის, ჩინელებით გადაჭედილი, ჩინური და არაფერი ჩინურის გარდა! აქ გამახსენდა ჩვენი კოლეგის მიერ გაზიარებული ნაცადი მეთოდი უცხოტომელებთან „მიმწოლი ლაპარაკისა“. ბედად გვერდში ერთი ჩინელი მოგვიდგა; გაქუცული, რაღაცნაირი საწყალი, ძალიან გამხდარი, კბილების გამოფენას უგავს სახე. თან გვიყურებს, თან გზაზე გადასვლასაც აპირებს, თან არც ჩქარობს და ასე მეთოდურად გვათვალიერებს, როგორც გალაქტიკააბნეულ უცხოპლანეტელებს. მაგას თავზე ქოლგა აქვს წამოფარებული, ჩვენ კიდევ ვილუმპებით და ვჟივდებით.

– შე ჩემა (ფრაზა შერბილებულია ცენზურის გამო!), რას მიყურებ, ვერა ხედავ, ვსველდებით! მოდი რაღაცით მაინც დაგვეხმარე! – ვუებნები მე მკაცრად და აგრესიულად.

– ჰააააა? – ჩინელი მიყურებს შაოლინის ბერივით.

– ტაქსი მაინც გაგვიჩერე. ან ქოლგას მაინც შეგვაფარე!

– ჰუახარისიისიშშშსია…

ეს ქოლგიანი უცნობი რაღაცას მჭევრმეტყველურად გვეუბნება და მერე იწყებს რაღაც დაუსრულებელ ჩინურ ახსნა-განმარტებებს. მერე კიდევ უფრო ახლოს მოდის.

ესევე, ერთობ დაუფიქრებლად, ერთვება სიტუაციაში. ხან ტაქსებს უქნევს ხელს, ხან გარბის, რომ გააჩეროს, ხან გზის მეორე მხარეს გადადის, რომ იქიდან მაინც მოიყვანოს მანქანა. მოკლედ, ისე გვგულშემატკივრობს – ერთი სული აქვს და ერთ ამბავშია.

ჩვენ გვიყურებს, ჩვენ კიდევ სიცივისაგან ტვინი გაგვეყინა. ბოლოს მივდივართ და გაჩერების სადგომს ვეფარებით. პეკინელიც თავის ქოლგას გვაფარებს, ცდილობს რაღაცით დაგვეხმაროს, გვიხსნის, გვიხსნის, გვიხსნის რაღაცას და ძალიან განიცდის.

სასტუმროს ნომრის ბარათ-გასაღებს ვუწვდი, სადაც სასტუმროს მისამართი და ტელეფონის ნომრებია მითითებული.

“ევრიკა!”

ჩვენი ჩინელი ქომაგი თვალებგაბრწყინებული ჯიბიდან რაღაც საწყალ ტელეფონს იღებს, რომელიც სრულიად არ ჰგავს „iPhone-6“, და სასტუმროში რეკავს. მისი კბილები პეკინური წვიმის შხაპუნა წვეთებში ელავს და ირეკლება. საუბრის დასრულების შემდეგ, კაცი ბედნიერი იქნევს თავს და კიდევ მოგვმართავს სიტყვით – თითებით ჯერ სამს და მერე ციფრ ოთხს გვაჩვენებს.

ქართულად ვეკითხებით:

– სამი გაჩერება? ოთხი? სამი გაჩერება? ოთხი? გაჩერება? სტოოოპ? რას გვეუბნები? გაჩერებააა?

როგორც იქნა გვახვედრებს თითის გაშვერით ავტობუსისაკენ, რომ „34“-ე ნომერს უნდა გავყვეთ.

“ევრიკა!”

მე ვუბრუნდები ავტობუსების განრიგის ტაბლოს და იქვე ვხედავ ნომრებს, „34“, 35“, „36“ და ა. შ. მივდივარ სწრაფად და ვუთითებ „34“-ზე.

– ესაა?

ჩინელი უბედნიერესად აკრეჭავს კბილებს. ქართულ-ჩინური დიალოგი წარმატებულად მიმდინარეობს.

მალევე ავტობუსი შემოდის ბაქანზე.

ქართული ხმაურით და შვების განცდით ელვის სისწრაფით ვიპყრობთ ავტობუსს. იქაც დიდხანს ვჩოჩქოლებთ. ჩვენს დანახვაზე ჩინელები იძაბებიან, მაგრამ ამას მხოლოდ ახლა, ერთი კვირის შემდეგ ვხვდებით. ზოგადად ძალიან თავშეკავებული ხალხია. თუ ხმაურობენ, ან უკიდურესი გამწარების, ან კიდევ საშინელი სიმთვრალის დროს, რაც მათ მამაკაცებს, სამწუხაროდ,  ახასიათებთ.

ჩვენს უცნობ მეგზურს 2 გაჩერების შემდეგ სადღაც სუპერმარკეტთან ჩამოვყავართ.

აქედან კი ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით დარჩენილი ფეხითგასავლელი გზა. ცოტა ხანს ერთად მოვდივართ. ჩინელიც მოგვდგევს და ქოლგას გვაფარებს. გულთბილად ვეუბნებით, ჟესტებით ვანიშნებთ, თან ჯიბეში 5 იუანს ვტენით; ვფიქრობთ, დავასაჩუქრებთ.

– ძალიან დიდი მადლობა, გზა ვიცით. კარგი კაცი ხარ! აქედან ჩვენ წავალთ…

კაცი ფულს არ იღებს და გვანიშნებს, რომ კიდევ გამოგვყვება. ვეუბნებით, „წადი, წადი, წადი“.

კარგიო, გვანიშნებს და ვითომ მიდის.

ცოტას გავდივართ, გვგონია, წავიდა – ვიხედებით, ისევ მოგვდევს შორიდან, ლანდივით, თავისი ქოლგით და გამხდარი მაღალი სილუეტით მოლასლასებს ჩვენს კვალდაკვალ. ყველას გვეცოდება და გულის სიღრმეში გვსიამოვნებს, რომ ასეთი ადამიანები არიან. მაგრამ მოტივი ვერავის გვესმის.

„ფულისთვის?“

„აბა სხვა რა?“

კაცი კი მოგვდევს, და მოგვდევს.

რაღაც არის მასში ლეკვის…

(без названия)რაღაც კი – ერთგული ძაღლის, რომელსაც სურს დარწმუნდეს, რომ პატრონი უსაფრთხოდაა…

არაფერს აღარ ვანიშნებთ. შემოვდივართ სასტუმროს თბილ მისაღებში და კმაყოფილებით ამოვისუნთქებთ.

მამაკაცი კი უახლოვდება სასტუმროს შემინულ ფასადს, კეცავს ქოლგას, კბილების გამოფენით ეშმაკურად იღიმება, მეტად ბედნიერი ატრიალებს სახეს და თვალებს, თავს გვიქნევს („აი, ეს არის ნამდვილად!“), ხელს გვართმევს და რაღაცნაირი ქანქარით მილასლასებს იქით, საიდანაც მოვიდა.

“To be continued” (თუ ბი ქონთინიუდ!)

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: