ცეცხლი ნავთზე

“მინიმუმ დღეში ერთხელ მაინც წყალი არ გადავივლოოო?! თავიც ხომ მოვიკალი?!”


სულ მაკვირვებდა ზოგიერთი ქართველი ქალის აკვიატებული თვისება-ჩვევა, რაც ახლა უცხოელებთან თითქმის არც შემხვედრია. გამუდმებით უყვართ ხოლმე (და არ მგონია ვიყო გამონაკლისი), ჩემს გასაგონად ამ შემთხვევაში, დაახლოებით ასეთი მონოლოგის წაკითხვა (თანაც საინტერესოა, რომ არც სთხოვ ამის თქმას, არც ავალდებულებ, საუბრის კონტექსტიდანაც მთლიანობაში ამოვარდნილია, მაგრამ ერთი თუ ჩაირთო, „უბერამს“, 240-ით, როგორც „ბეენვე“ „ლონდონ-პარიჟ“-ის ავტობანზე!).
– აუუუუუუუუუუ! ისე მიყვარს წყალიიიიიი! ვგიჟდებы! ჩემი სტიქიაა! ჩემი სისუსტეა! ავადმყოფი ვარ, მგონი, ამ მხრივ! სახლში „იხვს“ მეძახიან… დღეში სამჯერ მაინც უნდა შევიდე აბანოში. მერე ერთი ორი საათი მაინც აღარ გამოვდივარ… უბედნიერესი ვარ, როცა შხაპს ვივლებ! აი უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ის ქალები… ვისაც თუნდაც ძილის წინ არ უყვართ წყლის გადავლება. როგორ უნდა დამეძინოს?! გამორიცხულიააა!!!
ან ყოველდღე რომ არ იბანავებს ქალი – ეს რა არის?! ნუ არ ვიცი! წყალი – ეს ხომ მთელი სიცოცხლეა – აუუუუუუუ! კანს ხომ უნდა სუნთქვა?!! რავიცი, მართლა, მართლა, მე არ შემიძლია ასე-რააა.
მე თუ ცხელი წყალი არ არის სახლში, ეგრევე ვაცხელებ, ტაშტით იქნება თუ „კრუჟკით“…
ან რა ვიცი… სახლიდან ისე როგორ უნდა გახვიდე, რომ..?! სულ ხუთიოდე, ნუ მაქსიმუმ, ათი წუთი უნდა და თავს გრძნობ დასვენებულად, ადამიანურად, კომფორტულად! ეს ხომ შენ პირადად გეხება და სხვა არავის… ქალი ხარ ბოლო-ბოლო… ჯერ მამაკაცისაგან… ნუ ჰიგიენა ხომ პირველია, ხოოო?! და მერე ქალი? ნუ, არ ვიცი…
რამე სუნი რომ მოგივიდეს ქალისაგან?! ვაიმეეე, ვინმემ რომ ჩემი სუნი, ან ოფლი… ან რამე იგრძნოს?!!! აუუუუ!
10671287_10152761784140477_8807818838335984751_nეხლა მე რომ კაცი ვიყო და ეს ვიგრძნო… ნუ, აი სუნების მიმართ ვარ, აი „მანეაააკი“! ყველა ადამიანს ხომ თავისებური სუნი აქვს-რა! თავისებური, სპეციფიკური! და მინიმუმ დღეში ერთხელ მაინც წყალი არ გადავივლო?! “პროსტა” არ არსებობს!
ვაიმე, რას მელაპარაკები, შანსი არ არის. თავიც ხომ მოვიკალი?!!
ხომ გეუბნები – წყალი ჩემთვის არის # 1-იიიიიი!

(თუ ვინმე გაგახსენდათ, დამილაიქეთ!!!)🙂

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: