ცეცხლი ნავთზე

„სრულფასოვანი ადამიანი რომ იყო – არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა გაგაჩნდეს“


670px-Get-Rid-of-an-Inferiority-Complex-Step-3როდესაც ორ ათწლეულზე მეტია პროვინციული ქალაქის ადამიანების ბედს უყურებ, იძულებული ხდები რაღაც ლოგიკური კავშირები თუ კანონზომიერებები დაამყარო ადამიანური ტრაგედიების (ის, რაც კარგად იწყება და ცუდად მთავრდება) და კომედიების (ის, რაც ცუდად იწყება და კარგად მთავრდება) მოვლენათა და მოქმედებათა შორის.
რატომ გამოსდის ერთს საქმე უკეთ მეორეზე?
რატომ უმართლებს ვიღაცას სხვაზე მეტად?
საიდან მოდის ბედნიერება და საით მიდის?
რა რას წარმოშობს? და ა. შ.
თუ გქონიათ შემთხვევა, რომ მიდიხართ რომელიმე ოფისში და აღიქვამთ – რომ, ისე ვით ნადირი მსხვერპლს, ერთი უბრალო ოფის-გოგონა/ბიჭუნა გაუცნობიერებელი ალესილი მზერით გსერავთ – ყმაწვილი, ქალი თუ კაცი, რომელიც სულ ხუთიოდე წლის წინ არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებოდა, საკუთარ თავს ეძებდა და ადამიანურ კითხვებს სვამდა. მე ამაზე ანაზდეულად ალფრედ ადლერის საოცარი ნათქვამი მახსენდება:
„სრულფასოვანი ადამიანი რომ იყო – არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა გაგაჩნდეს“.
აქვე ცნობიერებაში რიტორიკული კითხვა შემოიპარება ხოლმე:
ნეტავ რომელი ვერსია ჯობია ამ ადამიანის:
1. ის, რომელიც ოდესღაც დოსტოევსკის „იდიოტი“-ვით უხერხულად, ფეხადგმული “ლეკვივით” უბრალოდ იღიმებოდა?
თუ…
2. ეს, რომელიც არც წყაროზე წყალს დაგალევინებს, აღარც გაგიღიმებს თუ სამსახურებრივი ბონუსი არ ექნება და ძნელად თუ გაიხსენებს საიდან სად ჩავიდა?

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: