ცეცხლი ნავთზე

ყველაფრიდან შოუს შექმნის დიდოსტატები


Monkey-Wallpaper-55მაიმუნებს აქვთ პათოლოგიური მიდრეკილება და მოთხოვნილება ყველაფრიდან „შოუ“ შექმნან: სასიამოვნოდან, უსიამოვნოდან, მტკივნეულიდან და ტრაგიკულიდან.
ეს სანაქებო დასავლეთსაც ახასიათებს და იდუმალ აღმოსავლეთსაც!
ქართველებსაც, რა თქმა უნდა (აბა ისე როგორ?!)…
თან ამას ის ემატება, რომ ჩვენი საზოგადოება (შემზარავი შინაგანი სიცარიელის გამო) განიცდის ინტენსიურ მოთხოვნილებას სახელდახელოდ შეთითხნილი “შოუს” შიგნით კიდევ ერთი ათი, ერთმანეთში ჩალაგებული შოუ დადგას!..
სანამ პირველი ქვას გამოისროდეთ – თქვენს “ფბ”-კედლებს გადახედეთ-გააანალიზეთ.
თან გახსოვდეთ – ქვის სროლაც ხომ შოუა, “მიფურთხებისა” არ იყოს!

P.S. არანაირი ხუმრობა! არ შეიძლება ყველაფრიდან სანახაობის გაკეთება; სექსუალური ორიენტაციის ნიანსებიდან, თავის მოჭრის ნახვის შეძრწუნებიდან, უბედური ასირიელი ბავშვებიდან, დატირების სცენიდან, საეკლესიო ლოცვებიდან, თვითგამანადგურებელი აწყვეტილი ფემინიზმიდან, არ შეიძლება (უბრალოდ არ შეიძლება!) ამდენი ყალბი და შეთითხნილი “ვიარლივორლდი”. გამოდის, რომ Monkey-Photosხალხს თავად ფაქტით მიღებული პირდაპირი ემიციური კულმინაცია არ ამწუხრებს. გამოდის, რომ განცდილი დარდი არ ჰყოფნის ან მნიშვნელოვნად არ მიაჩნია, ხოლო პათოსი მისი უბრალოდ მსახიობურია. ნეტავ ერთი რომელს გინახავთ (ან ნირმალურად მიგაჩნიათ) დედას შვილი მოუკვდეს, იმ დღეებშივე გამოვიდეს და ფბ-ზე “პოსტოს” დაუსრულებლად, აზიაროს გარდაცვლილის ფოტოები, გოდებდეს და აღშფოთდებოდეს. რას ვგულისხმობ? იმას, რომ წრფელი დარდი ასეთია – უხმო, აპელაციების და აფიშირების გარეშე. თანამედროვე კაცისთვის კი უნებურად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს გავეშებული საზოგადოებრივი, ერთსულოვანი “ლაიქი” გახდა. დარდის შოუს “ლაიქი”. ფაქტი აღარაფერია, მთავარი ეს დიდი სოციალური თამაშია. მაიმუნის მიერ ადამიანობის თამაში!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: