მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

მე შენ მიყვარხარ!


chto-pomozhet-perezhit-rasstavanieორივეს… მარადისობის ხიდი მასპინძლობდათ…

ხიდი… ან შეიძლება ნავი… ან კიდევ ტუჩები, ან კიდევ მზერები… კონტინტენტს სახელად წარსული… მერმისის მატერიკთან… აერთიანებდნენ.
ისინი მოაჯირს მიკრულები იდგნენ და უკვე… ის ენატრებოდათ, რაც იყო…
და ის სტკიოდათ, რაც დაუნდობლად ანადგურებდა მათ კავშირს: ჩუმ სადენებს, სინათლის ჯაჭვებს – ყელსა და გულს შორის.
– მე შენ მიყვარხარ! მე შენ მიყვარხარ! მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ!
ირხეოდნენ ბაგეები.
– დარჩი! დარჩი! დარჩი ჩემთან!
ამბობდნენ სულის კარიბჭეები.
…მათ ფერხთით კი… ლამის მათ გარშემო, აქეთ-იქეთ ნაკადულები განედინებოდნენ.
სინათლის ნაკადულები… და ტრიალებდნენ და ქმნიდნენ…
ახალ წლებს,
ათწლეულებს,
მომავლის მოგონებებს იმ მშვენიერი წამიერების შესახებ, რომელშიც ისინი ამჟამად ჩამდგარიყვნენ და რომელთანაც მარადიულ გამოსალმებას აპირებდნენ.
– არასოდეს! არასოდეს განმეორდება ეს წამი და არასოდეს აღარ იჟღერებს ჩემი სიმფონია ასე გამგმირავად!
– მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ! მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ!
ამბობდნენ… თითებზე დასვენებული ცრემლები…
– ნეტავ!…
ნეტავ!…
ნეტავ შემეძლოს ამ განცდის შეჩერება!rasstavanie-s-lyubimym-kak-perezhit3
ნეტავ საერთოდ… დროის შეჩერება შემეძლოს!
ნეტავ ყოველთვის… ყველგან და ყველაფერში შემძლებოდა… მხოლოდ შენთან, ისევე როგორც ახლა, მხოლოდ შენთან… ვყოფილიყავი!
გაჰკიოდა გასხივოსნებული გონება.
ქვემოთ კი, უკიდეგანო ხეობაში, ღონიერი მდინარე იკრუნჩხებოდა,. ზემოთ – ლომ-არწივები კვნესოდნენ და… მხოლოდ ხიდის მოაჯირი გრძნობდა ქალ-ვაჟის შეხებათა მგზნებარებას.
– შეუძლებელია გიყვარდეს ტანჯვის გარეშე…
(უკეთუ საკუთარ თავში არ შეაგროვებ წვეთ-წვეთობით ადამიანური მოდგმის მთელს სიღრმეს,
არ შეიცნობ განშორების სულისგამ-ყინავ ალს,
არ დაკარგავ წინხედვას…)
– მე შენ მიყვარხარ!!!
არარსებობიდან იღვრებოდა იმედი.
– როგორ ვიქნები მე შენს გარეშე? ვინ გავხდები მე შენს გარეშე? რად ღირს სამყარო, სადაც შენ არ ხარ და სადაც არ არის ეს ტკბილი ტკივილი… სიყვარულად წოდებული.
– მე შენ მიყვარხარ!
გულამოსკვნით ქვითინებდა სასოწარკვეთილი ბავშვობა.
მათ ზურგსუკან ის დარჩა, რაშიც ცოცხლები… ცოცხლები ვერ ბრუნდებიან: შემთხვევითი გაცნობა, თამაშები, კოცნები.
სადღაც დარჩა მომავალიც, რომელშიც ასევე ვერ ბრუნდებიან.
მომავალი, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ახალი ადამიანია,
ბევრი სიცოცხლეა,
ბევრია, ძალიან ბევრია… სიცოცხლე!
იმდენად ბევრი, რომ სიცოცხლის სიჭარბე თავად ხდება სიცოცხლის დასასრულის და-საწყისი!
– მე შენ მიყვარხარ! მე შენით ვიცხოვრებ! ჩემი მონატრება ჩემი მეგზური იქნება.
– მე შენ… ისე ძალიან მიყვარხარ!!!
ამბობდნენ სიტყვები საკუთარ თავს….
ჰოი ეს სიტყვები!!!
საკუთარი თავის შემოქმედნი…
….და ანაზდეულად სწორედ სიტყვებმა ვერ შეამჩნიეს, როგორ მოიყარა მათ გარშემო, მათ საცქერლად, დედამიწის ყოველმა ცოცხალმა არსებამ; მიაგდო რა საქმეები და საზრუნავი, ისმინა რა მარადისობის ძახილი…
ხოლო სამყარომ, იგრძნო რა, რომ მოლეკულა “დედამიწის” რომელიღაც ატომში, რაღაც უცნაური ხდება, გაენთო იქ, რათა ყოველი მოეწესრიგებინა და გაერკვია…
ეს აზვირთებული ატომი კი ბორგავდა და მძვინვარებდა, ფეთქავდა ვითარცა ცოცხალი არსება!
ყველაფერი რისგანაც შედგებოდა ეს ნაწილაკი მოძრაობაში მოვიდა, ფართოვდებოდა… მაღლა და მაღლა, განზე და განზე, ყველა მიმართულებით განივრცობოდა. და იზრდებოდა და ითრევდა ახალ-ახალ ატომებს, ახალ-ახალ მოლეკულებს, სულ უფრო მეტ მატერიას… უსაზღვროდ მანათობელ აღტყინებაში.
დილით კი სამყაროს…
ახალი მზე მოევლინა!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “მე შენ მიყვარხარ!

  1. წავიკითხე და ვიგრძენი, რომ გულის სიღრმიდან წერთ.. უძირო და ტკბილი სევდით სავსეა თქვენი ჩანაწერი. ეს სიტყვები თოთქოს სულის სიმებს შეეხოო – ,, შეუძლებელია გიყვარდეს ტანჯვის გარეშე…(უკეთუ საკუთარ თავში არ შეაგროვებ წვეთ-წვეთობით ადამიანური მოდგმის მთელს სიღრმეს,
    არ შეიცნობ განშორების სულისგამყინავ ალს,
    არ დაკარგავ წინხედვას…)”

    Posted by რუსა | January 27, 2015, 4:59 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: