მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

მას ჰქვია “ნავიგატორი”


la_verve_by_janellemckain-d5m82cyმას ნავიგატორი ჰქვია.
მე კი მეეტლეს ვეძახი…
ხანდახან უბრალოდ „შავ“ ადამიანსაც ვუწოდებ, დროდადრო კი – მჭედელს.
ის ჩემს ხელებს მართავს…
ყოველდღე ჩემთვის საპყრობილეს ჭედს და დღის ბოლო ამ სატუსაღოს გასაღებს… ზედ ქედმაღლურად მომაგდებს ხოლმე.
და ყოველ ღამე მე და ნავიგატორი სიზმრების სამეფოში მივდივართ, სადაც ვხვდები თითოეულს, ვინც ყოფილა აქ ოდესმე… ან იქნება…
ნავიგატორი მოწოდებულია მიცავდეს მათგან…
მათგან, ვინც იყვნენ… და ვინც, აპირებენ ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას… ისე, რომ თვითონაც ახლა ეჭვის ნატამალიც არ გააჩნიათ ამაზე.
ჩვენ, აზრითა და ძიებით დაქანცულები, წინ და წინ და მხოლოდ წინ… მივაბიჯებთ…
ხან შინაგანი ზეიმით ვცნობ ვიღაც-ვიღაცეებს, თუმცა ყურადღებას არ ვუთმობ საოცრად ნაცნობ ჩახუტებებსა… და გრძნობებს.
ჭყანტობითა და ჭაობებით… ქალაქებით… ლიფტებით, ქარხნებითა და ჩრდილოეთის ვარსკვლავების ციალით… ჩვენ სულ წინ მივიწევთ.
ნავიგატორი ამბობს, რომ კონტაქტში შესვლა არ შეიძლება.
სიზმრების სამეფოში ეს არის ერთადერთი საშუალებაა… გადარჩე.
ნავიგატორს რამის მიმათრევს.

ის მეუბნება, რომ აქ არაფერს აქვს დასასრული – არც სახეებს, არც აზრებს, არც დროს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ სვლა არ უნდა შეწყვიტო… რაც არ უნდა მოხდეს…
და ჩვენ რამის გავრბივართ!
დღისით იგი კვლავაც ჩემს სხეულში ბრუნდება და კვლავაც აქცევს ამ სხეულს… გალიად.
მე ვგრძნობ… მე ვგრძნობ… მე ვგრძნობ, რომ ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისიც კი არ ვიცი… რომ არაფერი არ ვიცი.
ჩემი მეეტლე კი კვლავ მდუმარებს, ძლიერად ხელს მიჭერს და მქაჩავს!
იგი მაიძულებს ვიცხოვრო იმის მოლოდინით, რომ ყოველთვის… რაღაც უნდა მოხდეს!
აი ახლაც! სწორედ ახლა!
რაღაც ხდება – ამბობს იგი!
რაღაც ხდება – ამბობს იგი!
და შეიძლება ეეეეეეს ახლა მოხდეს!
და შეიძლება ეეეეეეს ახლა მოხდეს!
ეს შე-იძლე-ბა ახ-ლა მოხ-დეს!
ეს!
რა ეს?!
ce5b9ccc037f00541e133e8ffce9e193როცა ვეკითხები, ნავიგატორი არასოდეს მეუბნება თუ რა?!
რადგან რაც არ უნდა მოხდეს, მისთვის ერთმნიშვნელოვანია,
ანუ… სინამდვილეში არაფერს არანაირი ფასი არ აქვს.
ის სულ წინ მექაჩება…ჩემს პატარა ბიჭუნას.
ნავიგატორი ათვინიერებს ჩემს რისხვასა და მძვინვარებას – რომ გადავრჩე…
და დროის ღუმელში უვნებელმა გავიარო!
„ეგ შენი რისხვა, შენი რისხვა… ცხრაკლიტულში უნდა გყავდეს დამწყვდეული!“ – ჩამესმის ყოველთვის მეეტლის ავბედითი ბანი.
„ნავიგატორო! საით მივდივართ?!“ – გაისმის ბიჭუნას ხმა ჩემი მკერდიდან.
ნავიგატორი სულ უფრო მჭიდროდ ქაჩავს ბიჭის მაჯას.
…ისინი არ საუბრობენ.
მათ უკვე ერთმანეთის ზრახვების უსიტყვოდ ესმით.
ნავიგატორი სულ უფრო მაღლა და მაღლა, მთებში მიმათრევს.
და შემდეგ ჩვენ… ორივენი… ადამიანებს ქედების მწვერვალებიდან ვუყურებთ, საიდანაც ადამიანები….. არ ჩანან.
მაგრამ თუკი ჩვენ მათ ვერ ვხედავთ,
ეს,
რა თქმა უნდა,
არ ნიშნავს,
რომ ადამიანი არ არსებობენ…
რადგან ადამიანი კი არ უნდა დაინახო!
ადამიანი უნდა იგრძნო…
ნავიგატორი – შავი ადამიანი!!!
ის ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს…
და რადგან ჩვენ ყოველთვის მას ხელს ვკრავთ, მანაც ლაპარაკი ვერაფრით ვერ ისწავლა.
მან ყველაზე კარგად უწყის რა არის უარყოფა, წყენა და გარიყულობა, ამიტომ სიზმრების სამეფო მისთვის ჩვენს სამყაროზე უფრო ახლოა!
იგი თავად განდეგილია თითოეულ ჩვენგანში…
„ჩვენ სულ უნდა ვიმოძრაოთ!“
„სიზმრების სამყაროში მხოლოდ ის გადარჩება, ვინც მოძრაობს!“
„ნურავის უყურებ თვალებში, შეიძლება მოგაჯადოონ.“
„ნუ ეძებ სითბოს, ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ!“ „ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ!“
„თუ შეგვამჩნიეს, რომ შევწყვიტეთ სვლა, მიხვდებიან, რომ უცხოები ვართ და მაშინ წასულია ჩვენი საქმე.“
„ნუ ჩერდები! წამოდიიიიი, იარეეეეე!“
ჩვენ ყველგან უპატრონო ბავშვები… უპატრონო ძაღლები… უპატრონობა… გვხვდება….
ის ძაღლები, რომლებიც ჩემს სახლში ცხოვრობდნენ…
nearly_there_by_nomeedonna-d32ycqoჩვენ მეფეებიც გვხვდებიან…
შიშვლებიც და… ზოგი – ჩაცმულიც.
ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიზმარს ვეცნობით.
სულ უფრო მეტი ისარი ესობა ჩემს აზრებს!
სულ უფრო მეტი ქალაქი და ტაძარი, რომელიც აწ მივატოვეთ,
გვახსენებს თავს, როგორც საყვარელი ადამიანები, ვინც ზურგსუკან დაგვრჩნენ…
ჩვენ ნაჭდევებს ვადებთ ცხოვრებას:
ერთი ადამიანიდან… ახალ ადამიანამდე… ერთი ადამიანიდან… ახალ ადამიანამდე… ერთი ადამიანიდან… ახალ ადამიანამდე…
და მთელი ცხოვრება მხოლოდ მონაკვეთებია, ზიგზაგები, ცხოვრებისეული რუქების ნაფლეთები.
ყველაფერი ცოცხალი ჩემს გარშემო, თითქოს უზარმაზარი ზამბარაა, ტყორცნისა და მტაცებლური ნახტომისათვის გამზადებული.
„გადავრჩებით?!“
„ჩვენ… არ უნდა გავჩერდეთ!“
„თუნდაც ამისათვის მეგობრების, საყვარელი ადამიანების მიტოვება მოგვიწიოს.
რადგან სიზმარი უბრალოდ გადასვლაა.
გრძელი, შესაძლოა უსასრულოც!
უბრალოდ უნდა ვიაროთ.
სანამდე მოსულან მხედრები.
და შეუერთებიათ თავი და ბოლო…“

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: