ცეცხლი ნავთზე

2 ქართველი


61

თავდაპირველად ეს ჩანახატი ჩაფიქრებული იყო, როგორც 2014 წლის დეკემებრის შემოქმედებითი საღამოს ნაწილი (“2 ქართველი”, https://www.facebook.com/events/878597988841730/). მასში წარმოდგენილია ის რადიკალური შეფასებები, რაც კრიზისების დროს წამოტივტივდება ხოლმე ჩვენს საზოგადოებაში. ჩანახატის მიხედვით ორი სხვადასხვა ეპოქის ქართველი, XX საუკუნის 70-80 იანი წლების საშუალო ასაკის მამაკაცი და თანამედროვე ახალგაზრდა, ერთმანეთს ქვეყნის მდგომარეობაზე ეკამათებიან.

 

უძრაობის ხანის ქართველი

არაფერში ვარგიხართ! რა ქვეყანა დააქუცმაცეთ, დაანგრიეთ!

ერთ დიდ და მდარე „მაკდონალდსად“ აქციეთ საზოგადოება… (პაუზა)!
ტრაკი ვალებით აგევსოთ. ამერიკული განავალი თავპირზე გისვიათ და გგონიათ ვინმეს დააჯერებთ რამეს… მორალი თქვენ არ შეგრჩათ, ადამიანური ურთიერთობები თქვენ არ გაქვთ ადამიანური. ყველაფერი ზედაპირული, ფასადური და ყალბი გაქვთ. ყველაფერი ხელოვნურია, ყველაფერი სუროგატულია თქვენთან…
კაი რა? რა რწმენა?! სად არის რწმენა?! თქვენ მაგას რწმენას უწოდებთ?!
ჩვენს პარტიელ კომუნისტებს ან რევოლუციონერებს უფრო მეტი რწმენა ჰქონდათ და აქვთ.
ფულია თქვენი რელიგია! ფული!
და ხანდახან სექსი… შარვლიან ქალებთან და ჭკუით დასნეულებულ კაცებთან…
ახალგაზრდები, ბავშვები, აზრები – სუნთქვაც კი დაინფიცირებულია ამ სიყალბით. თავიდან ბოლომდე ხელოვნურები ხართ!
აი ეხლაც, ეხლაც… შენს მზერაში იმდენი უაზრობაა, იმდენი ბლაგვი სიცარიელეა.

თანამედროვე ქართველი

არ თქვა ეხლა თქვენ ხართ უკეთესები????
ხალხი, რომელიც არ ფიქრობთ, რა ელის ქვეყანას ხვალ…
ტყუილით, მოპარვით, გაურკვეველი წარმოშობის ფულით მცხოვრები საზოგადოება!
სექსზე სწორედ თქვენ გმართავენ… თქვენ! თქვენ! თქვენ!
ამძუვნებულო ხვადებო! მხურავი ძუკნით იზომება თქვენი 37-მანეთიანი პოლიტიკური ორიენტაცია და სამშობლოსადმი ერთგულება.
ჩვეულებრივი ზომბები, ფარისევლები, რომლებმაც… სიმართლეც რომც იცოდეთ, ხმას არ ამოიღებთ.
კაცს რომ ასო-ასო კუწავდნენ სიმართლისათვის, გაიტრუნებით, გაიკრიფებით და სახლში ოქტომბრის დიდი რევოლუციის იუბილეს აღნიშნავთ, რომ მსხვერპლის განწირული ხრიალი ამით მიაჩუმათოთ!
რადგან ფერმის ცხოველებივით კარგად ნაკვებები ხართ…
და რაღაში გჭირდებათ წარსული, რაღაში გინდათ მაღალი იდეალები.
მამული?! კუჭი… გენიტალიები ხომ დაკმაყოფილებულია?!..

უძრაობის ხანის ქართველი

ჰა-ჰა-ჰჰა… (ახველებს და ხარხარებს!)
ამერიკული უკანალიდან დიდი ხანია თავი გამოყავი?
ტკბილია ლაპარაკი იდეალებზე, როცა პირში ნეხვის გემო გაქვს?!
გგონია ეს ქვეყანა გადარჩება?
გგონია ამას სახელმწიფო ჰქვია? ადამიანური კომედია! კომედიანტები ხართ!!!…
ყველგან რიჟიკები და ტაკი-მასხარები ხართ! რომლებიც საუბრობენ სამშობლოზე, რომელიც არ აქვთ!!!
ყველა თქვენთან სამშობლოზე როგორ საუბრობს? გააფრინეთ, ხო??!
გააფრინეეეეეთ მასიურად!
და თქვენთან ყველას….
ასე ძალიან როგორ უჭირს თუნდაც ერთი, ერთი, ერთი…
ძალიან პატარა, მართლა ქართული, საქმის გაკეთება?!
კარგი (!) ფული იშოვება ხო, ამ ქართველობაზე ლაყბობით?
კი, კი, კი…
ადრეც დიდძალი ფული იშოვებოდა – ეხლა სახელებიც მოუფიქრეთ…
ნახე სახელმწიფოც როგორი გაქვთ?! არა სახალხო, არა ხალხისა, არამედ ვიღაც კერძო პირების, რომლებიც მიდიან და მოდიან, მიდიან და მოდიან, გამდიდრებიან და მერე მეფისნაცვლებივით „ატსტავკაში“ გადიან.
ფუჰჰჰ! თქვენ რა იდეალებზე მელაპარაკებით???
ნახევარი მოსახლეობისა ანტიდეპრესანტებზე ზის… ვინც პრეპარატებზე არა ხართ, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, „კრაკადილზე“, „პინგვინებზე“ , “სუბოტექსზე”, თამაშზე და სერიალებზეა შემჯდარი.
სათქმელიც, ხალხისათვის, ტყუილის გარდა, არაფერი გაქვთ.
დემოკრატია? უკრაინის მერე, ხომ დაინახეთ, სადღაა დემოკრატია?! ილოცეთ, რომ აპოკალიფსის მხედარმა თქვენთან არ შემოიჭყიტოს…

უძრაობის ხანის ქართველი

კმარა! კმარა! ჩვენ რაღაც იდეალისათვის მაინც ვიბრძვით – და ეს იდეალი არის…

უძრაობის ხანის ქართველი

რა არის ეგ იდეალი?! (ახველებს)… რა არის?! (ხარხარებს) და-გავ-იწყდა, ხოოო?!
თავისუფლება? მოდი ეგ სიტყვა მინის ქილაში ჩააგდე და ზედ მარილმჟავა დაასხი. უკეთესი იქნება! შეუნახე პრეპარირებული ფორმით… ეს რელიქვია შთამომავლებს!
დამოუკიდებლობა? ჰმმმმ! (ხარხარებს ბოროტად!)
ჩვენი დამოკიდებულება… ჯობდა თქვენს დამოუკიდებლობას!
ჩვენ ის მაინც… ვიცოდით, რომ დამოკი-დებუ-ლები ვიყავით.
ვიცოდით, რომ „ლაქიები“ ვიყავით, როგორც თქვენ ამბობთ!!!
რომლებსაც ხანდახან მაგარ, ძალიან დიდ თანამდებობებს აძლევდნენ.
თქვენ “დამოუკიდებლები” ხართ?!!
სად?
ვისთან?
ვის თვალში ხართ დამოუკიდებლები? კი, ჩემს თვალში და ვინმე მეხუთეკლასელის, რომლის მშობელს 80 ლარი აქვს ხელფასი და ბავშვს განათლებას ვერ აძლევს და სულიერად ემზადება ქუჩაში გაიპინტრიშოს… – კი დამოუკიდებლები ბრძანდებით.
ვინც პურს გაჭმევთ, საჭმელს გიყრით, როგორც სახლში მობრუნებულ ნახირს, ვინც გინახავთ – ვინც სესხებს გაძლევთ, როგორც აპარატზე მიერთებულ ავადმყოფს ჟანგბადს აწვდიან ხოლმე – მისთვის ვინა ხართ თუ გიკითხავთ?

თანამედროვე ქართველი

არ ვიცი…
ჩვენ ვიბრძვით მაინც! ჩვენ ვიბრძვით მაინც!
და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ…
ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე…
ეს ჩვენი შანსია,
ეს ჩვენი გზაა,
ეს ჩვენი სიმართლეა,
ვიყოთ,
ვიყოთ,
ვთქვათ,
დავდგეთ,
ავდგეთ.
ვიომოთ,
გავიტანოთ,
შევძრათ,
დავუმტკიცოთ,
დავარწმუნოთ,
გავიმარჯვოთ,
მოვიპოვოთ,
მივიტანოთ,
გადავლახოთ,
ვიოცნებოთ,
ვიყოთ,
ვიყოთ,
ვიყოთ,
ვიყოთ!

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: