ცეცხლი ნავთზე

“მიხვდით, ბატონო სოსო?”


taxi-1ცოტა ხნის წინ კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალურ ცენტრში ტაქსების მძღოლებთან დავასრულე, ამჯერად უკვე მეორე, ტრენინგი თემაზე „ბიზნეს-ეთიკა, ჩაცმულობა და დრეს-კოდი“. ამ შეხვედრაზე ჩემი ტაქსისტები უფრო გაშინაურებულად გრძნობდნენ თავს და ტრენინგმაც უფრო ხალისიან ვითარებაში ჩაიარა.
რაღაც მომენტიდან საუბარი ჩამოვარდა ფერად სათვალეზე, ანუ მზის „აჩკებზე“. პპტ-პრეზენტაციის სლაიდზე ნაჩვენები იყო ე. წ. რეტროსტილის, „კალიას“, ელვისის, ნუ მოკლედ, რაღაც მოდური, პოლარიზებული სათვალე და მითითებული იყო, რომ საქმიანმა ადამიანმა მზის სათვალე შენობაში და ოთახში არ უნდა ატაროს. იქვე ჩემი მხრიდან დავამატე, რომ მზის სათვალის ადგილი არც შუბლზე და არც ყიფლიბანდზეა.
ერთ-ერთი ოხუნჯი მონაწილე-ტაქსისტი ჩაერთო.
– ჰო არაა?! თითქოს კარბიდი გაუთავდაო, არა?! ჰა-ჰა-ჰა!
(ნუ ამაზე ყველამ ბედნიერად გადაიხარხარა!)
რამდენიმე ხანში გადავედით მაჯის საათის თემაზე, საათის ტარებაზე. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ რამეთუ მაჯის საათი გადამწყვეტი მნიშვნელობის აქსესუარად არ მოიაზრება, შესაბამისად, იგი უნდა იყოს ან საკმაოდ დახვეწილი, ბრენდული და ძვირადღირებული ან საერთოდ არ იყოს.
ეს საკითხიც რამის ამოწურული იყო, როდესაც ერთი ასაკიანი მონაწილე ერთვება.
– ხო, ეხლა, მე ერთი კაი შარვალ-კოსტუმი მაქვს და როცა იქნება ჩავიცმევ, მარა აი საათი… მომკალი და და ვერ ვიკეთებ. არ მიყვარს დააა..!
მეორე ოხუნჯი-ტაქსისტი ეუბნება.
„მაიტა, მაშინ ეგ ერთი საათი მე მომეცი “-ო, რაზეც იღებს ამაყ, ხმამაღალ, დაუფიქრებელ პასუხს.
– აი შენ, ერთ საათსაც არ მოგცემ!
ნუ მთელი შემადგენლობა ტრენინგისა სიცილისაგან რამის იგუდება (თან მე მეკითხებიან – “მიხვდით, ბატონო სოსოოო?” :). ეს ჩვენი ხანდაზმული ტაქსისტი კი უხერხულად კისკისებს…
…ტრენინგის დასასრულს კიდევ ერთი მონაწილე ასაკზე, გარეგნობასა და ჩაცმულობაზე მეკითხება.
– ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ კარგად ჩაცმულ ადამიანს ასაკი არ ეტყობა?
მე დაუფიქრებლად ვპასუხობ:
– მთავარია, რას გრძნობ შიგნით!
– მე შიგნით… არაფერს ვგრძნობ!!!
“რაიონიი” ლიდერ-ტაქსისტებს შორის უმალ გიჟური ხარხარი იწევა.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: