"განვითარდი" (სამოტივაციო სტატიების სერია)

მართე შინაგანი მდგომარეობა


foto-upravlenie-emocziyamiწარმატებული ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა თვითრეგულაცია – ემოციური და ფსიქოლოგიური, მენტალური მდგომარეობების, სტრესისშემცველი ვითარების მართვა. მთელი დღის განმავლობაში თავისუფალი პიროვნება, ანუ ინდივიდი, რომელიც სისტემატურად გამოდის საკუთარი შეზღუდულობების ჩარჩოებიდან, მისთვის უცნობი ინტენსივობის უარყოფით თუ დადებით ემოციებს აწყდება.

რაც უფრო მეტ რისკს, გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობებს იღებს ადამიანი საკუთარ თავზე, მით უფრო დიდ ენერგეტიკას იკრებს (!) და, შესაბამისად, მით უფრო დიდი გარე ენერგეტიკული წნეხის (წინააღმდეგობის) პირობებშიც ექცევა. წარმატების მასშტაბის ზრდა იწვევს ახალი/გართულებული ტიპის საქმიანობებს, სწორი შეფასებების, და ამ სწორი შეფასებების კეთების, მაღალი სიხშირის აუცილებლობას.

შეფასებების ზრდადი სიხშირე კი იწვევს ემოციების წარმოშობის მაღალ სიჩქარეს, ემოციების გაერთიანებას სხვადასხვა უცნაურ, თითქოს „ახალ“ ემოციებად. მთელი დღის განმავლობაში სოციალურად აქტიური ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ხდება სხვადასხვა ენერგეტიკულ-საინფორმაციო თავდასხმების სამიზნე. და სწორედ ამიტომ თვითრეგულაცია არის მნიშვნელოვანი პრინციპი პრობლემების ენერგიის გამოყენების და არა მასთან დაპირისპირებისა. თვითრეგულაცია შეიძლება იყოს ავტომატური/გაუცნობიერებელი, მოვლენების თანმდევი (მიმდინარე სიტუაციებიდან გათიშვის გარეშე), გამოსვლითი, შერეული და ა. შ.

ზოგისათვის თვითრეგულაცია არის ვითარების ანალიზი, ზოგისთვის – პროცესების მართვა, კონტროლი, პროგნოზირება და გადაწყვეტილებათა მიღება, ზოგისათვის – უარყოფითი ემოციების განმუხტვა, ზოგისთვის რაციონალურისა და ემოციურის დაბალანსება, ზოგისათვის – „დრაივის“ შინაგანი მდგომარეობის შექმნა-დაბრუნება.

ქვემოთ რამდენიმე რეკომენდაცია არის მოცემული იმ ადამიანებისათვის, ვინც  პიროვნული განვითარების მიმართულებით მუშაობს.

  1. image19725რეგულარულად ისარგებლეთ ტელეფონში ჩაწერილი პროგრამა „შემხსენებლის“ ზარით, და დღეში 5-ჯერ მაინც (!), როგორც დიდ რელიგიებშია, მოწყდით მიმდინარე საქმიანობებს, რაგინდ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, და გააკეთეთ უფრო მნიშვნელოვანი რამ: რელაქსაცია, ლოცვა, მედიტაცია, განწყობის დარეგულირება სპეც. მომზადებული აფირმაციებით და სხვა. მძლავრი შინაგანი ძალისხმევით ეცადეთ მენტალურად გათავისუფლდეთ საქმიანობებზე და მათ შედეგებზე დამოკიდებულებისაგან, „გაწმინდოთ“ გონება. თქვენ არ ხართ თქვენი საქმე, თქვენი მიზნები და ამოცანები, თქვენ ის ხართ, ვინც ამ ყველაფერს ქმნის! საქმის კეთებაში თავს ნუ დაკარგავთ!
  2. მიმდინარე, ყოფითი სიტუაციებში ჩვევად აქციეთ თქვენს გუნება-განწყობაში უარყოფითი ემოციები გამოავლინოთ (რა თქმა უნდა, არა გარშემომყოფების მისამართით!). ნეგატიური რეაქციების (შეგრძნებების) უგულუბელყოფა, თამაში, რომ „ყველაფერი კარგად არის“ დაუშვებელია (!). მეცნიერების აზრით, ეს ფსიქიური სისტემის სიგნალებია არსებული საფრთხის ან მოახლოებული პრობლემის შესახებ. თანაც ზოგიერთი უარყოფითი ემოცია ალოგიკურ შეფასებას და მცდარ გათვლას ეფუძნება და ა. შ. სწორედ ამიტომ ნორმალური ცხოვრებისათვის უბრალოდ აუცილებელია ნეგატიური ემოციების გამოაშკარავება, მათი წარმოშობის და განვითარების ანალიზი.
  3. ჩამოაყალიბეთ თქვენი ცხოვრების „ათი მცნება“, ათი ყველაზე უფრო უნივერსალური პრინციპი, რომელიც მიესადაგება მთელი თქვენი სიცოცხლის, არაცნობიერის, ბუნებისა და ხასიათის მოთხოვნილებებს, მოტივებს და ა. შ. არ არის საჭირო ვინმეს საამებლად ეს „ათი მცნება“ სახარებიდან ამოიღოთ. შექმენით თქვენი, ინდივიდუალური ათი მცნება – ენერგიისა და ჟინისმომცემი, მედგარი და გადამრჩენელი. შემდეგ დაკიდეთ თქვენს ოფისში, სამუშაო ადგილზე, დესკტოპზე, სადაც გიწევთ დღის ნაწილის გატარება, ჩაიწერეთ ტელეფონში. დროთა განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში დახვეწეთ! შემდეგ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ეცადეთ ამ პრინციპების თანახმად იცხოვროთ. თვითრეგულაცია სწორედ პრინციპების ერთგულების, საკუთარი სამოქმედო კურსის ზედამხედველობას გულისხმობს და ნიშნავს არჩეული სტრატეგიისა და ყოველდღიური ქმედებების ურთიერთშესაბამისობის მოწესრიგებას.
  4. სპორტული თამაშები (გუნდური მათ შორის), საუნა, საბრძოლო ხელოვნებები, სულიერი საუბრები საკმაოდ კარგად არეგულირებენ ემოციური სისტემას.
  5. ადამიანური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია თვითრეგულაციის პროცესში. მასწავლებლები, სულიერი მოძღვრები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ შინაგან სტაბილიზაციაში. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ მათ!

 იცხოვრეთ გაბედულად!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: