"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

მოქმედების ადამიანის წინაშე ყველაფერი უკან იხევს


მთელი მსdepressionოფლიოს მასშტაბით ექიმები, ნევროპათოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები და, საერთოდ, სულიერ პრობლემებთან და დაავადებებთან მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, გარკვეული კვლევების საფუძველზე ყოველდღიურად უამრავ დიაგნოზს სვამენ, აფიქსირებენ სხვადასხვა სიმძიმის მრავალ დაავადებას. რა თქმა უნდა, პოპულარულ და ყოვლად იშვიათ დაავადებათა დიდ ნუსხაში უპირობოდ დეპრესიები და ნევროზები ლიდერობენ – ანუ ის დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვან კავშირში არიან პიროვნების აზროვნებასა და აზროვნების წესთან.

ის, რომ აზროვნება ურთულესი ფენომენია, რასთანაც ადამიანს ურთიერთქმედება უწევს, უფრო საპასუხისმგებლოს ხდის თითოეულ აზრს, სტერეოტიპს, შეხედულებას, სააზროვნო პროცესის მართვის საკითხებსა და ზოგად განწყობას. XXI საუკუნის მეორე ათწლეულში თანამედროვე ფსიქიატრიამ საკმარისზე მეტად გამოიკვლია და დაადასტურა, რომ არასწორი აზროვნების გზით პიროვნება შეიძლება დეპრესიამდე, უმძიმეს ნევროზამდე და სუიციდამდე მივიდეს.

ამიტომ ტრადიციულად გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან მოსაზრებას დღის თემის ირგვლივ.

  1. თუკი უგუნებობა, დარდი და სევდა აგიყვათ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდიხართ, სასწრაფოდ უნდა ატეხოთ განგაში (!!!) და თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებით დაკავდეთ. რასაც უფრო მეტ ხანს გადასცემთ თქვენს თავს სიბნელის განკარგულებაში, მით უფრო გაგიჭირდებათ მისი გამოდევნა. თუ მძიმე განწყობილება კარგა ხანია, რაც არ გადის, ნუ გაამართლებთ ამას შემთხვევითობით ან აზრებით: „ცხოვრება ხან ისეა, ხან ასე“, „როცა იქნები – მორჩება-რა!“. იმოქმედეთ!
  2. ხატოვნად რომ ვთქვათ, თქვენ „სრულმასშტაბიანად“ უნდა დაკავდეთ საკუთარი განწყობით, განწყობილებითა და ემოციებით. რას ნიშნავს ეს? დამეთანხმეთ, რომ ნებისმიერი ქმედებისა და საქმიანობის მიზანი მაინც გარკვეული ემოციური მდგომარეობის მიღწევაა (ტრიუმფი, სიხარული, აღმაფრენა, ბედნიერება, ეიფორია და სხვა). ეს კი იმას გულისხმობს, რომ დაუშვებელია ემოციური სამყაროს უპატრონოდ მიგდება. გახდით გრძნობების პროფესიონალი, ფლობდეთ მათ, და ნუ იქნებით სათამაშო თქვენი გრძნობების ხელში!
  3. beauty girl cryჰკითხეთ თქვენს თავს: „ოპტიმისტი ვარ, თუ საკითხის/გადაწყვეტილების გაპრობლემება მახასიათებს?“. ეცადეთ ისწავლოთ მიმდინარე სიტუაციაში უფრო მეტად შესაძლებლობები (და არა ილუზიები!) ეძებოთ და დაინახოთ, ვიდრე სასოწარკვეთილების მიზეზები. შესაძლებლობათა დანახვის/აღმოჩენის უნარი, საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი, როდესაც შიშმა და უიმედობამ შეიძლება საზარელი პანიკა დაგმართოთ – მდგომარეობიდან გამოგიყვანთ!
  4. გულდასმით იმუშავეთ თქვენს აზრებზე. გამუდმებულ კონტროლში გყავდეთ თქვენს შიგნით არსებული თვითკრიტიკის დონე. თუ თქვენი შინაგანი ხმა ლანძღვა-გინებაში, ობსტრუქციაში, თვითგანადგურებაში გადადის – სასწრაფოდ ჩაერიეთ და დაიწყეთ ვითარების სტაბილიზაცია. შინაგანი კრიტიკა არა საბრალდებო დასკვნა უნდა იყოს, არამედ განვითარებისათვის მოწოდებული შენიშვნებისა და ინსტრუქციების კრებული, რაც ავტომატურად უნდა იწვევდეს გამოსასწორებელ ქმედებებს. თუ შინაგანი კრიტიკა (სხეულის უსიამოვნო შეგრძნებებით გამყარებული აზრები, ვითარების კომენტირება, შებოჭილობები, სპაზმები და სხვა) გთრგუნავთ, იწვევს აპათიას, უინიციატივობას, საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას, მაშინ დრო მოვიდა მკვეთრად შეაჩეროთ ეს პროცესი!
  5. ისწავლეთ იმის დაფასება, რაც გაგაჩნიათ და იმ „იარაღებით“ ბრძოლა და ქმედება, რასაც ამ წუთისათვის ფლობთ. ნუ ელოდებით სრულყოფილების მომენტს (ფულს, დიდობას, დიად მფარველებს, უნარებს და ა.შ.), ეძიეთ ეს შესაძლებლობები იმ ყველაფერში, რაც ახლა გაქვთ ხელთ. გადამწყვეტი მომენტები ხშირად ისე შეუმჩნევლად დადგება ხოლმე, რომ პიროვნებას მომზადებისათვის დიდი დრო აღარც კი რჩება. ისწავლეთ, იმ ყველაფრის მობილიზება, რაც გაგაჩნიათ და დაიმკვიდრეთ ხასიათში სიღრმისეული მადლიერების განცდა!
  1. optimisticთუნდაც არაფერი გამოდიოდეს, ისწავლეთ წამოდგეთ, ტანსაცმლიდან მტვერი შემოიბერტყოთ, გაიღიმოთ და განაგრძოთ თქვენი მცდელობები, გააანალიზოთ და დახვეწოთ თქვენი ქმედებები.

ნევროზისა და დეპრესიის პირველი მტერი მაინც შეუპოვრობა და მოქნილობაა!

მოქმედების ადამიანის წინაშე ყველაფერი უკან იხევს!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “მოქმედების ადამიანის წინაშე ყველაფერი უკან იხევს

  1. Ҭhanks іn support οf sharing such ɑ fastidious thoսght, paragraph іs fastidious,
    thats why і have read it еntirely

    Posted by fifa 14 points gratuit | September 17, 2014, 1:58 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: