"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

რა ჯობია – დადებითი თუ უარყოფითი ტიპის აზროვნება?


head_clampრა დათვლის იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოპტიმიზმით ცხოვრებას კაცი ხშირ იმედგაცრუებამდე მიჰყავს და ამგვარი აზროვნების ნირი შეიძლება მძიმე დეპრესიის მიზეზიც გახდეს. იმასაც ამტკიცებენ, რომ თითქოს უფრო უკეთესი ყოფილიყოს საქმე გვქონდეს „რეალობასთან“, ფაქტებთან, გარკვეულ პესიმიზმთან, კრიტიკულ აზროვნებასთან, ვიდრე გვჯეროდეს ე. წ. უკეთესობის. იმ დროში, სადაც დედამიწაზე „პარპაშობენ მასონები“, „სატანა ბობოქრობს“, ავადმყოფობები, ომები, საყოველთაო სიცრუე XXI საუკუნის ადამიანის დღის წესრიგის ჩვეულებრივ ამბებად იქცა, ხოლო ყოველი დიდი და კეთილშობილური განზრახვა სიბერითა და სიკვდილით უდროოდ აღიგვება ხოლმე პირისაგან მიწისა, ოპტიმიზმი რა სახსენებელიაო.

და მართლაც!

უსიამოვნებებისა და ჩავარდნების შემოტევისას უამრავი სხვა ადამიანიც იზიარებს აზრს, რომ უმჯობესია თავი შეიკაოს დადებითზე ფიქრისაგან და უფრო მეტად უარყოფით შეფასებებსა და ემოციებს დაუგდოს ყური; ოპტიმიზმი კი იმ დროისათვის გადადოს, როდესაც ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდება და მოწესრიგდება.

195ikd2sshym5jpgთუმცა განურჩევლად იმისა აზროვნების რომელი წესი გიზიდავთ, თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც თანამედროვე მკვლევარებმა ემოციების თვალსაზრით დაადგინეს. საუბარია უარყოფითი და დადებითი ემოციების ფუნქციებზე ადამიანის ცხოვრებაში.

მეცნიერების დასკვნით, უარყოფითი ემოციების და გრძნობების (შიში, დარდი, სიძულვილი, მრისხანება, შფოთვა, წუხილი და სხვა), მთავარი დანიშნულებაა შენარჩუნება (!). იგულისხმება როგორც პიროვნების მიერ ოჯახისა და თემისაგან გადმოცემული კულტურულ-ტრადიციული ფასეულობები, აგრეთვე  თავად ინდივიდის ცხოვრებისეული მიღწევები (ხასიათი, მსოფლმხედველობა, თვისებები, უნარები, მატერიალური ფასეულობები, კონტროლირებადი ტერიტორია, ძალაუფლება, სოციალური მდგომარეობა და ა. შ.).

მეორეს მხრივ, პოზიტიური ემოციების (სიხარული, აღტაცება, ეიფორია, ენთუზიაზმი, კმაყოფილება, სიყვარული და სხვა) ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ უბიძგოს ინდივიდს უფრო აქტიურად დაარღვიოს გარემოს მიმართ დამყარებული წონასწორობა და უფრო გაბედულად გადალახოს სიმშვიდისა და კომფორტის ზონები. დადებითი ემოციები პიროვნების ყოფაქცევის „რევოლუციონიზირებას“ ახდენენ, აღძრავენ რა ინდივიდს ეძებოს ახალი, ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები, რის გარეშეც ფიზიკური და სულიერი ნეტარების განცდების რეალიზება უბრალოდ შეუძლებელი ხდება.

smallახლა კი შევხედოთ რა გამოდის.

გამოდის, რომ როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი აზროვნების ფორმები, ოპტიმიზმიცა და პესიმიზმიც, პიროვნებისათვის სასარგებლოა. მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა დავინახოთ ფუნდამენტური სხვაობა ამ ორი საწინააღმდეგო ტიპის აზროვნებებს შორის.

  1. უარყოფითი სახის აზროვნება, ანუ პესიმიზმი, თავისთავად მატერიალური და სულიერი კაპიტალების შენარჩუნებაზე მუშაობს; ახდენს მემკვიდრეობით მიღებულის, მოპოვებულის და არსებულის შემომტკიცებას, სტატუს-ქვოს და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  2. ოპტიმისტური აზროვნება კი ყოფაქცევის დონეზე ხასიათდება სითამამით, რისკიანობით, გახსნილობით, პიროვნული თუ სოციალური შეზღუდულობებიდან გამოსვლის პერმანენტული მცდელობებით, ახლის ძიებით, კვლევით, ცვლილებებისაკენ მისწრაფებით, ზრდით, ექსპანსიითა და გამრავლებით.

ამიტომ მოდით ყურადღებით დააკვირდით თქვენს ცხოვრებას!

დასვით კითხვა და მთელი გულწრფელობით გაეცით პასუხი: „რა გირჩევიათ: შენარჩუნება თუ ზრდა?“

რა თქმა უნდა, აუცილებლად მხედველობაში მიიღეთ, რომ დღევანდელი გადარეული სამყარო ადამიანებს რაღაცაზე მიჯაჭვული, ხარბად ჩაბღაუჭებული, ჯაბანი კაცის პოზიციას არ პატიობს. თუმცა ის ინდივიდს არც მიამიტობას და სიალალეს შეარჩენს ხოლმე.

გაიხსენეთ, რომ ცხოვრებაში ის იმარჯვებს, ვინც ძალიან წინ იყურება და, ზოგიერთებისაგან განსხვავებით სიკვდილის ნაცვლად (ან სიკვდილშიც კი) უკეთესობას, განვითარებას, სულიერ გარდასახვასა და ზრდას ხედავს.

ცხოვრებაში ის პირველობს, ვინც ეძებს და იღებს სიახლეებს, ვინც თვითონ არის ცვლილებების სათავე და იდეების წყარო.

ვისაც, ნებისმიერი ორომტრიალისა და კონფრონტაციის პირობებშიც კი, სჯერა საკუთარი ვარსკვლავის.

ვისთვისაც პირადი შეხედულებები და მოპოვებული კეთილდღეობა მხოლოდ გზაა და არა მიზანი!

ვისაც, სადაც და რაგინდ რთულ ვითარებაში არ უნდა იმყოფებოდეს, სჯერა, რომ მისი სიცოცხლე არათუ დეგრადაციის, არამედ სწორუპოვარი განვითარების, პიროვნული და სულიერი აღმასვლის უნიკალური ნიმუშია.

არ დაგავიწყდეთ იცხოვროთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: