"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

უნდა “ვაკრიტიკებდეთ” თუ არა


Julio_Ruelas_-_Criticism_-_Google_Art_Projectთითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იყოს ჩათრეული საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრების კრიტიკაში, საკუთარი უკმაყოფილებისა და ჯავრის აქტიურ გამოხატვაში, გამანადგურებელ სარკაზმში, ხელისუფლების განკითხვაში, რაც ბოლო ჯამში სამართლიანი თუ სუბიექტური პროტესტის მხოლოდ და მხოლოდ ვერბალურ (სამეტყველო) დონეზე გამოფენას წარმოადგენს. განურჩევლად იმისა აცნობიერებს თუ არა პიროვნება ამ ყველაფერს, ეს ე. წ. კრიტიკა სინამდვილეში უბრალოდ უარყოფითი ემოციების გაღვივება და საკუთარი თავის ისტერიკამდე მიყვანის თანამედროვე ტექნოლოგიაა. თუკი მოქალაქის ისტერიული რეაქციები (ბრაზი, „კრიტიკა“, გაავება) დროულად არ ყოვნდება, ფინალი ამ პროცესის მეტად მწარე და მტკივნეული ხდება – ყალიბდება ვრცელი აზროვნებითი პათოლოგიები, რაც თავად ინდივიდსაც სიცოცხლეს უმწარებს, ხოლო შემდგომში თანდათან გარშემომყოფთათვის უფრო და უფრო მეტი უარყოფითი შედეგის მომტანი ხდება. ალბათ ხვდებით, რომ მე სრულიადაც არ ვგულისხმობ კონსტრუქციულ, საქმესა და მიღწევებზე ორიენტირებულ კრიტიკას, რომელიც პროცესის ინიციატორის და მენეჯერის თანდასწრებით მიმდინარეობს, ანუ იმ კრიტიკას, რომელსაც შესაძლოა რაღაც კონკრეტული ცვლილებები მოჰყვეს. მაგრამ თუ გიფიქრიათ რა დატვირთვა აქვს პოლიტიკური წყობილების, იდეოლოგიური ორიენტაციის, ხელისუფლების გაყიდულობის, „მასონურ-პიდარასტული“ შეთქმულების, რუსული აგრესიის და ა. შ. გავეშებულ განხილვას, დუჟით პირში სიძულვილის ნთხევას, როდესაც ამ დისკუსიას არაფერი ქმედითი არ მოსდევს?! ნუთუ ეს ლანძღვა-გინება რამეს ცვლის? ნუთუ ვინმემ მოახერხა და გაარღვია ადგილობრივი პატრიოტიზმის მუყაოს ყუთი და დიდი მატერიების სამყაროში აღმოჩნდა? ნუთუ ქართველობა გამოაღვიძა საუკუნო ბანგისაგან? იქნებ ამასთან ერთად საკუთარი ნერვული სისტემის დაზიანებაც სურდა, რომ მერე ეთქვა: „ჭაობია! ჭაობი! ამ საზოგადოებაში საშინელ ნევროზს დაგმართებენ! აბა სხვა რა არის ეს ამდენი პოლიტიკური რყევა და უბედურება?! სრული სიბინძურეა!“

რა თქმა უნდა, ისევ და ისევ არჩევანი თქვენზეა – რა დროს დაუთმობთ უკმაყოფილებასა და ამ ე.წ. კრიტიკას, თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რომ თქვენგან წამოსულ უარყოფით შენიშვნებს მკაცრი რეგლამენტი დაუწესეთ – სასწრაფოდ დაიწყეთ თქვენი აზროვნებისა და მეტყველების, სიტყვების, ფრაზების, სტერეოტიპების, წინადადების რეგლამენტაცია! საყოველთაოდ!

და ნელნელა საკუთარი თავი  სულ უფრო და უფრო მეტად შეზღუდეთ მოვლენების, ადამიანების, საგნების, ორგანიზაციების, ადამიანური ქცევების „გაკრიტიკებაში“.

რატომ?

  1. კრიტიკა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, როდესაც მას მოქმედება მოსდევს. სხვა შემთხვევაში იგი უბრალოდ ნაღვლის ბუშტის ამორეცხვა, გაჭორვა, ყბედობა და ბოროტებაში წინსვლაა.
  2. images„როდესაც აკრიტიკებ ვინმეს არ დაგავიწყდეს, რომ საკუთარი თავი გყავს მხედველობაში“. ეს მოსაზრება ერთ-ერთ ფორუმში ამოვიკითხე. დიდი განზოგადებების მომხრე არ ვარ, მაგრამ იდეა საკმაოდ შინაარსიანად ასახავს კრიტიკის ფსიქოლოგიას. როდესაც სხვებს განსჯით, წარმოდგენაში თქვენ მათ საკუთარი გაუცნობიერებელი და ფარული თვისებებით აჯილდოებთ. გაითვალისწინეთ!
  3. როგორც უკვე აღვნიშნე, იმისათვის, რომ კაცი თანამედროვე, საკმაოდ რთულ, ცხოვრებაში გადარჩეს, სულ არ არის საჭირო მისი შენიშვნების პედანტურად ნევროზული ყეფა მთელს ქვეყანაში ისმოდეს. პირიქით, ხშირად უბრალოდ აუცილებელია, სულში აბობოქრებული სიავის განწყობის მინავლება და მოახლოებული ისტერიკის დაშოშმინება.

კრიტიკოსები საქართველოს ისედაც არ აკლია. საქმის გამკეთებლების დეფიციტი კი ყოველთვის მტკივნეულად საგრძნობია.

  1. „კრიტიკა“ იშვიათად არის ერთჯერადი და წუთიერი – მას მოსდევს ახალი თემები, ტოტალური და გლობალური (!!!) უკმაყოფილება, დაუკმაყოფილებლობა, ზიზღი, გულისრევის გრძნობა და ბოლოს სასტიკი აპათია. ასეთი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ინდივიდმა თავი შეიძლება იმ ადამიანის ამპლუაში აღმოაჩინოს, რომელიც ფიზიკურ სნეულებათა ალყაშია მოქცეული, რომელსაც სიავის დემონმა (კონკრეტულმა პირმა თუ ჯგუფებმა) „კრიტიკის“ სატყუარა გადმოუგდო, თვითონ კი, ამჟამადაც საღ-სალამათი ახალ-ქორფა სულებზე ნადირობს.
  2. ??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????დღევანდელი საერთო უმუშევრობის ფონზე „კრიტიკოსობა“, იქედნური შენიშვნები, ცინიკური გარჩევები შეიძლება პროფესიადაც გექცეთ. გაითვალისწინეთ, რომ „კრიტიკოსობის“ მავნე და დამანგრეველი ილუზია-შეგრძნება ის არის, რომ თითქოს რაც უფრო გულიანად გალანძღავთ, გამოაააშკარავებთ იმ ვიღაც კორუმპირებულის, ხალხის მძარცველის, მკვლელის, „პიდარასტის“ ამბავს – მით უფრო „შეგერგებათ“, მოქალაქეობრივია, ქართველურია, ერთობის ნიშანია, „მადლია“ და ა. შ. სინამდვილეში კი ისევე, როგორც ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, და უკან გზა აღარ აქვს, იძულებული ხდება ცხოვრება უარეს დანაშაულში განაგრძოს, ასევე მასიური უკმაყოფილების მხარის არჩევის შემთხვევაში, თქვენ სულ უფრო და უფრო ნაკლებად ძალგიძთ სამყარო ისეთად მიიღოთ, როგორიც იგი სინამდვილეშია. სიმშვიდის, რაციონალიზმის და სიბრძნის გამაქილიკებული იდეების შემოგდება რეალობაში (ვთქვათ, ე. წ.„შუაშიზმი“), ავტომატურად ითრევს მოქალაქეებს რადიკალიზმში, სხვა ადამიანების მიმართ შეურიგებლობასა და რეგულარულ განკითხვაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ ქრისტიანულ პრინციპს: „… ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. 2. რადგან რა განკითხვითაც განიკითხავთ, იმითვე განიკითხებით და რა საწყაოთიც მოუწყავთ, იმითვე მოგეწყვებათ თქვენ“… (მათეს სახარება, თავი VII).
  3. როდესაც შეამჩნევთ, რომ ვიღაცას უზომოდ და წრეგადასული ემოციურობით აკრიტიკებთ, ჯერ საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: „ვინ ვარ მე?“, „რამ მომცა ამ კრიტიკის და თავდასხმის უფლება?“. ხშირად ეს “კრიტიკა” იმას კი არ ნიშნავს, რომ ის/ისინი ესოდენ ცუდები არიან, არამედ იმას, რომ თქვენ ნამდვილი ცხოვრების შესახებ ბევრი რამე არასწორად იცით და შესაძლებელია სიტყვასიტყვით გჯერათ იმის, რაც წიგნებში წერია, საშუალო სკოლაში ისწავლება, გიყვებიან უნივერსიტეტების ლექტორები, რაზეც საუბრობს მასმედია, რასაც გპირდებიან ადამიანები და ხელისუფლებები.
  4. თუ თქვენ კონკრეტული დიდი მიზანი, დროში გაწერილი ამოცანები, გეგმები, სამოქმედო გრაფიკი გაგაჩნიათ – წესით, სხვათა „კრიტიკისათვის“ დრო არ უნდა გრჩებოდეთ.

ამგვარად, მაქსიმალურად მოერიდეთ შენიშვნებს – უბრალოდ შეცვალეთ! თქვენ შეცვალეთ!

ნუ მოითხოვთ ყველასა და ყველაფრისაგან სრულყოფილებას – თქვენ იყავით ასეთი!

იცხოვრეთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,875 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: