"ლიდერის დღიური"

„დეპუტატების ფანჯარაში გადაყრის ხელოვნება“


10604677_10152830464605477_3009499264910729417_o„…ბონაპარტეს გადაწყვეტილება ვერაფრით მიეღო. ცოტა ხანს იგი უმწეობისა და დაბნეულობის მდგომარეობაშიც იმყოფებოდა.
თანდათან, სისუსტის შეტევამ რომ გაუარა, სახეზე ფერი დაუბრუნდა. მაგრამ იგი კვლავაც გაშეშებული რჩებოდა.
იქნებ თვლიდა კიდეც, რომ ყველაფერი წაგებული იყო?
მნიშვნელოვნად დაცარიელებულიყო მისი კაბინეტის მომიჯნავე ოთახები, რომლებიც მანამდე ნაპოლეონის ბრძანებების მოლოდინში მყოფი ოფიცრებით, დეპუტატებით და პოლიტიკური საქმოსნებით იყო სავსე. ფუშე, სულ თვალში რომ ედებოდა, სადღაც გაქრა. ყველას რაღაც გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდათ, რაც აიძულებდა მათ, მიეტოვებინათ ბონაპარტე.
ბრწყინვალე ამალა, რომელიც გარს ერტყა გენერალს, იკლებდა და ფერმკრთალდებოდა.
მიმდინარე ცვლილებების მნიშვნელობის არდანახვა დაუშვებელი იყო; აი მკაფიო ნიშნები მარცხისა, რომელიც სულ უფრო მეტად ცხადი ხდებოდა.
დრო კი მიდიოდა – შემოდგომის მოკლე დღე დასასრულს მიუახლოვდა.
ბინდი ჩამოწვა.
ათი ათასი ჯარისკაცი დილიდანვე თოფქვეშ იყო დაყენებული. სავარაუდოდ, ისინი უკვე დრტვინავდნენ. ან შეიძლებოდა კი საერთოდ მათი ნდობა?
საკანონმდებლო დარბაზში ცხარე თათბირი მიდიოდა და იქიდან მიღებული ახალი ამბები ბონაპარტეში სულ უფრო და უფრო დიდი შეწუხებას იწვევდა. ლუსიენი (ნაპოლეონის უმცროსი ძმა) იუწყებოდა, რომ ამიერიდან უკვე არაფერს აღარ გამორიცხავდა.
გადატრიალება ჩავარდა. ახლოვდებოდა ნაცვალგების ჟამი.
ბოლო, კრიტიკულ მომენტში, როდესაც თითქოს ყველაფერი უკვე დაკარგული იყო, ბონაპარტეს ენერგია დაუბრუნდა. იგი გამოენთო კაბინეტიდან, ცხენს შემოახტა და მიურატისა და გამოძახებული ლუსიენის თანხლებით შეკრებილი ჯარისაკენ გაემართა. ნაპოლეონი ყვიროდა, რომ მისი მოკვლა სურდათ, რომ „ხუთასეულთა საბჭოში“ შეთქმულები არიან, რომ იქ მას, რესპუბლიკას და ხალხს ლახვრით ემუქრებიან.
„მეომარნო, შემიძლია მე თქვენი იმედი მქონდეს“? – იმეორებდა ცხენზე ამხედრებული ბონაპარტე ერთსა და იმავე კითხვას, უვლიდა რა ჯარისკაცთა რიგებს.
ერთ წუთს შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს არმია ყოყმანობდა. მაგრამ ბონაპარტემ და მისმა ძმამ შეძლეს ჯარისკაცებში თანაგრძნობის შეძახილი გამოეწვიათ.
მაშინ ნაპოლეონმა მიურატს ნიშანი მისცა.
ბრძანება გაცემული იყო. გრენადიორების რაზმი დაფდაფების შემაშფოთებელი ხმის თანხლებით, მომართული თოფებით, მიურატისა და ლეკლერკის მეთაურობით „ხუთასეულთა საბჭოს“ სხდომათა დარბაზისაკენ დაიძრნენ.
მიურატმა კარი შეამტვრია და დასჭეჭა:
„მოაწყვიტეთ აქედან ეს ხროვა!“.
სინამდვილეში, ნაცვლად სიტყვისა „მოაწყვიტეთ“ გაცილებით უფრო უხეში, ქაღალდისათვის შეუფერებელი, სიტყვა ითქვა. გენერლადქცეული ყოფილი ჯარისკაცი, მედუქნის შვილი, საკანონმდებლო კორპუსშიც კი არ იწუხებდა თავს საპარლამენტო გამოთქმებისათვის მიემართა.
1799 წლის იაკობინელები, რომლებიც თავიანთ საბრალდებო სიტყვებში ნაპოლეონს-დიქტატორს მიწასთან ასწორებდნენ, დაფდაფების ხმაზე ძლიერ დაიბნენ. მათ შორის კაციც არ აღმოჩნდა „მწვერვალის“ იაკობინელებისდა მსგავსი (სახელოვანი რომმი და მისი მეგობრები, რომლებმაც თავი ერთი, ხელიდან ხელში გადაცემული, ხანჯლით მოიკლეს).
გასროლაც კი არ გახდა საჭირო!
დეპუტატები თავქუდმოგლეჯით გამოცვივდნენ დარბაზიდან. 5 წუთიც კი არ გასულა, რომ დარბაზი დეპუტატებისაგან გაიწმინდა და „ხუთასეულთა საბჭომ“ არსებობა დაასრულა.
ყველაფერი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
სწორედ ეს გახლდათ, იმ დროის მოარული გამოთქმის მიხედვით, „დეპუტატების ფანჯარაში გადაყრის ხელოვნება“, რომელიც 19 ბრიუმერს ასეთი ოსტატობით იოაჰიმ მიურატის გრენადიორთა რაზმმა წარმოადგინა.
გადატრიალება დასრულდა.
დირექტორიის კვალდაკვალ, უხუცესთა და „ხუთასეულთა“ საბჭოებიც ისტორიიდან ერთბაშად ამოშალეს…“

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: