"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

იბრძვი თუ ცხოვრებით ტკბები?


დილაა…10-11-12 საათი…

Публикация-и-рецензирование-научных-статейმოგივიდა შეტყობინება ჩემი ახალი პუბლიკაციის შესახებ, ან კიდევ ფბ-ზე პოსტის ამსახველი სტატუსი შეამჩნიე.
გარკვეული ინტერესით ან დილის მსუბუქი ზიზღით, დაღლილობით ან აკვიატებული უკმაყოფილებითა და დაუკმაყოფილებლობით მექანიკურად აკლიკებ ფოტოს და მიჰყვები.
თვალებით ათვალიერებ ტექსტს, ისევე, როგორც ათეულობით სხვა გახსნილ ფანჯარას, აჭრელებულს უამრავი ვიდეო, წერილობითი და აუდიო ინფორმაციით.
ოფისში მყოფს ვიღაც გეძახის, თუმცა წელისა და ზურგის არეში ისეთ დაძაბულობას და დაჭიმულობას გრძნობ, წამოწევაც კი შეიძლება დაგეზაროს.
ისეთი გრძნობა გაქვს, რომ როგორღაც უნდა გადააგორო ეს წამი, წუთი, ეს სტრიქონებიც როგორღაც უნდა ჩაიკითხო (იმიტომ რომ მთლად გადასაგდები არ არის)…
ხვალ, ზეგ ან მასზეგ კი რაღაც იქნება, შეიცვლება, გამოსწორდება, ბოლო-ბოლო „სულ ესე ხომ არ იქნება?!“ (გეცნობა აზრი?).
აი ახლა კი… ახლა კი ეს შებოჭილობა მთელს ცხოვრებას ციფრების, ბიტების, ბგერებისა და სიმბოლოების საშინელ კაკაფონიად აქცევს.
გამოდის, რომ… შენ იბრძვი!
იბრძვი არსებობისათვის, დილით ადრე გაღვიძებისათვის, ფეხზე დადგომისათვის…
გასახსენებლად იმისა, თუ ვინ ხარ, რა გინდა, სინათლის წყაროსათვის, ადგილისათვის დანგრეულ სამყაროში.
შენ ყოველწუთიერად იბრძვი. და რაც მთავარია,
ეს არის შიშნარევი ბრძოლა,
იძულებული,
უიმედო,
რწმენის გარეშე,
ავტომატური,
ცნობიერების და საკუთარი ვინაობის გახსენების გარეშე,
დამარცხებაზე ორიენტირებული, რადგან მიზნად გამარჯვების მოპოვება არც გქონია და არ გაქვს.
ამიტომ მგონი დრო დადგა საჩქაროდ გამოათრიო (!) საკუთარი თავი ასეთი პარადიგმიდან. მაშ ასე:

1. შეხედე შენს არსებობას და შენი სულის მიმდინარე ისტორიაში გმირული (!) სულისკვეთება შემოიტანე, რაგინდ იმედგაცრუებული, გულგატეხილი, უიღბლო, მიტოვებული და მარტო არ უნდა იყო.
გაიხსენე ფილმი „უკანასკნელი სამურაი“ (The Last Samurai – დააკვირდი, რომ ეპიზოდის ბოლო მომენტშიც არაქათგაცლილი და რამის გულწასული ონგრენის ხელი მაინც „ბოკენს“, სამურაების ხის ხმალს, ეძებს).

დროულად და აუცილებლად შეცვალე ცხოვრებისეული ფილოსოფია.
ბრძოლა დამარცხებისათვის გამარჯვებისათვის ბრძოლით უნდა შეცვალო.
ირგვლივ მრავალი დახელოვნებული „მეომარი“, ძლიერი პიროვნება თუ სახელმოხვეჭილი გმირია, მაგრამ ეს არ გაძლევს გამართლებას იმისათვის, რომ წაგებისათვის იომო, ან მხოლოდ უკან იხევდე და ზიზღით იბრძოდე.
2. ამოძირკვე ჩვევა სიძულვილით, გულისრევით, ზიზღით აკეთო ყოველდღიური საქმეები!!!

რა? აღარ გინდა და გძულს შენი სიცოცხლე?
არ მოგწონს და არაფერი აღარ გინდა?
ნუთუ მართლა ასეა? წარმოუდგენელია!
მაშინ რატომ არ ხდები ადამიანის სხეულის ნაწილებისა და სიცოცხლის ქველმოქმედი დონორი?! მიდი, წადი და მიეცი შენი ხერხემალი ვინმეს!
წადი თვალები უბოძე ვინმეს, წლობით მომლოდინე გაჭირვებულს!
კიდურები, თირკმელები, ღვიძლი – რამდენი გამწარებული ავადმყოფი ელოდება ამ ყველაფერს?!
შენ გინდა თავი მოიკლა და მოისწრაფო არსებობა? დაუჯერებელია!
რა თქმა უნდა, შენ ამას არ გააკეთებ…
იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან გიყვარს შენი თავი და შენი სიცოცხლე – ისეთი, როგორიც არის, როგორიც მოგეცა: სიძნელეებით, პრობლემებით, წინააღმდეგობობით, შებოჭილობებით.
მაშასადამე, ისწავლე მსუბუქად აკეთო ის, რისი კეთებაც გიწევს.
ისწავლე მიიღო სიხარული იმ ყველაფრისაგან, რასაც ეხები ხელებითა და აზრით – საგნებისაგან, ადამიანებისაგან, სულებისაგან.
31773. იფიქრე სიხარულზე, მიიღე სიხარული, ილოცე სიხარულით, იცხოვრე სიხარულით, შედი და დამკვიდრდი სიხარულში.
ნუ გაემიჯნები სიხარულს, როგორც მრავალ ადამიანს ემართება დღესდღეობით.
პავლე მოციქული აღნიშნავდა, რომ სულის პირველი სამი ნაყოფია – „სიყვარული, სიხარული და მშვიდობა“. თუ შეძლებ შენს ცხოვრებაში ამ სამეულის დამკვიდრებას, ყველაფერი იდეალურად იქნება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიყვარულის, სიხარულისა და მშვიდობის სახელით დღედაღამ ენთუზიაზმითა და შეუპოვრობით უნდა ქმედებდე.
4. რასაც არ უნდა აკეთებდე, როდესაც საქმის კეთების დროს საკუთარ თავს ბოღმას, სიძულვილს, უკმაყოფილებას, მრისხანებას შეამჩნევ – შეწყვიტე საქმიანობა, დაისვენე, განიავდი, ილოცე, მოიხმე სიყვარული და სიხარული და ისე დაუბრუნდი საქმეს.
ჯობს საქმე შეყოვნდეს – ვიდრე სიძულვილში და ზიზღში დამკვიდრდე.
5. სულ იღიმებოდე. ნუ უსმენ სხვებს – ღიმილი გულის მზის გამონათებაა.
ანათებდე ადამიანების წინაშე შენი განწყობილებით და საქმეებითაც!

იცხოვრე გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: