"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

რამდენად მზად ხართ ახლავე მიიღოთ ის, რაც ძალიან გინდათ?


prinyatie56წარმოიდგინეთ, რომ ის, რაც ძალიან გინდათ, მაგალითად, ვილა ბაჰამის კუნძულებზე, საოცნებო ქალი/მამაკაცი, საოცნებო მეგობრები, ფინანსური შეძლება, რამის მაგიური უნარ-ჩვევები, გავლენა, განსაკუთრებული ცნობადოდა, სასწაული ავტომობილების კოლექცია, აქსესუარები და ა.შ. – ახლავე გეძლევათ!!!

წარმოიდგინეთ, რომ ის, რასაც ძალიან შენატრით, გულის სიღრმემდე გსურთ, ახლავე, ამ წუთსვე თქვენს ხელთ გადმოდის! “ახლავე” ნიშნავს, რომ ამ საოცრების ხორცშესხმა უშუალოდ იმ წუთიდან მოხდება, როდესაც წინამდებარე ტექსტის წაკითხვას მორჩებით; მოსწყვეტთ თუ არა თვალს ამ სტრიქონებს და … ნატვრაც ახდება! მისი უდიდებულესობა სიცოცხლე მოგმართავთ:

„აი შენი ნატვრის საგანი! გამომართვი!“

და გამოგიწვდით იმას, რისკენაც ამდენი ხანია მიილტვოდით.

წარმოიდგინეთ – სრულფასოვნად და ცხადად! წარმოიდგინეთ!

…წარმოიდგინეთ?

ახლა კი დაფიქრებით და ასეთ კითხვაზე გამეცით პასუხი. ეს რევოლუციური სიახლეები თქვენს ცხოვრებაში რომ ერთბაშად და ახლავე შემოვიდეს – ნამდვილად შეგწევთ უნარი მიიღოთ ისინი?

მიიღებდით ასე ჰაიჰარად თქვენს უმშვენიერეს მეორე ნახევარს? ბევრ ფულს?

მართლა შეგიძლიათ თუ არა “საოცნებოს” ასე ადვილად მიღება? დაუფლება?

მზად ხართ?

eab83e6cea9cშეგიძლიათ ცხოვრებას პირდაპირ ასე, მსუბუქად, გამოართვათ თქვენი ახდენილი ოცნება? ჰმ?

(ეცადეთ სანტიმენტებისა და პათოსის გარეშე – გულწრფელად გასცეთ კითხვებს პასუხი. თქვენს თავს მაინც ვერ მოატყუებთ!).

შეგიძლიათ ცხოვრებას ახლავე, ყოველგვარი შინაგანი მომზადების გარეშე, გამოართვათ თქვენი ახდენილი ოცნება?

შეგიძლიათ ახდენილ ოცნებასთან და ოცნებაში ცხოვრება?

შეგიძლიათ „სხვანაირად“ ცხოვრება?

შეგიძლიათ „სხვანაირად“ გახდომა ამ წუთიდანვე, ამჟამინდელ თქვენს თავთან გულსაკლავი გამომშვიდობების გარეშე?

იმ მკითხველებს, რომლებიც ზემოთმოტანილ კითხვებს მსუბუქად და დაუფიქრებლად გასცემენ პასუხს – „კი, შემიძლია“ – სტატიის მომდევნო ნაწილი დიდად აღარ უნდა აინტერესებდეს. მათი წარმატება ისედაც უდაოა, მზაობა კი – შესაშური.

მას კი, ვინც თვლის, რომ მოულოდნელი გარდასახვა ადვილი საქმე როდია, მინდა შემდეგი რეკომენდაციები გავუზიარო.

  1. შექმენით და რეგულარულად აწარმოეთ თქვენი “ცხოვრების/თვითდაკვირვების დღიური”; ეს ნამუშევარი სწორედაც რომ ხელით უნდა იყოს ნაწერი-შესრულებული. დაწვრილებით აღწერეთ თქვენი ყოველდღიური სულიერი მდგომარეობა, ემოციები, განცდები, განწყობა, ფიქრები, ოცნებები, კითხვები, პასუხები. დაუთმეთ ამ საქმეს დღეში ერთი საათი მაინც.

გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად არაფერია საკუთარ თავთან კომუნიკაციაზე მნიშვნელოვანი!

ნუ უყურებთ და გადასწვდებით ხოლმე სხვათა მაგალითებს, რომლებიც ვითომ უდარდელად ცხოვრობენ. ზოგ ადამიანს არაჩვეულებრივი მეგობრები და მშობლები ჰყავს, ზოგს დრო არ რჩება საკუთარი თავისათვის, ზოგი პრობლემების დასავიწყებლად სიცოცხლეს ბახუსს ასყიდებს, ზოგი – წამალს, ზოგი -ტოქსიკომანიას ან აზარტულ თამაშებს.

დაამყარეთ კავშირი და მშვიდობა თქვენს „შინაგანთან“. სული უმსუბუქესი და უხილავი რამეა, მაგრამ სწორედ ამ უწონოსა და შეუმჩნეველზე დგას ადამიანური სიმედგრის ცათამბჯენი.

  1. 06a4234bead55e2d27ca05967558bbbfისწავლეთ მიიღოთ ის, რაც ხდება. თქვენი კეთილდღეობისათვის აამუშავეთ თქვენზე კითხვა „მერე რა?“-ს კოლოსალური პოტენციალი.

პრობლემის წარმოშობისას მრავალჯერადად დაუსვით თავს კითხვა – „მერე რა?“ – ისე, სანამ თქვენი პასუხი არ მივა ფრაზამდე „მერე და არაფერი“. მაგალითად:

  • ცუდად ვარ..
  • მერე რა?
  • მტკივა…
  • მერე რა?
  • მეტს ვეღარ ავიტან, ვკვდები…
  • მერე რა?
  • დახმარება მჭირდება.
  • მერე რა?
  • არ მეხმარებიან, მწყინს.
  • მერე რა?
  • ცივი წყალი მიშველის…
  • მერე რა?
  • მერე უკვე არაფერი🙂

გიხაროდეთ, გიხაროდეთ, გიხაროდეთ და მიიღეთ სამყარო კარგებად და ცუდებად დაყოფის გარეშე (გაიხსენეთ ხოლმე ნაკვესი: – ცუდია! “მერე რა?”).

  1. განავითარეთ გონება, გონიერება, განავითარეთ გაცნობიერებულობა (სად ხართ? რას გრძნობთ? ვისთან ერთად ხართ? რა ხდება თქვენს შიგნით და ირგვლივ?), გაამყარეთ კავშირი თქვენს პირად „10 მცნებასთან“.
  2. სისტემატურად დაკავდით ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვითრეგულაციით – რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა, სირბილი და ა.შ.
  3. მოიხსენით შებოჭილობები, გაიმყარეთ საკუთარი თავის რწმენა, აიმაღლეთ თვითშეფასება, ყოველდღიურად იმკვიდრებდეთ სულ უფრო მეტ შინაგან თავისუფლებას.
  4. მოძებნეთ და იმეგობრეთ ძლიერ ადამიანებთან, გაამძაფრეთ თქვენში გარდასახვის მზაობა იდეებისა და შინაგანი სახეების დონეზე.

და გახსოვდეთ, რომ ყველაზე მთავარი მაინც შინაგანი მომწიფებაა – დანარჩენი ყველაფერი შემდეგ უკვე თავისთავად ხდება.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: