ცეცხლი ნავთზე

“ჭადრის ძირას” (18+, ალბათ :)


impotence-quotes-5საუცხოო ამინდი, მზე და მაისის თელავი – კურთხევაა თვალისათვის.
და დღეს, როცა მოედანზე დავსეირნობდი, ცხრაასწლოვანი ჭადარიც დავათავალიერე. მის გარშემო ბავშვები თამაშობდნენ და რატომღაც, მგონი, ანაზდეულად, ჩემი ბავშვობის ერთი კურიზოული ამბავი გამახსენდა.
ასე ექვსი-შვიდი წლის ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობარი-ბიჭუნა. სახლებიდან დილაობით გამოვდიოდით და უპატრონოებივით მთელი დღე „დავწანწალებდით“. ხან უბანში და ერეკლეს ძეგლთან ავდიოდით, ხან „ბურჯთან“, ხან რამის „ძველ კინომდე“ ვაღწევდით.
იმ დღეს ჭადარი ავირჩიეთ. გოლიათი-ხის ერთ-ერთ უზარმაზარ ტოტზე სახელდახელოდ, თოკებით, საბავშვო საქანელა იყო გაკეთებული. ზოგს ახსოვს, ზოგმა იცის და ზოგმა უნდა იცოდეს, რომ 80-იანების დასაწყისის ეპოქის ბიჭუნები უამრავ საკითხზე საუბრობდნენ. იყო მსჯელობა ომაობაზე, “ლედი კარატეზე”, ბრუს ლიზე, რომელიც მუშტის წვერზე დამჯდარ ბუზს მუშტის გაქნევით ჰაერშივე კლავდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მარადონაზე, რომელსაც ფიფა აიძულებდა მარცხენა ბარძაყზე წითელი ლენტი დაემაგრებინა. მსოფლიომ იცოდა, რომ ამ ფეხით დარტყმული ბურთით დიეგო არმანდოს მაიმუნი ჰყავდა გაგლეჯილი. და თუკი მარადონა მარცხენა ფეხით დაარტყამდა თამაშის დროს, მოწინააღმდეგის დაცვაც შეამჩნევდა და მოერიდებოდა, რითაც შანსი ჰქონდა მაიმუნის ბედი არ გაეზიარებინა. იყო აგრეთვე გარჩევა, რომ მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი მამაკაცია როკი ბალბო და რემბო, და თუ ისინი ერთმანეთს დაერივნენ – მაშინ მტრისას. მაგათ თუ ვინმე აშინებს, და რამე შეუძლია დაუპირისპიროს ეს „კომანდოა“ და “კობრა”.
მოგეხსენებათ, ერთ-ერთი განსაკუთრებული, დეზინფორმაციითა და ინტრიგით დაფარული თემა იმ ერაში სექსი იყო (ისე, მეჩვენება, რომ ახლაც სექსუალური კულტურის მხრივ თითქმის იგივეა!). ამიტომ ბიჭუნებისათვის, სექსუალური ურთიერთობების საიდუმლო სამყარო, მით უმეტეს, უდიდეს ინტერესს იწვევდა და ვინმე თუ უბანში რამე ახალს გაიგებდა, ეგრევე მეორეს უყვებოდა და ეს ამბავი „სარაფნის რადიო“-ზე ნაკლები სიჩქარით არ ვრცელდება.
ბიჭუნა, რომელთანაც ერთად მაშინ ჭადართან ავედით, შედარებით უფრო შეძლებული ოჯახიდან იყო. მათ სახლში „ჰქონდათ „ვიდეომაგნიტაფონი“ (მგონი, „ჰიტაჩი“). შესაბამისად, ოჯახის თავკაცები „სექსებს“ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, „ვიდეოებს“ მაინც უყურებდნენ. ამ ბავშვმა უკვე მაშინ ბევრი ფილმი იცოდა, რასაც საბჭოთა კავშირის, და, კერძოდ, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის უბრალო მოკვდავი მოქალაქე არ იცნობდა და ენატრებოდა. ჩემი ახლანდელი შეფასებით, „ვიდეოების“ მაშინდელი „ყურება“ („წამო, ვიდეოს, ვუყუროთ!“) ერთი სამარცხვინო, ადამიანის ღირსების დამაკნინებელი რიტუალი იყო სსრკ-ში. ანუ, იკრიბებოდა რამდენიმე “კაი ტიპი” ძმაკაცი, “ჩერეზ” ძმაკაცი, და ზოგადად სანდო ტიპი, ვისაც სურდა ტუსოვკაში გარევა (ერთმანეთს მოწიწებით სთხოვდნენ ხოლმე, “მეც წამოვალ-რა “ვიდეოს” თუ ნახავთ!”). მერე „პრისტავკის“ მფლობელი ერთ „გოიმურ“ ამერიკულ ბოევიკს ჩართავდა, პატარა სუფრას გაშლიდა და შემდეგ კომენტარებით, ოხვრითა და დიდი სერიოზულობით, ვითომ ძნ მაგარი ტიპები იყვნენ, ეს ხალხი ამ „ვიდეოს“ უყურებდა, და როგორც, წესი უყურებდა „რამდენიმეს“, ან 4-5 საათს. „ვიდეოების ყურება“ ქეიფის, ძმობის და ელიტური წრის განცდის ატმოსფეროში მიდიოდა.
„ვიდეომაგნიტოფონი“, ანუ „პრისტავკა“, გარკვეული სოციალური სტატუსის ნიშანი იყო, რადგან საკმაოდ ძვირიც ღირდა (რამის „მანქანის ფული“), და „რკინის ფარდის“ იქით მიმდინარე დასავლურ ცხოვრებას ასახავდა. აქ ნაჩვენები იყო „სუპერკაცების“ ძალადობა, და რა თქმა უნდა, ფართოდ იყო წარმოდგენილი სექსიც, რომელიც საბჭოთა კავშირში „არ იყო“. და თუკი სექსი „არ იყო“, ბუნებრივია, იგი დეფიციტში გადადიოდა. დეფიციტზე და აკრძალულზე კი, მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი ფული იშოვება…
ჩემი მეგობარი-ბიჭუნა საქანელაზე ქანაობით ბოლო-ბოლო დაიღალა, ჩამოქვეითდა და კვლავაც გააგრძელა “ბრუსლის” ფილმის მოყოლა. მალე ბავშვი იმ მომენტამდე მივიდა, სადაც “ბრუსლის” სასტუმრო ნომერში ქალი მიუვიდა და სთხოვდა „მიეჯირყვნა“ (რაღაც ამდაგვარი სმილე ემოტიცონ ). ბუნდოვნად მახსოვს მეგობრის მონათხრობი, მაგრამ მისი აჟიტირება დაუვიწყარი იყო. ბავშვი დეტალებში შევიდა და ამიღწერა თუ როგორ უპირებდა ეს ჩვენი “ბრუსლი” ქალს „მო…ას“. 6 წლის ბიჭისთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგორ ხდება ეს სანეტარო პროცესი. მან საკმაოდ კარგად იცის თავად რა აქვს „დაბლა“, თუმცა ქალთან წყვილში რა და როგორ ხდება ხოლმე, ცოტა არ იყოს ბავშვის წარმოდგენაში, პრაქტიკულ რეალიზაციამდე, ვერაფრით ლაგდება: რატომ ისე და რატომ ასე, რატომ ისე და რატომ ასე არა, რატომ ისე არა და რატომ ასე არა და, საერთოდ, რატომ?
ჩემი მეგობარი ჩემზე ერთი წლით დიდი იყო, და, რასაკვირველია, ცდილობდა, რომ თავი საქმის ექსპერტად გაესაღებინა. მან დაწვრილებით განმიმარტა, რომ “ბრუსლის” ბევრი ქალები ჰყავდა, და ზოგადად ძაან ბევრი სექსი ჰქონდა და ა. შ.
ბოლოს იგი ყველაზე პიკანტურ მომენტამდე მივიდა და საიდუმლოდ, გაოგნებულადაც, სინანულით, ამერიკის აღმომჩენი კოლუმბივით, რომელმაც ყველაფერი იცის, აკეთებს, ხედავს, გრძნობს (ანუ ესმის-რა, მოკლედ, ცხოვრება) – მითხრა.
– იცი, რომ კაცები უყურებენ ხოლმე „სექსებს“!.. მამაჩემის ძმაკაცები… ერთად უყურებენ…
– მართლა? შენც უყურებ?
– არა… მე არ მიშვებენ… – საშინელი გულდაწყვეტით მითხრა ბიჭმა. – იცი…?!
– რა?
საუბრის თემა სხარტად დატრიალდა და მანაც უცებ მომახალა, თითქოს დაუნდობელი “კაცების” საიდუმლოს გაცემით მათზე შურისძიება სურდა.
– იცი, რომ კაცები როცა „სექსებს“ უყურებენ – „უბზიკდებათ“?!
რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს რაღაც ყოვლად დაუჯერებელი იყო. რას ამბობ-მეთქი, რას ყვები! შეძრწუნებულმა შევხედე, რადგან სხეულის “ამ” ნაწილის დანიშნულება მაშინ ჩემთვის ყოვლად ცალსახა იყო და ასეთი მეტამორფოზები ვერაფრით წარმომედგინა.
– ხო, დიდ კაცებს „სექსებზე „უბზიკდებათ“…
მტკივნეულმა კითხვამ გამიელვა თავში.
ნუთუ ვაჟა ძიაც-მეთქი?
„ნუთუ შენც, ვაჟა-ძია?“
ბიჭუნა თითქოს მიხვდა ჩემს აზრებს და სასწრაფოდ გამოასწორა თავისი ნათქვამი:
– არა, მამაჩემს არ “უბზიკდება”!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: