ჩემი კონცერტებიდან


koncerti2

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!
ძვირფასო მეგობრებო!!!
მოგეხსენებათ, რომ შემოქმედებითი საღამო „2 ქართველი“ გაიმართება ზეგ, ხუთშაბათს, 25 დეკემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 17:00 საათი.
ამ საღამოს შემთხვევით არ ჰქვია „2 ქართველი“. 2 ქართველი შეიძლება იყოს: ქალი და მამაკაცი, ცოლი და ქმარი, ორი მეგობარი, საქმიანი პარტნიორები, მტრები, პოლიტიკური ოპონენტები, ზნეობრივი და უზნეო მოქალაქე, ახალგაზრდა და მხცოვანი, საბჭოთა ეპოქის და თანამედროვე საქართველოს მკვიდრი. რა თქმა უნდა, ეს იდეები, შეფასები და შედარებები დააკავშირებს ყველა იმ იუმორისტულ მონოლოგს, მხატვრულ ჩანახატს, სიმღერას, რომლებსაც ამ დღეს წარმოგიდგენთ მეგობრებთან ერთად.
ჩემი ღრმა რწმენით ეს იქნება სიცილის, სასიამოვნო გართობის, სიმღერის, მოულოდნელი ჩაფიქრებისა და ხალისის 2 განსაკუთრებული საათი!

ამასთან ერთად, მინდა მოგმართოთ განსაკუთრებული თხოვნით  ყველას, ვინც აპირებთ მობრძანებას – შორიდან თუ ახლომდებარე უბნიდან, ფეხით თუ ავტომობილით – დაგეგმოთ თქვენი ვიზიტი და დროულად მობრძანდეთ.

საღამო დაიწყება ზუსტად 17:00 საათზე, გადაცდენების გარეშე. საღამოს მიმდინარეობა იქნება სახალისო, დინამიური და საინტერესო, დასამახსოვრებელი. ამიტომ გთხოვთ თქვენი მობრძანება იმგვარად დაგეგმოთ, რომ (ქართული დაუწერელი წესის მიხედვით), არ შემოხვიდეთ სავსე დარბაზში, კონცერტის დაწყებიდან 10-15 ან თუნდაც 40 წუთის შემდეგ, რითაც თქვენს თავსაც შეუქმნით დისკომფორტს, სხვა მაყურებლებსაც და რა თქმა უნდა, შემსრულებელს. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას გულისხმიერებისათვის და მოუთმენლად გელოდებით!

თქვენი სოსო მიქელაძე

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,935 other followers

  • 180,440 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

სოსო მიქელაძე საჯომარდო ბანაკში “გამოქვაბული”, 2018 წლის ივნისი

“საოცნებო ქალო”

“წლები და გზები”

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

Advertisements
%d bloggers like this: