"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

გელაპარაკებათ თუ არა გარესამყარო?


797122ყოველი ადამიანის ცხოვრება სამ დიდ ვეშაპზე დგას:

  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • ფსიქიური ჯანმრთელობა;
  • მოლაპარაკებები (გარესამყაროსთან ურთიერთობები).

დღეს რამდენიმე სიტყვით მინდა მიმოვიხილო ის მაგიური უნარი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს თქვენი პიროვნების ბუნებასა და მის სოციალურ წარმატებას. საქმე ისაა, რომ მიუხედავად განსაცვიფრებელი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის (რობოტოტექნიკა, ბიოინჟინერია, მოქნილი საწარმოო სისტემები და სხვა), ფიზიოლოგიური და სულიერი საჭიროებების დიდი ნაწილის დაკმაყოფილება მაინც  გარშემომყოფი ცოცხალი ადამიანების მიერ და მხრიდან ხდება.

სწორედ ამიტომ ინდივიდებისა და ჯგუფების დარწმუნება, მოტივირება და მათი ყოფაქცევის მართვა – განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული “დისციპლინაა”.

სამწუხაროდ, „მოლაპარაკებები“-ს ხელოვნების საჯაროდ სწავლება თითქმის არ ხდება, მისი მეცნიერული შესწავლა გახსნილად არ მიმდინარეობს და თუ ვინმე ამ სფეროში რამეს ეუფლება, მხოლოდ რეალურ ადამიანურ მოდელებთან ურთიერთობების, თანამშრომლობის, დაკვირვების და მიბაძვის შედეგად.

Negotiation-picგარკვეული უტრირებით მოლაპარაკებებს შეიძლება მივაკუთვნოთ: პროფესიული გასაუბრებები, ხელის თხოვნა და სიყვარული ახსნა, ფინანსური, სოციალური და პოლიტიკური ლობის შექმნა, გადმობირება, ფლირტი, „დაკერვა“, ზეწოლა, გამოძალვა, შანტაჟი, მანიპულაცია და ა. შ. წარმატებულ მომლაპარაკებლად ჩამოყალიბებისათვის ინდივიდს ხასიათში მრავალი თვისების, უნარის, უნარ-ჩვევის განვითარება მართებს: მათ შორის, საკუთარი თავის რწმენა, არტისტიზმი, კეთილგანწყობა, სხარტი აზროვნება, კრეატიულობა, იმპროვიზაციულობა, გაცნობიერებულობა, ემოციების მართვა და სხვა.

მოლაპარაკებების შესწავლასა და დაუფლებაში ინვესტირებული დროითი, ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსები უმაღლესი დაბრუნებადობით და მომგებიანობით ხასიათდება. ამიტომ რამდენიმე რჩევა მას, ვინც აპირებს პროფესიულად შეისწავლოს ცხოვრების ეს სფერო და სადაც არ უნდა იყოს – პოლიტიკა იქნება ეს, ხელოვნება, ბიზნესი თუ მეცნიერება – საკუთარი გზა პიროვნული დიდოსტატობით გაიკვლიოს.

  1. თუ ახლო მომავალში საპასუხისმგებლო მოლაპარაკებების წარმოება გიწევთ, თუმცა ჩავარდნის შიშის გამო ქრონიკულად ვეღარ იწესრიგებთ განწყობილებას, ნათელია, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მოიმოქმედოთ და თვითშეფასება აიმაღლოთ. მართლაც, ცუდი განწყობილება ძირითადად თვითშეფასების და საკუთარი თავის რწმენის მნიშვნელოვანი შემცირების შედეგია.

ადექით და გაიხსენეთ დეტალებში თქვენს მიერ წარმატებით წარმოებული მოლაპარაკებები. თუ უიმედობა და წყვდიადი მაინც არ გეშვებათ, მაშინ თქვენს მიერ ნაცხოვრი ყოველი წლის ათი ყველაზე დიდი მიღწევა გაიხსენეთ, ჩამოწერეთ და მოკლე აღწერილობა დაურთეთ. მაგალითად, 2000 წელი:

1. დავწერე წიგნი, რომელიც გაიყიდა 5000-იანი ტირაჟით, წიგნის საერთო მოცულობა იყო 350 გვერდი. მასზე მივიღე უამრავი დადებითი რეცენზია, მკითხველის გამოხმაურება და ა.შ. 2. ჩემი მოთავეობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია… 3. პირველად დავძლიე 12 წმ-იანი ბარიერი 100 მეტრზე სირბილში, რაც გამოცდილ სპორტსმენებსაც კი უჭირთ და ა.შ.). აუცილებლად იპოვეთ ყოველ წელიწადში ეს ათეულები!!! სავარჯიშოს ამოცანა სულაც არ არის გრანდიოზული მასშტაბების გამარჯვებები ძებნა – მიუსადაგეთ გამარჯვება თქვენი ცხოვრების მასშტაბს.

ეცადეთ კავშირი აღადგინოთ თქვენს სიცოცხლესთან, სასიამოვნო მოგონებებთან, საკუთარ თავზე დადებით და პოზიტიურ წარმოდგენებთან.

ის ადამიანია ბედნიერი, რომელსაც თავის სხეულთან ფიზიკური შეგრძნებების სახით ძლიერი კავშირი აქვს დამყარებული. და, რა თქმა უნდა, ასეთივე უწყვეტი კავშირი გააჩნია თავის წარსულთან.

მოგონება შეიძლება სისხლსა და ნერვულ ენერგიას შევადაროთ. იმისათვის, რომ სხეულის ესა თუ ის ნაწილი ჯანმრთელად ფუნქციონირებდეს, იქ სისხლი და ნერვული იმპულსები, „ელექტრული მუხტები“ უნდა ჩქეფდნენ.

ამგვარადვე, სულიერი ჯანმრთელობისა და სიმხნევისათვის პიროვნებას საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებთან გადაფასებული და ემოციურად მოწესრიგებული მოგონებების მთელი იმპულსები, მეხსიერებითი გზავნილები უნდა აკავშირებდეს.

  1. Negotiation-Skills-26-Febთუ გახასიათებთ ადამიანების მიმართ ზიზღი, გაუტანლობა, სიძულვილი, შიში, მიზანთროპია – აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ ამ გრძნობებისაგან. ისწავლეთ ადამიანების სიყვარული, დაინახეთ მათში უამრავი მიზეზი, რისთვისაც შეიძლება მოგწონდეთ და გიყვარდეთ ისინი, მადლობას ეუბნებოდეთ გამჩენს ამ პირების თქვენს გარშემო ყოფნის გამო. შეიყვარეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. ნუ გააიგივებთ ადამიანებს მათსავე თვისებებთან და ქცევებთან და ამის გამო ნუ შეიძულებთ. ჯერ ერთი ამით საკმაოდ დიდ სულიერებას დაიმკვიდრებთ, მეორე კი – რა სუბიექტიც არ უნდა იყოს თქვენს წინაშე, ურთიერთობა არასოდეს გაგიჭირდებათ. ფრაზები „რა ნაძირალაა, „ამას ვერ ვიტან“ და სხვა, იმდენად იმას კი არ იმას წარმოაჩენენ, რომ თქვენ „კარგსა“ და „ცუდს“ ერთმანეთისაგან ასხვავებთ, ქერუბიმი ბრძანდებით და „მანკიერს“ ერთბაშად ემიჯნებით. უბრალოდ ცხადი ხდება, რომ თქვენ სულის სიღრმეში ძლიერი შიში და დაუცველობის განცდები გაქვთ ჩაბეჭდილი – არც საკუთარ თავს ენდობით და არც შემოქმედს.
  2. წინა პლანზე ცხოვრებაში ორი რამე გადმოიტანეთ: ფიზიკური ჯანმრთელობა, ანუ კარგი სპორტული ფორმა, და სულიერი სიჯანსაღე (საკუთარი თავის რწმენა, მოტივირებულობა, ენთუზიაზმი, სიხარული, ძლიერი დადებითი ემოციები).

ეს იყოს თქვენი პრიორიტეტები, რადგან მათ გარეშე, თქვენი დოვლათის კასრი ძირიდან ყოველთვის გახვრეტილი იქნება და ვერაფრით შეივსება.

  1. ისწავლეთ თხოვნა!!!!

ეცადეთ ადამიანები კონსტრუქციული თხოვნებით („-ებით!“) დატვირთოთ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ეს არც ასეთი ადვილია, როგორც შორიდან ჩანს.

ისწავლეთ ადამიანების შეწუხება! სახლში ჯდომა, სოციალურ ქსელებში ცხოვრება, საკუთარი რეალობის უარყოფა – სინამდვილის მავნე ჩვევების გაგრძელებაა.

გამოიმუშავეთ ჩვევა უცხო ადამიანებსაც კი მათთვის შესაძლებელი დახმარების გაწევა სთხოვოთ.

  1. ნუ ზიხართ დღედაღამ უსაქმოდ! ამის ნაცვლად დაწვრილებით შეისწავლეთ ადამიანები, მათი ხასიათები, ყოფითი ურთიერთობების სცენარები (შაბლონები), მოლაპარაკებების თეორია. აშენეთ „გზები“ და არა „კედლები“!

…და რა თქმა უნდა – იცხოვრეთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,086 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: