მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

გაშიშვლების შეუძლებლობა


hqdefaultსანდრო თითქოს მიმხვდარიყო, რომ ის, რასაც გრძნობდა და ხედავდა – უბრალოდ ესიზმრებოდა. მის ირგვლივ მიმდინარე დაუჯერებელი მოვლენები, ირონიულ ოცნებასთან მიახლოებული და იმავდროულად მეტისმეტად რეალური, ახალგაზრდა კაცს იმ აზრისაკენ უბიძგებდა, რომ ეს ყოველივე უმოწყალო ზმანების ნაწილია. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა სიზმარი რაღაც სანუკვარს ასახავს. ყველაზე გრძნობიერს, სათუთს და ყოველდღიურობაში ძნელად გასააზრებელს, სულიერი სამყაროდან გადმოდინებულს, მსუბუქი სიზუსტით ეხება და ზღვარიც ცხადსა და დასიზმრებულს შორის დაუყოვნებლივ იშლება.
არაფერი გაეწყობა – ჩვენ ცხადში ძილიცა და გათიშულობაც გვიწერია, გნებავთ, ფიქრების ლაბირინტში გზის აბნევაც, თუმცა ეს სულ სხვა განცდაა. ამასთან ერთად უფრო მეტად განსხვავებული შეგრძნებებია, როდესაც სიზმარი ისე მიდის, როგორც თავად შენ ნატრობ. როგორც ამას ლამობს და როგორც ამისაკენ შენი უღრმესი ხვაშიადი მიილტვის. როგორც აღისრულებს თავხედურად ჩანაფიქრებს ის დაჩრდილული არსება, ვინც სადღაც შენში, კლდეებს, ცხრა-მთასა და ცხრა სამეფოს მიღმა ბინადრობს; სარდაფში, ნესტიან კედლებში ჩამწყვდეული, დარდიანი და მიუსაფარი, შორეული და შიშველი… ვისაც სინამდვილე წაართვეს, მოჰგლიჯეს სახელი, რეალობა, პირი, სქესი, მიითვისეს ეს ყველაფერი ვინმე ნაცნობებმა და უცხოებმა, უწყებებმა, კომპანიებმა და ყველაზე უფრო ახლობელმა პირებმა. დაეპატრონნენ და ამ არსების ხსოვნაც კი გააქრეს, თავად შეირქვეს იმ ექსორიაქმნილი ჩრდილის სახელი და ამჟამადამაც სარდაფში გამოკეტილი ნათელი და სტიქიური სულის სისხლითა და ძალით ცხოვრობენ,  მის ნებას ამახინჯებენ და აპამპულავებენ.
სანდროს ის ესიზმრებოდა, რასაც მისი ტუსაღის უშინაგანესი მგზნებარება აწყვეტილი სტყორცნიდა ყველა ზღუდის გაღმა. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ვნება და სურვილი ლავასავით გადმოენთხევა ხოლმე, იფრქვევა პირდაპირ და შეუმცდარად (რადგან რას შეუძლია გადაეღობოს გავარვარებულ, მწვერვალიდან დაშვებულ მაგმას?!); გადმოედინება ქვეცნობიერი გონებიდან და მასუკან სინათლის მხედრობა მოსდევს… ჯარი საოცარი შვებისა, ნანატრი გზის გამკაფავი, რომელიც ამ მილით, უფრო სწორედ კი ვულკანური კრატერით, კაცის ცხოვრებას ჟანგბადის, თავისუფლების სამყაროზე აბამს.
ეს იმ სიზმართაგანი იყო, როდესაც ყოველი წუხილი, ყველა გადაუჭრელი საკითხი, ტკივილი და სენი – სულ ერთ ლანგარზე არის მორთმეული-მოწვდილი. ოღონდ არა როგორც საფიქრალი, არამედ, როგორც სიამ-სიტკბოება – როგორც სამოთხის ხილით დახუნძლული ზეციური ნობათი. ეს იმ სიზმართაგანი იყო, რომელიც ვნებააშლილი არლეკინოს თავაშვებულ ცეკვასაც წააგავს; მასხარას ყოველი ილეთი სულის მანათობელი სფეროს მტკივნეულ წერტილებს ჩხვლეტს და იმ ადგილში უმალ სიმშვიდე და მობიბინე მიდამო აღმოცენდება ხოლმე. სანდროს სიზმარი იმ საოცარ თავგადასავალს ჩამოჰგავდა, სადაც ერთხელ განცდილი აქაურ სივრცეში დაბრუნების და გამუდმებული სწრაფვის სულიერ მდგომარეობას აღგიძრავს, გიზიდავს, გაფორიაქებს… რამეთუ რაც უფრო ძლიერია თავისუფლებისადმი ლტოლვა, მით უფრო მუხანათური და მზაკვრულია კაკანათების წყობა, რომელსაც წუთისოფელი გიგებს (შესაბამისად, მით უფრო საწამებელია უკან დასაბრუნებლი გზაც!). ერთი მეტოქე-ვნება საპირისპიროს აძლიერებს და ბოლოს დგება ჟამი, როდესაც რომელიღაც მათგანი უნდა დაემხოს და დანებდეს, რაც თავისთავად მოწინააღმდეგის აღსასრულსაც მოასწავებს…
სანდროს, რომელმაც დაძინებამდე რამდენიმე ჭიქა „საფერავი“ გადაჰკრა, ერთი უცნაური სახლი ესიზმრებოდა. სამოთახიანი ბინა, რომელიც ლაბირინთის განცდას უტოვებდა, გარეგნულად ერთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა იყო. მამაკაცს ამ სახლიდან გასვლა არც კი მონდომებია, თან საიდანღაც მიმხვდარიყო, რომ გასვლა ისედაც შეუძლებელი იყო.
ამ კაცს ისიც ვერ გაეგო – გასვლის სურვილი არ ჰქონდა თუ სახლიდან გაუსვლელობამ მოუკლა გასვლის სურვილი?
ტყვედჩავარდნილი სანდრო საკუთარ ტყვეობას რატომღაც აღარ ებრძოდა და მეტისმეტად იოლად ნებდებოდა.
მიზეზი, კი..!
ო, მიზეზი ისეთივე ძველი და ბანალურია, როგორც თავად სამყარო.
ყოველ ოთახში მისი ცხოვრების ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალი იმყოფება. საბედისწერო დამთხვევის თუ ზეციური განგების წყალობით ერთ უღიმღამო, არაფრით გამორჩეულ სახლში სანდროს წარმოდგენით სამ ყველაზე ვნებიან და ეშხიან ქალს მოუყრია თავი. ესენი არიან ანი, სანდროს ყოფილი მეუღლე, ვერა, სულ ახლახანს დასრულებული რომანის სრულქმნილი გმირი, და ნათია, ქალი მიუღწეველი ოცნება, ქალი-ჰიპნოზი, ქალი-ხიბლი, ქალი-ფსიქეა!
(მაგალითად, ნათია იმდენად მიუწვდომელია სანდროსათვის, როგორც ანდრომედას თანავარსკვლავედი – დედამიწისთვის, იმდენად სათნო, როგორც დედა – ბავშვისათვის, იმდენად სრულქმნილი, როგორც იასამანი – შეყვარებულისათვის. ქვეყნიერების მილიონებით მოქალაქისათვის ნათია ბრწყინავს და ამ ელვარებით უბრალო ხალხის ნაცრისფერ სიცოცხლეებს ამშვენებს. უამრავი ადამიანი ნათიას ფოტოების ცქერით დამუხტული იძინებს და დღისით ყოფით გასაჭირს ეკვეთება ხოლმე. ნათია სურთ, მისით სუნთქავენ, მასზე ლოცულობენ!).
20080107150331756სანდრო გრძნობს, რომ ლაბირინთშია, რომლის კედლები აგურებადქმნილი ქაოსითაა ნაშენი.
შინაგან სარდაფში ჯაჭვით დაბმულ ხვადს სამივე ქალი ერთიანად სურს; სახლის, დედამიწის ფლობა სურს.
„ყველაფერი ჩემია!“ – ღრიალებს მისი აზვირთებული ჩანჩქერი.
წყეული წესები ყალყზე დგანან: სანდროს მართებს დააქუცმაცოს სურვილი თვისი. და თუ ამ სამყოფში რამე ეკუთვნის ან რამეს ესწრაფვის – ისე მიიღოს. სხვანაირად ლაბირინთიდან ვერ გავა!
…ხვადი ყელს მომდგარი ჟინით იხუთება!
სანდროს აშკარად მეტი გამბედაობა, უფრო მეტი ჟინი და ბრუტალობა მართებს – მართებს სიზმრის „ექშენის“ შელეწვა.
ის გრძნობს, რომ ცოტაც და მისი ქალები, მისი სიზმარი-სინათლე მილიარდ უსარგებლო ნამსხვრევად დაიშლებიან.
აი, თითქოს სასურველს არაფერი წინააღმდეგობაც აღარ უდგას, მაგრამ სანდრო მაინც ყოყმანობს.
მიზეზი: “მას რაღაც აკლია!”
ვნება?
არა! ვნება სწორედაც საკმარისზე მეტია…
სიყვარული და სითბო?
არა, სადაც ქალია, იქ ყოველთვის ჩნდება ეს ორი ემოცია.
მაშ რა აკლია?
სანდრო ვერ ხვდება…
მაგრამ რატომ ვერ ხვდება?! ჰოი, რომ ძალიან კარგადაც ხვდება!
აიიიიი!
მას დაჯერება აკლია… მას არ სჯერა, რომ ის, რაც ხდება – ხდება…
რომ დაიჯეროს, სანდრო აღივსება…
და მისი სხეულიც და სულიც სიცოცხლით აღივსებიან.
იმგვარად, ვით გადამშრალი უდაბნო პირველი წვიმის შემდეგ დამაპურებელ სავანად იქცევა ხოლმე…
აიიიი ესააა! სანდრომ სულში რწმენის წვიმა უნდა შემოუშვას…
ძეგლადქცეული ჩაკირული გულიც აღსდგება და გააცოცხლებს ქალებს… რომლებიც სულგანაბულნი სანდროს გაცოცხლებას ელიან.
სანდრომ უნდა ირწმუნოს, რომ საკუთრივ ეს ქალი, რომელიც ახლა მასთან აქ ამ სიზმარშია, – ვერიკო, ანი თუ ნათია – ნამდვილად მასთანაა და ეს არანაირი სიზმარი არ არის.
დაჯერება ყოველთვის ყველაზე ძნელია…
დაჯერება იმისა, რომ რაც არის, ის არ არის!
დაჯერება ყველაზე ძნელია…
ყოველთვის! არც დანახვა, არც მოსმენა, არც გრძნობა და დაგემოვნებაც კი, ამას არ ჰყოფნის…
სანდრომ ყოველი შემთხვევისათვის არ იცის, რა არის საჭირო რწმენის დასაბრუნებლად.
როგორ უნდა დაიჯეროს, რომ ეს ქალები მადამ ტიუსოს ცვილის ქანდაკებათა ფიგურები არ არიან?!
როგორ უნდა ირწმუნოს, რომ ეს ანგელოზებივით არსებები მხოლოდ მისი სულის ენერგიით არ სულდგმულობენ?
როგორ უნდა ირწმუნოს, რომ უმნიშვნელო ცნობიერების ნაწილები მათ თავადაც გააჩნიათ?
როგორ უნდა ირწმუნოს, რომ მისადმი ლტოლვა თავად ქალებიდან მოდის და არათუ უბრალოდ სანდროს ლტოლვის პასუხია?
სანდრო ცოტა ხანს დაძაბულად ესაუბრება ვერას…
– აქ მარტო ჩვენ ვართ… და ისინი! – ჩასჩურჩულებს ვერა შემპარავად.
…სანდრო და ვერა ცხოველურ ვნებას ეძლევიან.
სანდრო ხედავს ქალის თეთრ ფითქინა სხეულს, კანის ფერსXZx1y3FtMYuWCK2R05akvTl72eJkfbmt4t8yenImKBVvK0kTmF0xjctABnaLJIm9, რომელიც ჩრდილოეთის ხალხების შვილებს ახასიათებთ, ულამაზეს ფეხებს, საოცარი ფორმების მკერდს. გრძნობს ქალის ველურ სიშმაგეს და უშინაგანეს მოთხოვნას უფრო ღრმად შევიდეს მამაკაცში, ჩასახვის წუთამდე შეიჭრას ხვადის საწყისში.
მოჩვენებითი უხეშობით სანდრო ათასწლოვან ვნებას ათავისუფლებს…
მათი სიყვარული ლომების ბრძოლას ჰგავს…
…მერე ვერა ლოგინში ზურგზე წვება და მკერდს საბნით იფარავს.
წყვილს მეორე ოთახიდან გაგონილი კარის ხმა აფრთხობს.
სანდრო იხედება – აბაზანიდან პირსახოცაფარებული ანი გამოდის. სანდროს დანახვაზე ქალი იბნევა და უხერხული სიცილით ამბობს.
– ვაიმე, ბოდიში, გთხოვთ მაპატიოთ. არ ვიცოდი თუ აქ იყავით. გთხოვთ მაპატიოთ!
სანდრო ბრუნდება საძილე ოთახში და აღმოაჩენს, რომ ვერას ნაცვლად… ლოგინში საოცნებო ნათია ხვდება.
მზეთუნახავს ხვეული თმები გაუშლია, წამომჯდარა ლოგინზე და სანდროს დიდი ცისფერი თვალებით განაიარაღებს…
შემდეგ მუხლებზე დგება, უახლოვდება, ჰკიდებს ტუჩებს კაცის მაჯებს და უბრალოდ უყურებს.
– რა?!
წლები… თითქოს ასწლეულები, მითიური რეინკარნაციები… ნატრობდა ამას სანდრო.
რომ ნათია მისი ყოფილიყო…
ზუსტად ეს ქალი; დახვეწილი სილამაზისა, კეთილი, სათნო, პირმშვენიერი, ესოდენ სურნელოვანი და ვნებისამღძვრელი…
სანდროს და ნათიას ბაგეები ერთმანეთს ერწყმის…
ქალი საბნის ქვეშ იმალება, ტანისამოსს იხდის და იატაკზე აგდებს…
სანდრო საკუთარ თავს უყურებს და ამჩნევს; ვითარებისათვის შეუფერებელი სმოკინგი აცვია, რომლის ატლასის ლაცკანები თვალისმომჭრელად ბზინავს.
სულ ესაა, რაც აშორებს ნათიას, ქალ-მნათობს.
სანდრომ საჩქაროდ უნდა გაიხადოს და ამ ქალს თავბრუდამხვევ სიყვარულის აქტში დაეუფლოს.
მამაკაცი მარჯვედ იგდებს მხრებიდან პიჯაკს… შემდეგ პერანგს…
მაგრამ რაღაც კვლავ უშლის ხელს მიუწვეს ნათიას.
ტანზე კიდევ რაღაც აცვია!
ეს სტუდენტობისდროინდელი ტანსაცმელია… არც ძვირადღირებული, უკვე ყავლგასული და გაუფერულებული.
სანდრო ამასაც ზიზღით იძრობს…
შემდეგ იგი საკუთარ სხეულს მკვლევარით დასცქერს – კიდევ რაღაც აცვია! რა სიგიჟეა!!!
სანდრო იხდის და ისევ რაღაც კოსტუმები, ჯემპერები, პერანგები ჩნდება მის სხეულზე…ძველი, დაშმორებული, არარსებული, გამქრალი…
მამაკაცი იხდის და იხდის ტანიდან და კვლავ ჩაცმული რჩება!
რაღაც უმოწყალო ძალას თითქოს არ სურს, რომ იგი გაშიშვლდეს.
ტანისამოსები სულ ფარავენ, ეფარებიან და მოსავენ მის სხეულს.
სანდრო გაოგნებულია…
გულგატეხილია…
დარცხვენილია…
მერე იგი კორსეტს უსწორებს ნათიას, რომელიც მოულოდნელი გადაწყვეტილებით სადღაც წასვლას აპირებს.
კაცი წვალობს ნათიას მხარზე გორდიუსის კვანძივით ახლართული საკინძის შეკვრაზე და თავისთვის ლუღლუღებს. ორივეს მეტისმეტი უხერხულობის გრძნობა ალაპარაკებთ. ნათიას საკუთარი კორსეტის გამო სცხვენია. სანდროს კი იმის, რომ ტანსაცმელი მის სხეულზე ვერაფრით გათავდა და გაშიშვლება ვერ შეძლო.
– დილით ბანკში უნდა წავსულიყავი… – ამბობს სანდრო. – და, ეტყობა, ბევრი ჩავიცვი, ციოდა ძალიან…
– კი, ჩვენც ახალ პროექტს ვიწყებთ… – ეხმიანება ნათია. – რეკლამაში ადრეც დიდი თანხები ჩავდეთ და ახლაც, ალბათ, მოგვიწევს…
– რატომ ვერ გავიხადე?.. რა იყო ეს ამდენი ტანსაცმელი…? რა? – ანგარიშმიუცემლად იმეორებს საშინლად გულდაწყვეტილი სანდრო და ბოლო-ბოლო ქალის კორსეტის ღილს კრავს.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “გაშიშვლების შეუძლებლობა

  1. სანდროს იმის დაჯერება კი არ აკლია, რომ ეს სამი ნანატრი ქალი მისი შეიძლება იყვეს, არამედ, საკუთარი თავის რწმენა აკლია…..და ამ წრეს ვერ გაწყვეტს მანამდე, სანამ არ იქნება გულწრფელი საკუთარ თავთან და ერთგული ქალებთან.თვითონაც კი ხვდება, რომ არასწორედ იქცევა და მხოლოდ ფიზიკურ ვნებას მისდევს, ამიტომაც არჩევანის გაკეთება უჭირს.ეშინია. ნამდვილი გრძნობების, სიყვარულის, ეშინია, რომ სათანადო პასუხი არ იქნება მეორე მხრიდან.შეიძლება არც იყვეს, მაგრამ ნამდვილი გრძნობების მქონე ადამიანს უფრო აინტერესებს მიცემა, ვიდრე მიღება.და ბედნიერია იმ ადამიანის ბედნიერებით, ვის მიმართაც მისი გრძნობებია.აი მაშინა გაშიშვლების არ შეეშინდება, რადა დასამალი არაფერი ექნება..

    Posted by Anonim | May 30, 2016, 12:36 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: