მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

ძნელია ქართველად ყოფნა


ნ*** ავტოსადგურის სადგომებზე ასტრონომიული სიზუსტით გვერდიგვერდ, მოზომილ სიახლოვეში, თითქოს სამხედრო პარადისათვის გამზადებულ, საქალაქთაშორისო, დიდი ტევადობის ავტობუსებს სტუდენტი-ყმაწვილი მიუახლოვდა. ავტობუსის მძღოლმა საკუთარი ხელით განათავსა სტუდენტის ჩანთები საბარგულში. ჭაბუკმა თანასოფლელი-მძღოლის სიახლოვეში ჩვეული მზრუნველობა იგრძნო და კაცის საქმიან და ხელგაშლილ ქმედებებს ზანტი უშფოთველობით მიადევნა თვალი. ორიოდე წუთში მძღოლის მითითებით სტუდენტი სალონში აბრძანდა და მშვიდად შეუდგა თავისთვის საუკეთესო ადგილის შერჩევას. მგზავრები სადღაც იყვნენ გასულები და მანქანაში დღის იმ დროისათვის უცნაური სიჩუმე და სიმშვიდე სუფევდა.
სტუდენტმა პედანტური მიზანმიმართულობით სავარძელი დაიკავა და ის იყო თავისთვის აღნიშნა, რომ ქალაქის მგრგვინავი ხმაურის შემდეგ ავტობუსის დავრდომილი სიწყნარე ფრიად ეხამუშებოდა, რომ თითქოს მისი აზრის გასაბათილებლად ქვემოდან რაღაც დაძაბული, ხოლო შემდეგ მოურიდებლად აგრესიული ხმები და ინტონაციები გაისმა.
ავტობუსთან მამაკაცების სამკუთხედად გაშლილი ჯგუფი გამოჩნდა. ორ, ყველაზე უფრო ავტორიტეტულ წევრს, ვიღაც მოკაკვული ტიპი პირდაპირ ავტობუსის „პერედოკთან“ ჰყავდათ აყუდებული და აკაჩავებდნენ.
– რა თქვი, ბიჭოო? ჯერ მითხარი რომელი იყავით და სად არიან დანარჩენები? დროზე! თქვი, შენი…! აბა გამოდი აქეთ. გამოდი, შენი დედა…
ბოლო ფრაზის შემდეგ ორი-სამი წამიც არ გასულიყო, რომ მამაკაცებმა მსხვერპლი ავტობუსებს შორის არსებულ ვიწრო გასასვლელში შეათრიეს. ჩიხში გაუჩინარებისათანავე სტუდენტს ავტობუსის ბორტზე რაღაც რითმული და ძლიერი შეჯახების ხმა მოესმა. იფიქრებდი, მანქანის გვერდს მოწყვეტილად და მონდომებით ბლაგვ და მყარ საგანს ურტყამდნენ. ამ უროსმაგვარ რახარუხს თან აგრესორების გამხეცებული შეძახილები და მსხვერპლის კვნესა ახლდა.
– ვინ არიან, ბიჭო, ძაღლები? ვინ არიან ძაღლები, შენი..?! ვისზე თქვი, შენი დედას შე….ი, ძაღლები?!
თითო კითხვას მსხვერპლის ერთი ან ორი თავური დარტყმა მოსდევდა ავტობუსის ბორტზე…
ეკზეკუცია ისევე სწრაფად დაბოლოვდა, როგორც დაიწყო.
ძალადობრივი ლიდერები სასჯელის ადგილიდან ხელების ფშვნეტით და კისრის ნევროზული მოძრაობით გამოვიდნენ; საყელოში ხელჩავლებულ იმ საცოდავ ადამიანს მოათრევდნენ, ვინც მათ „ძაღლები“ უწოდა.
მიუხედავად მსხვერპლის სამაგალითო დაწიოკებისა, მამაკაცების სიავეს თითქოს საზღვარი არ ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი, ტყავის ქურთუკში გამოწყობილი აყლაყუდა, ფიზიკურად უფრო ძლიერი და სასტიკი, მოკლე და დაუნდობელ ბრძანებებს გასცემდა.
– ესეც წაიყვანეთ, ესეც… წავიდა-მეთქი, შე ნაბოზარო!
– მე??? რეისში ვარ… – შეჰკადრა გვერდით მდგომმა ავტობუსის გამყოლმა.
– რაა? იქ არი შენი „რეისი“! წამოდი-მეთქი! მძღოლი სად არი? შენც მოდი აქ! გელოდები განყოფილებაში! თქვენ კიდევ ეს ნაბოზარი წამომითრიეთ. მაგას უნდა ვაჩვენო, ვინ არის ძაღლი! – ყვიროდა მამაკაცი თითქოს დემონით ყოფილიყო შეპყრობილი.
ჯგუფის სხვა წევრები საქმიანად დაფაცურდნენ. ხელისკვრით და მოჩვენებითი უხეშობით მათ რამდენიმე იქ მდგომი კაცი ერთად შეჰყარეს,მანქანაში ჩასხეს და „განყოფილებაში“ გაენთნენ.
გაოგნებული სტუდენტი მძღოლს მიუბრუნდა და ჰკითხა.
– რააა…. მოხდა, მათე ძია? ესენი რატომ-ღა წაიყვანეს?
– არ ვიცი, რა ვიცი, შვილო… ვიღაც ქალი ყოფილა, მგზავრი… მოუტანია რაღაც „სუმკები“. ჩაულაგებიათ „ბაგაჟნიკში“, ძვირფასი „ტავარით“… მიბრუნებულა-მობრუნებულა ეს ქალი, იქვე გავიდა… და 5 წუთში „სუმკები“ გამქრალა. ეტყობა ჯიბგირებმა ააცალეს… ამ ქალს კიდევ პოლიციაში, ეტყობა, ახლობლები ჰყავდა, ეგრევე დაურეკა. ესენიც მოსულან „გრაჟდანებში“. და… ეგ რომელიც ეხლა სცემეს, არაა – მეორე მანქანის გამყოლია – არცა სცოდნია ვინ არიან და უთქვია: „ყველა „კარმანშიკი“ სულ ძაღლებთან არის შეკრული“-ო… დანარჩენი კიდევ შენცა ნახე. კიდევ კარგი ეს ქალი ჩემთან არ მოვიდა…
სტუდენტი გაქვავებული სახით უყურებდა გამზირზე მიმავალ მანქანებს.
გული საშინლად ეწურებოდა იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც „განყოფილებაში“ მიჰყავდათ და რომლებისათვის უნდა აეხსნათ რა და ვინ არის „ძაღლი“.
მის არეულ ფიქრებს შემოკრებილი მგზავრების ჩოჩქოლი არღვევდა.
– ისე ყველაზე დიდი ნაძირალები ეს ჯიბგირები არიან…
– აქ სულ ეს ამბავი არ არი?! ახალი ნეტა რა ნახეთ?!
– ჩვენთან? ჩვენთან ქურდობა და ბოზობა არასოდეს ამოიძირკვება…
– აგერ ჩემს თანამშრომელს სამასი ლარი ამოაცალეს… ქალს უკანასკნელი ფული ჰქონდა წამლებისათვის შემონახული.
– ჩემი მეზობელი საახალწლოდ „სათითეებით“ ათამაშეს და მთელი ფული წაართვეს. მგონი 1500 ლარზე მეტი.
– ნეტავ როდის დააყენებენ საშველს ამ არაკაცებს?!
– რამდენჯერ მინახია, ჩემს თვალწინ ამოდიან და მგზავრებს აშინებენ და ემუქრებიან: „აბა ერთი დაბლა ჩამოდი“-ო. თან სპეციალურად „ტალკუჩკას“, სივიწროვეს ქმნიან, რომ ვინმეს საფულე ამოაცალონ… მეც განა ერთი-ორჯერ კი არ მინახავს, როგორ იწევენ ეს არაადამიანები სხვისი ჯიბეებისაკენ. მარა ხმას რა ამომაღებინებს? შეიძლება დანა ან „სპიცი“ ამოიღოს და თვალის დახამხამების გარეშე გაგიყაროს. სუფთა შარია!
violenceსტუდენტმა იგრძნო, როგორ ეუფლებოდა აუტანელი ზიზღი იმ ყველა მანკიერების მიმართ, რასაც მისი ხალხი დამღასავით ატარებდა და ვერაფრით იცილებდა. მას შემოეფინა სასოწარკვეთილი განცდა იმისა, რომ ყველა და ყველაფერი გამოუვალ მდგომარეობაშია.
ყურებში კვლავაც ჩაესმოდა დაჩაგრული კაცის თავის რითმული რახარუხი ავტობუსის კრიალა ბორტზე.
როცა ყმაწვილი გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ მგზავრებს ადგილები დაეკავებინათ, ხოლო ავტობუსის მძღოლი მინაზე თითის კაკუნით ანიშნებდა, რომ გასვლის დრო დამდგარიყო.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: