ცეცხლი ნავთზე

“ყველაზე დიდი შეცდომა მაინც საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო!”


Êàäð èç ôèëüìà შუადღეს მეტად ყოფითი, იმავდროულად რაღაცით საინტერესო, წმინდა “ქართული” ტიპის მამაკაცი შემოგვეფეთა (50-იანებში დაბადებული, როგორც თვითონ განაცხადა „60 წლის ვარ-ო“).
ქუჩაში, ახალგაზრდების ჯგუფთან, ვარჩევდით ქვეყნის პრობლემებს და ვითარებას, პოლიტიკურ მდგომარეობას, პერსპექტივებს ან უფრო პერსპექტივების არქონას (ტრადიციული დილემა: „ირანი თუ თურქეთი, რუსეთი თუ ამერიკა“?).
რადგან ჩვენი საუბარი ცოტა დიდხანს გაგრძელდა, ხოლო კაცს, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მსმენელი სწყუროდა, ამიტომ ეს მოქალაქეც შემოვიდა საუბარში და დაიწყო:
– ისე… ყველაზე დიდი შეცდომა მაინც საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო! თქვენ პატარები ხართ და არ გახსოვთ…
ახალგაზრდებმა ესევე შეწყვიტეს მისი მოსმენა.
მე შევრჩი ხელთ და კაცმა ერთბაშად ამოუშვა ბოღმა და სიძულვილი, რაც წინა ხელისუფლების მიმართ ჰქონდა. საოცარი ზიზღით ჩამოაყალიბა, რომ სააკაშვილი „კგბ“-ს აგენტია, აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარა სპეციალურად, რომ ქვეყანა დაანგრია, არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ პიარი იყო ყველაფერი, ფაბრიკა-ქარხნები და წარმოება არ ამუშავებულა, რომ მსოფლიო ბანკი „ატკატებს“ იღებს 30 % (კოოპერატივების დროს იყო ასეო!), ქვეყნის ვალი 12 მილიარდი დოლარია (შევარდნაძის დროს 2 მილიარდი იყო) და უკვე გაკოტრების პირას ვართ და ა. შ.
მე დრო ვიხელთე და რამდენიმე არგუმენტი ჩავურთე.
1. „ფაბრიკა-ქარხნები“ ეს წინა საუკუნის მითია, დღეს საწარმოო მოდელი სხვანაირად კეთდება და ჩვენი ადგილობრივი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს რეალური ინდუსტრიული ბაზის განვითარებას. საქართველოში წარმოების განვითარება ქვეყნის გვერდით ეკონომიკური „მონსტრი“ თურქეთის (მით უმეტეს ჩინეთის) არსებობის გამო უბრალოდ წარმოუდგენელია და ა. შ.
2. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფმზარდი დარგია მსოფლიო ეკონომიკაში, პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი და ა.შ. და ანალიზის საფუძველზე სწორედაც მას მიენიჭა უპირატესობა.
3. რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი (ეს უნდა ვიცოდეთ!). რუსეთი მტერია და ნებისმიერ დახარჯულ დოლარზე სხვადასხვა სახით ჩვენგან ათ და, შეიძლება, ათასსაც ამოიღებს.
რა თქმა უნდა, კაცი „გაგიჟდა“.
– შენთან ლაპარაკი არ შეიძლება!
– რატომ?
– მართალი არ ხარ! მართალს არ ამბობ!
– შენგან განსხვავებულ აზრს ვამბობ!
– ომი ვინ დაიწყო? ხომ სააკაშვილმა დაიწყო?
– ტერიტორია ვისია? საქართველოს? შენი მიწა-წყლის დაბრუნება რომ გინდოდეს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რომ გინდოდეს – და სხვა სახელმწიფომ თუკი ომი გამოგიგცხადა, ვინ არის ის შენთვის? ხომ მტერია?..
მართალია, „ჩემთან ლაპარაკი არ შეიძლებოდა“, მაგრამ შემდეგ ის კაცი შემომყვა ლაპარაკში და თუ სადმე რამე ჰქონდა წაკითხული, მთელი „ფარში“ ზედ ჩამომატვირთა: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, მეფეები – გიორგები, თეიმურაზები, დემეტრე თავდადებული, სტალინიზმის ეპოქის ჩანაწერები, სტატიები, მკვლევარები, პოლიტიკოსების აზრები და იდეები და ა. შ.
ვუყურებდი, და სამწუხაროდ, ვფიქრობოდი, ამ კაცს უკვე ახლავე რეალური ფსიქიატრიული დახმარება ესაჭიროებოდა. ისტერიული და გავეშებული სიძულვილი სააკაშვილის მიმართ არა უბრალოდ ირაციონალური ემოციების ერთობლიობაა. სააკაშვილი ამ შემთხვევაში უბრალოდ სიმბოლოა. ამ კაცში კი ეს ნეგატივი არის გამოვლინება წუხილის და შიშისა კარსმომდგარი სიბერის, მსოფლმხედველობით-კლასობრივი დეგრადაციის და დეპრესიის გამო, უსაშველოდ დიდი ბოღმისა საბჭოთა კავშირის დამაქცევრების მიმართ, რომლებმაც შთანთქეს მისი ახალგაზრდობა, არ მისცეს შანს “რუსი” ქალბატონები, რუსეთი და ყველაფერი რუსული “მიეწნიხა” ბოლომდე, „ატკატებ“-ში თვითონაც ყოფილიყო ჩართული და მოსკოვის რესტორნებში “სულიკო” შეზარხოშებულსა და ყელმოღერებულს ემღერა.
სამწუხაროდ, საქართველოს ინტერესებისა ვერაფერი დავინახე მის წადილში, რადგან მომენტალურად ვაჟა, ილია და აკაკი გამახსენდნენ. თუმცა გულდასაწყვეტი ის არის, რომ ასეთი სიძულვილი და ამოჩემება, აკვიატება, ასეთი ქაოტური აზრებით გაძეკილი ცნობიერება კანონზომიერებად იქცევა ქვეყანაში.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: