მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

“დეე, დინოზავრი ღრუბლებს სწვდება?!“


mom-with-boyდეეე… დეეეე, დინოზავრი, ცას სწვდება? დეეე, მისწვდება დინოზავრი ცას?
დე, ღმერთი ცაშია? ილიკომ თქვა, რომ თუ დინოზავრი ცას მისწვდა ღმერთს მოკლავსო. გაიგე, დეე? ღმერთს მოკლავსო…
დეეე, მისმენ… რა უნდა გკითხო?!
შენც დაბერდები?..
დეე, შენ ხო არ დაბერდები?! დე, რატო ბერდებიან ადამიანები?
დე, ბებო ჩემსავით პატარა იყო?
იცი, გუშინ ბაღში რა მოხდა?!.. ქათმის გული შეჭამა გიომ და თქვა… „აი ამას შევჭამ და ორი გული მექნება“-ო.
ეგრე როგორ შეიძლება?
მერე კიდევ იცი რა თქვა?!
„თოვლის პაპა რსებობს“-ო. „სადღაც ლაპლანდიაში ნამდვილი თოვლის პაპები რსებობენო“…
დე, დორა როცა ლეკვებს გააჩენს, დავიტოვოთ-რა. არ გავაჩუქოთ!
გეხვეეწები?! მიდი-რა!
ისე მინდა ერთი ლეკვი…
დეე, ეხლა „ზორო“-ზე ხომ წამიყვან?!
– და ლექსს კარგად ვიტყვი ზეიმზეე!
გეხვეწები, კარგად ვიტყვი…
არ ვიტილებ!
ზორო ხომ ძნ მაგარია, დე?!
მაგრამ დ’არტანიანი ხომ მოერევა ზოროს მაინც?
დ’არტანიანი ხომ ყველას მოერევა?!
დ’არტანიანს ვერავინ მოერევა…
დე, ხო იცი რომელი ზღაპარი მიყვარს?! წამიკითხე-რააააა?
აი, როცა კაცი რომ მიდის და მთელი ღამე მოჩვენებების სახლში ატარებს და სულაც არ ეშინია…
რა მაგარია არა, დე?
ასე რომ არ გეშინია არაფრის… არადა ყველას როგორ ეშინია და ის კაციmother-son-family-photography-orange-outdoor-county-park-marcweisberg.com-0003(pp_w930_h930) კიდევ იქით მოლანდებებს აშინებს. მერე კიდევ აი მეფე რომ თავის ასულს მიათხოვებს. ხომ გახსოვს, დე, ეგ ზღაპარი?
დე, იცი რა გამახსენდა… ეხლა არ მეტირება, მაგრამ…
…ამასწინ რომ ვნახეთ, პრინცი ჰამლეტი რატომ მოკვდა, დე? ხო კეთილი იყო?!…
რატომ მოკვდა? დეეეე, კაი რა, მითხარ, ვააა.
რატო მოკვდა, თუ ესეთი მაგარი იყო… თან საწამლავით.
მაგაზე საწამლავს ხომ არ უნდა ემოქმედა…
დეეეეეეეეეე?! კარგები რატომ იხოცებიან?!…
ვერ ვიტან-რა ამ სიკვდილს!..
ეხლა გამხსენდა…
სათამაშოდ წავალ მე… ეხლავე.
აღარ მინდა სახლში ყოფნა.
მართლა, იცი რა უნდა გითხრა?!…
დე, მომღერალი გამოვალ?
ძნელია?
აი, მინდა გამოვდიოდე ხოლმე და ვმღეროდე…
გიტარით!
დე, გიტარაც მინდა!
მასწავლეთ გიტარა…
რომ გავიზრდები, დეეეეეე.
და თან ფეხბურთელიც მინდა რომ გავხდე, აი ზიკო როგორიც არი! არაააა,
სოკრატესი…
პელე!
დე, ხომ გამოვალ მაგარი ფეხბურთელი?!
რომ გავხდები ასეთი მაგარი, მგონია რომ სულ უკვდავი ვიქნები.
სულ სულ სულ!
დე, რატომ იხოცებიან ჩიტები?!
ადამიანები რატომ უნდა დაიხოცნენ?! არ მინდა… უუუუუუუუუუუუუუუუუ!
კაი რაააა! არაააააააააააააა… წავალ ეხლა მე ვითამაშებ.
არც ეგ მინდა…
დე, ისე მაინც არ მითხარი… გეხვეწები-რა მითხარ.
რა და… დინოზავრი ცას სწვდება? რამხელაა დინოზავრი? 100 მეტრა? 1000?
იცი, დეე, გუშინ ვისწავლე ხუთასის თქმა…
და მერე 1000-ც მასწავლეს…
ხო, ვარ მაგარი?!

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,702 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: