მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

ერთი საათი


ComputerClockDSTრა სჭიიიიიირს, რა გააჭირა საქმე!
ამ კომპიუტერმა დრო ისევ ერთი საათით უკან, ავტომატურად, თუ პროგრამულად, თუ არ ვიცი, რას ეძახიან ამას პროგრამისტები, უკან გადამიწია. ხო, აი ეხლა, მაგალითად, უნდა იყოს 12 საათი და მაჩვენებს 11-ს!!!
– მერე რააა?
– რა მერე რა?
გგონია ნევროზი მაქვს? უბრალოდ, ნერვები მეშლება! რად მინდა ეს ტყუილი?!
რას მატყუებს?! ამასაც ჩემი მოტყუება მოუნდა!
რა დროც არის ის მაჩვენოს – იქნება სად მეჩქარება, ან რა მაქვს გასაკეთებელი? ხო, ვტყუვდები?!
ჰო, ან რაში მჭირდება ეს თაღლითობა?!
საზიზღარი შეგრძნებაა, დაცინვისა და სარკაზმის…
ვითომ ერთ საათს სიცოცხლის მიმატებს?
რისი დამმატებელია ეს უსულ-გულო მანქანა?! არადა გადამიწევს უკან საათს.. მარა მე ხომ ვიცი, სინამდვილეში ერთი საათით ნაკლები დამრჩა საცხოვრებელი და ტყუილად ვივსები გაუცნობიერებელი იმედით.
დაფიქრდი, რომ ძაან ამაზრზენი აზრია ჩადებული!
ფუ! და საერთოდ, ერთ რამეს გეტყვი – ნებისმიერი მანიპულაცია საათთან საზიზღრობაა! იცოდე, ძმაო თუ დაიკო, საათის ნებისმიერი გადაწევა, გადმოწევა, გასწორება ცოდვაა.
აი რისი გადამწევი ხარ?! რისი? რა დროც არის – ის დრო უნდა დარჩეს! დანარჩენი კი შინაგან საათს უნდა მიენდო.
ხო, აი შინაგან საათს რომ მიენდობა ადამიანი, და… მერე იწყება ბედნიერება!
სადაც გაიხედები ყველგან საათები დგას, ყოველ ნაბიჯზე, გადასასვლელებში, ყოველ ხელზე, ტელეფონზე. რაც ყველამ საათი აიღო ხელში, კაცობრიობა გამოქლიავდა…
ადრე, სანამდე ეს ელექტრონული საათების წარღვნა მოხდებოდა, ბევრჯერ ციფერბლატი სიცოცხლედ, ისრები კი… ისრები კი… საერთოდ მოცეკვავე ქალ-ვაჟად წარმომედგინა…
აი, ავიღოთ ახლა, ხომ მიწევს ეს კომპიუტერი უკან ამ დროს – აი თუნდა ასე რომც იყოს – რად მინდა ეს ერთი საათი?
კომპიუტერის ნაჩუქარი ერთი საათი რად მინდა?
ვითომ მოვასწრებ რამეს?
თუ ეს დრო ბევრი, ძალიან ბევრი, ბევრი, ბევრი, ბევრი, ბევრი არ იქნება… მგონია, რომ ვერაფერს მოვასწრებ…
დრო ბევრი მჭირდება. წაიღოს უკან ამ კომპმა… და ნუ მაწუხებს ამ ფიქრებით.
ჰმმმ!
და მართლა რომ მაჩუქოს ერთი საათი გამჩენმა – ან იმას ნეტავ ვიჩუქებდი კი?
fullშენ იჩუქებდი?!
ვითომ შემთხვევით სადღაც ერთდროს დაკარგული 50 ლარიანი…
სულ ერთი საათი, რომ გაჩუქოს ღმერთმა დამატებით – ერთი საათი!
იჩუქებდი?
იციი? რა უნდა უყო ამ ერთ საათს?!
რატომ მგონია, რომ ეგ ერთი საათი ჩემი არ იქნებოდა?
რატომღაც მგონია, რომ ვერ განვკარგავდი კარგად!
ან სად ჩამისვამდნენ მაგ ერთ საათს, ეგეც საკითხავია (ისინი, მაღლა რომ არიან) – სიცოცხლის ბოლოში, შუაში, თავში.
რატომ მგონია, რომ მაგ ზედმეტ ერთ საათს ყველაფრის არევ-დარევა შეუძლია ცხოვრებაში!!! და სხვა სიცოცხლე გამომივა!
აი საერთოდ სულ სხვა!
და მე მე აღარ ვიქნები!
აი, შეხედე, მაგალითად – რაში გადის ერთი საათი დღეს და რაში გადიოდა იგი ბავშვობაში და რაში გავა მომავალში?
ბავშვობაში ბავშვი ხომ მაინც ვიყავი… ვხალისობდი, იმედებს და ოცნებებს ვაგებდი და ვიზრდებოდი. დღეს გავიზარდე, უკვე დიდი ვარ და ამ დიდზე ნადირობენ ვამპირები, ზომბები…
– რა მკითხეთ? რა ვინ ზომბებიო? ვინ ნადირობსო?
ხო, ნადირობენ, ნადირობენ!
გვისმენენ, ძაღლებს და ხვლიკებს გეშავენ ჩვენზე, გვიქსევენ,
„ქარ-
თვე-
ლო-
ბას“ და იმავდროულად… მოქალაქეობას გვთხოვენ!!!
და ჩემი აზრის მოსმენა კი ძალიან ძალიან ჰკიდიათ…
ნუ მაინც მაგ დროს…
ამ დროს… მთავარია გულამოსკვნით იბღავლო და იყვირო, თუნდაც უხმოდ, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი კაცობრიობის მოღაღადე-მოხრიალე ხმათა ოკეანეში ჩაიძიროს…
და აი დღეს დიდი ვარ!
ზრდასრული, მოწიფული! და როლში დარჩენილი მსახიობივით ვეღარ გამოვდივარ ამ ვალდებულებებიდან:
შენ უნდა იყო ასეთი, შენ უნდა გააკეთო, შენ უნდა ეს, შენ უნდა ის,
შენ,
შენ,
შენ…
და ა- ს -ე ტ-კბ-ილ-ად და-გვი-ბერ-დე-ბი…
და როდესაც დაბერდები,
და შენდაუნებურად სიცოცხლის ყოველი საათის ხვეწნას დაიწყებ,
ხან ერთი ჭიქა წყლის მოწოდებით,
ხან ექიმის რეცეფტის და ხან ფალსიფიცირებული სამედიცინო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების სახით,
fullაი მაშინ იფიქრე რას გულისხმობდა აინშტაინი, როცა ფარდობითობის თეორიაზე წაიღადავა და თქვა:
„რა არის ეს თეორია?გეტყვი… ტრაკი გავარვარებულ ტაფაზე რომ დადო, ის წუთი საუკუნედ მოგეჩვენება… ღამე უმშვენიერეს სარასთან ერთად რომ გაატარო, ეგ ღამე წამიერებად მოგეჩვენება!“
მოკლედ, არრრრრრრრ მიიიიინდა-რა!
ეს ერთი დამატებითი საათი არ მინდა!
ჰმ!
აი რას ნიშნავს, როდესაც ცოტას გჩუქნიან… უმადური რჩები!
ბევრს რომ გჩუქნიან – მაშინაც უმადურივით იქცევი.
ისე მგონი, არც საშუალო საჩუქარზე ვართ მთლა მოწესრიგებულები, ჰა?!
მაინც უმადურები ვართ!
არა, ნუ აი როგორ უნდა შევძლო ერთი საათი ისე ვიცხოვრო – თითქოს საუკუნე ყოფილიყოს – ყველაფერი მოვასწრო, ყველაფერი გამოვიყენო, ყველაფრით დავტკბე და ჩავშაქრდე?!
მგონი, ის მაინც უნდა ვიცოდე, რისთვის, რისთვის, რისთვის ვცხოვრობ საერთოდ! რიიიიისთვის?
მაშინ როდესაც – მთელი საზოგადოების ცხოვრების მთავარი აზრია დროის ხარისხიანი ხარჯვა, დროის ფლანგვა, დროის ჩაწიხვლა.
მაშინ როდესაც ცხოვრება ერთი სავაჭრო ცენტრია, რომლის შესასვლელში ლამაზი გოგონები გაძლევენ ტომარას ფულის, ანუ დროს,
და გეუბნებიან, მიდი, მიდი, შედი, შედი, შედი
და იმდენი დახარჯე, რაც გინდა, იმდენი იყიდე, რამდენიც გინდა, იმდენი ითამაშე ამ დროით, ვითომ სამორინეში ყოფილიყავი!
მიდი მიდი, კუდრაჭ, ითამაშე შენი დროით, მაინც ცხოვრებას აზრი არ აქვს!
ერთი საათი იმაზე, ერთი ამაზე, ერთ ემაზე, ერთი ამას, ერთ იმას, ერთი იქით, ერთ აქეთ.
დახარჯე, დახარჯე, მიდი, დაანიავე, მიდი, სხვა რა უნდა შეგრჩეს, თუ არა დანიავებული საათები და დღეები???!
მიდი, წავიდა!
რამდენს საათს ჩადებ ფსონად?!
ერთი რა არის???
ერთი 100 საათი მაინც ჩადე!!!
წავიდა რულეტი!!!
და ეგ იმიტომ, რომ
დრო, (ჰმმმ)
დრო,
დრო…
რომელსაც ადამიანი არ მართავს,
მგონიიიიი,
ადამიანზე მნიშვნელოვანი ხდება!!!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: