ცეცხლი ნავთზე

სოყვარული… 20 წლის შემდეგ


როგორც მოსალოდნელი იყო…
ბიჭსა და გოგოს ერთმანეთი შეუყვარდათ.
უყვარდათ, უნდოდათ, სულ ერთად იყვნენ, სწყუროდათ, ენატრებოდათ, სულ გეგმებს აწყობდნენ მომავლის შესახებ.
ბოლოს…რატომღაც რაღაც მოხდა, რაღაც ჩაინგრა…
ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე – „შავი კატა“, „კეთილისმოსურნეები“, შორსმჭვრეტელი ახლობლები ჩაერივნენ.
და?
და დაიწყო მომავალი!..
გოგო მალევე გათხოვდა…
ბიჭი მთელ ღამეს შელოცვილით „მთვარის სონატას“ უკრავდა;
მის დარდიან სახეზე ცრემლების მდინარეები დიოდა…
…მომავალიც უსინდისოდ ჩქარობდა ხორცშესხმულიყო!
ოცმა წელმა სტარტებში, ფალსტარტებში, ექსპერიმენტებში, ცხრაუღელხარობაში განვლო…
ბიჭი ცნობილ და შეძლებულ ხელოვნად იქცა, მოგზაურად და მრავალი გამოფენის ავტორად.
სამყაროს შემეცნების ჟინი შედევრებსა და გაფუჭებულ ხასიათში გამოუვლინდა, ყოველთვის მცდარი არჩევანებით ქალებში. დღესაც ვერ უნახავს ქალი – მისი სულის ნაწილი, ფიქრი, აზრი და ემოცია რომ იყოს.
გოგოც ერთ უპრინციპო არსებად ჩამოყალიბდა; გვერდს ყოველთვის ის მამაკაცები უმშვენებენ, რომლებსაც თავად უყვართ ეს ქალი, უკანასკნელს კი ისინი – უბრალოდ სჭირდება… საამაყო და ვითომ თვალისმომჭრელი კარიერაც ასე აიწყო… თუმცა მის უსიყვარულობასა და უგრძნობლობას ადამიანების მხრიდან გავეშებული შური მოსდევს ხოლმე, რომელსაც გოგო როგორღაც, უფრო დიდი უნამუსობით იგერიებს.
აი ასე…
ორი ადამიანი, რომელთა მომავალი სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა…
ორი ადამიანი, შვილებით, ქალებით, კაცებით, ახლობლებით, საფიქრალით, სიხარულით თუ სატკივრით შემორტყმულები…
კვლავაც აგრძელებენ იმის ძიებას გარშემომყოფებში, რაც 20 წლის წინ თვალსა და ხელს შუა დაეკარგათ…
გვახსოვდეს – მომავალი სხვა არაფერია თუ არა პატივნაცემი “ახლა”!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: