"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

როდესაც ამბობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია – ეს უბრალოდ სიტყვებია!


1363108935_2photossport82ერთი… ორი… სამი..
სტარტი!
სტარტი!
სტარტი!
კიდევ ერთი ცხოვრებისეული რბოლის სასტარტო სიგნალი გაცემულია.
ყველა შენი მეტოქე თავპირისმტვრევით ფინიშისაკენ გარბის, შენ კი არ მოძრაობ და თითქოს ადგილიდან გატოკებასაც არც აპირებ.
„მოძრაობას ვერ იწყებ თუ რა გჭირს?“ – გაჰკივიან შენი გულშემატკივრები.
– არ გინდა?
– გეზარება – ჩვენ ხომ ყველა შენთვის მოვედით?
– არ გყოფნის მონდომება – მიდი, თავი ხელში აიყვანე?!
– საკუთარი თავის რწმენამ ხომ არ მიგატოვა?“
ეჰჰჰ… რა გჭირს – შენ თვითონაც ვერ ხსნი.
ის ხალისი, ენერგია, ჟინი და მისწრაფება, რაც გქონდა და რამაც აქამდე მოგიყვანა, უბრალოდ აღარ გაქვს.
ყველაფერმა ფერი დაკარგა… ფერი თუ ფასი – რა-ღა მნიშვნელობა აქვს განმარტებებს?!
მომავლის ხედვა გაქრა…
იმედი დაჭკნა და გახმა.
„…რომ გაიქცე – სად და რასთან მიხვალ?
რისთვის?
Full length of a young sporty woman sitting on the running trackწინ არაფერი გეგულება, რისთვისაც ღირს გაქცევა და ამ მდუმარების, ტკბილი სიმშვიდის დარღვევა.“
მგონი, რა არის მოძრაობა და ადგილიდან დაძვრა როგორ ხდება – ეგეც კი გადაგავიწყდა.
სხეულმა, კუნთებმა თითქოს მოძრაობის გრძნობა, შეგრძნებები, სრულიად დაკარგეს – ერთბაშად გაცამტვერდა ადგილიდან ადგილზე გადაადგილების შინაგანი ხატი.
შენთვის მოძრაობას აზრი აღარ აქვს,
რადგან ძალიან-ძალიან არ გინდა…
რადგან ძალიან ძალიან არ გჯერა…
რომ რამე შეგიძლია, რომ რამე გამოგივა, რომ რამეს აზრი აქვს.
…ახლა მოდი დროებით ამ მენტალური ვიდეოჩანაწერის ჩვენება შევწყვიტოთ. მისი გაგრძელება, სურვილის შემთხვევაში, შენ თავისუფლად შეგიძლია ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ. მანამდე კი სულ რამდენიმე უბრალო მოსაზრება, რომელიც ურიგო არ იქნება გაითვალისწინო როგორც ცხოვრების „სპორტსმენმა“.
1. „ვირთხების რბოლაში“ მონაწილეობაზე უარისთქმა ცხოვრებაზე უარისთქმას არ ნიშნავს და არც უნდა ნიშნავდეს. ერთმანეთში ნუ აურევ სოციუმის მიერ შეთითხნილ აფიორებსა და შემოქმედის მიერ ნაბოძებ სიცოცხლის ზეიმებს!;
2. რა თქმა უნდა, ჩვენ იმ კულტურის შვილები ვართ, სადაც სიამოვნება უპირველესი ღირებულებაა. მაგრამ სიამოვნებაზე მაღლა შენთვის გზა (!) უნდა იდგეს. შენ თავისუფლად უნდა შეგეძლოს მიატოვო ნებისმიერი დასახლება, რომელიც წუთისოფლად გხვდება – დაბა სახელად „სიტკბოება“ და ქალაქი სახელად „დეპრესია“. მხოლოდ ასე შეგიძლია იყო თავისუფალი და ძლიერი ადამიანი;
candle13. დაიმახსოვრე: თუ გრძნობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია – ეს უბრალოდ სიტყვებია! მაგაზე ცოტა მეტიც შეგიძლია, და კიდევ ცოტა მეტიც, და კიდევ. საქმე ცრუ წუხილთან, პანიკასთან და საერთო უხალისობასთან გაქვს. პირველ რიგში კი ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ფსიქიური რეზერვები სინამდვილეში ძალიან დიდია, შეუფასებელი. შენ კი ამ დროს ცხოვრებისეული სტრატეგიული ინიციატივა (! – ნახე ამ ფრაზის მნიშვნელობა ლექსიკონში) და-კარ-გე!
საზოგადოებამაც მიგაჩვია საკუთარ თავზე ხაზის გადასმას და უნდობლობას საკუთარი შესაძლებლობებისადმი.
ისიც გაითვალისწინე, რომ დროულად უნდა გადახედო და დააბალანსო საკვები, წყალი და სითხე, რასაც იღებ, ვიტამინები, ბიოდანამატები, ძილი და სხვა. საჭიროების შემთხვევაში დროულად უნდა მიაკითხო ფსიქოთერაპევტს, ნევროპათოლოგს, მანუალურ თერაპევტს სხეულისა და სულისათვის აუცილებელ გარეშე დახმარებას.
4. მიმოიხედე ვისთვის ცხოვრობ! არც ერთი ადამიანი არ არის კუნძულივით. ჩვენ ხშირად ერთი დიდი ხმელეთის – ოჯახის, უბნის, სანათესაოს, ქალაქის, ქვეყნის და ა. შ. – განუყოფელი ნაწილები ვართ და ჩვენი ინდივიდუალური მარცხი, განადგურება უფრო დიდი რაღაცის განადგურების საწინდარია. ნუ გახდები მრავალი ახლობლის დაღუპვის წინაპირობა!
5. შენს წარსულში, დაბადების დღიდან მიმდინარე წუთამდე, არის რამდენიმე ან შეიძლება რამდენიმე ათასი, ისეთი ეპიზოდი, რომლის გამო უნდა უბრალოდ ადგე, ზურგში გასწორდე და უბედნიერესმა გაიარო!
6. Cute-Girl-Smile-1920x1200თუ რაღაც გტკივა ან გიჭირს, ეს არ ნიშნავს, რომ დედამიწის ყველა პრობლემამ მხოლოდ შენთვის მოიცალა.
მიმოიხედე შენს გარშემო (ჩვეული ეგოცენტრიზმის გარეშე) და მრავალი, შენზე გაცილებით გაჭირვებული ადამიანი დაინახე. მიხვდი, რომ უბრალოდ ბოდიშის მოხდა და განსაკუთრებული მადლიერება გმართებს, აგრეთვე შთაგონებულობა ამ ადამიანთა მოთმინებითა და ამტანიანობით.
შემდეგ უბრალოდ ადექი და გაიარე – თუ შენში მადლიერების ცნობიერება არსებობს, განკურნების რეცეფტიც მალე მოგეცემა.
7. ყოველთვის გაიღიმე! თუ სულ გაღიმებული ივლი – უგუნებობაც სულ მიგატოვებს. ერთ გულში ორი საპირისპირო ემოცია ვერ სულდგმულობს.

იცხოვრე გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “როდესაც ამბობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია – ეს უბრალოდ სიტყვებია!

  1. გამარჯობა, მაინტერესებს თქვენ ინდივიდუალური კონსულტაციები არ გაქვთ თბილიში?

    Posted by Ninuca Ninuca | September 29, 2014, 7:55 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: