ცეცხლი ნავთზე

“მერე…?”


8GmlVQcA94gრამდენიმე შთაბეჭდილება, მოსაზრება, კითხვა კატეგორიიდან „საიდან სად“🙂
1. გოგონას, “ქართულტრადიციული” ლექსიკონით თუ ვისარგებლებთ, „სახეზე ოჯახის სხივი“ და „ოჯახის ქალობა“ ნამდვილად არ ეტყობა. უფრო მეტიც, ასე, წესისამებრ იქცევიან მაღალჩინოსნების საყვარლები, VIP-პუტანკები, VIP-ების შვილები. ქცევა აგრეთვე შეიძლება კოპირებულად ჩაითვალოს ვინმე მაღალჩინოსნის ან გავლენიანი საქმოსნისაგან (მიმიკა, ჟესტები, გამოთქმები, ხმა, დარწმუნებულობა) ჩვეულებრივი ქართული აგდება, დაშინება, მანიპულაცია, შანტაჟი და ა. შ.
2. იბადება კითხვა – „პატრული“ კომუნიკაციის დაწყების მომენტიდან რატომ ელაპარაკება ვინმე „ეკას“ ასე მოწიწებით? მაშინ როდესაც, პატრული ნებისმიერ უბრალო ქართველ მოქალაქეს, უზრდელად თუ არა, ხისტად და, ხშირად ფსიქოლოგიური, ზეწოლის ენით ესაუბრება ხოლმე; დაუნდობლად უწერს ჯარიმებს, ზემოდან მოწვდილი გეგმის შესასრულებლად, ხან ისე, ძალაუფლების განცდის დასაკმაყოფილებლად, ხან “დაკვეთით”, ჭკუის სასწავლებლად. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქალაქის „ეკასეული“ ქცევა საკმარისი ხდება უფრო სერიოზული სანქციების პროვოცირებისათვის, დაპატიმრების და შემდგომი სამართალდევნის ჩათვლით. ა
ამიტომ ჩნდება კითხვა: ვინ არის ეს ადამიანი, რომ პატრული ასე „ეკეკლუცება“ და „ენაზება“?…
ახლა კი ორი სიტყვით იმ გარემოს შესახებ, სადაც ეს ყველაფერი მიმდინარეობს.
საქართველოში რომ პრივილეგია ბობოქრობს და ბოგინებს არც სიახლეა, აღარც გულსატკენი – ნორმაა; ჩვენ შებრუნებული მოვლენები და საერთოდ საღი აზრის არსებობა უფრო უნდა გვაკვირვებდეს, ვიდრე ნეპოტიზმის ჭაობის სივრცე. მაგრამ ახლა საკითხავია ის, თუ რა იქნება ამის შემდეგ?
რა იქნება საზოგადოების, ხელისუფლების, სტრუქტურების შემდეგი სვლა, ნაბიჯი, გადაწყვეტილება?
რას მოიმოქმედებს ხალხი, რომელსაც დაუკითავად დაპირისპირებებისათვის წვრთნიან?
და აქ ძალიან უბრალოდ ძალიან უბრალო კითხვა უნდა დავსვათ:
„მერე რა იქნება?“ “მერე…?”
მერე რა იქნება, აი ამის მერე?“.
…არსებული წესრიგის მიზანმიმართული, და ნეტავ რისთვის, ნგრევა რომ მიმდინარეობს – სადაო და გასარკვევი აღარაა. თუმცა სამოქალაქო ცნობიერების საერთო დეგენერაციის და მენტალური რეციდივების მიუხედავად, ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ბევრი რამე მაინც შეიცვალა. ადამიანებმა ნახეს საკუთარი თვალებით და დარწმუნდნენ, რომ თურმე შეიძლება 3 თვე ვიღაც „გიორგევიჩს“ ტრაკში არ სდიო, რათა მან საზღვარგარეთის პასპორტი გაღირსოს ან პირადობის მოწმობა რის ვაი-ვაგლახით დაგიბეჭდოს, შეიძლება შუქი 24 საათი გქონდეს და არა დღეში ინტერვალებით 5 სთ, შეიძლება შვილს სკოლასთან არ ხვდებოდე საღამოს 5 საათზე, რადგან…, შეიძლება რომ ლარი სტაბილური იყოს ქვეყანაში მიმდინარე ომის და მსოფლიო საფინანსო კრიზისების დროსაც…
ამიტომ უახლოესი ბრძოლა აუცილებლად წავა ბნელ შუასაუკუნოვან ორპირა-რენეგატულ, პარაზიტულ, ქურდულ-ყაჩაღურ ქართულ ხასიათსა და ახალ, თვითგადარჩენაზე, განვითარებაზე, შექმნასა და სიცოცხლეზე ორიენტირებულ ბუნებას შორის. უკანსკნელი გარკვეულწილად, შედარებით უმცირესობაშია, როგორც უმცირესობაში იყვნენ ილია, აკაკი, ვაჟა, ერეკლე, რუსთველი, დავითი, წარსულის სხვა თავგანწირული გმირები… თუმცა ზოგადად და გრძელვადიანი პერსპექტივით ადამიანები სიმამაცეს და თავგანწირვას მისდევენ – და არა ქონებას, და სახელმწიფოსაც სწორედ თავგანწირვა ქმნის, რამდენსაც არ უნდა ეცადნენ ზოგიერთები ამ ცნების დისკრედიტაციას.
ისე მართლა, კითხვა „მერე რა იქნება?“-ზე პასუხი ასეთი მაქვს.
– დაჯექი და კერე!
რადგან სხვები, თავიანთი ხვალინდელი დღის ისტორიას, დიდი ხანია სხედან და გულმოდგინედ კერენ.

http://interpressnews.ge/…/314516-qnacionalurma-modzraobamq…

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on ““მერე…?”

  1. კლასნი ხარ, გეთანხმები სრულიად
    +1

    Posted by ქუჩის მწერალი | January 28, 2015, 1:51 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: