ცეცხლი ნავთზე

“ვმუშაობთ, ფაქტიურად, 24-საათიან რეჟიმში”


113053389_24hourდღეს რამდენიმეჯერ ერთი და იგივე თანამდებობის პირისაგან გავიგონე ძალიან საყვარელი, მორიგი, ფრთიანი, მართალია ცოტა “ძირგამძვრალი” ამდენი ხმარებისაგან, მარა უებარი წინადადება – “ვმუშაობთ, ფაქტიურად, 24-საათიან რეჟიმში”. ალბათ, მიხვდებოდით, რომ ეს სიამოვნებისა და შემართების შემაჟრჟოლებელი ფრაზა ამა ქვეყნის ძლიერს უნდა ეკუთვნოდეს (რატომ? ნუ ახლა საქართველოში მართლა არიან ადამიანები, რომლებიც ძილშიც კი მუშაობენ, ლამის 24 საათი. მაგრამ ისინი იმდენად გატაცებულები არიან თავიანთი საქმით, რომ ვერც აცნობიერებენ ამას და არც კი ცდილობენ ვინმესთან ეს დააფიქსირონ!).
არ ვიცი, რა ვიცი, რა გითხრათ?!
დავიბენი, ცოტა არ იყოს, აზრთა სიმრავლისაგან და ენა დამება – ვერაფერს ვეღარ დავამატებ.
24 საათი 24 საათია!
ისე, რომელიღაც წიგნში ასტრონომიაზე ამოვიკითხე, რომ დღის ხანგრძლივობა ბოლო წლებში დედამიწის ღერძის დახრილობის ზრდის კვალობაზე სულ იცვლებაო…
და ეტყობა ჩვენი “24-საათიანელები” მაგ სხვაობის მომენტებში თუ ისვენებენ ხოლმე…

P.S. ამ პოსტს არც მივყვებოდი და არც გამოვაქვეყნებდი – მას რომ ნოველისტური კვანძის გახსნა არ მოჰყოლოდა. შეხვედრიდან ერთ კვირაში ეს ჩვენი გავლენიანი “24-საათიანელი” იძულებული გახდა გადამგარიყო სახელოვანი თანაპარტიელის თანამდებობიდან უსამართლო გათავისუფლების სოლიდარობის ნიშნად.

აი ქართული კომედიის კიდევ ერთი, ფსევდოდემოკრატიული ფურცელი…

აი ასე – მგონი, 24-საათიანი რეჟიმი იშლება :( 

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: