მოთხრობები (2006 - 2015)

გადი, ნუ უყურებ, არ შეიძლება!


(ეთნოგრაფიული ჩანაწერი, მთხრობელი მიხო ბ*…)

გადი!

69cf5bu-960ეხლა მოდი ბევრი ბაზარი და რაღაც შესავლები და ეგეთი ზღაპრები არ გვინდა-რა! მოდი პირდაპირ გული გავშალოთ – გავეხსნათ ერთმანეთს! გავხსნათ გულის მურაზი, კაცური კაცი, აბა სხვა როგორ?! ესე არ უნდა იყოი, მაშ?! რა მაქვს ეხლა მაი მე შენთან დასამალი, ჰა?! მე, ჩემდათავად, არაფერი არ მაქვს ეგეთი და გეტყვი ეხლა იმ ამბავს ზუსტად ისე, როგორც არის, როგორც უნდა ითქვას და არც ერთი სიტყვა არ იქნება მოგონილი.
ან დასამალი რაღაა, ძმაო? გაიხედე ერთი, დღესდღეობით ყველამ გახსნა, რაცა ჰქონდა. ზოგმა კარტი გადაშალა-დაყარა, ასტროლოგობს თავის ჭკვაში, ზოგმა ფული გამააჩინა, ბოზებმა საბოზაოდ გამზადებულები ლაჯ-ბაყვი გაშალეს და აუშვეს, მავანი და მავანი ჩრდილიდან გამოვიდა და თავის არაკაცობაზე ალაპარაკდა და ქვეყანა, რომ იტყვუიან, რელსებიდან გაიდაიყამს. აგერ მთავრობამაც ხომ გვითხრა „იავნად“, რომა დემოკრატიაზე ნოსტალგია კი გქონდეთო ხანდახანო, მარა მთლად ნუ დაიჯერებთო-რა. ცხოვრება ცხოვრებააო, ბნელეებოოო! თუ არა და აი თქვენაო, და (სტალინმა ხუ აჩვენა ჩერჩილ სამი თითი – ყირიმი ვისიც იქნებაო-რა იმაზე)… აი დღეს ასევე გვეუბნებიან – აი თქვენი დემოკრატიაო! შაამახტითო! ჰოდა მოდი ეხლა მე რა ისტორიაც გულზე მამაწვა, ნუ შემაჩერებ, გეხვეწები, მაინც უნდა ვთქვა. იმიტომ რომ მეთქმეინება მაინც და არა ჯობია, რომ, რაც გამოსასვლელია, თავის ნებით გამოვიდეი, ვიდრე მერე ოყნა და რამე დაგვჭირდეს?! არაააა?! ჰა-ჰაჰაჰა!
ესე იგი, კაცური კაცი, ოცდახუთი წლის წინ იყო ესა-რა. ანუუ, ეხლა ხომ ძირგამომპალ საბჭოთა რეჟიმ და იმპერიას რო ეძახიან, მაშინდელ ამბავს გეუბნები. იმპერია იყო თუ რა სირი იყო, ქვეყანა ქვეყანას მაინცა ჰგამდა, ეგრე არ იყო რა. ეხლა ძაღლი პატრონს რომ ვერა იცნობს და “ხამილეონი”, თუ რაიქვია, ხვლიკის სახეობა როა არი?! ეგრე სად იყო მამრავლებული, როგორც ეს ჩემისები, ხან ფერს იცვლიან, ხან ფორმებსა და ხან ენითა ნადირობენ.
ხო იცი ხამელეონსა რამხელა გამოიდის? რა რამხელა? პირგესლაა, ჯოოოო! ენაზე გეუბნები, ენაზე! რომ გააქენებს და ლეწავს ამ ენას, არა, – სულ ზედ იხვევს ყველაფერს-რა – ბუზს, მუმლს, ბუზანკალს, ნემსიყლაპიას, კოღოი! ესენიც ეგრე არ არიან განააა?! იგეთ რამეი იტყვიან, იგეთ რამეი დააბრეხვებენ, ჯერ ხო გული გაგისკდება! მერე, რომ იტყვიან, ყველაფერი აღიგვება ხოლმე პირისაგან მიწისა მაგათი ენი ტრიალით… რავი, არ ვიცი, რა იქნება, რაღაცა კი იქნება! მე ჩემსას გიყვები, ჩემი კაცობა ეგარი…
ჰოდა, ერთი კაი ამბავი უნდა გითხრა-რა.
ამ ბალღობაში მამაჩემმა და მაგისმა ძმაკაცმა ჩვენა, პატარა ხურუშიანი ბალღები ვიყავით, სანადიროდ წაგვიყვანეს. ხშირად დავყავდით ხოლმე, სხვათაშორის… კაი მწყრის ძაღლი გვყვანდა და მაგრა ნადირობდა, დაუღლელი იყო-რააა, ტაიჭივით დარბოდა! ბევრი რო არ ვაჩმახო, ნახევარი დღე მაინც ვიარეთ, ვიარეთ, და ვერაფერი ვერა ვნახეთ, ილეოდა მწყრის სეზონი; ამას ეხლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც მოგაცდენ ამის აღწერილობით. მთავარი ის არი, რომ ბოლოს დიდი ვერაფერი რომ ვერ დახოცეს ამ ჩვენმა ღირსეულმა ხალხმა, მანქანიდან არაყი, “ვიჩინა”, მწვანილი, ცოტა პამიდორი, ცოტა კიტრი, პური და ყველი გადმააბრძანეს… და კავკასიონისა და ქართველი ხალხის დალოცვაში ძაან-ძაან მალე კარგად გაილეშნენ-რაააა! პაპაჩემისეულა არყისა იყო, აბა ეგ ეხლა მთელმა საახლობლომ იცის, რომ ცოფია-რა! გვარიანად რო შაითვრნენ, ადგნენ და თოფები ჩვენ გადმოგვცეი და გვითხრეს:
„წადით, შვილო, ინადირეთ, მარა ფრთხილად, ერთმანეთს არ მაარტყათ!“-ო.
ვისთვის რა უნდა მემერტყა, ბიჭო, ჩემი სისხლი და ხორცისათვინ, ჩემი თავისთვინ? შვიდი წლიდან თოფს ვისვრი და სანადიროდ დავდივარ!
ჰოდა, რომ გვითხრეს – ჩვენც მეტი რაღა გვინოდა, დავავლეთ ხელი ამ თოფებს, ძაღლებს შავუსტვინეთ და გავვარდით მინდორში.
მარა, შენც არ მამიკვდე, ან სად მივატლაყუნებდით, ან რა გვინდოდა?! ეხლა თუ ამ ღვაწლმოსილმა ხალხმა ვერაფერი მოკლა, ჩვენ რა-ღა მწყრის მამკვლელები ვიყავით იმ პაპანაქება აგვისტოი შუადღეს?!
როგორც იქნა, რის ვაი-ვაგლახით გავედით მინდვრიი ბოლოში, ძაღლი მოლასლასებს, ბირკა, ძეძვი, ბარდი და ათასი მძ…ერი – ყველაფერი ზედ აიხვია, სეტერი იყო “ანგლისკი”… ჩვენც რაღაც ბალღურ რამე-რუმეებს მივედ-მოვედებით: „იმიჰ შეყვარებული, ამიჰ შეყვარებული, გაკვეთილები, მულტფილები, მანქანები, ძუძუებიო…“. მაი ეხლა 13-14 წლის ბიჭები რაზე ილაპარაკებენ?! მერე ცოტა ხნით მაყვლის ბარდებს მივადექით, ცოტა პირი ჩავიტკბარუნეთ, მერე ღელეც შეგხვდა, თურდოს ხევ უერთდებოდა ზემოდან, ეხლა არ ვიცი კიდევ არ თუ წყალმა წაიღო.
ჰოდა, მეც, ჟიულ ვერნის კაი ფათერაკების მაძიებელივითა, ვეუბნები ჩემს მეგობარს, მოდი იქით გადავიდეთ-თქო. „ეს მეორე გონჩია და იქნება კურდღელი ან მელია გამოაგდოს“.
(რა მელია, რის მელია?! რა ატამი? რი ატამი?! – საბჭოთა ბავშვს მაინც რამდენი უაზრობითა ჰქონდა ტვინი რო იტყვიან გამოძეკილი!).
გადავედით თურდოს ხევისაკენ, და შენც არ მამიკვდე, არც წყალია ამ ახრიოკებულ ხევში, არც ის ნაბოზარი მელა და არც გოთვერანი კურდღელი – რაღაც ტოროლები, კვირიონები თუ სკვინჩები ჟღურტულით დაფრინავენ ჩვენს თავზე, თითქოი გვეკაიფებიანო.
„ე, მეთქი, არაფერში ბედი არა მაქვს, „ვაბშე“ არაფერი არ არის!“
წამოვედით ამ ხევიდან და ახლა ბუჩქნარს ჩავუყევით ქვემოთ. ერთი კაი ორმოცდაათმეტრიანი ეგეთი ზოლია – ხევის ნაპირს გასდევს ძეძვი, პატარა ხეები და ბუჩქნარი.
რომ იტყვიან დავწანწალებთ, დავლასლასებთ კაი მშიერი ტურებივითა. (“რა გინდა, შვილო, დაეტიე მშობლებთან, მანქანასთან, სად მიეკვეხები?! ვინა ხარ – ღმერთი არ გაწვალებს, რა ძალათ რაღაცეებ იგონებ?!”)
ჰოდა, უცებ ორივეი მოგვესმის რაღაც ძაან უცნაური ხმები. მართლა, აი რაღაც ძნ უცნაააური ხმა არი-რა!
რატომ და რით არი უცნაური, გეტყვი და აუცილებლად მოგახსენებ. უნდა აგიღწერო ეხლა! მეემზადე!
(ისე, მართლა, აგიღწერო თუ აღგიწერო?)
ეჰ, სხვათაშორის კაი ქართულის მასწალებელი გვყვანდა. პრონწკი-პრონწკი, კომუნისტი ქალბატონი ბრძანდებოდა და სულ გვეუბნებოდა, „ქართულით ილაპარაკეთო, თქვე დებილებოო“-რა. ისე, ჩვენში დარჩეს და რავი, ერთი ყ… არ არი „აგიღწერო“ თუ „აღგიწერო“? ჩემთვინ ეგრეა და, რამდენიც გინდა მასწავლე ეხლა!
ჰოდა იმაი გეუბნებოდი, რომ უკვე მივედით აი მთავარ სიტუაციებამდე-რა.
ანუ რა ხმა გვესმის მე და ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემი ბავშვობის მეგობარს, ჩემს თანატოლსა? თუ გინდა ეხლა დავურეკავ, და აი აქ დავცემ მაგ კაცს. მაიც-მაიცა, გინდა ეხლავე დავურეკო?! არა, რომ არა თქვა, რომ რაღაცეებს იტყუებაო და ატ…კებსო?!
არა? კაი და კაი, როგორც გინდა! იყოს და მაშინ იყოს! მერე მაინც გაგაცნობ ამ კაცს, რომ 1000 %-იანი დარწმუნდე.
ჰოდა, რაზეა საუბარი. იცი, როგორი ხმები გვესმიიის?
პირდაპირ გეტყვი – ეს არი ფეხებგაჩაჩხული ახალგაზრდა ქალის ოხვრა-კვნესის ხმა!
აი, კარგი ჯეირანივით რო არი-რა!
აი, როგორც იქნა დიდი „დევნიი“ მერე რომ აი მაიგდებ ხელში, არა?! კუთხეში რომ მიჭყუნავ და მიწნიხავ და მიწნიხავ!!! აი, ეგეთი ხმები ისმის! აი ნაღდიიიიი ეგ არი! დედას ვფიცავარ თუ გატყუებდე! ხუ არ დავიგინები?!
15400d9ce53580ffb8f176aac55415011ეს ეხლაა, ძმაო, ინტერნეტში რომ მიაწკაპებ და ოხრობა მასალას ამაგიგდებს ამგვარს, უუუააამრავსა!
მაშინ ასეთ კვნესას ეტანებოდა ხალხი. თუ ეტანებოდა! გეუბნები-რაა! კვნესაზე იგზნებოდა ხალხი! კვნესა იყო ჩვენი მასალა და საქმე! „სავეტსკი“ ფილმებში ცოტა რაღაცეები კი იყო, მარა ბოლოს მაინც კადრს სადღაც სიბნელეში გააპარებდნენ ხოლმე, მიაბუნდნენ, მია…ვდნენ და ქალს კიდევ ცოტა ბოხ ხმაზე აკვნესებდნენ. უჰ, მაგათი დედა…! მარა, კაი კვნესას პოვნა უნდოდა, ძმაო! როგორც კაი ქალს ძებნა უნდა, ეგრევე კაი დაკვნესასაც სწავლა უნდა.
ეგრე სად არი?! ეგრე სად არი, ძმაო, შენ შემთხვევით აეგრე სექსის დროი მაგარი კვნესა გამოგივიდეი და შენ თავად კაი ტიპი არა იყო? შანსი არ არი! არ არსებობს მაგეთი რამე!
სექსში რომ კაი ხმებს უშვებდე – კაი ქალი უნდა იყო!
ბოლოს ვეღარ მივდივართ წინ-რა! რა გახდა ეს ჩემისა! ცოტა ხანი კიდე მაცალე…
ჰოდა, იმაი გეუბნებოდი, რომ ისეთი სექსუალური ხმები გვესმის, ფეხებმა თავისით დაიწყო კანკალი, „დრაჟენია“! ჯერ ხუ ავღელდით, აღვიგზენით! თან სმენას ვერა ვწყვეტთ – თან, ბიჭო, რითმში მიდის, თან იგეთი საყვარლად, იგეთი გულისამაჩუყებლად ტკბილად კვნესის, ეს დალოცვილი! ვიძახი, ეს უნდა იყოს, ალბათ, სანთლისაგან ჩამოთლილი ქალი-მეთქი! თან მამენტ-მამენტ კიდევ უწევს ამ კვნესას, კულმინაციას უკეთებს, ძმაო, კულმინაციას, კაი მაგარი „მუზიკანტივით“!
ცოტაც და იფიქრებ, რომ აი იმენა გასკდებაო სიამოვნებისაგან და კაიფისაგანო! აი ამასა ჰქვია დაუოკებელი ვნებაა! აი, რა ხმა იყო იცი???!! ვაიმეეეეე!
„ააააააააააააააჰჰჰჰჰ, აააააჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ, ააააააააა-ააააჰჰჰჰჰჰჰჰ!“
მე ეხლა როგორ დავაჯავრო სრულად, მარა მე ეგეთი სიამოვნების გამოხატვა ქალისაგან ამხელა კაცი ვარ, ამდენი რამე ვნახე, და ნაღდად არ მოვსწრებივარ, ჩემო ძმაო!
მერე რო წიოდა, რა დონეზე წიოოდააააააააააააა, იცი!!!!!!!!
თანაც, ძმაო, ეს ხმა გვესმის სადღაც იქვე, ბუჩქებიდან, სულ რაღაც ერთი… რავი ორმოცდაათი მეტრის სიახლოვიდან.
ჰოდა, ეხლა შენ შედი ჩვენს მდგომარეობაში. ბალღები ვართ-რა, ალალი, გულუბრყვილო, პირტიტველა, „ის საქმეც“ ახალი ნასწავლი გვაქ, ყურები „ავჩარკასავით“ გვაქვს დაცქვეტილი, მარტო ამ თემაზე რამე გავიგოთ და ამ დროი ეგეთი რამე პირდაპირ, „ნა ხადუ“ შეესწრო?!..
„ჩუმად იყავი“, – ვანიშნებ მეგობარს. – „ნელ-ნელა იქიდან მოუარე!“
შიშით, რო გითხრა, ახლა არც შეგვეშინდა, მარა რა იცი რა ხდება?! იქნება ვინმე ჩათლახები არიან, რას გაიგებ?! თან თოფი რომ გაქვს, ხო იცი, ტყუილად ხომ არ გეჭირება, უნდა შააყენო და მიუშვირო!
თოფები მოვიმარჯვეთ და ძაან-ძაან ფრთხილი ნაბიჯით, ფეხაკრეფით დავიძარით სასექსაოდ მოსული ხალხის სანახავად, სათვალთვალოდ, უფრო სწორედ. სისხლი გვიდუღს, ძმაო, ნაღდად! ეხლა ეგრე გიყვები, თორემ მაშინ დავიძაბეთ, მაგრა სერიოზულად დავმანდრაჟდით!
ხო-და სანამ ბოლოში გავალთ, კიდევ ერთი რამე უნდა გითხრა აუცილებლად.
მაშინ ჩვენს სკოლაში ყველა ბიჭმა იცოდა შრომის მასწავლებლის ისტორია, რომელიც ჩვენმა საახლობლომ ადგილობრივ ტყეში დათირა; ძველი „მოსკვიჩი“ ჰყავდა და პარპრესზე „ადიალას“ აფარებდა ხოლმე (ისე, ძმაო, ეგრე მეც ერთი-ორჯერ გავაკეთე და მინდა გითხრა – ამართლებს! როგორც ტანკში იჯდე და ქალს ეფერებოდე ეგრეა. გარედან სხვები ვერა გხედავენ, „ადიალა“ ეფარება, შიგნიდან – კიდევ ოხშივარია მინებზე და არაფერიც არ ჩანს თუ გარეთ რა ხდება!).
ისე, ჩვენი თელავის ამბავშიც შუამთის ტყესა ჰქონდა ეგეთი საპიკნიკე-საპაემნე ადგილის სახელი-რა; ჩემს ბალღობაშიც და ეხლაც. ყველამ იცის, რომ ეგ არი ისეთი ადგილი, ქალი თუ გყავს – აიყვან და მიყრუებულ, მყუდროში შეხვალ და… ისე, სხვათა შორის, ჩემო ძმაო, მე რომ მკითხო, “საცუდკაცო” ადგილები ეხლაც პრობლემაა. ეგ არი, შენც დაუფიქრდი ამაი, ძაან სერიოზული თემა და ტელევიზორში, თუ ლაპარაკია, მაგაზეც უნდა ილაპარაკონ.
ეგ არი, რომ იტყვიან, მტკივნეულზე-მტკივნეული პრობლემა, სახალხო პრობლემაა, ჩემო ძმაო, ყველა ფენისთვინ!
მე ეხლა მილიარდერებზე, ვიღაც სუპერმილიონერებზე არ გელაპარაკები, ას სულ პუტანკას და ბოზს რომ დაიბარებენ ერთად ხოლმე და ჩიტის რძეში აბანავებენ. მაგათ თავიანთი იციან და თავიანთი მეეკითხებათ მალე, მოიცა სტალინისნაირი კაცი მოვიდეი! მე გეუბნები უბრალო ხალხის შვილებზე, ერთმანეთთან ალერსობის ნორმალური ადგილი რომ საერთოდ არ აქვთ.
სახლში ხომ ვერ მიიყვანს უბრალოდ ქალსა? ხო ზედაც დააკლეს?! ზოგს, ძმაო, კიდევ ის სახლიც კი არა აქვს. ჰოდა რა ქნან? მიდიან ტყეში! აი შენა თქვი რა ქნან?! ეხლა შენ, როგორც საჭმელზე ვერ იტყვი უარს, ძმაო – სექსიც ეგრეა. არ იცი განა? იტყვი უარ და აგერ, გაიხედე, რა ხდება! აგერ ხალხი როგორ აწეინებს, აბა გაიხედე. იმენა აწეინებს: რას მიედ-მოედება, რეებსა ლაპარაკობს, პიდარასტობა, ბოზობა ყვავის და იფურჩქნება ქვეყანაში, ხალხი კიდევ მოზვერივით მარტო ზმუის – ვერ გაიგებ რა თავის დედისა უნდა!
ჰოდა, როცა ძნ უნდებათ ეგ სექსი ამ ხალხს, რაღაცა ხო უნდა ქნან, თავს ხო უნდა უშველონ? მიდიან ახლომახლო მინდორში, ჭალაში ან ტყეში. ამასიგეუბნები აი სწორედ ეხლანდელ დროს, განა მამა-პაპათა დროში – ამას გეუბნები ჩვენს თანამედროვე… ეპოქაში, რომ იტყვიან! შენც ხუ კარგად იცი?! ეხლა მამენტ ზოგითვინ ტყე ტყე არი, ზოგისთვის რომანტიკიი, ჩიტების მიყურადების ადგილი, ზოგისთვიი პოეზიის სავანეა, ზოგისთვინ ფულის საშოვნელი ადგილი (აგერ დედა მო…ნეს მთელ ქართულ ტყეს!), ზოგისთვის – საჟიმაო ტერიტორია, ზოგითვის მგზავრობის დრო გადავა და მო…ავს, ზოგისთვის კიდევ ყველაფერი ერთად არი, ყველაფერს ასწრებს იმ ტყეში. ჰოდა, საწყალ ხალხს, გინდა ქალს, გინდა კაცს, ფული არ აქვს, ძმაო, სექსი უნდა და ადამიანური განმარტოების საშუალება არსად არ არი. იასნია, რომ რამე გამოსავალი უნდა ნახოს, და ნადირებივით ტყე-ტყე დარბიან…
აი ქალაქში მაგალითად, ქალი მყავდა-რა ერთი და ის მიყვებოდა. “გოროდში” მივა გოგოსთან ბიჭი სახლში სტუმრად, გოგო ეუბნება ოჯახის წევრებს. „დე, ჩემი მეგობარია (თუ ვინც არი-რა – როგორც აწყობს, ისე აცნობს და ასაღებს!), ჩემთან ოთახში ვიქნებით და სკოლიი ალბომებ დავათვალიერებინებ“-ოოოო. მერე მიდის ერთი ამბავი – გრეხვა და წნეხვა! ისე მთავარი ხო იცი, ამ დროი რა არი – რომ ბიჭმა გოგონა „გიფსოკარდონის“ კედელს ან გარდერობ არ მიაბჯინოი. ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა!
თუნდაც იმითვინ, ძმაო, რომ მშობლებს დიდხანს სჯეროდეთ – „ჩემი შვილის დარი ქვეყნად არ დაიარება“-ო.
ქვეყანას სექსის სურვილი მართავს, ძმაოოოოო! ეგრეა და ეხლა გინდა ისე თქვი, გინდა ესე!
sex-vo-kola-2ეხლაც, შენც ხო კარგად იცი, რომ გამოზაფხულდება ბევრი ხალხი ადის ხოლმე შუამთის ტყეში, იქვე გზისპირებში ღობემძვრალებივით დაძვრებიან-რა. ბევრსა ვხედავ ხოლმე ნაცნობს, მიუპიპინებ ხოლმე ჩემებურად, ოხუნჯურადა! ეხლა უკვე ძირითადად „ჯიპებით“ ადიან ხოლმე. ბუნების წიაღში გაისერნებენ ხოლმე. ხო, გითხარი, სიყვარული უნდა ხალხს, სიყვარული!
აბა მაინცდამაინც სექსი არ უნდა მინდოდეი, სახლში უნდა ვიჯდე, ტელევიზორის ყ…ობებს უნდა ვუყურო და კაი ქართველი მაშინა ვარ?
არა, ძმაო, სანამ ახალგაზრდა ხარ, სანამ გი…ბა, უნდა გახვიდე, იგულაო, იგრიმიტო, გაისწორო შენი.
აბა როგორ გინდა? ცხოვრება უცებ ჩაივლიი! ამ ყვავების ყრანტალს ნუ მოუსმენ შენა, გაიგე! ყველა სათავისოდა ბაზრობს. თან რა არი, იცი კიდევ? ვინცა ზნეობაზე და კულტურაზე გელაპარაკება – აბა ეგ დატანტალებს, დაეთრევა და მძუნავს, თუ მძუნავს! სუ რაღაცა რომანებშია, ქალებში, ვალებში, რესტორნებში, ჩათლახობებში… სულ ესე არიან და რომ მოუსმინო კიდევ – მამა ამბრამიი ბატკნები გეგონებიან.
ჰოდა, შუამთის ტყეზე იმაი გეუბნებოდი, რომ იქ ადიან თუ რამე საქმე აქვთ. ისე მაგარია, თუ „ჯიპი“ გყავს და…
ერთი რამეა კიდევ! კაია თუ პოლიციელებსაც იცნობ. შენც ხო იცი, მიშაი დროს უფლება მისცეს პოლიციელებსაც და პატრულსაც, რომ შეუძლია მანქანიდან ეგეთ მომენტში გადმოგათრიონ და დაგაჯარიმონ. წარმაიდგენე ეხლა! შენ ეფერები, ნებივრობ, კოცნი, გულაობ, ჭკვაზე არა ხარ კაცი – დაგადგება თავზე ვიღაცა ნაბიჭვრების სასტავი, გუშინ რომ უარესმა ნაბიჭვრებმა მიაკრეი კანონის დამცველის სტატუსი (ჯერ შენ ისა თქვა, რა კანონი, რიჰ კანონი საქართველოში) და თუ შენი გამოჭერა უნდა, გადმოგაბურძაყებს მაქანიდან და შენს ამბავში „კანონს იცავს“! არადა იმენა რა კანონი უნდა აუტყდეს გაგანია შუამთიი ტყეში?! „პროსტა“ უნდა რო გაიგოს, ვისთან ერთად ხაარ! ჯერ-ერთი, ჯარიმას ხო გატაკებს, თან დაგამცირებს, თან გაიგებს ვინა გყავს მანქანაში; შენცა ის ქალიც სულ მუშკაზე ეყოლებით, როცა როგორ უნდა და რავი… ეგრეა, ძმაო, საქართველოში, ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანი შეიძლება საქართველოს სიამაყეც იყოი, ძმაო, მარა, მე როგორც ვიცი, ძირითადში ჩვენი ხალხის ჭირია ხოლმე.
ეს ქალებიც, ძმაო, სულ სურიკატებივით გახდნენ. რა არი სურიკატი? არ იცი? აი, ხო იცი, აი ეს პატარა მანგუსტა-კვერნებივით ცხოველები რო არიან აფრიკაში?! აი „ენიმალ პლანეტზე“ და „ცხოველთა სამყაროში“ სულ მაგას აჩვენებენ, რავი რა ნახეს ეგეთი მაგათში! უკანა თათებზე რომ დადგება ხოლმე მთელი სასტავი, ზვერავს ვინმე ხუ არ მოდისო: რავი ლომი ან იაუგუარი. ან სოროდან ელვის სისწრაფით ამოყოფენ თავს, მერე ეგრევე ჩაიყვინთავენ. ხო იცი?!
Meerkats_pixanews-3ჰოდა, ამასწინათ ბაზართანა ვდგევარ, ბიჯო, „მაშინით“ და რას წარმოვიდგენ?! საპატავისცამო კაცია, ჩემს წინა დგა თავისი „აჩკებიანი“ “მერსედესით”. გადავიდა, რაღაცეები იყიდა მაღაზიაში. სანამ მობრუნდა – ვდგევარ ესე ჩემთვინ, მუსიკებს ვუკრავ „მაგნიტაფონზე“, ვეწევი „პარლამენტს“… და ვა, ბიჭო, მეთქი მომეჩვენა, ელვის სისწრაფით, აი როგორც სურიკატმა იციი ხოლმე, ვიღაცა ქალმა უკანა პარპრესიდან თავი ამოყო და ეგრევე ჩამალა. ვა, მეთქი ხო არ ვაფრენ, ჯო?! ვუყურებ, ვუყურებ და ისევ გააკეთა, ბიჯოოოო – „წკაპ-წკუპ“ და ისევ ჩაყვინთა!!! ქალია აშკარად, გამოპრანჭული (თვალს რამ უნდა გაასწროს?), ქერაა, პომადა აქ გადათხაპნილი… უკანა სიდენიაზეა გადაწოლილი. სუფთა სურიკატია ეგ ჩემისა! ეგ რა ვნახე! სიდენიაზე გაშხლართული ელოდებოდა თავის იო..არს!
მოკლედ, რისი თქმა მინდა და საიდან სად წამოვედი-რააა. მამენტ, შუამთაზე სიარულს, მე მაინც გირჩევ, ძმაო, ისევ თურდოსაკენ წახვიდე. უფრო ნაღდია, ნაცადია თურდოს მხარე. ეხლა კი ყველგან დაეხეტებიან ეს ეგერები და ათასი ძაღლი და ღორი, მარა მაინც იქით უფრო ნაკლები მოძრაობაა. ისევ ალაზნის მხარეს გირჩევია წახვიდე, იქით მიმართე გეზი-რა. აი, როგორც იმ მძუნავმა წყვილმა, ვისზეც ეხლა უნა მოგიყვე. „პროსტა“ ცოტა მეტი საწვავი დაგჭირდება, თუმცა ის მაინც იცი, ჩემო ძმაო, რომ არ შაგაწუხებენ და ვიღაცა ფანჯარაზე არ მოგიკაკუნებს „საქართველოს კანონის სახელითა“.
ეხლა სად გავჩერდი, შენ ის შემახსენე?!
აჰა, ხო, ესე იგი, ეს მე და ჩემი ახლობელი, ამ უზომოდ სექსუალური, აღვირახსნილი ოხვრა-კვნესით ძაან-ძაან შეწუხებულები, და, რო იტყვიან, დაინტრიგებულები, წავედით იმ დამიჭი-გამიშვის მიმართულებით. „იასნია“, მივდივართ და ხმაც უფრო და უფრო ძლიერდება. ეს ქალი ხო წივის, წივის, წივის, მიაქვს არემარე, ჭკვაზე აღარ არი, მთელი ხევი აასქესა!
თან „პა ხოდუ“ რა ხმა მესმის, იცი, ბიჭო?!
რაღაც ძლიერი დარტყმის ხმა, თითქოს ვიღაცა ხეს ნაჯახს უბრახუნებს.
ეგრევე თოფი შევაყენე, და შევანელე, შევანელე, შევანელეეეეე ნაბიჯი!.. მეთქი, რა იცი, რა ხდება! სიფრთხილეს თავი არ სტკივა!
უკვე საცაა ზედა ვართ, მივადექით, ვსიო!
გული გვიცეეეემს, ნუ რა გითხრა, ბაგა-ბუგი გააქქ და გააქ!
ცოცხლად პირველად უნდა ვნახოთ სექსი. ნუ რა მნიშვნელობა აქ ეხლა იმაი რომ სხვისი სექსია! „ლაივში“ უნდა ვნახოთ, „ლა-ი-ვში“, ჯო!
ჰაე, ჰაე! ფრთხილად გადავწიე ტოტები და ვუყურეეეებ! ვიცი, რომ თვალმა რაღაც სასწაული უნდა ნახოი, კაკ მინიმუმ, “კლაუდია შიფერი”!
a05a860e0d1c435b9f79782c555cc5fd… ნუ რა ხდება? ქალი ისევ წივის, დედას იტ….ვს, კაცი კიდევ ლეწავს იქაურობას.
ქალი გაგიჟებას არი, ჯოო, გეგონება ბალღი მოუკვდა ან რამე ტრაგედია დეემართაო, კაცი კიდევ ნაფოთებადა ფშვნის იქაურობაი: „ჯახ-ჯუხ, ჯახ, ბახ-დახ, ჯანდაბახ“!
ბიიჯოოოოოოოოოო! რა ხდებააა?!
ვიყურებით და ვეძებთ – სად არიან დამალულები ეს ჩემისები????
კაცი-შვილი არ ჩანს! კაცი-შვილის ჭაჭანება არ არი!!! დაიჯერებ?!
„სად არიან, ბიჭო? – ჩურჩულით ვეუბნები. – ხედააავ?!
„არ ვიცი!“ – მპასუხობს ჩემი მეგობარი.
ეს გამაყრუებელი კვნესა და ყვირილი ერთ კაი ორმოც მეტრში რომ ისმოდა და მივედით – ისე ოსტატურად დეგვემალნენ, ვერ იპოვი ამ ჩემისებს.
ოსტატები არიან! ჩათლახობის დიდოსტატები! ვერაფრით ვერა ვპოულობთ!
„ვერსად ვერა ვხედავ!“ – მეუბნება ჩემი მეგობარი.
„ვერც მე! სად არიან, სად იმალებიან, ბიჭოო?!“
ვუყურებთ, ვუყურებთ, ვუყურებთ, წინ წასვლასაც ვერ ვბედავთ. რა იცი რა ხდება?!
ამ კაცმა ლაწალუწი უცებ ძვლებში ჩვენ არ აგვიტეხოი.
და, შენ ეხლა აზრზე ხარ, უცებ რასა ვხედავთ?! არა აზრზე ხარ, სერიოზულად?
არა, მითხარი, შეგიძლია წარმოიდგინო მე იქ რა დავინახე?!
მოდი მიხვდი თუ მაგარი ხარ!
100 წელი ვერ მიხვდები, ძმაო, ასი ა-თა-სი წე-ლი, ვერ მიხვდები!
ალბათ, „ვის უნდა მილიონში“ უნდა გამეთამაშებინა ეს საკითხი – მილიონერი გავხდებოდი ეგრევე და ნაშებში ვიგრიმიტებდით!
მარა ჰოდა, რომ ვერ მიხვდები, ამიტომ მე უნდა გითხრა, სხვა რა გზაა?! თუ არადა ამდენ ბაზარს რა აზრი ჰქონდა?!
საქმე ისაა, რომ ჩვენ ხო ადამიანებს ვეძებთ და ადამიანური სექსის ყურებაი ვაპირებთ და თურმე, ბიჭოოოოოო…!!!
ლამაზად, კოხტად, კაი გაშლილ მდელოზე, ბუნების წიაღში… ორი კაი ჯიშიანი (!) კუ არა ჟიმაობს!!!
ეს მამალი კაი კორიდის გაზულუქებული ბუღასავით არი ზემოდან წამომჯდარი და ბაკანს ისეთი ძალით ურტყააამს, თითქოი ქვეყნის მტერი დაიჭირაო და ხალხის დასანახად დედაი უტ….მს.
ხო გეუბნები, „ჯახ, ჯუხ, ჯახ!“, ისეთი ამბავი მიდის, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. აი ამას, ალბათ, კუების ენაზე, ალბათ, „დედის…ვნა“ ეწოდება!
ჩიტები აი ხუ არიან, „ერთი-ორი“ და მორჩა, ქათმებიც, ძმაო. ვირებიც რაღაცას წაიყროყინებენ, ჟირაფებიც და პინგვინებიც, რავი როგორც გამიგია. მარა ამას, ძმაო, ისეთი ბაგაბუგი აქვს ატეხილი, მამიტ….ვს ჩემი მეზობელი დურგალი ანზორაი ცეხი. იგეთი ხმა დგას, და-ყრუვ-დები! და კიდევ რა არი იცი?!
ამ ბაკანს ხომ უროსავით ურახუნებს და თურმეეეეეე… განა ის უბედური დედალი კუ კი არა წივის?!
ეს დაქლიავებული დედაატირებული მამალი თვითონვეეეე წივის ბოლო ხმაზე, ძმაო!
გაგიჟდები!!! ეს მამალი კუ თან ხო უბრახუნებს და ანგრევს ძვლებში ამ დედალსა და თან თვითონვე კვნესის ქალივითა! იგეთ ამბავშია, ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნად.
თან რამხელა პირს აღებს, იციიი? აი, რამის თავისივე პირიდან თვითონვე გადმოხტეი?!
კაი წითელ-წითელა ხახა აქვს და კვნესის და კვნესის, უბაგუნებს და უბაგუნებს ამ საწყალ დედალ კუს.
რაც წამოვიზარდე, მეც ხო გამომიცდია?! საერთოდ, სექსი დროი ამხელა პირს ძირითადად ქალი აღებს ხოლმე, ძმაო, და ისევ თვითონვე უშვებს ხოლმე იქიდან სიამოვნების ხმებს. ეგრე არ არი?! ეხლაც მეც ჩემს თავზე რომ გითხრა, დედაკაციცა მყავს, ჩემი ქალიცა მყავს, და, საერთოდ, ვისთანაც ვყოფილვარ ოდესმე, არავისთან ამხელა პირს ნაღდად არ ვაღებ-რააა.
ჯერ რა იცი რა ხდება?!
მეორე კიდე, აი რად მინდა ამხელა პირის გაღება და თან ქალის ხმების ამოშვება?
(ისე იქნება ასწორებს-კიდეც, რას გაიგებ?! მერე ერთხელ უნდა ვცადო, მარა არც ეგრე მჭედელევით ბაგა-ბუგი ვარგა, ძმაო. მეორედაც ხო გინდა იმ ქალთან მისვლა?!).
ან ეგეთი უკიდურესობები სად გაგონილა?! თან ვაჟკაცივით მთელი ძალით ურტყამდე, ხერხემალში ამტვრევდე ქალს და თან შენვე ქალიშვილითა კვნესოდე?! რა პონტია?
არ ვიცი, რა ვიცი, გადაჯიშდა ყველაფერი, ხალხოოოო! ცხოველებიც გადაჯიშდნენ, აბა რა იქნება?! ისე ეგ კომუნისტების დროინდელი კუ იყო, რა იცი, იქნება შეიცვალა კიდეც რამე?!
მოკლედ, ნელ-ნელა დავაბოლოოთ ეს ჩვენი ამბავი-რა.
ესე იგი, რო დავინახეთ, რომ კუ იყო იმ “საზარელი”, ამასქესებელი ხმის გამომცემი, ეგრევე ვეცით და სასწრაფოდ ჩავუშხამეთ, რომ იტყვიან, ის ბოზური ამბავი. ერთ კუს მე დავავლე ხელი, მეორეს – ჩემმა მეგობარმა. თქვენ ეგრე არ გინდათ-მეთქი – წამოვიყვანე ორთავე სახლში! ბალღი ვიყავი და სულ გართობაზე მეჭირა თვალი. მეთქი იყვნენ-რა სახლში, ვიხალისებ მაინც-თქო.
ჰოდა ხალისობა მართლა დაიწყო მას მერე და მას დღე.
ჯერ ჩვენი „გონჩი“ ჯეკა უყურებდა ხოლმე მაგათ სირბილს, გამწარებულ-გაოგნებული და წკავ-წკავა ყეფითა სკდებოდა. თუ აშვებული იყო, მივარდებოდა და ხან საიდან კბენდა, ხან საიდან ჯიჯგნიდა; ბაკანზე კბილებს ილესავდა, ოჰოჰო! მერე ერთი კნუტი გვყანდა, შააჯდებოდა ამ მამალ კუს და კაი სამგზავრო ეტლივით ხმარობდა. ნეტა სად იყო მაშინ ეს ციფრულები!
და, რაც მთავარია, ჩვენს ეზოში რომ ატყდებოდა ბაკა-ბუკი, წივილი-სისინი, ქალის სექსუალური ოხვრა-კვნესის იმიტაცია, ყველამ უკვე იცოდა, რაცა ხდებოდა.
ერთხელ ერთმა მეზობელმა ქალმა, ცოტა ვერ იყო თავიი მატორზე-რა, გადმაიხედა (დაბალი ეგეთი ალაყაფის კარივითა გვქონდა) და იძახის.
– უიმე, ქაააა, რააას აკეთებენ ეს მიწადასაყრელები? მაყვააალ, ნახე შენი კუები რას აკეთებენ! – ბებიაჩემს ეძახის, ვითომ ჩვენი კაი გულშემატკივარი ყოფილიყოს.
ეს ჩემი მაყვალა ბებოც გამოვიდა, არ დაიბნა და უთხრა.
– გადი-გადი ეხლა, ნუ უყურებ! არ შეიძლება!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: