ცეცხლი ნავთზე

ჭანჭიკჭამია მღრღნელები


ადგილობრივი და, ზოგადად, ქართული საზოგადოების შემდგარობის ტესტის პასუხები ჩემთვის მაშინ ვლინდება, როდესაც მახსენდება რა დაემართა თელავში მეფე ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე სკვერში მიწაზე მოწყობილ ღამის განათებას:
40-50-მდე მცირე ზომის საკმაოდ ლამაზი ლამპიონისაგან 2 წელიწადში არაფერი (!) აღარ დარჩა.
იმან, რაც 2012 წლის შემოდგომაზე, ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შევამჩნიე, გაზვიადების გარეშე ვამბობ – თავზარი დამცა.
თავდაპირველად უცნობი მოქალაქეები სკვერის ბილიკების გასწვრივ გაწყობილ ლამპიონებზე თვალით შეუმჩნეველ ქანჩებსა და ჭანჭიკებს ხსნიდნენ. ანუ ისეთ დეტალებს, რასაც მავნებელს თავისი დედისათვისაც რომ წაეღო – ისიც კი ვერაფერში გამოიყენებდა. მერე, რა თქმა უნდა, სხვა ნაწილების დახსნაც დაიწყეს, ამტვრევდნენ და სპობდნენ ამ მშვენიერ გასანათებელ მოწყობილობებს.
ეხლა რომ ნახოთ – გეგონებათ, სკვერს გიგანტური კალიები შეესივნენ, ლამპიონები დაღრნღნეს და გადასანსლეს.
ჰოდა მორალიც ამ ისტორიისა ასეთია.
ეს საზოგადოება ზუსტად ასეთია!
„კალიების“ შემოსევა დღეს აქ მასობრივი მასშტაბით მიდის, იმდენად მასობრივი (განათლება, ბიუჯეტი, საჯარო სექტორი), რომ უპირობოდ შხამქიმიკატი უნდა ახმარო!
რადგან იქ, სადაც შხამქიმიკატს აკლებ – კალიები ყველაფერს ასე-ამგვარად ძირისძირობამდე ღრღნიან და აჩანაგებენ.
უძველესი კულტურა და ტრადიციებიც უკვე დიდი ხანია გააცამტვერეს (ამიტომ ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ზღაპრულ თემებს ნუ მოჰყვებით).
„ჭანჭიკჭამიობა“ და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ტოლერანტობა კარგად ასახავს მის მანკიერ-ნაძირალურ ბუნებას.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: