"ლიდერის დღიური", ცეცხლი ნავთზე

ეროვნული “მარგალიტები”


post-19-1289572323ხანდახან, მექმნება განცდა, რომ ეროვნულ მარაზმს და ატავისტურ გამოვლინებებს ცოტა ხომ არ ვაზვიადებ-მეთქი. სიტუაციას ხომ არ ვამუქებ და რიტორიკულ დრამატიზმს ვძენ-მეთქი; ხომ არ ვამძაფრებ ყველაფერს როგორც პიროვნება, რომელსაც სურს თავისი საზოგადოება შეუდარებლად უფრო მაღალ დონეზე, მოწინავე პოზიციებზე იხილოს. ასეთი ადამიანი თითქოს მხოლოდ ნეგატიურ ელემენტებს ეძიებს თავის გარშემო და რაღაც ყბადაღებული გროტესკივით წარმოადგენს ყოფიერებას; თუნდაც იმისათვის, რომ მისმა საზოგადოებამ არ მიიძინოს, ან სულაც ბოლომდე და უსაშველოდ არ გამოთაყვანდეს.
მაგრამ ამასწინ იმდენად ნახევრად-იდიოტური, ნახევრად იუმორისტული (იდიოტიზმი ხომ ხშირად რატომღაც იუმორისტულია) სიტუაციის მოწმე გავხდი, მერე ცალკე ჩემთვის გიჟივით მეცინებოდა! ეს სიტუაცია ისე ვითარდებოდა თითქოს მისმა მთავარმა გმირმა ის, რაც გააკეთა, გააკეთა შეგნებულად. თითქოს რაღაცნაირი ზე-ჟინით იყო შეპყრობილი და მისი ბუნება აცხადებდა: „მიდი ჩაიწერე ჩემი ამბავი და სახალხო განხილვაზე გაიტანე, მაინც ხომ წერ სატირულ და იუმორისტულ სკეტჩებს?! ხო გიყვარს ესეთ რაღაცეებზე აპელირება, ჰოდა, აჰა შენ მასალაც!“ ან კიდევ თითქოს რაღაც ზებუნებრივი ძალა, რომელიც ხშირად თითქოს გვეხუმრება, თითქოს დაგვცინის, მიმართავდა მის ქცევებს… თითქოს?!! თითქოს??! თითქოს???
მოკლედ, ეხლა რა იყო!
ახლობელი ახალგაზრდა მამაკაცის უდროოდ გარდაცვლილი დედის „ორმოცზე“ ვარ… დასასრულს, შეზარხოშებული სუფრიდან ვდგები, გამოვდივარ და ეს-ესაა ვემშვიდობები ჩემს მეგობარს (ვამხნევებ, რაღაცას ვუსურვებ, ჩვენ საერთო საქმეებზე ვსაუბრობთ და ა. შ), რომ დარბაზიდან გამოდის ასე 60-65 წლის პირხმელი ბატონი; ტიპიური „ქართული“ გარეგნობა აქვს – ტყავის ქურთუკი, შავი შარვალი, დანაოჭებული სახე, ძლიერი დაკოჟრილი ხელები. მხრებს იჩეჩავს, ქურთუკის ელვას იკრავს… გვარიანად ნასვამია, როგორც ყველა იქ მყოფი, თუმცა მოემართება ჩვენსკენ, ხელს ართმევს გიოს (პირობითად ასე ვუწოდებ ჩემს მეგობარს) და მთელი ქართული „გემრიელობით“ ჰფროშტნის. შემდეგ გიოს გულში იკრავს, თვალებში აშტერდება და მოღაღადე ჭეშმარიტების იპოსტასით ეუბნება:
– ბიჭოოო, შენ არ იცი, ეხლა რამხელა კაცობა გააკეთე?!!
ჩემში ავტომატურად “შინაგანი სატირიკოსის” რეჟიმი ირთვება („ჰა, შენ ცოცხალი მასალა მომავალი კონცერტისათვის!“), ამასთანავე არ ვიცი, როგორ შევიკავო სიცილი. გიოს დედის, საპატივსაცემო ქალბატონის, გარდაცვალება, ჩვენთვის მართლა ტრაგედიაა (ესეც კომედია ტრაგედიაში!).
გიო მისთვის ჩვეულ მიუხვედრელობას ავლენს და კითხვას უბრუნებს.
– რა კაცობა?
– შენ არ იცი, ეხლა შენ რამხელა კაცობა გააკეთე! – იმეორებს ბატონი თავის კანტურით. – ისეთ სუფრა იყო, გიორგ, არაფერი არ ეკლდა… შენ დედაშენს ძალიან დიდი პატივი დაადევნე, იცოდე! ეს არი დიდიიიიი კაცობა, დამიჯერე!
გიოც ესევე „აბაროტს“ უღებს და მომენტალურად „კაცური“ ქართველის როლში ეშვება.
– რას ამბობ, ძიავ???!. მე ვუთხარრ ბიჭებს – იცოდეთ, მეთქი, არაფერი არ უნდა ეკლდეს სუფრას! ყველაფერი “ხუთიანზე” უნდა იყოს!
– ღმერთმა დაგლოცოს, ეს არი დიდი კაცობა! ამხელა და ასეთი სუფრა! ყველაფერი იყო – ეს იყო დიდებული სუფრა, დიდი ადამიანობა! გენაცვალე, შვილო! შენა ხარ კაცი!
და მერე გრძელდება კოცნები კისერში, ყურების არეში, ყვრიმალებში და ა. შ – იმისდა მიხედვით ვინ ვის სად მისწვდება.
კომენტარები და მორალიზირება თქვენთვის მომინდვია, მაგრამ გამახსენდა, რომ ასეთი ადამიანები სულაც არ წარმოადგენენ საზოგადოების უმცირესობას. მეტიც ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს შეიძლება მათზე „ღადაობდეს“, 35-40 წლის ასაკში იგივე მსოფლმხედველობაზე დგება, იგივე პირად და სამოქალაქო არჩევანებს აკეთებს და იგივე „დიდი კაცობით“ ჩიხისაკენ უძღვება საკუთარ ქვეყანას.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: