"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

სად იპოვი ასეთ ადამიანს?


10629811_10152767186060477_5459030661947266942_n“2007 წელს ორფილდის ლაბორატორიაში (სამხრეთ მინეაპოლისი, აშშ) ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. შეიქმნა ოთახი, რომლის ზედაპირი ბეტონისა და მინაბოჭკოს მეშვეობით ბგერების 99 %-ს ისრუტავდა.
რა ემართებოდა ასეთ ოთახში მოხვედრილ ადამიანს? პირველ რიგში, მას სიარულის პრობლემები უჩნდებოდა, რადგან ადამიანი მოძრაობის დროს მიჩვეულია ბგერით ორიენტაციას. მეორე, მას აღარ შეეძლო საკუთარი თავის მოსმენა, რადგან სპეციფიური ბგერითი ფონის გარეშე ეშინოდა ხმის ამოღება. ხუთი წუთის შემდეგ კი ასეთ ოთახში აღმოჩენილ კაცს საკუთარი გულისცემა და ფილტვებში მყოფი ჰაერი აყრუებდნენ… ბოლოს იგი ოთახიდან საზარელი შიშით და უხმო ბღავილით გამორბოდა!
ასეთ ოთახში ყოფნის მსოფლიო რეკორდი მხოლოდ და მხოლოდ 45 წუთს შეადგენს!
შენც ასე ხარ!.. შენი გარემოცვის გარეშე – უკაცრიელ უდაბნოში რომ გადაგადგდონ, სადაც ცოცხალი ორგანიზმებიდან მხოლოდ შენ და ბაქტერიები იქნებით – უმალ „გატყდები“. ვერავის გულზე ვერ „აქვითინდები“, ვერავისთან გაიბლატავებ აიფონით, რომელიც კრედიტით გამოიტანე. არავინ არ დაგიჭერს მხარს და შენც არავინ გეყოლება გადასარჩენი. რას იზამ ადამიანების გარეშე?
პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ყველა ასეთ უდაბნოში ვცხოვრობთ!
მიდი, ეხლავე ამოიღე შენი ტელეფონი და კონტაქტებს გადახედე. ასეულობით შენი ნაცნობ-მეგობრიდან (მაგალითად “იგორ-ზაპრავკა”, “კატია-ტროიკა”) რამდენია მზად მოგისმინოს და შენი პრობლემები გაიზიაროს? იმედია, ხუთი კაცი მაინც მოგროვდება, რომელიც საკმარისად ზრდილობიანი იქნება, რომ ყური დაგიგდოს.
და ამ ხუთეულიდან რამდენი გიშველის რჩევით? არავინ!
უკვე ისიც კი მეზარება გკითხო – “საქმით რამდენი დაგეხმარება?”.
ჰოდა, ესე იგი საქმეც სწორ გარემოცვაშია; შენთვის კი – მის არარსებობაში.
სკოლის მეგობრები, “მარადიული ძმები”, დაიშალნენ, გადასახლდნენ და საცოდავ მარტოობაში მიგატოვეს. ტელევიზორიდან რეგულარულად გაჰყვირიან “ჯოგური ინტინქტის” შესახებ და რომ “დამოუკიდებლობა თვითგადარჩენის ერთადერთი გზა არის”, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ საჭირო და მხარში დამდგომი ადამიანების გარეშე შენი საქმე კარგად ვერ იქნება.
იმარჯვებს უძლიერესი – მაგრამ სუსტი, თუნდაც ერთადერთი, სხვების გარეშე ძლიერი ვერასოდეს გახდება.
ინტროვერტების ხროვა ეხლა წამოდგება და დაიყვირებს: “მე ხალხი არ მჭირდება, მე თვითონ მარტოსაც მშვენივრად გამაქვს თავი!”.
და როგორ გააქვთ თავები? ღამ-ღამობით სერიალებს უყურებენ, გამოსასვლელ დღეებში საერთოდ სახლიდან არ გამოდიან და ქონში იფლობიან? ეს კი სიცოცხლე არ არის – ეს არსებობაა. გაქცევა! მათ იციან, რომ დიდ და საშიშ სამყაროში მათ არავინ ელოდებათ და ამიტომ იმალებიან საბნების ქვეშ.
შენ? ასე გააგრძელებ მალვით ცხოვრებას?
კი, შიშისმომგვრელია გარეთ გამოსვლა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყველგან დაგეხმარებიან და მხარს დაგვიჭერენ. დედა, სამწუხაროდ, ყოველთვის გვერდით არ გვიდგას. და დედის შემდგომ?
საჭიროა ადამიანები!
ისინი, რომლებმაც იციან, რა გაგივლია და კიდევ რა გზა გაქვს გასავლელი. ისინი, რომლებსაც უნახავთ შენი სისუსტეები და ისეთად მიგიღეს, როგორიც ხარ. ესენი არც “მამიკოები” არიან და არც “კრიშაა”. ისინი გეხმარებიან შენ, და შენ ეხმარები მათ. თქვენ ერთობით ხართ ძლიერები და არა სუსტები საკუთარ მარტოობაში.
ერთი კითხვა-ღა დარჩა – სად იპოვი ასეთი ადამიანებს?..”

“ანტონ ბრიტვა”, პროექტი “სპარტას” ავტორი

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: